Untitled


ძალიან დაღლილი ვარ. ორი დღეა დილიდან საღამომდე სადღაც დავბოდიალობ ან რაღაცას ვაკეთებ. მართალია სულ გონებრივი სამუშაოთი ვარ დაკავებული, მაგრამ დამიჯერეთ ფიზიკურზე არანაკლებ დამღლელია ტვინით მუშაობა.

იმედში კიდევ ერთი თჳე მომიწევს საბოლოო პასუხისათვის ცდა. ოქტომბრის დასაწყისისთვის ან კარისკენ მიმითითებენ ან კონტრაქტზე მომაწერინებენ ხელს. არადა მაგრად მინდოდა უკვე დამეწყო მუშაობა, სწავლა მეწყება და ცხრილს ზუსტად შევუთავსებდი, თუ საჭირო იქნებოდა შედარებით “არაპოპულარულ”  ლექტორებს ავირჩევდი, სმააგიეროდ ლექციებს არ გავაცდენდი. ეხლა კი არ ვიცი რა ვქნა. საგნები დავარეგისტრირე ისე :

1)ბეჭდური მედია

2)მედიის კვლევის მეთოდები

3)იაპონური ენა

4)ინტეგრირებული მარკეტინგ კომუნიკაციები

5)მას.კომუნიკაციის შესავალი

6)ძნელად აღსაზრდელი ბავშვის ფსიქოლოგია

თითქმის კმაყოფილი ვარ საგნებით. ყოველ შემთხვევაში საინტერესო სახელები მაინც აქვთ.

ეს დღეები რაღაც ძალიან უცნაურად მიდის. ჯერ 31-ში ან 1-ში ველოდი იმედიდან ზარს და მაშინ როცა პესიმისტურად განვეწყვე 2-ში დაგვიძახეს ni2-ის ხალხს, მერე საგნებზე დავიტანჯე, ამას რა?სად?როდის? სტუდენტური Top10-ის მოახლოებაც დაემთხვა, კვირას(ზეგ)  პირველი ტურია უკვე და დღეს ვივარჯიშეთ “ინტეგრალმა”.  მინიმუმ რა?სად?როდის?-ის ტურნირის მოგებას ვგეგმავთ, მაქსიმუმ ჰეთ-რიკის გაკეთებას, რა?სად?როდის?თან ერთად ბრეინ რინგისა და ერუდიტ სექსტეტის მოგებას.  ყველაზე მაგარი კი მესიჯი იყო რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღე ადამიანისაგან ვინც ალბათ ყველაზე უცნაური მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი პიროვნება ვისთანაც კი ოდესმე კონტაქტი მქონია, იმდენად ამოუცნობია მისი ნებისმიერი ნაბიჯი, რომ არანორმალურ სიამოვნებას მგვრის მასთან ურთიერთობა. არადა ხშირად ნაბიჯები ჩემთვის არც ისე სასიამოვნოა :დ

ტრანსპორტში იმდენად დიდ დროს ვატარებ, რომ ჩემს მპ-40ს დავწვავ მალე.

პ.ს  ეს ტრეკი გამახსენდა ეხლა წერისას. 2009 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ქმნილებაა.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

10 comments so far

  1. kikito on

    warmatebebi ni2-s xalxs 🙂

  2. mariakhsiashvili on

    ნიკა, იაპონური ერთი გაგიხსნა? და რომელი ფაკულტეტიდან?

  3. tiny on

    არ გინდა შენს ლექციებზე ვიარო? :დ

  4. მარი ახსიაშვილი on

    აუ, იაპონურის ცხრილი იცი? რა დღეებში და რომელ საათებზეა?

  5. Katten Försvann on

    აუუუუ, იაპონურიიიიოოო. მშურს და მეტი არაფერი!

  6. Leonard Shelby on

    მარი იაპონური ჰუმანიტარულიდან გავახსნევინე, არ ვიცი ადგილები არის თუ არა კიდევ დარჩენილი სოც.პოლებისთვის კიდევ. დღე და საათი არ ვიცი ჯერ ლექტორი უნდა ვნახოთ და უნდა შევუთანხმდეთ როდის გვაწყობს.
    თინი იარე ნახევარი ჩემი სამეგობრო ჩემს ლექციებზე დადის :დ

  7. მარი ახსიაშვილი on

    მეც დავრეგისტრირდი, მეათე ვიყავი:-)))
    აა, ჩვენ თავად უნდა ავირჩიოთ დრო? ნეტა კვირაში რამდენი საათი აქვს დატვირთვა. მაგალიტად, სარსან თურქულს რომ სწავლობდნენ ბავშვები, კვირაში 12თუ 16საათი ჰქონდათ და ესეც მაგდენი იქნება?

  8. mariakhsiashvili on

    ნიკა, იმდენად დაღლილი ხარ, რომ სათაურიც კი ვერ დაარქვი ხო პოსტს?:-))))

  9. NUMB on

    iaponurze sharshanac meubnebodi, archeva mindao da jgufi ar shedgao 😀 siamovnebit avirchevdi :S rom mixsnides sagnebs saiti :S

  10. ჰიუსტონ on

    იაპონური რა მაგარია?! მინდა!


დატოვე კომენტარი