ტრეკები რომლებიც ორგაზმს უდრიან


ეხლა ჯეოსტარს ვუყურებდი. მოვკვდი სიცილით, უფრო სწორედ სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ამაზე ხვალ დავწერ. დღეს მე მინდა რადიკალურად განსხვავებული მუსიკალური დონის შემსრულებლები, თუ ტრეკები შემოგთავაზოთ.

ვაგრძელებ ჩემი დეკადის ათეულების კეთებას და ამჯერად XXI საუკუნის 10 საუკეთესო სიმღერას(ჩემი ვერსიით რათქმაუნდა) წარმოგიდგენთ.

10)Jay Z  –  99 Problems

შევეცადე ათეული შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი გამეკეთებინა, ამიტომაც Hip-hop-ის დავიწყება არ გამოვიდოდა და  Jay Z-ის 99 Problems-ზე უკეთესი კანდიდატურა არ მეგულებოდა დეკადის საუკეთესო რეპ სიმღერის პოზიციაზე.

9)Nick Cave & The Bad Seeds – There she goes my beautiful world

ეს სიმღერა ერთი დიდი სიმფონიური შედევრია. მულტი ინსტრუმენტალური საოცრება. ნიკ ქეივის საოცარი ხმით, ძალიან მაგარი ბექ ვოკალითა და სუპერ ლირიკებით. მარტო ეს რად ღირს

I will kneel at your feet
I will lie at your door
I will rock you to sleep
I will roll on the floor
And I’ll ask for nothing
Nothing in this life
I’ll ask for nothing
Give me ever-lasting life

8)UNKLE  – Reign

ტრეკის დასაწყისში  უბრალო მოკვდავი ხარ, 4 წუთის შემდეგ კი შენ წვიმა ხარ, სამყაროს მმართველი.

7)Digitalism  –  Pogo

ჯადოსნური ტრეკია. პარალელური სამყაროდან გამოგზავნილ მუსიკალური ჩანაწერია.  Electronic  Pogo of our life.

6)Outkast  –  Hey Ya!

სიმღერის გარდა ყველაფერია ეს. ანდრე ბენჟამენი ერთ-ერთი უნიჭიერესი მუსიკოსია რომელიც XXI საუკუნეს უნახავს, Outkast კი ძალიან მრავალმხრივი და საინტერესო  დუეტი.

5)interpol – Obstacle 1

სრულყოფილი ტრეკი. ბასი, ლიდ გიტარა, რითმი, დრამი, ვოკალი, მისამღერი, ჯგუფი, ღომი, ყველი, დრამინა, ვაკო ავალიანი, ნუკრი კაპანაძე ყველაფერი ძალიან გემოვნებითაა გაკეთებული და შერჩეული.

4)Strokes – Someday

In many ways they’ll miss the good old days

Someday, someday

ასე  დაიწყო XXI საუკუნეში Indie. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში  ამ ტრეკით(სიტყვები) დაიწყო ყველაფერი.

3)Klaxons  –  Two Receivers

ჩართეთ სიმღერა?! გრძნობთ შორიდან რაღაც, ახალი, ამოუცნობი,  საოცარი როგორ გიახლოვდებათ?! ეს new rave-ია მეგობრებო. უფრო სწორედ Klaxons თავისი 22-ე საუკუნის სიმღერით. ბიჭები მომავლიდან დაბრუნდნენ და ეს ტრეი მოგვიძღვნეს. მე პირადად მადლობელი ვარ მათი.

2)Xiu Xiu –  I Luv The Valley Oh!

სიმღერა რომელიც გრძნობებითაა სავსე, გრძნობებით რომელიც 3 წუთი შენს გულში იჭრება, გონებას გიბინდავს და… დანარენი გემოვნების მიხედვით

1)TV on the Radio – Staring at the Sun

ვინც მიცნობს ეს არ გაუკვირდებოდა. ეს სიმღერა ჩემს პოსტებშიც არაერთხელ მიხსენებია. “ჩემი სულის მუსიკასაც” ვეძახი ხოლმე. ტრეკი არის ზუსტად ჩემი ოცნების სიმღერა. თითოეული სიტყვა, აკორდი, გიტარის ჩამოკვრა თუ ადებიმპეს ბგერა ყველაფერი გენიალურია.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

5 comments so far

  1. ლიშთოთა on

    ბიძიას კლიპი მომეწონა(სიმღერა…. რა სიმღერა?)

    I Luv The Valley Oh! – კარგია!

    პირველი ადგილი აშკარად ჩაწყობილია 😛

  2. andria on

    პირველი ადგილი მომწონს ძალიან და ანდრე ტრიტიშისთან ვამსგავსებ !! ძნ მაგარია!

    99 ფრაბლემს კარგი არჩევანია, კენია ვესტის “დაიმონდზ ოფ სიერა-ლეონ”-იც შეიძლებოდა და ნას-ის “ა ქენ”, ჩემი ფევ რეპ სიმღერაა

  3. Natalia on

    აუ შენს ბლოგზე რამდენი რაღაც მაქვს მოსასმენი – ყოველთვის როცა მუსიკალურ პოსტებს ვნახულობ აქ, ვამბობ-მერე აუცილებლად მოვუსმენ, მერე, მერე.. და ბოლოს უამრავი მიგროვდება : ))

  4. Kate on

    hah, ზუსტად პოგოს ვუსმენ ახლა.
    ძალიან მაგარია.

  5. Dr.Funkenstein on

    lol nika Pogo-s klipis magivrad tamashis video gidevs eg gegona klipi :L


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: