His Airness


მაიკლ ჯორდანი NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს. გაგიკვირდებათ კალათბურთი მეფე აქამდე მანდ რატომ არ იყოო, მაგრამ NBA-ს თავისი წესები და კანონები აქვს, ერთობ უცნაური და შესაბამისად “მისი უჰაერესობა” მხოლოდ 2009 წელს გახდა დიდების დარბაზის წევრი.  ეს მხოლოდ ფურცელზე და ფორმალურად, თორემ ემჯეი დიადია 1984 წლიდან, როგორც კი NBA-ში პირველი თამაში ითამაშა, უკვდავი კი 2003 წელს გახდა როდესაც საბოლოოდ წავიდა კალათბურთიდან.

მაიკლი არც ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა და არც ძალიან რეკლამირებადი კალათბურთელი იყო. დრაფტზე მესამე ნომრად აირჩია ჩიკაგო ბულსმა და ალბათ მისი ყველაზე ტავგადაკლული ფანიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ბიჭი თავის ეპოქას შექმნიდა ილინოისის შტატში.

ჯორდანმა 6-ჯერ მოიგო NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი, ექვსივეჯერ სუპერფინალების უძვირფასესი მოამაშე გახდა. ამას გარდა არაერთხელ იყო NBA-ს ბომბარდირი და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი მათ შორის რეგულარული ჩემპიონატის MVP(5-ჯერ). ემჯეის არ ჰქონდა ისეთი სტატისტიკა როგორიც ოსკარ რობერტსონს ან უილტ ჩემბერლენს, ამის მიზეზი არის ეპოქაში სხვაობა. უილტი და ოსკარი დაცვაზე აცრილ კალათბურთით ერთობოდნენ 60-70-იანებში, მაშინ როდესაც ჯორდანს ნიუ-იორკის, იუტას, სიეტლისა და პორტლენდის დაცვის ბარიერის დაძლევა უწევდა.

დღეს მაიკლი სცენაზე ასვლისას ატირდა. ეს მსახიობის ცრემლები არ იყო, ეს იმ ადამიანის სიხარული და სევდა იყო რომელმაც შეძლო და მეფის ტიტული დაიმსახურა. ძნელად მოიძებნება ადამიანი რომელსაც შეუძლია ემჯეიზე ცუდი თქვას. ჰოკეის ჰყავს თავისი მეფე უეინ გრეცკი რომელსაც ნახევარი NHL ვერ იტანდა, ფეხბურთში პელეა რომელის მეფობაც მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაგბს ჰქონდა შანსი ჰყოლოდა თავისი ჯორდანი, მაგრამ ჯონა ლომუს თირკმლებმა უმტყუნეს.

ვუყურებდი მაიკლს და ვგრძნობდი რომ კალათბურთში რაღაც ძალიან კარგი სრულდებოდა,მიდიოდა და ეს კარგი თავად ემჯეი იყო. ვისაც ჩემსავით უყვარს კალათბურთი ალბათ დაახლოებით იგივე იგრძნო, მნიშჳნელობა არ აქვს ვისი გულშემატკივარი იყო ჩიკაგოსი თუ ვაშინგტონის, თუნდაც იუტასი ან ფინიქსის გუნდების რომლებიც “ჯორდანის გამო ვერ გახდნენ ჩემპიონები”, სწორედ მაიკლმა დატოვა ჩარლზ ბარკლი, ჯონ სტოქსტონი, კარლ მელოუნი, შონ კემპი და კიდევ ბევრი დიდი მოთამაშე ჩემპიონის ბეჭდის გარეშე. ყველასთვის ერთობ სენტიმენტალური მომენტი იყო მისი უჰაერესობის დღევანდელი გამოსვლა. ბევრი კობის ადარებს ჯორდანს, აგერ ლებრონი მოდისო რომელიც ემჯეიძე დიდი იქნებაო, მაგრამ მხოლოდ კალათში ბურთის სროლა და ჩემპიონის ბეჭდების მოგროვება არ არის კალათბურთი, კობისაც და ლებრონსაც ჯორდანამდე ბევრი უკლიათ ძალიან ბევრი.

წელს ჯორდანის გარდა დიდების დარბაზში სან-ანტონი სპურსის ლეგენდა დევიდ “ადმირალ” რობინსონი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ჯონ სტოქსტონი და იუტას ლეგენდარული მწვრთნელი ჯერი სლუნი შეიყვანეს.

ალბათ არაფერს ისე არ უხდება თავისი სლოგანი(ერთ-ერთი) როგორც NBA-ს. place Where amazing happens ბლინ ხორცშესხმული amazing არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია.

Advertisements

4 comments so far

  1. Mary on

    კობისაც და ლებრონსაც რომ ბევრია უკლიათ ჯორდანამდე მაგაში ორი აზრი არი არის, მეც სულ მაგას ვამბობ. საერთოდ ვინმეს შედარება ემჯეისთან, სისულელეა. საერთოდ ყველაზე მაგარია კაცია <2 ლეგენდა :ჵ როგორ მიყვარს ❤

  2. Kate on

    ვგიჯდები ამ ადამიანზე.
    მაიკლმა შექმნა ეპოქა.
    მაიკლ ჯორდანი, დენის როდმანი, სკოტი პიპენი და მორჩა. “ხარები” უკვე იგებდნენ.

    კი არიან კარლ მელოუნი, კობი ბრაიანტი, შაკილ ო’ნილი, მაგრამ მაიკლის დონის ვერა.

  3. Kate on

    ის უკვე მეჯიკ ჯონსონის დონეა.

  4. Sandro on

    zogadad mezizgeba xolme es gafanatebuli igrokebi sportshi
    da sportis rogori moyvaruli var gecodineba albat 😀

    mara es ertaderti gamonaklisia romelsac xalxi miichnevs magrad da mec yvelaze magra mevaseba

    vafshe yvelaze gansxvavebuli kaci iko

    msgavsi stabiluri igroki msoflio sportshi ar arsebobs

    His Airness…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: