სასურველია გაიღიმო


მაგარი მშიერი შესვენებაზე გამოვარდი “იმედიდან”, იქვე “ნიკორას” fast food ჯიხურია, მაგარს აქებდნენ მსახიობები და სცენარისტები და ვიფიქრეთ(მე და ირაკლიმ A.k.A ანტონა პაპა) ვეწვიოთ და დავაგემოვნოთ რამეთქო.

15 წუთი ველოდეთ ორ ჰამბურგერს და გამყიდველი ისეთი სახით მიყურებდა ეს დრო მეგონა თავის სისხლსა და ხორცს მიხვევდა პურში.

მომსახურების დონე ჩვენს ქვეყანაში რომ ძალიან დაბალია ეს არავისთვის არ იქნება სიახლე. საუბარი არ მაქვს იმაზე ვინ რამდენად იცის თავისი საქმე(კონსულტანტები გვყავს ხშირ შემთხვევაში ინტელექტით შეშის დონის), მე მინდა ყურადღება გავამახვილო კლიენტისადმი დამოკიდებულებაზე.

თბილისში მომღიმარი და თბილად მოსაუბრე გამყიდველი, რომ ნახო ან აფთიაქში უნდა შეხვიდე(PSP ან Aversi) ანდა McDonald’s-ში. დანარჩენი რა ადგილსაც არ უნდა ეწვიო ყველაფრის სურვილს დაგიკარგავენ. კაფეებში მენიუ ზლაზვნით მოაქვთ, კითხვებზე პასუხის გაცემა ოფიციანტებს მაგრად ეზარებათ, არადა ფულს სწორედ მაგაში უხდიან და ვგონებ “ვაჟნობა” საჭირო არ არის.

ტანსაცმლის მაღაზიებში საერთოდ ქვის ხანაა. პეკინზე განსაკუთრებით. ვერაფერს ვერ შეეკითხები კონსულტანტ/გამყიდველს. “ზედ აწერია ფასი”, “ვერ ხედავ რომ არ გვაქვს” და ასეთი ფრაზები გიშორებენ თავიდან, არადა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამუშაოდ იმიტომ აიყვანეს რაღაცა გაყიდოს და არა იმიტომ კლიენტს თავი და მაღაზია შეაზიზღოს.

რატომ უნდა ყველას უზრდელი ითამაშოს, მაშჲნ როცა ეს საჭირო საერთოდ არ არის. რა საჭიროა სერიოზული და “90-იანი წლების ძველი ბიჭი” ვარ ხმით საუბარი მაშჲნ როცა ეს ანტირეკლამას გიკეთებს.  საქართველოში როგორ ემსახურებიან ისე, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გამყიდველმა გააკეთოს სასამართლოში უჩივლებენ ალბათ და მინიმუმ სამსახურს დააკარგვინებენ. ან უფროსები არ ჰყავთ რომ შეამოწმონ როგორ მუშაობენ მათი ქვეშევრდომები ან ვინმე ნაცნობი, არა ჰომო ერექტუსი ან ნეანდერტალერი რომ თანამედროვე ადამიანი ასე არ უნდა იქცეოდეს, რომ ჯერ კლიენტს უნდა მომესახურო და მესიჯის წერა მერე უნდა დაამთავრო, უნდა შეეცადო საქონელი მისთვის მიმზიდველი გახადო და არა “ხო ხედავ არ გვაქვს” უპასუხო.

ხო ნუ მარტო მაკდონალდსი და აფთიაქებში არ არის ნორმალური მომსახურება, პოსტის ბოლოსკენ რამოდენიმე მაღაზია და კაფეც გამახსენდა, თუმცა მთლიან სურათს ეს ვერაფერს შველის.

9 comments so far

  1. busuna on

    martali xar kashmaria, me sadac ar mezareba vchxubob da tavpiris lecvit gamovdivar (arc egaa kargi magram vigaca xom unda moaketinos ertxel mainc)

    kafeebsa da restornebshi makaveben rom menejeri an raime msgavsi ar mmovitxovo tumca zogjer tavs mainc ver vikaveb rodesac stuffis tavxedoba ukve zgvars gadadis!!

    hoda egre kashmaria ra.

  2. tolia on

    literaturaaaaaaa

  3. tolia on

  4. Katiee on

    დასტურ!

    აი მაგალითად დღეს თაღლაურაში ზუსტად 40 წუთი ველოდეთ ხინკალს, და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი – აშკარად არასაჩხუბრად განწყობილი მშვიდობიანი გოგონების მწირი შეკვეთა ნაკლებმნიშვნელოვანი იყო ვიდრე ჩვენზე 15 წუთით გვიან მოსული რიპგადმოგდებული ყაზილარების.
    და ალბათ იქ აღარ შევალ ჩემი ნებით, მითუმეტეს მთელი საღამო ნინო ჩხეიძე ჰქონდათ ჩართული :((

    პ.ს. პეკინის მაღაზიებმა რამდენიმე თვის წინ შემშალეს ჭკუიდან: http://ekaterinaoniani.blogspot.com/2009/04/blog-post.html

  5. Simple on

    კარგი პოსტი . . . იყო გამეცინა . . . უკვე ნერვებიც აღარ მეშლება ეგეთებზე

    ერთხელ ქობულეთში ვიყავით რაღაც სვეცკი-მეცკ კაფეში და ჩემმა ბიძაშვილმა ტყემალში იპოვა თმა. ნუ დავუძახეთ ოფიციანტს მოვიდა უდა გამოცვალოს და თან დაგვიკომენტარა “სხვა უარესი ვერაფერი ნახეთო” და ზიზღით შეტრიალდა და 20 წუთში ტყემალიც მოიტანა. სანამ მოიტანდა დავწყდით შიმშილით

  6. nata oboladze on

    რამდენიმე ადგილას დაფიცებული მაქვს რომ აღარასდროს აღარ შევალ🙂 და ვასრულებ :))

  7. unaamarga on

    მართლა საშინელებაა საქართველოში კლიენტისადმი დამოკიდებულება! ყველას რაღაც კომპლექსი აქვს თითქოს, რომ აი, მე, დადიან-ბაგრატიონ-გურიელების შთამომავალს აქ დახლთან დგომა მეკადრება და ამ ვიღაც სუნიანი კლიენტების მომსახურება?! ვახ, გაძალებს ვინმე? გასაგებია, რომ მეტის მიღწევა გინდოდა ამ ცხოვრებაში, მაგრამ მე რა დავაშავე? რამდენიმე მაღაზია და კაფე სამუდამოდ შევიძულე მაგის გამო.კიდე ის მიშლის ხოლმე ნერვებს, წიგნის მაღაზიაში აბსოლუტურად წერა-კითხვის უცოდინარი კონსულტანტები რომ ჰყავთ, რომლებისთვისაც კაფკა და კასკა ერთი ჩორტია და მარკესი ეგზოტიკური კერძი!

  8. ბაბისა on

    ჰო გეტანხმები მომსახურების დონის შესახებ.. ისე ბანკებშიც კარგი მომსახურებაა. რაც შეეხება შემოწმებას, სწორედ ბანკებში კონტროლდება პერსონალი, შემოწმების მიზნით მიდიან ჩვეულებრივი კლიენტივით და თავს ბეზრებენ კითხვებით- აინტერესებთ როგორ ექცევიან თუნდაც აუტანელ კლიენტებს, მაშ. და მომწონს მე ეს, თუ სხვებიც მიბაძავენ ბანკებს, რაღაცა გამოვა, ის ეიმედი მაქვს რომ წინ მივდივართ მაგ მხრივაც და მალე შეიცვლება რაღაცეები, უფროსებს აღარ მოუნდებათ სხვანაირი გამყიდველებიც.. ნუ არ ვამბობ კორპუსის კუთხეში გახსნილ ჯიხურზე..

  9. kate_alukard on

    ეს ეგ ამბავი ჩემი ტკივილიცაა :(((


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: