სუნიანი ტანსაცმელი, კიანუ რივზი და ტელფონის ზარი


პირველი სექტემბერი პირველ იანვარზე უფრო მეტად ცვლიდა ადამიანთა ცხოვრებას საქართველოში. 4-5 წელია სწავლის გადაწევამ და საზღვაო სეზონის გახანგრძლივებამ დააკარგვინა მას ეს ფუნქცია. არადა რამდენი რაღაც ხდებოდა ხოლმე პირველ რიცხვში.

1)სკოლის დაწყება ანუ სუნიანი ტანსაცმლები

პირველში სკოლა იწყებოდა და აბა რომელი ბავშვი იკადრებდა პირველ დღეს კლასელებთან გამოცხადებულიყო ისეთი ტანსაცმლით რომელიც თუნდაც ერთხელ ეცვა მანამდე სადმე. მახსოვს სუნს ვგრძნობდი სიახლისას სკოლაში. ბაზრობის, ბოტასის სპეციფიკურ სუნს, ახალი ჯემპრისა თუ მაღაზიაში ნაყიდი მაისურის “არომატს” . ვერასოდეს ვერ ვიტანდი ამ ტრადიციას, ყოველთვის ვცდილობდი აგვისტოში გამეცვითა ყველაფერი, ან გვიან მეყიდა.

ეხლა უნივერსიტეტშიც იგივე ხდება პრინციპში. სუნი სუნად დარჩა.

2)ყვავილები და ბანბანერკა

დამრიგებელს ყვავილებს ვინც არ აჩუქებდა ის არ აფასებდა თავის აღმზრდელს.  ხოლო ყვავილებთან ერთად ბანბანეკრასაც თუ მიართმევდა მასწავლებელს ამით ხაზს გაუსვამდა იმ უდიდეს სიყვარულს რომლითაც ის იყო აღვსილი.

3) ახალი გადაცემები

გაცილებით მეტი სიახლე იყო ხოლმე ტელევიზიებში ყოველწლიურად. ახალი იდიოტური სერიალები, ასევე მცდელობები კარგი შოუებისა თუ გადაცემების გაკეთების.

ეხლა ეს ყველაფერი ხან როდის ხდება და რან როდის. ერთი ისევ ისე დარჩა 2 სექტემბერს კიანუ რივზის დაბადების დღეა. ეს ბიჭი ნეოს როლისთვის დაიბადა, თორემ დანარჩენი მაგისგან მსახიობი არ გამოვა არაფრით, მაგაზე მეტ ემოციას ეკრანზე შეშა აჩვენებს ხოლმე.

პ.ს ამ წამს დოდკამ დამირეკა და ხვალ იმედსა შინა დაგვიბარეს ეს ყველაფერი ვილის ორატორული გამოსვლის ფონზე მითხრა. გამიხარდა ერთობ, ეტყობა ღამის შოუს სტუდიას, რომ მართლა სიახლე სჭირდებოდათ და უბრალოდ არ მაინუნობდნენ, როგროც ამას საქართველოს ტელევიზიებში სხვადასხვა გადაცემებში აკეთებენ ხოლმე.

Advertisements

10 comments so far

  1. ბაბისა on

    ჰოო… მეც აი თვალწინ გამირბინა მიყოლებით სექტემბრებმა :)))
    მიხარია რომ აღარ არსებობს 1 სექტემბერი და ყველგან სხავდასხვა დროს იწყება სწავლა, მერე ეს ახალი ტანსაცმლის, გადაცემების, ყვავილების და ბლაბლა ’ფენომენიც’ გადავა ნელ-ნელა :))
    კიანუ კიდე მე ტკბილ ნოემბერში მახსოვს კარგად :პ
    ნეტა რამდენი წლის გახდა, მგონი დაბერდა, აბა მე გავიზარდე და :დ

  2. vasasi on

    დაგიბარეს უკვე??/

    რა კარგიაა/…

    ანუ სცენარისტები ხართ თუ კიდევ არის კასტინგი გასავლელი?..

  3. sophya on

    მე რატომღაც არ მქონია ეს ‘პრობლემა’, პირიქით, მახსოვს, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, დაქალის ნათხოვარი ‘საროჩკით’ წავედი :)))) თუმცა ამისთვის არასოდეს მიმიქცევია ყურადღება. უბრალოდ ძველ სტუდბილეთის სურათში ამ ‘საროჩკით’ ვარ და ამაზე გამახსენდა 🙂

  4. Natosha on

    😀 chemi univi gamaxsena aman. yovel cels, universitetshi misvlisas, pirvelkurselebs rom vuyureb mecineba ) sagamos kabebshi, kostumebshi, sarochkebit da a.sh.. 😀 ezoshi koveltvis chan vin aris axali 😀 martalia, ukve mexute kursze gadavedi (vaime O.o) da clis ganmavlobashi, universitetis ziritad korpusebs saertod ver vxedav(klinikebshi gvitardeba leqciebi), pirvel dges koveltvis iq mivdivart da gvaqvs yovelcliuri “aglumis” kurebis pativi )

  5. სუნიანი ტანსაცმელი კარგი იყო:))) სათაური რომ წავიკითხე, მეგონა რამე სხვა, უფრო ცუდსუნიან ტანსაცმელზე გეწერა პოსტი:)))

  6. sweet on

    ვაა იმედში მიგიღეს ყველანი, თუ ჯერ კიდე რამე ეტაპი დარჩა? გილოცავ!

  7. tatushka55 on

    Ra gchirt? rato ar cert ra xdeba
    arc shen arc dodis arc kvavas ar giceriat rao imedelebma
    amxela bumberazi xalxi gbaleshikobt da gelodebit
    tqven kide legvis chiradac ar gvagdebt 😀

    es chemi oratoruli gamosvla iko 😀

  8. ნან on

    ჰო კაი პოსტი იყო, ნამდვილი საპირველსექტემბრო.
    მესამე კლასიდან მძულდა პირველი სექტემბერიც და სკოლაც. ახლაც მაზრიალებს იმ სუნზე სკოლის დერეფანში რომ დგას. საპირფარეშოს, ჭუჭყიანი ჩვრების და წვიმიან ამინდში სველი ტანსაცმლის. ეს სუნები.. ხმებიც საშინელება იყო. სკოლის კედლებში პატარა ხმაურსაც კი უზარმაზარი ექო აქვს, ამას ემატება ზარის საძაგელი ხმა, ბავშვების გნიასი და მასწავლებლების წივილ–კივილი. სკოლაში ვიყავი რამდენჯერმე და არაფერი შეცვლილა, იგივეა ახლაც. სკოლის კოშმარები გრძელდება.

  9. Katieé.Ge on

    fff
    ახლა მახსენდება, როგორ ვერ ვიტანდი 1 სექტემბერს სწორედ მაგ ტანსაცმელომანიის გამო. მაგ დღეს ვალდებული ვიყავი მეც შავ-თეთრი მცმოდა :///

  10. კახი on

    რაას ლაპარაკობ კიანუ რივზზე არ თქვათ უნიჭოა სირცხვილია მაშინ საიდან ეს აღიარებ და დიდება ეეე… ეშმაკის ადვოკატი მაინც არ გინახავტთ ან ტკბილი ნოემბერი ! მრავალმხრივი მსახიბია დზააან მრავალფეროვანი როლები აქ !


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: