დეკადის საუკეთესო ფილმები


დეკადის რჩეული მუსიკალური ალბომებისა და სიმღერების პრეზენტაციის შემდეგ ჯერი მხატვრულ ფილმებზე მიდგა.

ბევრი შესავლის გარეშე გაგაცნობთ, ჩემი აზრით XXI საუკუნის ტოპ 10 ფილმს(მხატვრულსაც და ანიმაციურსაც).

10)Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan(2006)

არასოდეს არ მიცინია არც ერთ ფილმზე ისე როგორც Borat–ზე. საშა ბარონ კოენი(ბორატი) თანამედროვეობის ენდი კაუფმანია. სკანდალური, ამოუცნობი და ძალიან სასაცილო.

ფილმი თავიდან ბოლომდე არის არა ყაზახეთის არამედ ა.შ.შ.–ის მიწასთან გასწორება. მსოფლიო ჰეგემონის პოლიტიკის დაცინვა, მისი მოსახლეობის შავი იუმორის ტყლაპოში ამოსვრა. ნამუშევარი თავისი ფსევდო–დოკუმენტურობითა და გადაღების სტილით ორიგინალური და კიდევ უფრო მიმზიდველია.  ეს ფილმი არა დეკადის არამედ საერთოდ, ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო კომედია.

9)The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford(2007)

ვინაა ენდრიუ დომინიკი? სად იყო ეს ნიჭიერი კაცი აქამდე, რატომ არ ირებდა ფილმებს? ეს ნამუშევარი წიგნს მაგონებს. მხატვრული ლიტერატურის კარგი შვილია. ფილმი თავისი ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის მიუხედავად ერთი წამითაც არ განდომებს დაძინებას, ფილმის გადახვევას ან რეჟისორის შეგინებას.  რასელის ეს ნამუშევარი მთლიანად ორი ადამიანის ისტორიას ეძღვნება, ორი პიროვნება რომელიც ჩვენს თვალწინ განიცდის ტრანსფორმაციას. უშიშრები იღლებიან ყოველდღიური ყოფისაგან, მშიშრებს შურთ, უორენ ელისი და ნიქ ქეივი კი ამ ყველაფერს თავიანთი ჰანგებით აფორმებენ. ოპერატორული ნამუშევარი ფენომენალურია. ბრწყინავლე კადრები, რომლებიც გატყვევებს და სურვილს გიჩენს ოპერატორი თუ არა კარგი ფოტოგრაფი მაინც გამოხვიდე. ბრედ პიტი და ქეისი აფლეკი ბრწყინვალე ტანდემს ქმნიან, უფრო ზუსტი ვიქნები თუ ვიტყვი რომ ზედგამოჭრილები არიან თავიანთი როლებისთვის.

8)Spring, Summer, Fall, Winter… and Spring(2003)

ფილმის დასაწყისში მოვკვდი და 90 წუთის შემდეგ მკვდრეთით აღვსდექი. მცხვენოდა ჩემი თავის,  მეზიზღებოდა ჩემი ცხოვრება, ჩემი ყოველდღიური ყოფა.

ზუსტად იგივე მოხდა მეორე ნახვაზე, მესამეჯერაც იგივე განმეორდა.  რიგით მეოთხე სეანსზე მივხვდი, რომ არ იყო აუცილებელი კიმ კი დუკის წალკოტში ცხოვრება რათა სულიერი ბედნიერებისთვის მიმეღწია. დავარწმუნე ჩემი თავი, რომ ეს მხოლოდ ფილმი და რეჟისორის ბოროტი ჩანაფიქრი იყო მოეხიბლა ყველა, შეეყვარებინა ყველასთვის ფილმი და უკარებად დარჩენილიყო ბოლომდე, თუმცა…

ბოლოს იყო ისევ პირველი სეანსი, ისევ გაზაფხული დადგა და ისევ მოვკვდი რეინკარნაციის მოლოდინში.

7)Pan’s Labyrinth (2006)

ხავიერ ნავარეტეს იავნანა მუდამ ჩამესმის ყურში როდესაც ეს ფილმი მახსენდება. გილერმო დელ ტორომ ფენომენალური სამუშაო გასწია, თავისი “ბინძური” ფანტაზიებში გახლართა ერთი შეხედვით საბავშვო ფენტეზის ისტორია, ზემოდან ომის საშინელება მოაყარა ნამუშევარს და ფავნას დახამრებით ჯადოსნური ფილმი გამოუვიდა. პატარა ოფელიას ისტორია, რომელიც ცდილობს არ დაიკარგოს ამ საზიზღარ და საშინელ სამყაროში. როდესაც საქმე Fantasy–ს ეხება თიტზე ჩამოსათვლელი რეჟისორებია რომლების გილერმო დელ ტოროს გვერდით დაყენება შეიძლება.

6)Ratatouille (2007)

Pixar–ზე არაერთხელ დამიწერია. ჩემი ფავორიტი ანიმაციური სტუდიაა, იქ მომუშავე პერსონალი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მაოცებენ თავიანთი კრეატიულობითა და გენიალურობით.  ძალიან ძნელია რომელიმე მათი ნამუშევრის გამორჩევა და საუკეთესოდ დასახელება, თუმცა რატატუი სხვა ანიმაციურ ფილმებს სულ ცოტათი მირჩევნია. მიზეზი ამისა მულტფილმის პერსონაჟებია. არა Pixar–ის სხვა მულტფილმებს არ ვუწუნებ მთავარ გმირებს, მაგრამ რემი, ეგო, ემილი და სხვები უბრალოდ განუმერებლები არიან. ფილმს აქვს ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი იმისათვის რომ შედევრი იყოს. გასაოცარი ანიმაცია,  კარგი სიუჟეტი, იუმორი და სული, ის სული რომელიც ყველა cartoon–ს სჭირდება და ასე ძალიან აკლია dreamwork–ის მულტფილმებს ხოლმე.

5)HERO (2002)/V for Vendetta(2006)

10–ში რამდენიმე ბრწყინვალე ნამუშევარი ვერ შევიყვანე და კიდევ ერთის ამოგდება მომკლავდა :დ ამიტომაც მეხუთეზე ორი ფილმი გავიყვანე, ჩემთვის ორივე თანაბრად მნიშვნელოვანი და  საინტერესოა.

Hero ენგ ლიის  Crouching Tiger, Hidden Dragon–ის შემდეგ გამოვიდა, ამ ფილმის მთელი ესთეტიკა გადმოიტანა უფრო საინტერესო სიუჟეტი შემომთავაზა და გაცილებით მიმზიდველი პერსონაჟები შექმნა. ჟან იმოუს ეს ფილმი შედევრია. არ მინდა პოსტი ძალიან დიდი და დამღლელი გამომივიდეს, ამ ფილმს ოდესმე აუცილებლად მივუძღვნი ცალკე პოსტს სადაც დაწვრილებით ვისაუბრებ დეტალებსა და სიმბოლოებზე რომელიც ამ ფილმში უხვადაა გაბნეული.

V for Vendetta ალან მურის გენიალური კომიქსის ძალიან ძლიერი ადაპტაციაა. ეტყობა ძმები ვაჩოვსკების ხელი(Matrix–ის რეჟისორები). ყველაზე “რევოლუციური”  ფილმი რომელიც ბოლო 9 წელიწადში გამოვიდა.  ვიი გაი ფოუკსის ნიღბით ჩემთვის თავისუფლებისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოა. “People should not be afraid of their governments. Governments should be afraid of their people” -V

4) Ghost in the Shell 2: Innocence(2004)

აუცილებლად მოუსმინეთ!

Matrix–ისამდე 4 წლით ადრე მამორუ ოშიმ შექმნა ანიმე რომელიც ჩემთვის პირადად “სამაგიდო” sci-fi ნამუშევარია.  სიტყვებით შეუძლებელია იმ ატმოსფეროს გადმოცემა რომელიც ამ ფილმშია. ყურებისას თვალწინ არაერთი ფილმი წარმოგიდგებათ Blade runner–იდან დაწყებული, I robot–ით დამთავრებული. ეს არის გენიალური სცენარისა და იდეის ბრწყინვალე ეკრანიზაცია. ყველაზე მაგარი ისაა, რომ პირველი Ghost in the Shell არ შემყავს დეკადის საუკეთესო ფილმებში, ნომერ მეოთხე ადგილს მეორე ნაწილს,Innocence, ვანიჭებ. ძალიან, ძალიან იშვიათად რომ ფილმის სიქველი უფრო მეტად მომეწონოს ვიდრე პირველი ნაწილი, როგორც წესი გაგრძელებები ფულის მოსახეკად ნაცოდვილარი ნამუშევრებია, მიხარია რომ გამონაკლისები არსებობს. თამამად შემიძლია ვთქვა(დავწერო) რომ მამორუ ოშის ეს ნამუშევარი ჰაიაო მიაძაკის  Princess Mononoke–სთან ერთად ყველა დროის საუკეთესო ანიმეა.

3)The Diving Bell and the Butterfly(2007)

2008 წლის ოსკარებზე ჯულიან შნაბელის ეს ფილმი რომ არ წარადგინეს ძალიან დამწყდა გული, თუმცა ბოლო წლებია შევევჩვიე რომ უცხოენოვანი ფილმისათვის ოსკარს თითქმის არასოდეს აძლევენ იმ ფილმს, რომელიც იმსახურებს City of god, Amelie,  Pan’s Labyrinth ყველა ეს ფილმი უოსკაროდ დარჩა და თან თავიანტზე გაცილებით სუსტ ფილმებთან წააგეს.

შნაბელი იანუშ კამინსკის დახმარებით(ოპერატორი) ორი საათით “გვაინვალიდებს”. ჟან დომენიკ ბობი თითოეული ჩვენთაგანი ხდება და მასთან ერთად წერს წიგნს, მასთან ერთად ოცნებობს ისევ მოეფეროს შვილებს, საყვარელს ცოლის დახამრების გარეშე ესაუბროს, ჩვენ მზად ვართ ვიქცეთ პეპელად თუნდაც 3 დღე ვიცოცხლოთ, ოღონდ კი თავი დავაღწიოთ ამ “უმძიმეს” სკაფანდრს.

2)The Fountain((2006)

ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ფილმი ნანახი და თითოეული სეანსის შემდეგ სრულიად სხვადასხვა ადგილი ექნებოდა ამ ფილმს ჩემს ათეულში, ზოგიერთი ნახვის შემდეგ კი საერთოდ არ ექნებოდა. დარენ არონოფსკი ამდენ სიმბოლოს და ასე ცოტა გასაღებს მაძლევს, რომ გავიგო ყველაფერი. არადა მეც მსურს დავეწაფო სიცოცხლის ხეს, შევიგრძნო სიყვარულისა და უკვდავების გემო, ვეზიარო შიბალბას ფენომენს და კლინტ მენსელი Mogwai–სთან ერთად არ წყვეტდეს most amazing music score–ს შესრულებას.  ალბათ სწორედ ამიტომ მომწონს ასე ეს ფილმი, რომ ბოლომდე ვერ გავფატრე და გამოვიკვლიე იგი.

1)Oldboy(2003)

“Even though I’m no more than a monster – don’t I, too, have the right to live?”

პირველად ვუყურებ ამ ფილმს. დაწყებიდან 5 წუთში დავასტოპე ღრმად ჩავისუნთქე, “ბლინ საღოლ ნაითი(მან მირჩია ეს ფილმი) რაღაც კარგი ჩანს” გავიფიქრე.  ნახევარი საათის შემდეგ მოწყვეტილი ვარ სამყაროს, მე ჩან ვუკ პარკს ვლოცავ და ვლოცლუობ ფილმი კიდევ დიდხხანს გაგარძელდეს. აი დაე სუ ჩაქეუთით ხელში მიიკვლევს გზას ლიფტისაკენ. კვლავ ვაპაუზებ ფილმს… “სრულყოფილი სცენააა, ორიგინალური და სისხლისგამყინავი, თან რა მუსიკაა” გავიფიქრე მე. ფილმი დასასრულს მიუახლოვდა. ფინალი გამაოგნებელია, უბრალოდ შეუდარებელი, ბოლო 15 წუთი მინდა ჩემი გადაღებული და მოფიქრებული იყოს, მშურს რეჟისორის.

თუმცა ფილმის ყურებას მაინც ვაგრძელებ, ტიტრებს ბოლომდე ვუყურე, მძიმე ნაბიჯებით გამოვედი ოთახიდან. ჩემს ძმას ვთხოვე ფილმი ენახა მე კი ენა მოვიჭერი, ეს იყო ერთადერთი რისი გაკეთებაც მიზანშეწონილად ჩავთვალე.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

23 comments so far

  1. CheshireCat on

    ოოო ) ფაუნუსის ლაბირინთს რომ ვუყურე, მერე ორი დღე შოკირებული დავდიოდი. თან იმ დღეს რაღაც “ფენტეზის” ყურების ხასიათზე ვიყავი და ესეც საბავშვო ფენტეზი მეგონა რომ ვქაჩავდი. ხოდა…

  2. Kubrick on

    ჟღვლინტიანი ათეულია, არ გეკადრებოდა.

  3. Leonard Shelby on

    შეგიძლია შენი ათეული დაპოსტო ან უბრალოდ ფურცელზე დაწერო და მაჩვენო. მაინტერესებს რა იქნება. :დ

  4. Kubrick on

    შამბალჩიკ : D

  5. Natalia on

    ‘fountain’-ის ნახვა როგორ მაინტერესებს, ჯერ უარყოფითი შეფასება არ გამიგია ამ ფილმზე. ასევე ძალიან მინდა ’ფავნის ლაბირინთი’ ვნახო, ორივე მქონდა გადმოწერილი ერთ დროს და ვერ მოვახერხე მენახა.

    შენი ჩამოთვლილი ფილმებიდან კი ორი – ვენდეტა და ’გაზაფხული… და ა.შ’ მინახავს მხოლოდ.

  6. justsimpleguy on

    ვაუ ვაუ აი ლაიქ ით !

    ძალიან მაგარი პოსტი იყო

    უმრავლესობა არ მაქვს ნანახი მაგრამ რაც მაქვს და ყველა ჩემ ფავორიტებშია

    რატატუი, ფავნას ლაბირინთი და ვენდეტა

    რატომღაც ძალიან გამაცუცურაკეს როდესაც ვთქვი რომ ვენდეტა ჩემი საყვარელი ფილმია. დამცინეს და მითხრეს მეორეზე რაც ყველაზე ძალიან გიყვარს გაიყვანეო ?! მე დღემდე შეყვარებული ვარ ამ ფილმზე. დომინოს სცენაზე მაკანკალებს

  7. მჩხაპნელი on

    არადა, რომ მკითხოს კაცმა (ან ქალმა): “რა თქმა უნდა, ვუყურებ ფილმებს”, მაგრამ ახლა ბანალურად შემიძლია დავიმშვიდო თავი, რომ “ბედნიერი ვარ, რადგან ამ 11 ფილმის ყურების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ მაქვს” 🙂

  8. Roger Ebert on

    ესებუა, ფარჩაკი ხარ. 😀
    ათეული imdb-ს რეიტინგს მაგონებს.

  9. kid on

    ჩამოთვლილთაგან მხოლოდ “ბორატო”, “რატატუი” და “ვენდეტა” მაქვს ნანახი

    ეს უკანასკნელი ძალიან სერიოზული ფილმია და მომწონს.

    “რატატუი” კარგია, მაგრამ მას ბევრი სხვა მულფილმი მირჩევნია. მაგალითად: Surf’s Up, Kung-Fu Panda

    “ბორატი” ძალიან “პახაბნი” და ვულგარული ფილმია, ძალიან ვულგარული იუმორია და არ მომეწონა. ძალიან პაპსაა და “მასაზე გათვლილი” ფილმია, ამ ფრაზის ყველაზე უარყოფითი გაგებით

  10. chiqo on

    ოლდბოი და ვენდეტა ჩემთვისაც უსაყვარლესი ფილმებია. ორივეს ძაან ძლიერი სცენარი და მაღალი დონის შესრულება ააქვთ. მაგრამ, მინდა გითხრა, რომ თვალში საშინლად მაკლია, ორი მართლაც შედევრი: “pianist” და “the departed”. ნამდვილად აკლია სიას…

  11. Leonard Shelby on

    chiqo – პიანისტი ძალიან არ მევასება. departed კიდევ რიმეიკია, კარგი რიმეიკი მაგრამ მაინც სხვისი ნამუშევრის გადამღერებაა. Infernal Affairs ამ ფილმს უყურე გოლ–ზე დევს. ენდრი ლაუს ფილმია, ერთი–ერთზე აქვს გადმოტანილი ყველაფერი სკორსეზეს და ორი სუპერ მომენტი აქვს თვითონ დამატებული : )

    KID – ზუსტად ისეთი პახაბნია ბორატი როგორიც ამერიკა. იუმორს არაფერი დაეწუნება და მასაზე გათვლაში კიდევ ვერც ვხვდები რას გულისხმობ, ნუ გაგიჭირდება კიდევაც ეგ ფრაზა “ახსნა”. “მასაზე გათვლილი” ბრუნოა, ბორატი კი შედევრია.

    მჩხაპნელი – როგორ მინდა არცერთი არ მქონდეს მეც ნანახი :დდ

  12. ჰიუსტონ on

    The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford და Fountain ჩემი ცხოვრების ფილმებია. :>

  13. ჰიუსტონ on

    ნუ ვენდეტაზე აღარ ვამბობ… 😀

  14. pirtskhelani on

    ცუდი (!) ათეულია 😀 😛

  15. precelsus on

    ერთადერთი ფილმი რომელიც ამ ათეულიდან ვარგა – Vendetta

  16. chiqo on

    Leonard Shelby – საინტერესოა რატო არ გევასება პიანისტი… ალბათ სწორედ იმიტომ, რატომაც არ მისცეს ოსკარი. მაგრამ სიმართლე გითხრა არ ვიცი და იქნებ შენ ამიხსნა… რაც შეეხება departedს, მე ნამდვილად მიმაჩნია ეს ფილმი 21-ე საუკუნის საუკეთესო დილმად და რა შუაშია ის რომ რიმექია, არ მესმის… 🙂 ფილმში მხოლოდ იდეა ხო არ ფასობს? შესრულების დონე და სუპერმსახიობები არაფერს ნიშნავს?.. ათეულში კიდევ შევიყვანდი “12”-ს, რომელიც ასევე რიმეიქია, მაგრამ ძალიან მაგარი რიმეიქი და მართლაც გენიალურია…

  17. pirtskhelani on

    Black Hawk Down, Constantine, Pianist, Sin City, American Gangster, departed, Tropic Tunder, Last King of Scotland, Snatch, LOTR, ყველაფერი კარგად იქნება.

    ვოო 😀 ყველაფერი შეგიძლია დაგმო, ბოლოს გარდა 😀

  18. kid on

    Leonard Shelby

    “ამერიკა პახაბნია” პოპულისტური სლოგანია.

    “პახაბნი” იუმორს არ სჭირდება არც დიდი გამომგონებლურობა, არც ნიჭი.

    “პახაბნი” და ვულგარული იუმორი არის ყველაზე ადვილად აღსაქმელი, რადგანაც თავისთავად “პახაბნობა” განსაზღვრავს მასეთი ტიპის იუმორის პოპულარობას და ხალხში გავრცელებულობას.

    რაღაც მომენტები მეც მომწონს მაგ ფილმში, მაგრამ overall impression საშუალო დატოვა რა.

    არსებობს გაცილებით უკეთესი ფილმები მაგ პონტში

  19. Leonard Shelby on

    kid – მე ბორატზე უკეთესი სატირა და შავი კომედია არ მეგულება XXI საუკუნეში. აქ მთავრდება და იქყება ჩვენი კამათი : )

    pirtskhelani – არ ვიცი შენ ათეულზე რა ვთქვა, შენი თქმის არ იყოს მხოლოდ ბოლოს ვერ დავგმობ :დ

    chiqo – რიმეიკს ორიგინალი ჯობს. სიუჟეტის ორიგინალურობა ყველაზე მთავარია ჩემთვის ფილმში, ნუ ერთ–ერთი უმთავრესი მაინც. კი კარგი ფილმია Departed მაგრამ არც სკორსეზესთვისაა საუკეთესო და მითუმეტეს არც XXI საუკუნის საუკეთესოებში შევიყვანდი მე. პიანისტი უბრალოდ არ მიზიდავს, შინდლერის მერე მიჭირს ებრაელებისა და მეორე მსოფლიო ომის თემატიკასთან მიბრუნება.
    precelsus – უმეტესობას ერთიც კი არ მოეწონა. :დ ეგეც კარგი საქმეა.

  20. Katten Försvann on

    Ghost inn the shell მართლა კარგია, იმდენად კარგია ჩემთვის რომ რამოდენიმეჯერ ვუყურებ ხოლმე წელიწადში.
    Hero – ეს რაც დაწერე ძალიან გამოკვირდა. იმიტომ რომ მსგავსი სახელის ჩინური ფილმი არსებობს რომელიც არის ულააამაზესი! და შინაარსზე არაფერს ვამბობ.

    Spring, Summer, Fall, Winter… and Spring- ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ფილმია 🙂

  21. Leonard Shelby on

    Katten – Hero სწორედ ეგ ფილმია რომელიც შენ თქვი. ჟან იმოუს ნამუშევარია. სხვა გმირი არ ვიცი მე : )))

  22. svani on

    spirited away აკლია აშკარად

  23. dreamar on

    “ბორატი” უსაყვარლესი ფილმია.მართალია, “პახაბნი” იუმორია, მაგრამ ძალიან მომწონს და რუსული გახმოვანებაც ძალიან კარგია.ბევრჯერ მაქვს ნანახი, ერთი პერიოდი ბორატის ფრაზები გვქონდა აჩემებული სამეგობრო წრეში. მოკლედ, რაც არ უნდა თქვან, მე “ბორატზე” უკეთესი კომედია არ მეგულება :)))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: