Georgian movie SeaZone


არ ვიცი მე მეჩვენება, თუ მართლა ესეა ბოლო ხანებში(უკანასკნელი 6 თვის მანძილზე) მემგონი იმაზე მეტი ქართული მხატვრული ფილმი გამოვიდა კინოთეატრებში ვიდრე მთელი 90–იანი წლების მანძილზე.

შემოდგომაზე მთლად გაიგიჟეს თავი რეჟისორებმა. “ყველაფერი კარგად იქნება”, “თბილისური lovestory”, “გაღმა ნაპირი” და “ნაზარეს უკანასკნელი ლოცვა” გამოვიდა “ამირანისა” და “რუსთაველის” ეკრანებზე.  ჰარლინი ჩამოვიდა და გადარია ქართველი ხალხი, აგერ მადლიერი ქართველი ერი ყველა დროის საუკეთესო რეჟისორებში ასახელებს ამ ხელოვანს. რამდენიმე დღის წინ პენელოპა კრუსისა და ხავიერ ბარდემის ჩამოსვლის ამბავი გაირკვა… აპოგეას მიაღწია ქართული კინემატოგრაფის წარმატებამ ან პოპულარული ქართულით რომ ვთქვა გვეშველა მემგონი.

“ყველაფერი კარგად იქნება”–ზე ჩემი აზრი დავაფიქსირე ერთ–ერთ წინა პოსტში, ეს მხატვრული ფილმის გარდა ყველაფერია. “გაღმა ნაპირზე” უახლოეს დღეებში დავწერ. დანარჩენი ორი ფილმი კი არ მინახავს ჯერ.

ჩემი პოსტი კი Seazone–ს ეძღვნება ფილმს, რომლის ტრეილერმაც მომხიბლა. არა სიმართლეს ვიტყვი ტრეილერი როგორც ასეთი ბანძია, 3 წუთი გრძელდება და აქედან 1,5 მოსაჭრელია, უბრალოდ იდეა მომეწონა მაგრად. 4 ქართველი ბიჭი რომელიც ბათუმში, ზღვაზე დასასვენებლადაა ჩასული ერთ დღესაც იღვიძებს და სრულიად მარტონი არიან აჭარის დედაქალაქში.   კარგია რომ ნარკომანებზე და კაი ბიჭებზე არაა ფილმი, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თან ჭორის დონეზე გავიგე, რომ ფილმის ბიუჯეტი 1,5 მილიონი დოლარია, რაც ძალიან კარგი ფულია ქართული ფილმისთვის. ნამუშევრის პრემიერა მარტისთვისაა დაგეგმილი.

 

Seazone–ს ტრეილერი.

სამწუხაროდ youtube–ზე ვერ ვნახე ტრეილერი, myvideo–დან კი ვერ დავდე ლინკი.

 

 

16 comments so far

  1. Kubrick on

    xo, mag filmze reportaji makvs nanaxi. rejisori ise saubrobda, megona axal gajimuli iko. atjer gaimeora: “dramaa mokled ra” : D

  2. c. on

    არ გეჩვენება. რამდენიმე დღის წინ ვამბობდი, კონვეირული სისტემით ამუშავდა ქართული კინემატოგრაფია მეთქი. თავი გაიგიჟეს ძალიან. ნუ, შედეგად რა მივიღეთ, ეგ უკვე ცალკე საკითხია…
    შედეგებიდან ზუსტად ვიცი რომ არ ვნახავ ფილმებს: “ყველაფერი კარგად იქნება” და “თბილისური lovestory”. მაინტერესებს და ვნახავ: “გაღმა ნაპირი” და “Seazone”. ეს უკანასკნელი სტივენ კინგის მიხედვით გადაღებულ ფილმებს მაგონებს, სიუჟეტით და მაინტერესებს. იმედია იმედი არ გამიცრუვდება, ყოველ შემთვევაში 100%-ით მაინც არ… ვნახოთ

  3. tipsykal on

    მართლაც მისასალმებელია ის რომ ქართული კინო ფეხზე წამოდგომას ცდილობს, ესე თუ გააგრძელებენ ხო უფრო კარგი.
    დაა გაღმა ნაპირი მაინტერესებს და ინტერნეტ სივრცეში ნეტავ მალე იქნება?

  4. mr.picasso on

    რამდენიმე დღის წინ პენელოპა კრუსისა და ხავიერ ბარდემის ჩამოსვლის ამბავი გაირკვა…

    რა პენელოპა კრუსი აქ იყო ჩამოსული ?????? საიდან გაიგე ეს ინფორმაცია??????

  5. Leonard Shelby on

    mr.picasso ჯერ არ ჩამოსულა. აწი უნდა წამოვიდეს. ვიღაც ესპანელი რეჟისორი იღებს საქართველოში ფილმს და იქ მიიღებს მონაწილეობას.

  6. Natalia on

    ’Georogian’ შეცდომით გიწერია თუ რამეს ნიშნავს?😛

  7. Leonard Shelby on

    Natalia ჩავასწორე :დ

  8. Landish on

    თუ მართლა მაგდენი ჩაიდო მაგ ფილმში, ამოღებას შეძლებს?

  9. Leonard Shelby on

    Landish – გამორიცხულია!!! მხოლოდ საქართველოში თუ ექნება რელიზი შანსი არ აქვს მაგ ფულის ამოღების, ყველაზე მაგარ შემთხვევაში 500 000–ს დააბრუნებს, ეგეც სასწაული თუ მოხდა. ამიტომაც ფილმი საზღვარგარეთ უნდა გაიტანონ, DVD–ის გაყიდვის კულტურა უნდა შემოიტანონ ჩვენთან, უნდა სცადონ მაინც. სასწაულ ფასს თუ არ დაადებენ და კარგად “შეფუთავენ” პროდუქციას ვინ იცის იქნებ DVD–ებმაც მოუტანონ მოგება

  10. untitled on

    es traileri araa es demoa jer iscavlet traileris da demos garcheva da mere akritiket

  11. Leonard Shelby on

    untitled – ლოოლ. ტიზერია ეს. ტრეილერის წინ გამოდის ხოლმე. ტიზერი კი “გაპუტული” ტრეილერია.

  12. taa on

    ეს seaZone გამოვიდა უკვე?
    რაღაც მომეწონა ტრეილერი… ვუყურებდი.
    ნოსტალგიური კადრები დავიჭირე, წვიმიანი ბათუმი და სარეცხის თოკები როლიკებზე, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ბათუნთან ასოცირდებოდა ხოლმე

  13. Untitled on

    Leonard Shelby

    chemo kargo saqme imashia ro es ar c teaser ar aris.

  14. Leonard Shelby on

    Untitled – ძალიან კარგი. იმედია ტიზერიცა და ტრეილერიც კარგი იქნება, ერთი კი ფაქტია ფილმს აუცილებლად კინოში ვნახავ, დავინტიგდი ძლიერ🙂

  15. untitled on

    🙂 mec sulmoutqmelad veli…

  16. nickey9695 on

    nayuri maq eg pilmi rustavelis kinotetarshi,magaria momewona,exac ari kinoteatrebshi,uyuret me momewona dzalian !! detalebs ar vityvi,mito ro saintereso ahar iqneba :)))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: