ვარსიმაშვილის ხუთი W და ერთი H


Who?

ავთო ვარსიმაშვილი არის ასეთი სულიერი. ფილმი გადაიღო “იდიოკრატია”,  ნორმალური მოგება ნახა და გადაწყვიტა კიდევ სხვა ფილმი გადაეღო.

When?

პირველი ოქტომბერს მისი ახალი ფილმის პრემიერა შედგა. ფილმის ტრეილერი არაერთხელ მქონდა ნანახი სხვადასხვა ფილმების ყურებისას თბილისის კინოთეატრებში, დასამახსოვრებელი დიდი არაფერი ყოფილა რეკლამებში, ნუ შორენა ბეგაშვილის ძუძუების გარდა. ტრეილერში ძუძუ თითქმის არასოდეს მინახავს, უფრო სწორედ ვერ ვიხსენებ საერთოდ ერთ შემთხვევას მაინც ბოლომდე გაშიშვლებული ქალის ჯიქნები მენახა კინოთეატრში კი არა სახლში გადმოწერილ ტრეილერებში მაინც(Red Band რეკლამები არ ითვლება, რომლებიც კინოთეატრებში არასოდეს გადის). მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ უკვე ცუდი ტონია როდესაც მაყურებელს შორენას ძუძუებით იზიდავ კინოში, თან კარგად კი არ უფუთავ შოკოლადს, არამედ ჩაკბეჩილს აწვდი.

What?

“ყველაფერი კარგად იქნება” ასე ქვია ვარსიმაშვილის ამ ახალ ფილმს. ფილმი ზუსტად პასუხობს თავის სათაურს. კინოთეატრში, სავარძელში ჯდომისას გინდა რაიმე დაგეცეს, ვინმემ გაგთიშოს, მოგკლას, ტრანკვილიზატორი გაგიკეთოს,  მაიმუნებმა შენს თავში ტილების ქექვა დაიწყონ, ბუნებამ 2 მაქსიმუმ 5 სხვადასხვა კატაკლიზმა დაგაწიოს თავს. ეს არაფერი არ ხდება, “ყველაფერი კარგადაა”, თან ფილმის ყველა პერსონაჟი, 23–29 წამიანი ინტერვალით გიმეორებს – “ყველაფერი კარგად იქნება”, ეს კიდევ უფრო გაგიჟებს და გიათმაგებს სურვილს იტირო, იგინო. ცდილობ სკამიდან ადგე, მაგრამ არაფერი გამოდის, ბოლომდე რჩები ფილმის სანახავად იმ იმედით, რომ თუნდაც ერთ კარგ ეპიზოდს ნახავ.

Where?

ერთი–ორი სიტყვით ფილმის სიუჟეტზე, რომელიც არ არსებობს საერთოდ. სპონტანურად გადაღებული ფილმია.  ფილმის მოქმედება ინდოეთში, კერძოდ კი გოაში ვითარდება სადაც ერთი საათის განმავლობაში ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით დაყლეპროჭაობენ(ეს სიტყვა გაცილებით ლამაზად ჟღერს ვიდრე ნებისმიერი ხმა რომელიც ვარსიმაშვილის ფილმში გაისმა) გმირები. პერსონაჟები საოცარია.

3 ქართველი რომელიც ქეთევან დედოფლის საფლავის საპოვნელად არიან გოაში ჩამოსულები.

2 სომეხი რომელზეც რეჟისორი სტერეოტიპულ ხუმრობებს გვთავაზობს. მაგ:სომხები მარტო კონიაკს სვამენ. სომხები ყველაფერზე ამბობენ ჩვენი არისო.  ესენი ქართველებს უთვალთვალებენ

2 რუსი რომელთა ეკრანზე გამოჩენისასაც ჯობია ყურებში ბამბა გაიკეთოთ. მეზარება ჩამოვთვალო ის სისულელეები რომლებსაც ეს გმირები ამბობენ. ესენიც ქართველებს უთვალთვალებენ

Why?

ფილმი 100%–იანი ნაგავია იმიტომ რომ

მსახიობები უნიჭოები არიან, ყოველ შემთხვევაში ამ ფილმში 80 წუთის განმავლობაში ფიცრის ყურება უფრო გამაცინებდა და გამართობდა.

რეჟისორი ძაღლს ჰგავს ფილმის თავში და ბოლოში, რომ ჩნდება იმას. ეს ოთხფეხა ბარბაცებს და რაღაცას ბოდიალობს, დაახლოებით იგივეს აკეთებდა ალბათ ვარსიმაშილი ჯერ ფილმის გადაღებისას, შემდეგ კი მონტაჟისას.

ტელეღიპუცების დიალოგები მეტი იმპრესიონიზმით გამოირჩეოდა ვიდრე “ყველაფერი კარგად იქნებას” გმირების საუბარი.  ბაუნტზე ხუმრობები რომელსაც 13 წლის “მე ქურდული ცხოვრება მინდა” ბიჭი თუ იტყვის მარტო. ფილმის ბოლოში დისკოთეკაზე ნასროლი ფრაზები “შენ შემოგევლე გოგო”, “ყველას გაგაუპატიურებთ” “მეგრული” ტერორისტული ორგანიზაცია “ჯახარ–ჯუხარის” წევრების შესრულებით.

მუსიკა ნაგავი იყო. განსაკუთრებით ფილმის შუაში, ინდოეთის ოკეანესთან რომ დახტუნაობს ყველა პერსონაჟი მშობლიურ ჰაგნებზე,

How?

პრობლემა მოგვარებადია.

*ვარსიმაშვილმა ფილმი აღარ უნდა გადაიღოს. ამ ნამუშევარს “ქაღალდის ნავი” ათასი თავით მირჩევნია, ფარჩაკია მაგრამ სიცილით მაინც ვიგუდები ხოლმე ყურებისას.

*აუცილებელია ასევე, თეთრკბილებიანი მსახიობები გვყავდეს მეტი, ნუ ფილმებში მაინც ვათამაშოთ კბილების გამოხეხვის მოყვარულები, კარგი ჯანდაბას წინა კბილებს მაინც იხეხავდნენ, ღიმილისას ბოლომდე ნუ დაიკრიჭებიან. “ყველაფერი კარგად იქნებაში” ქალ პერსონაჟებს ჰქონდათ კარგად მოვლილი კბილები, აი კაცებს კი…. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მამაკაც პერსონაჟთა უმეტესობა მხოლოდ დღესასწაულებზე იხეხავს კბილებს.

*ძუძუს გამოჩენა არაა აუცილებელი ფილმი, არა შორენა მომხიბვლელი გოგოა და კარგ ფილმში, კარგად გადაღებულ სცენებში დიდი სიამოვნებით ვიხილავ კინოთეატრში, თუმცა აქ მისი გაშიშვლებები სრულიად ზედმეტი, კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. B movie–ში ხდება ხოლმე ასეთი რაღაცეები, აი ა.შ.შ.–ში პირდაპირ DVD–ზე რომ გამოდის ეროტიკული ფილმები ისეთებში. ყველა მომენტში, რომ ძუძუს აჩენენ პერსონაჟები.

*აუცილებელია სექსი სცენის გადაღებები ვისწავლოთ, აგერ მერამდენი ფილმია ისეთი სექსუალური აქტების მხილველი ვხდები, რომ მინდება ჩემი ცხოვრება მარიოში ყველა დამალული სოკოს ძებნას მივუძღვნა, ან კოდაში წავიდე მოხალისე კვერცხებისმთვლელად  ვიმუშაო, ისე უბრალოდ, არც გადამიხადონ და არც არაფერი.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “ყველაფერი კარგად იქნება” არის ყველაზე ცუდი ფილმი რომელიც კი ოდესმე კინოთეატრში მინახავს.

ყველაფერი ძალიან ცუდადაა

Advertisements

16 comments so far

  1. Landish on

    არადა ასე რომ აქკრიტიკებთ უფრო მაინტერესებს, რა დონის *ლეობაა :user:`

  2. Natalia on

    ვაიმე, ასეთი საშინელებაა? : |

    თუმცა შენს რევიუზე კი ვიხალისე, განსაკუთრებით მარიოს სოკოების ძებნაზე 😀 😀

  3. nata oboladze on

    ძალიან ორიგინალურადაა დაწერილი და ძალიან ვიცინე :)) მაგრამ გულის სიღრმეში მეტირებოდა 😐
    არ მინახავს ეს ფილმი, მაგრამ ისეთებს წერთ შენ და გორგილაძე (და ალბათ კიდევ ძალიან ბევრი) , რომ ნახვა და ცოცხლად შეძრწუნება მომინდა :))

  4. justsimpleguy on

    ამ პოსტზე უფრ მეტი ვიცინე ვიდრე ფილმზე

    გეთანხმები ფილმი სიუჟეტის გარეშე

    საერთოდ ქართული ფილმების 95% ნაგავია

    ამას სლე “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” ჯობდა

  5. ჰიუსტონ on

    ვაააა, ანტირევიუების მერე ფილმის ყურება უფრო მინდება
    საღოლ, ბევრი ვიცინე, მევასება შენი წერის სტილი

  6. ჰიუსტონ on

    უი, ძუძუ დავინახე :>

  7. candy on

    magari postia! ai dzalian!

  8. bigcrow on

    ნუ ყველაფერი აიხსნება ალბათ იმით, რომ გოაში გადაღების წინ ალბათ ზემოთხსენებული ვარსიმაშვილი დაახლოებით ერთი თვე იქნებოდა ასევე ზემოთხსენებულ გოაში, ”მოსამზადებელი სამუშაოების” ჩასატარებლად, რაც გამოიხატებოდა უზომო რაოდენობით ჰალუცინოგენების მიღებაში.

    შესაბამისად ფილმი გამოვიდა კარგი, ოღონდ ელესდეს და მესკალინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მაყურებლისთვის. ვინაიდან და რადგან თქვენ არ ხართ არცერთის ქვეშ, ფილმიც არ მოგწონთ.

    სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს 🙂

  9. fsiQe on

    =)))გამეცინა, მომეწონა
    ისე ფილმს ტელევიზიით გასული რეკლამებითაც ეტყობოდა რაც გიწერია ის რომ იყო 😐
    აი კიდევ ნიკო ნერგაძის პოსტი ამ ფილმზე თუ ნანახი არ გაქვს :პ
    http://www.tavisupleba.org/archive/Niko_Nergadze/latest/1022/2111.html

  10. Leonard Shelby on

    fsiQe კი ნანახი მაქვს და მომეწონა ძალიან. კარგად უწერია : )

  11. Kubrick on

    დავწერე, მაგრამ გული მაინც ვერ მოვიოხე მგონი 😐

  12. Kate on

    კიდევ კარგი არ წავედი. ვიცოდი, რომ სლეობა იქნებოდა.

  13. tatushka55 on

    What?
    AI WHAT PUNQTSHI RAC CERIA TU SIMARTLEA IS DROA GADAVIFIQRO CASVLA
    ARADA VAPIREBDI

  14. ჩე on

    ეჰ, მინდა გითხრა რომ ძალიან დაინდე ფილმი.. ასეთი რითი მოგისყიდეს? :)) მე პირადად გინებების ლექსიკონს დავაკოპირებდი ამ ფილმის გარჩევისას 🙂

  15. mek on

    “მინდება ჩემი ცხოვრება მარიოში ყველა დამალული სოკოს ძებნას მივუძღვნა” :))))
    kai iyo 😀

  16. mek on

    papik ti super 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: