ni2 news დავტოვე


დღეს გადავწყვიტე რომ ნი2–იდან წამოვიდე. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა მივხვდი, რომ ეს საიტი აღარ მაძლევს მე იმას რაც მსურდა.

თავიდან იყო დოდკას შესანიშნავი იდეა გაკეთებული საიტი სადაც ცრუ ნიუსები დაიდებოდა. ძალიან მომეწონა ეს წამოწყება და სიამოვნებით შევუეთდი დოდკას, ყვავასა და საბას. თუმცა დროის სვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა და ყველაფერი ბოლო სტატიით დაგვირგვინდა რომელსაც ჩემი აზრით საერთო არაფერი არ აქვს ნი2–ის იდეასთან ან ცრუ მედიასთან. საბუნიას სტატია “მამაო კაენზე” პარის ჰილტონობა იყო და სხვა არაფერი.  ანუ უფრო კარგად რომ ავხსნა ეს იყო პროვოკაციული ნაწერი რომელიც რათქმაუნდა გამოიწვევდა აჟიოტაჟსა და მითქმა–მოთქმას. ხარისხი სტატიისა ნულია, გამოხმაურება ძალიან დიდი.

ხალხის კომენტარი გამაღიზიანებელი იყო, თუმცა მთლიანობაში დავიკიდებდი რომ არა შემთხვევა როდესაც დღეს ჩემი მშობლებისა ყურებამდე მივიდა ლანძღვა–გინება. ეს პროექტი ნამდვილად არ მიღირს შეურაცყოფად.   მიმაჩნია რომ ნი2–იდან ჩემი წასვლით საიტს არაფერი არ დააკლდება დიდი. გეზი იმ მიმართულებით იყო აღებული რომელიც ჩემთვის მიუღებელია და შესაბამისად ვტოვებ გემს. წარმატებები ნი2–ს იმედი მაქვს ყველაფერი სწორ განვითარებას ჰპოვებს. : )

სამაგიეროდ ახალ პროექტებზე ვიწყებ მუშაობას ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელიც აუცილებლად იუმორისტული იქნება თუმცა რა სახით და როგორ ეს ზუსტად არ მომიფიქრებია.

14 comments so far

  1. Katten Försvann on

    xalxi brboa, tu ayvebi caglekavs!
    tumca sheni saqmisa shen ici. warmateba axal wamockebebshi.

  2. ლიშთოთა on

    იუმორისტს შეურაცხყოფა ადრე თუ გვიან მაინც მოხვდება, მზად იყავი :):)

    წარმატებები ახალ გეგმებში

  3. piccolina on

    შეურაცხყოფისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო, როდესაც იცი, რომ ისეთ რაღაცას წერ, რაც ვიღაცას მაინც არ ესიამოვნება
    ახლა შენ დაფიქრდი, მთავარი საბუნიას პოსტი იყო თუ ის შეურაცხყოფა?
    მე თუ მკითხავ, ორივე მიზეზი ძალიან მარტივად დანებებას ნიშნავს:/

  4. Leonard Shelby on

    აქ შეურაცყოფა მეორეხარისხოვანია. მე ჟურნალისტი ვარ და როდესაც ამ პროფესიას ვირჩევდი ვიცოდი რაზეც მივდიოდი. ხალხის ბრბოობაზეც მომეხსენება და ხისთავიანობაზეც. აქციაზეც ვმდგარვარ როცა საჭიროდ ჩამითვლია(დიდი ათეულიდან წმინდანების ამოღებას რომ აპირებდნენ) და ძალიან მწვავე სტატიაც დამიწერია. დანებება არაფერ შუაშია აქ. არაფრისთვის არ ვიბრძოდი მე, მხოლოდ ვერთობოდი საიტზე და მინდოდა ნი2 ყოფილიყო ცრუ მედია საშუალება ბოლომდე. მთავარი ისაა რომ ცრუ მედია პროვოკაციულ მედიად იქცა სამწუხაროდ, ყოველ შემთხვევაშ მე ასე ვხედავ. მე ვეღარ ვხედავ ჩემ თავს ნი2–ის ჩარჩოებში, მითუმეტეს მაშინ როდესაც სხვა, ჩემი აზრით, უკეთესი პროექტების კეთება შეიძლება.

  5. zurriuss on

    პირადად მე მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი პარის ჰილტონობას იწყებს, მას სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა “სხეულით ვაჭრობისა”.

  6. Bas on

    2 Shelby🙂 ნიკუშ, ნი2 ონიონის ნაბიჭვარი რომაა ეგ ხომ იცი შენ?🙂

    შეიხედე ერთი ონიონზე და გადახედე იქაურ სტატიებს, მაგათ რელიგიურ თემატიკას რომ შევხედე თითქმის იგივე სტილია ჩვენიც. ცრუ მედია მაინც და მაინც იმას არ ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ”გააყალბო.” ნუ მოკლედ მე ვთვლი რომ ფორმატიდან არ ამოვვარდნილვართ, შენ ფიქრობ რომ ამოვვარდით – კამათს აზრი არ აქვს, მე პატივს ვცემ შენს გადაწყვეტლებას და წარმატებას გისურვებ. თუმცა გულახდილად უნდა გითხრა (პირში თქმა სჯობს ყოფელთვის), რომ გარკვეულ წილად კომფრომიზმის ზეიმიც დავინახე ამ ყველაფერი – თუმცა ეს ყველაფერი – იმჰო!

    2 zurriuss – ენამოსწრებლობის ზეიმია, თუ მე ვერ მივხვდი შენს შუტკას?🙂

  7. Kate on

    ძალიან სამწუხაროა, თუმცა შენ არ დაიკარგები.
    და შენს ოჯახს ვინ რა უთხრა???

  8. nata oboladze on

    mikvars es bichi me :*

  9. Leonard Shelby on

    საბა როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი ვიცოდი, რომ ბევრს გაუჩნდენოდა ჩემი კომფრომისტობისა თუ მშიშრობის ეჭვი. “აი ანხეთ შეიგინა ვიღაცამ და თავი დაანება საქმეს”. მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ უმტავრესი მიზეზი ჩემი წასვლისა იდეური კონფლიქტია. მე მიმაჩნია, რომ ამოვვარდით ფორმატიდან(იმჰო), კი მესმის რომ ონიონის კლონები ვართ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ მთლიანად უნდა გადმოვიღოთ მათი სტილი. ნუ ჩემი წასვლა დარჩენით დიდი არაფერი შეიცვლება, ბოლო ხანებში მაინც ნაკლებად აქტიური ვიყავი. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს🙂

  10. Bas on

    მე არაფრის ეჭვი არ მაქვს კაცო :))) არც ჯაჯმენტს ვაკეთებ, პროსტა ჩემი აზრი გითხარი, რომელიც გამიჩნდასავით🙂 თუმცა მესმის შენი ყველანაირად. იტს ოკ🙂 აქ არ გამოვიდა ჩვენი თანამშრომლობა სხვა რამეში გამოვა და ა.შ. მთელი ცხოვრება წინაა🙂

  11. Leonard Shelby on

    საბა გასაგებია😀 ლოლ შეიძლება ვიღაცას ეგონა(გონია) რომ სკანდალით წამოვედი ან რაიმე განხეთქილება მოხდა. ლოოლ😀

    იმედია სხვაგან ვითანამშრომლებთ ისევ ერთად🙂

  12. unaamarga on

    თუ ადამიანისთვის რამე პროექტში მონაწილეობა მიუღებელია და არასწორად მიაჩნია, უნდა დატოვოს, იმის მიუხდავად ვინ როგორ გაიგებს ამას! საკუთარ შეხედულებებს არ უნდა გადააბიჯო, ჩემი აზრით.

  13. kid on

    შენ თუ თვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, მაშინ არაფერი გაქვს სანერვიულო.

    თუ საზოგადოების “ბნელი” ნაწილი იგინება, “განათლებული” ნაწილი კონფორმისტობას გაბრალებს და ლიბერალიზმზე იწყებს ლაპარაკს.

    არც ერთს არ უნდა მიაქციო ყურადღება. ქართული საზოგადოების პრობლემა განათლებული ადამიანების ნაკლებობა არ არის, უბრალოდ ამ განათლებულ ხალხსაც გაფანატებული და გაჭედილი აქვს რაღაც–რაღაცეებზე.

  14. tatushka55 on

    MSHOBLEBI RA SHUASHIA?
    SHVILI VER GAGIZRDIATO VINMEM UTXRA?
    RA SAOCARI XALXI VART ES QARTVELEBI, YVELA YVELAS OJAXSHI KOPS CXVIRS


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: