ეს ჩვენ ვართ ინვალიდები


ამ პოსტის დაწერას დასვენებული და დამშვიდებული ვაპირებდი, მაგრამ ისე გამოვიდა რომ ძალიან მაგრად დაღლილი და 1,5 ლიტრა ღვინოს ნასვამი ვწერ.

ორიოდე დღის წინ მარშუტკის მძღოლმა რომელშიც მე ვიმყოფებოდი ინვალიდ ადამიანს(ყავარჯნებზე იდგა) არ გაუჩერა მანქანა, ეს სანამ ამოვა მანამდე დროს დავკარგავო, ღმერთო შენ მაპატიე რომ ვერ ვეხმარები ამ ადამიანსო და პირჯვრის გადაწერით განაგრძო გზა. გავღიზიანდი მაგრად. მეჩქარებოდა მე იმედში, მაგრამ იმ ინვალიდს რა დრო უნდა წაერთმია ჩემთვის, დიდი-დიდი 40 წამი. ეს დრო ჩემთვის არაფრის მომცემი იყო, იმ გაჭირვებულ ადამიანს კი გარეთ უაზროდ დგომას აარიდებდა.

დიდი ხანია რაც ვუკვირდები, რომ ინვალიდებს საქართველოში საჭირო ყურადღებას არ აქცევენ.  მაგარი კიდია  ხალხს რას და როგორ შვება სხვადასხვა გრძნობის ორგანოწართმეული ადამიანი.   ინვალიდის სავარძლის სპეციალური “გზა” არსებობს ბევრგან, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ხალხი ყურადღებას არ აქცევს მათ დეფექტს. კი ძალიან კარგია როდესაც ადამიანს არ აგრძNობინებ, რომ ის შენგან განსხვავდება, მაგრამ ძალიან ცუდია როდესაც ცალფეხა ადამიანს სკამზე დაჯდომას არ აცლი ისე ქოქავ მანქანას. არადა ასეთი რამ  ძალიან ბევრჯერ მინახავს მარშუტკაში.

ყველაზე გულისმარევი ის ფაქტია, რომ სუფრებზე და საუბრებში ყველა თავს იკლავს ან სასმის სასმისზე ცლის ინვალიდების დალოცვაში ანდა დემაგოგიას ეწევა მათი უფლებების დაცვისას, მაგრამ როცა მართლა შეუძლიათ მათი დახმარება მაშინ ხელს არ ანძრევენ, ამრეზით უყურებენ ხალხს რომლებიც ცდილობენ  მწვანის ანთებისას ქუჩა გადაკვეთონ რაც შეიძლება სწრაფად ან რომელიმე მუნიციპალურ ტრანსპორტში შესვლას ლამობენ და შედარებით დიდ დროს უთმობენ ამას.

რაღაც-რაღაცეების პატივისცემა ისე უნდა ვისწავლოთ რომ საკუთარ თავზე არ გამოვცადოთ. მერე ყველანი მაგრები ვართ აი ღმერთმა ეს გვიქნა და ის გვიქნა, იგივეს არავის ვუსურვებ და ასეთი რაღაცეები.

18 comments so far

  1. Katten Försvann on

    “ორიოდე დღის წინ მარშუტკის მძღოლმა რომელშიც მე ვიმყოფებოდი ინვალიდ ადამიანს არ გაუჩერა მანქამა” არაკაცი ყოფილა. იწეროს ჯვარი და იფიქროს რომ ქრისტიანია. მიმიფურთხებია მასეთი ადამიანისათვის!

    ”დიდი ხანია რაც ვუკვირდები, რომ ინვალიდებს საქართველოში საჭირო ყურადღებას არ აქცევენ.”

    საჭიროს კი არა არანაირ ყურადღებას არ აქცევენ.

    ჩვენ მხოლოდ სუფრასთან ვართ მაგრები , ვაჟკაცები და ნამდვილი მამულიშვილები, საქმე საქმეზე რომ მიდგება ტრაწიანი ბავშვებივით ვიქცევით!

  2. Sadie on

    მე თუ მკითხავ ის უფრო გამაღიზიანებელია, ყველა ინვალიდს რო ტრაკში უძვრებიან რომ ვიღაცის თვალში მოწყალების და/ძმები გამოჩნდნენ. ეგ მარშუტკის მძღოლი კიდე კაი ტიპი ყოფილა რო არ გააჩერა, გადახტა, ჩასვა, ადგილი დაუთმო, დედმამიშვილების სადღეგრძელო დაალევინა და ასე შემდეგ, ჯიგრულად თქვა რომ მაგრად ეზარება. კი, ყველას გვეცოდება შეზღუდულები, მაგრამ პა ბალშომუ ყველას მაგრად გვკიდია როცა საქმე ჩვენი კომფორტის თუნდაც მინიმალურ შეზღუდვას ეხება. და ის ფაქტი, რომ საქართველოში არც ტრანსპორტი, არც ტროტუარები არ არის ინვალიდებზე გათვლილი, იმ მარშუტკის მძღოლის ბრალი ნამდვილად არაა. ჩვეულებრივი მოკვდავების ვალი არ არის მათი დახმარება, თუ რათქმაუნდა ქულის დაწერა ან თვითკმაყოფილება არაა საბოლოო მიზანი ამ ესოდენი კეთილშობილების. საერთოდაც, ბოლო რამდენიმე წელია რაც ხალხმა შედარებით ხმა აიმაღლა და თქვა რომ ინვალიდობა არ ტეხავს, შენს შვილს თუ რამე ჭირს, გენეტიკურიც რომ იყოს, არავის ტრაკის საქმე არაა და ეს ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ასე რომ, არ არის საჭირო ეს ორმაგი სტანდარტები, ფაქტია რომ გულის სიღრმეში ყველანი ცუდი ტიპები ვართ : D

  3. Leonard Shelby on

    Sadie – რადიკალურად არ გეთანხმები. ჯიგრულად თქვა რომ ეზარება და ამით მხოლოდ ის სიკეთე გააკეთა, რომ ხმამაღლად ტქვა ყლე ვარო სხვა არაფერი. მე პირადად არანაირად არ მკიდია უნარშეზღუდული ადამიანები და არც ის მიმაჩნია, რომ ჩემს კომფორტს რაიმენაირად “ვნებენ” თუ ჩემთან ერთად იმგზავრებენ ტრანსპორტით ან რაიმე მსგავსი. რას ქვია ჩვეულებრივი მოკვდავი? ლოოოლ. განა არსებობენ არაჩვეულებრივები?! სწორედაც რომ ყველას ვალია ამ ადამიანებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ვაგრძNობინოთ თავი. არ მომწონს როდესაც ვინმეს იცოდებენ და ა.შ მაგრამ გულს მირევს ის როდესაც ადამიანს ჩაგრავენ იმიტომ რომ ის სხვაზე ნაკლებ განვითარებულია(შესაძლებლობები აქვს) ფიზიკურად.
    ყველანი ცუდები ვართ? ალბათ მართალია. მაგრამ ეგ კარგია. ჯობია იყო ცუდი ვიდრე საზიზღარი და ამაზრზენი. ადამიანი რომელიც ინვალიდს ამრეზით უყურებს ის ჩემთვის საზიზღარი ქმნილებაა.

  4. Sadie on

    მკიდია/არ მკიდიაზე არ არის. არანაირად არ მკიდია და ზუსტად მაგიტომ დავწერე ეს ყველაფერი, რო თუ საზოგადოების სრულფასოვან წევრად თვლი არ არის აუცილებელი ეს ზედმეტი ”დამპალი, როგორ გაუბედა, მერე წავა და იმ თვალებით ბავშვებს შეხედავს”. არც ვამართლებ, და მე მის ადგილას ალბათ სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ ეს ჩემი აზრია, ჩემი დამოკიდებულება და არავინ არ არის ვალდებული ეს გაიზიაროს. ვიმეორებ, რომ მე პირადად ინვალიდები დისკომფორტს არ მიქმნიან, გარდა მაგისა ვთვლი რომ საკმაოდ საინტერესო ხალხია, რომ ერთი ნაკლის ფონზე სხვა დანარჩენი თვისება ვითარდება და ბლა ბლა ბლა, მაგრამ იმ ადამიანისაც მესმის, რომელსაც სიტყვაზე ეჩქარება სადღაც, რა იცი, ცოლი მშობიარობს ან მამა უკვდება ლოლ, ის ხუთი წუთია გადამწყვეტი, თუნდაც ორმოცი წამი. ინვალიდების ინტეგრაციის პრობლემა ინდივიდების მოსაგვარებელი არ არის და ნუ გავამტყუნებთ სხვებს იმის გამო, რომ საკუთარ თავზე ფიქრობენ პირველ რიგში და არა ზოგადსაკაცობრიო პრობმელებზე. ჩვეულებრივი მოკვდავიც ზუსტად ეგ არის. მეც არ მიჩერებს ხანდახან მარშუტკა, მეც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ და რა ამიტომ? + კიდე ამ ყველაფერს, მარშუტკის მძღოლები არც ისე მაღალი მორალური პრინციპების გამტარებლები არიან როგორც ვიცით, ასე რომ მათი მაგალითით საზოგადოებაზე ვერ ისაუბრებ.

  5. Katten Försvann on

    ინვალიდებს ტრაკში ვინ უძვრება? ან საერთოდ სადმე ვინ უძვრება ჩვენ ქვეყანაში? ელემენტარული მაღაზიაში ვერ მიდიან ინვალიდის სკამშ ვინც ზის, კინოში ვერ მიდიან, აფთიაქში ვერ შედიან, ქუჩაში ვერ გამოდიან, უნივერსიტეტში ვერ მიდიან და ეს ყველაფერი ელემენტარული მიზეზის გამო, მათ არ აქვთ სპეციალური პლატფორმა. მოგეხსენებათ სკამით კიბეებზე ვერ ავლენ. ეს ტრაკში შეძრომა კი არაა , ელემენტარული მათი ელემენარული უფლებების დაცვაა.

    იმ მძღოლმა კი დააშავა, იმიტომ რომ კლიენტი აირჩია მისი ფიზიკური შესაძებლობიდან გამომდინარე, ამიტომაა არაკაცი და ამიტომაა ცრუ ქრისტიანი!

  6. Leonard Shelby on

    Sadie – აქ მარშუტკის მძღოლი რიგითი გმირია, იმ უამრავ ინდივიდს შორის რომელიც ზუსტად ასე იქცევა. პრობლემა ზოგადად ვერ გადაიჭრება თუ თითოეულმა არ გაიაზრდა და გაითვიცნობიერა. შენ დარწმუნებული ვარ სრულიად სხვა მიზეზით არ გიჩერებენ ხოლმე(სავსეა მარშუტკა) კასტილიანს და ჯოხიან კიდევ სხვა მიზეზით. 40 წამი არავის არაფერს არ უწყვეტს და ბენჯამინ ბატონის სიუჟეტის მიბმა არაა საჭირო ამ საკითხისთვის და რომც წყვეტდეს ვიღაცას მართლა ისე რომ ეჩქარებოდეს, რომ ეგ 40 წამი ძჳირფასი იყო, ეგ მაინც არ აყენებს მას იმ ინვალიდზე წინ. იქნებ იმ ადამიანსაც მაგრად ეჩქარება და მხოლოდ იმიტომ უნდა დააგვიანოს, რომ ხეიბარია?!

  7. nastasia on

    msgavsi shemtxvevebi mec sastikad magizianebs da kashmaar,magram rac yvelaze cudia,invalidebis problema ufro seriozulia,vidre marshutkashi viagca regveni mzgolis gamo ausvleloba…

    tu invalidi xar saqartveloshi shansi ar gaqvs samsaxuri ishovo da tu aravin ar gyavs marto pensiit aucileblad mokvdebi shimshilit,arada,invelidebis mtel aktegorias (magalitad yru-munjebs) ashkarad aqvt mushaobis unari…

    ar shegizlia iscavlo,imito ro jer yvela shen dagicyebs yurebas da scavlis ki ara,sicocxlis xalissac dagakargineben,mere kide unimde misasvlelad msgavsi dartymuli mzgolebi da mteli barikadebi dagxvdeba…

    ar arsebobs specialur kolebsa da internetebshi invalidebistvis cesieri sascavlo programebi…

    da saertod chveni saxelmcifos prioritetebshi atasmeshvidase adgilsec ar dgas magatse zrunva…

    maxsovs ertxel ragac seminarse viyavi universtetshi,sadac ziritadad iuridiulis studentebi iyvnen da imdenad arainformirebulebi iyvnen invalidebis problemebse da imdenad ar arinteresebdat,kinagam ena chamivarda gaognebigan…

    arada,ashkarad ar ari invalidebis brali tavianti invalidoba da mgrznobeloba kide chvense atasjer metad aqvt gafaqizebuli…

    xoooda,jandaba…

  8. clown^^ on

    ჩემი აზრით საქართველოში ინვალიდებს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ და ეს ძალიან მაღიზოანებს :\

  9. ნან on

    ძალიან მტკივნეული თემაა.ეს მხოლოდ ინვალიდებს არ ეხება, ზოგადად შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს. არ ვიცით მათთან ურთიერთობა, ან გვძულს, ან თვალს ვარიდებთ, ვითომ არ არსებობენ, ან გვეცოდება.
    ჩემმა მეგობარმა თავისი შვილი გადაიყვანა სხვა სკოლაში, იმის გამო რომ ექსპერიმენტული კლასი იყო და ინკლუზიური ჯგუფის ბავშვებიც იყვენენ კლასში. ამბობს, ბავშვი ძალიან მგრძნობიარე გახდაო.

    არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ სჯობია მგრძნობიარე იყო ვიდრე უგულო.

  10. Natalia on

    ქართული სუფრა რა მოსატანი იყო აქ, მძულს მთელი არსებით, ერთი და იგივე სადღეგრძელოები და მთვრალი კაცების ანთებული სახეები, თითქოს რასაც ამბობენ, აქამდე გაუკეთებიათ, ან მომავალში გააკეთებენ.

    მაპატიეთ ავღელდი : ))

    ინვალიდების რომ შესაბამისი პირობები არ აქვთ, მაგაზე სიუჟეტიც იყო. პ.ს–ში თუ არ ვცდები, მაგრამ ვინ შეიბერტყა ყური. მთავრობა უნდა ზრუნავდეს მათთვის პირობების შექმნაზე, ჩვენ კი უნდა დავეხმაროთ თუ რამით შეგვიძლია.

  11. Katten Försvann on

    Natalia – მარტო მთავრობა არა, თვითონაც უნდა იზრუნონ და იბრძოლონ საკუთარი უფლებებისათვის. ხმა უნდა მოიღონ და არა მარტო კამერები წინ. შექმნან რამე ამხანაგობა, გაიჩინონ წარმომადგენლები, დაწერონ პროექტები და შეეცადონ მერიაში გატანას. თვითონ რომ ინიციატივა გამოიჩინონ მნიშვნელოვანია!

  12. tamta on

    adamianebs mxolod is tkivat rasac tviton grdznoben, is ki ar awuxebT rasac sxvebi ganicdian. me msurs invaldebisa da Sromisuunaroebis dasaxmareblad fondi Camovayalibo tu vinmes surs monawileobis miReba an daxmareba momweret tkeshelashvili_t@list.ru am meilze da davexmarod erTad maT vis adgilze yofnac ar gsurT. me nolidan viwyeb da daxmareba marTla mJirdeba rom sxvebs davexmaro.

  13. Anonymous on

    au amati laglagi gulis amrevia magari gonebashezgudulebi xart me 16 clisas mieliti avikide da am qveyanashi normaluri azrovnebis ramodenime adamiania aravis shecodeba tirili ar unda iqet shevicodebs ubralod invalidebis uplebebi unda daicvas yvela adamianma im marshutkis mdzolis dedispirshi miveci

  14. suratebi on

    cudia rom invalidebs ver agitqvams chveni xalxi rogorc saciroa :(:(:(

  15. Anonymous on

    chemi megobris bavshvebi invalidebi arian,tyupebi arian.magari ganatlebuli bavshvebi arian da scavla undat magrad.dedamis ar sheudzlia orives cayvana.xo ar icit vinmem iseti skola sadac tviton manqanas miyavs da moyavs?tan gachirvebuli ojaxia.rame daxmareba tu exebat magat mag mxriv,rom elementaruli skolashi cayvanis da camoyvanis fuli ar mostxovon.
    .

  16. tiso on

    gamarjobat. erti ram minda kitxot ramdenat gaqvt es informacia ar vici !! arsebobs tbilishi iseti ram rom etlit modzravi invalidistvis gamovidzaxo transporti ? tan es transporti rom kawyobili iyos satanadod anu ki ar mogvixdes dzromiali anda kide rame sxva!! aramed qondes spec amwevi1 damexmaret tu icit

  17. Anonymous on

    hbjghg

  18. Anonymous on

    var 18wlis bichi var garegnulad normaluri,, erti nakli maqvs tandayolllili bavshobidan marcxena xelis ganuvitarebloba meti araferi,, mchirdeba samsaxuri romelic umagles ganatlebas ar moitxovs da ucxo enebis codnas,, mindoda swavla magram ver viswavle mshoblebi adre gardamecvala.dzalian minda chemi samsaxuri minda rame vaketo da shesabamisi anazgaureba mqondes da chemi tavi varchino.,var komunikabeluri kargad vmetyveleb da kargad gamomdis adamianebtan urtiertoba,,tu vinmes shegidzliat gverdshi damidget da rame mapovninot upali gagaxarebt,,vimyofebi dasavletshi,dareket am nomerze 599 15 85 78 da ikitxet temo.. winaswar madlloba gmerti tqvensken


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: