NHL 2009/10 Part 1


ერთ თვეზე ნაკლები დარჩა NHL-ის ახალი სეზონის დაწყებამდე. გუშინ იაჰუს ფანტაზიაში დავრეგისტრირდი და რიგით მესამე სეზონს ჩავატარებ. ვერცხლისა და ბრინჯაოს მოგების შემდეგ, წელს ოქრო უნდა მოვიგო :დ ფანტაზია მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სპორტის სახეობა მიბრუნდება. ნუ NHL-ის გარდა ჰოკეის სხვა ლიგებს არ ვუყურებ და ჩემთვის ამოსავალი და ჩასავალი წერტილიც “ნაციონალური ჰოკეის ლიგაა”.

წელს ბევრი გაცვლა-გამოცვლები მოხდა. ბევრი გუნდი გაძლიერდა, ზოგიც შესამჩნევად დასუსტდა. მე შევეცდები ჩემეული ფრედიქშენი დავწერო, თუ რომელი გუნდი როგორ ჩაატარებს რეგულარულ სეზონს.

დღეს დასავლეთ კონფედერაციაზე ვისაუბრებ. შემდეგ პოსტს კი აღმოსავლეთის გუნდებს მივუღძვნი.

დასავლეთ კონფედერაცია

15) Colorado Avalanche

ეს გუნდი შარშანაც ბოლო იყო დასავლეთში და წელსაც ვერავინ შეეცილება. კოლორადოს ლეგენდა ჯო საკიკი ჰოკეიდან წავიდა, ბუდაი ვანკუვერში გადავიდა. არავინ არ დაუმატებია ავალანშს, რომ რაიმეპრეტენზია ჰქონდეს ფლეი-ოფზე. მოკლედ ეს გუნდი განწირულია ცხრილის უფსკრულში სამყოფად.

14)Los Angeles Kings

ბოლო ორ ადგილს წინა სეზონისას ვტოვებ. ისევე როგორც ზვავებს არც მეფეებს აქვთ რაიმეს შანსი ამ შემადგენლობით. გუნდმა უბრალოდ დაცვაში თამაში არ იცის, არც შეტევაში ბრწყინავს დიდად. ანცე კოპიტარის, დასტინ ბრაუნისა და რაიან სმიტის იმედზე მაგათი მშობლები არ არიან ლოს-ანჯელესი კი არა.

13)Edmonton Oilers

გრეცკისა და მესიეს დროს ეს გუნდი ქვას-ქვაზე არ ტოვებდა, ეხლა კი დასავლეთის მაჩანჩალაა. მიზეზი კი უაზრო მენეჯმენტია. გუნდმა წელს ხაბიბულინი დაიმატა, სუპერ გამოცდილ რუს გულკოპერს თუ დავუმატებთ საკმაოდ კარგ დაცვის ხაზს მივიღებთ გუნდს, რომელმაც წესით ბევრი შაიბები არ უნდა გაუშვას, სამაგიეროდ შეტევაში თამაში არ იცის არავინ. გუნდს ორი ნორმალური ხაზიც კი არ ჰყავს. ალეს კოტალიკიც გაუშვეს გუნდიდან და დარჩნენ ჰორცოფისა და პენერის იმედზე. სასწაული უნდა მოხდეს ედმონტონი რომ ფლეი-ოფში გავიდეს. ისე კი მე-13 ადგილი და ლოცვა დრაფტზე კარგი ნომრისა, ეს დარჩენიათ მენავთობეებს.

12)Nashville Predators

შარშან რომ ნეშვილი ბოლოზე არ გავიდა პეკა რიინეს დამსახურება და წელსაც სწორედ ეს მეკარე იქნება უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ნეშჳილი თამაშებს მოიგებს. გუნდი არ ჰყავს მოთამაშეები რომლებიც დასავლეთის ძლიერ გუნდებს შაიბებს გაუტანენ. დამონტი და არნოტი ფინიქსისათვის და ედმონტონისთვის თუ გამოდგება. გუნდს მინიმუმ ერთი კარგი მექულება ჭირდება.

11)Phoenix Coyotes

ამ გუნდში მაგარი არეულობაა. მფლობელი ვინ იქნება კოიოტების ისიც კი გასარკვევია ჯერ. შარშან იოკინენის დაკარგვით გუნდი სერიოზულად დასუსტდა. მხოლოდ დოუნის ხარჯზე ფლეი-ოფში ვერ გავა გუნდი. ილია ბრიზგალოვი ისევ იწვალებს კარებში და ფინიქსი კვლავაც ფლეი-ოფს მიღმა დარჩება

10)Columbus Blue Jackets

შარშან კოლამბუსი არსებობის ისტორიაში პირველად იყო ფლეი-ოფში და მგონია წელს იგივეს ვერ გაიმეორებს. კი სტივ მესონს ისევ სუპერ სეზონი ექნება ალბათ, ნეშიც იკაცებს და პარლსონის დამატებაც კარგი საქმე იყო, უბრალოდ სხვა გუნდები უფრო ძლიერები არიან.

9)Dallas Stars

გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს. ძალიან კარგი ფრთის მოთამაშეები და ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრების სამეული დასავლეთში. ნუ სახელებით ასეა, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდის ხან ვიღაცაა დამტვრეული, ხან იმპოტენტებივით დასრიალებენ ყინულზე “ვარსკვლავები”. სანამ დალას კარებში ტურკო ჰყავს მანამდე ეს გუნდი ფლეი-ოფს ვეღარ იხილას, ზუბივიც წავიდა რუსეთში სათამაშოდ, შარშან მთელი სეზონი გაუცდა ტრამვის გამო და ეგ ჰქონდათ მიზეზად დაცვაში უსუსური ტამაშის ასახსნელად, წელს რა მიზეზს მოიფიქრებენ დალასის მფლობელები საინტერესოა.

8)St. Louis Blues

შარშან ეს გუნდი ყველაზე მეტად გააწვალა ტრამვებმა. წელს იმედია კარია და მაკდონალდი ნორმალურად ჩაამთავრებენ სეზონს. თუ ასე მოხდა სენტ-ლუისი აუცილებლად გავა ფლეი-ოფში. შესაძლოა უფრო მაღალი საფეხურითაც კი. გუნდს ორი ძლიერი მეკარე ჰყავს, კარგი შეტევა და დაცვის ხაზი. ფლეი-ოფი გარანტირებული აქვთ.

7)Calgary Flames

კალგარის ძალიან ბევრი სუპერვარსკვლავი ჰყავს გუნდში, მაგრამ ეს ბიჭები ბერდებიან გუნდი კი წინ ვერა და ვერ მიდის. ჩემპიონობა მხოლოდ ერთხელ იყო ახლოს. ისიც ტამპა ბეიმ წაიღო. წელს კალგარი გაძიერების ნაცვლად დასუსტდა კამალერეს წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია, ისევე როგორც ოჩონის. გუნდი შეტევაშიც დასუსტდა და დაცვაშიც. იგინლას და კომპანიას ფლეიო-ოფის თუნდაც ერთი წრის გასავლელად სასწაული სჭირდებათ. ამ სასწაულს კი გუნდის გაძლიერება ჰქვია.

6)Minnesota Wild

ალბათ ბევრი არ დამეთანხმება როდესაც მინესოტას მეექვსე ადგილზე ნახავს ამ სიაში. მე მგონია, რომ ამ გუნდს შეუძლია ასე მაღალ საფეხურზე დაასრულოს სეზონი, მიუხედავად იმისა რომ შარშან ფლეი-ოფში საერთოდ ვერ გავიდა. გუნდიდან წავიდა სუპერვარსკვლავი მარიან გაბორიკი რაც ძალიან გამიხარდა, ეს ბიჭი მუდამ დამტვრეულია და ფულს ტყუილად უხდიან აი მის მაგივრად მოსული მარტინ ჰავლატი კი შეტევას 1-2ად გააძიერებს. მთავარი იმედი კი მეკარე, ნიკლას ბექსტრომია, ამ გოულის შარშან ძალიან მაგარი სეზონი, ჰქონდა და დარწმუნებული ვარ წელსაც იგივეს გაიმეორებს.

5)Anaheim Ducks

ჩემი საყავრელი გუნდი დასავლეთ კონფედერაციაშია. წელს დაცვაში საგრძNობლად დასუსტდა, გუნდი დატოვა კრის პრონგერმა, დეკადის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, ასევე ბუშმემანმა რომელიც თავისი ზეხისტი ჰოკეით ბევრს უქმნიდა სერიოზულ პრობლემებს. სამაგიეროდ გუნდი გაძიერდა საკუ კოივუთი, ჯეფრი ლუპულითა და ნიკ ბოინტონით ამ ბიჭს ხელების ქნევა კარგად შეუძლია და კარგ ჩხუბებს გვანახებს :დ ნიიდერმაიერი და სელანი ამ სეზონშიც შეეცდებიან კიდევ ერთხელ გაჩემპიონებას. ჰილერი და ჟჲგერი ნომერ პირველი მეკარეობისთვის იბრძოლებენ. იხვებს კი შეუძლიათ ჩემპიონობასაც კი გამოჰკრან ხელი.

4)Detroit Red Wings

NHL-ის ოფიციალურ საიტზე წერენ და მეც იგივე აზრისა ვარ, ოლიმპიურმა თამაშებმა შეიძლება ძალიან დიდი დაღი დაასვას ფრთების თამაშს. თუმცა მარტო დეტროიტი არ “ზარალდება” ოლიმპიადით და ეს კიდევ კარგია. გუნდი წელს ძალიან დასუსტდა მარიან ჰოსას გარდა გუნდი მიქაელ სამუელსონმა დატოვა, რაც დეტროიტის ზემძლავრ შეტევას სერიოზულად დაასუსტებს. ზეტებერგსა და დაცუკს გაცილებით მეტის გაკთება მოუწევთ ფრთების მოგებისათვის. თუმცა დეტროიტს რამდენიმე იმედისმომცემი პროსპეკტი ჰყავს და ნამდვილად არ გაუჭირდება გუნდს მინიმუმ ერთი წრის გავლა ფლეი-ოფში.

3)Vancouver Canucks

წელს ვანკუვერს ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავს რომელიც კი ოდესმე მინახავს ამ გუნდის ისტორიაში(ანუ ბოლო 8 წელიწადში). ლუონგოს ახალი კონტრაქტი გაუფორმდა და ეს სუპერ მეკარე კარიერას ალბათ ვანკუვერში დაასრულებს. თუ ლუონგო ჯამრთელი იქნება, სამუელსონისა და შნეიდერის(ამ ბიჭს 5 მილიონს ნაღდად არ უნდა უხდიდნენ) დამატებით გუნდს თავისუფლად შეუძლია ჩემპიონი გახდეს. ძმები სედინები თავისუფალი აგენტები იყვნენ ორივე დარჩა გუნდში და ამით ვანკუვერი ჩემი აზრით დასავლეთის ფინალში თამაშის ერთ-ერთი უმთავრეს პრეტენდენტად აქცია.

2)San Jose Sharks

ამ გუნდზე რა უნდა დავწერო არ ვიცი. სან ხოსეს შემადგენლობით ლიგაში ერთი-ორი გუნდი თუ შეედრება, რეგულარულ ჩემპიონატს გუნდი ყოველთვის უმაღლეს დონეზე ატარებს, მაგრამ დგება ფლეი-ოფი და ტორნტონი, ნაბოკოვი, მარლო, სეტოგუჩი და ძმანნი მათთნი ისვრიან შარვალში. შარსან გუნდმა ლიგის მასშტაბით ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, სამაგიეროდ პირველივე წრეში გამოვარდა ფლეი-ოფებში. გუნდი წელსაც მაღალ ადგილს დაიკავებს რეგულარულში, აი მერე რას იზამს არ ვიცი. ერთი კია ბუშეს გაშვების შემდეგ სან-ხოსეს მაგრად დაერხევა თუ ევგენი ნაბოკოვი დაიმტვრევა და თამაშებს გააცდენს. ნორმალური შემცვლელი არ არსემობს მისი.

1)Chicago Blackhawks

გუნდმა მარიან ჰოსა დაიმატა, ჯონ მადენი სერიოზული ძალაა, მარტინ ჰავლატის დაკარგვა დიდად არ დაეტყობა გუნდს.  გუნდი ძალიან ახალგაზრდაა და რამდენიმე მთავარ მოთამაშეს კონტრაქტის ვადა გასდის და ამ სეზონზე თავს გაიგიჟებენ რომ მაგარ კონტრაქტებს გამოკრან ხელი. ხაბიბულინის დაკარგვა დანაკლისია, თუმცა იუეც მაგარი მეკარეა. ჩიკაგოს წელს ყველაზე კარგი შანსი ბოლო წლების განმავლობაში ჩემპიონი გახდეს. რეგულარულს ალბათ მოიგებს კიდევაც.

ესეც ასე. ძალიან მნიშჳნელოვანი იქნება ზამთრის სატრასფერო ბაზარი და ოლიმპიადიდან ვინ რა ფორმაში დაბრუნდება. წელს აღმოსავლეთი და დასავლეთი ძალიან გათანაბრდნენ და ძალიან მაგარ ომს ველი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

1 comment so far

  1. bundes on

    dgesve shemizlia tavi davdo imaze, rom chikago dasavlet konferencias ver moigebs


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: