Spirited Away


ერთ კვირაზე მეტია ბლოგზე არაფერი დამიწერია. სწავლა დავიწყე და “ღამის შოუს” სტუდიაში ბოლო კვირა გახურებული მუშაობა მიდიოდა, ამიტომაც არ მეცალა აქ რამის დასაწერად, სახლში ისეთი დაღლილი მოვდიოდი South Park-ის ერთ ეპიზოდს ძლივს ვუყურებდი.

1 ოქტომბერს “ღამის შოუს” პილოტის ჩვენება გაიმართა, რამდენიმე ახალი რუბრიკა შესთავაზა გიორგი ჯანელიძემ დამსწრე საზოგადოებას.   თითქმის ყველა რუბრიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკურებით ნი2 ნიუსის გამოძიება მოეწონა ხალხს.

მოკლედ დიდი იმედი მქონდა რომ 2-ში როდესაც საბოლოო პასუხი უნდა მიმეღო მეც და ნი ნიუსსაც, მინიმუმ ერთი განხრით მაინც დავიწყებდი მუსაობას, ან სცენარისტად ან როგორც ნი2 ნიუსის წევრად.

საბოლოოდ გამოვიდა ისე რომ კი მოეწონათ ყველაფერი, მაგრამ “ღამის შოუში” მსგავსი სიახლეების ჩამატებას ამ ეტაპზე მოერიდნენ, საერთოდ არაფრის შეცვლას არ აპირებენ და ყველაფერი ისევ ძველი ოფრმატით გავა, აქედან გამომდინარე არც ნიორი და არც მე არ აგვიყვანეს.

ძალიან დამწყდა გული, ჯერ იმიტომ რომ მეგონა აგვიყვანდნე, მერე შევეჩვიე ეს ერთი თვე იქაურობას და ხალხს, მაგრად მომწონდა იმ გარემოში მუშაობა და მიმაჩნია საკმაოდ კარგად ვართმევდი ბოლო ორი კვირა დაკისრებულ მოვალეობას თავს, ხუმრობების ძალიან დიდ ნაწილ სინიშნავდა ხოლმე თავის მითურ ბლოკნოტში ჯანელა :დ

სიმართლე ითქვას ნაწყენი არ ვარ არავისზე(ნუ თითქმის არავისზე, ყოველ შემთხვევაში ჯანელაზე და იმ ხალხზე ვისთანაც ვმუშაობდი პირადად), მესმის “ღამის შოუს” სტუდიის წარმომადგენლებისაც, ეშინიათ ხალხის რეაქციის, აგერ ჯეოსტარის “პრიკოლებს” რა გამოხმაურება მოჰყვა ხალხში და უფრო გამძაფრებულ ცინიზმს საერთოდ რა მოჰყვებოდა, თუმცა მიმაჩნია რომ რისკის გარეშე არ ღირს არაფრის კეთება და მიმაჩნია ეს რისკი ამ შემთხვევაში გამართლებული და მომგებიანი იქნებოდა სტუდიისთვის.

თუ ოდესმე გამიჩნდება შანსი სიამოვნებით ვიმუშავებ იმ staff-თან რომელიც იქააა, თანამშრომლების აბსოლიტური უმრავლესობასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

მოკლედ უმუშევარი ვარ და კვლავაც სამუშაოს ვეძებ. :დ

3 comments so far

  1. nata oboladze on

    nu cvlilebebi tu ar igegmeba jerjerobit
    daigegmeba momavalshi da mere tqveni akvanis shansebi gacilebit meti iqneba vidre axla iko🙂

    nu imedia iqamde shen ukve nanaxi geqneba shenii ocnebis samsaxuri (tu egeti arsebobs saqartveloshi😛 )

  2. daliela on

    ნიორი ნიუსი ღამის შოუში-მშვენიერი იქნებოდა😀 მე აგიყვანდით!

  3. Katten Försvann on

    ყველაფერი წინააა. ახლა არ გამოვიდა მომავალში გამოვა. ყოველ შემთხევავაში ასე ოპტიმისტურად ვუყურებ მე ცხოვრებას.

    სწავლას რაც შეეხება კი, შენი არ ვიცი მაგრამ რაც მე სწავლა დავიწყე, იდეების ნაკლებობას განვიცდი. და მთელი ჩემი ”თავი”სასწავლო მასალას დასტრიალებს


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: