ახალი House ძველი ლორით


House M.D-ის ახალი ეპიზოდი გამოვიდა  21 სექტემბერს და მეც ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ ჩემს ახალ სეზონს.

ჰიუ ლორიმ თავისი პერსონაჟით, გრეგორი ჰაუსი, და სცენარისტების ფანტაზიის ფართო დიაპაზონმა თითქმის შეუძლებელი შეძლო, მათ შექმნეს სერიალი რომლის 5 სეზონი თითქმის ერთ დონეზე კარგია. როგორც წესი Tv show-ები 1-2 სეზონის მერე მაგრად ფუჭდება და ბანძდება მაგ:Prison Break, LOST(ამის ბოლო სეზონს არაუშავდა), Heroes(მეორე თუ მესამე სეზონი უფარჩაკესი ჰქონდა) და ა.შ

House-ს მეექვსე სერიის პილოტი ვნახე გუშინ, უფრო სწორედ პირველი ეპიზოდი და ძალიან მომეწონა. იგრძნობა რომ მთავარ პერსონაჟში რაღაცის შეცვლას აპირებენ სცენარისტები და იმედია ეს რაღაც ჰაუსის გაკეთილშობილება არ იქნება. ეს პერსონაჟი იმიტომ მომწონს, რომ ერიკ კარტმენის კეთილშობილი ვერსიაა, ასეთი რამე თუ შეიძლება საერთოდ არსებობდეს. :დ რამოდენიმე ახალი პერსონაჟიც გამოიკვეთა, რომლებიც ვგონებ არცთუ უმნიშვნლო როლს ითამაშებენ მეექვსე სეზონში. კარგი იქნება თუ უფრო მეტი დრო დაეთმობა თავად გრეგორის პიროვნების შესწავლას და არა პაციენტების “გამოძიებას”.  ამ სეზონის ყველა ეპიზოდი ამ სერიასავით თუ იქნება საწუწუნო არაფერი მაქვს House კვლავაც საუკეთესო სერიალად დარჩება.

სულ მალე Heroes-ის ახალ სეზონის პირველ სერიას ველოდები, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ სერიალისადმი, რაღაც იდეის ამბავში დაერხათ სცენარისტებს, არ მომეწონოა Trailer და promo ახალი სეზონის.

House is back მემგონი ნარკოტიკების გარეშე.

9 comments so far

  1. nata oboladze on

    მეექვსე სეზონს მეც სულმოუთქმელად ველოდები, გეთანხმები ყველაფერში🙂

  2. Katten Försvann on

    abaaaaa vnaxot ra gamova🙂

  3. unaamarga on

    ვაშაა! ჰაუს იზ ბექ!!!🙂 მართალი ხარ, ყველა შოუ 2 სეოზნის შემდეგ ფუჭდება, ერთი ეს სერიალია გამონაკლისი (ნუ, სხვა მე არ ვიცი, ყოველშემთხვევაში). ისე, მე ლოსტის ბოლო სეზონი ყველაზე ნაკლებად მომეწონა.

  4. pelagiaa on

    გადასარევია ახალი სეზონი ახალი ეპიზოდები, ცვლილებები….
    მაგრამ ძირითადი რაც მოგვწონდა იგივე დარჩება დარწმუნებული ვარ _ჰაუსის პიროვნული “სიდიადეები”! ჰოდა მორჩა დასვენება ჩავუჯექით ჰაუსს :))
    გილოცავთ ! ( რა ვიცი მე ჩემს თავს ვულოცავ ამ ახალ სეზონს და იმედია თქვენც მიიღებთ მლოცვას:)) )

  5. Simple on

    რა ვიცი

    გმირების მეოთხე სეზონს ძალიან აქებენ

  6. Natalia on

    ძალიან, ძალიან მომეწონა დასაწყისი, ვფიქრობ რომ შემდეგშიც საინტერესოდ გაგრძელდება..🙂

  7. kevana on

    ვნახე და კმაყოფილი ვარ.. Best ever Show for me… მიმიქარავს ლოსტი,სასწრაფო და გაქცევაც…

    ოღონდ იმას განვიცდი რომ როდისმე აუცილებლად დაამთავრებენ… მინდა გრეგისნაირი ადამიანი შემხვდეს სადმე😀

  8. utvino on

    მოკლედ ეს ჰაუსოფილები სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებულად ველოდებოდით და აი ისიც,გვეღირსა : )
    მოკლედ +1 ჩემი მხრიდან ამ პოსტს და დიდი ლავ სმაილი

  9. kate_alukard on

    თავიდან ბოლომდე არც ერთი სეზონი არ მიყურებია მაგრამ მომწონს რაღაცნაირად თვითონ ეს მსახიობიც მიყვარს :)))) ზებუნებრივიც კი გაფუჭდა :(((( დროთა განმავლობაში… გეგონება სულ სხვა როჟები თამაშობენ დინის და სემის ვიდით :(:(:(:(:( ხო კიდე დექსტერ ვუყურებ🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: