საქართველო(ს) “გაღმა” ნაპირზე


თედო 12 წლის ბიჭია. აფხაზეთიდანაა დევნილი. თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც თავს სხეულის ვაჭრობით ირჩენს. თედოს მამას აფხაზეთში დარჩა ომის დროს. ბიჭი თავს ვულკანიზაციაში მუშაობით ირჩენს და შიგადაშიგ ხულიგნობასაც არ თაკილობს. წუპაკი და გოშკა მისი მეგობრები არიან.

გიორგი ოვაშვილმა ქართველებისთვის მძიმე თემას, აფხაზეთის ომს მოკიდა ხელი. სასიამოვნო ფაქტია როდესაც გამოდის მშობლიური პროდუქცია კინოთეატრებში და ნარკომანიის პრობლემებზე არ გიწევს ფილმის ყურება, არადა ბოლო წლებში ერთგვარ სტანდარტად იქცა წამლის მომხმარებელთა მთავარ პერსონაჟებად წარმოჩენა. ფილმში მთავარ როლს თედო ბექაური თამაშობს(ფილმშიც თედო ჰქვია), ეს სრულიად უცნობი ბავშვი თავის როლს ბრწყინვალედ ართმევს თავს და ნამუშევრის ღირსეული პროტაგონისტია.

თედო გადაწყვეტს მამის საძებნელად აფხაზეთში, ტყვარჩელში წავიდეს. რეჟისორი ცდილობს 90–იანი წლები მთელი თავისი “მშვენიერებით” გადმოსცეს მაყურებელს. ძარცვა, მანქანების გაქურდვა და აფხაზეტში გადაყვანა, განუკითხაობა საზღვარზე აფხაზეთში და ა.შ. ოღონდ ამას ისე აკეთებს, რომ ფილმის მთვარი იდეა არ დაიკარგოს.

მსახიობების თამაში ისევე როგორც სხვა თანამედროვე ქართულ ფილმებში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ან ზედმეტად ხელოვნურია ყველაფერი, ან უბრალოდ ზღვარსგადასული პათოსითაა გამსჭვალული მსახიობის საუბარი. სამწუხაროდ მსახიობები ვერ გრძნობენ სად გადის ზღვარი კინოსა და თეატრს შორის. თუმცა არის რამდენიმე პერსონაჟი რომელიც ნამდვილად დასამახსოვრებელია ფილმში – ბერდია ინწკირველი(დაური) და თამარ მესხი(მარიამი) მათთვის გამოყოფილ მცირე ქრონომეტრაჟს მშვენივრად იყენებენ და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიან.  რეჟისორიც რამდენიმე შეცდომას უშვებს, როდესაც რუსი დევნილის როლზე ამტკიცებს ბიჭს რომელიც მიშა ქარელსაც ვერ აჯობებს სლავური ენის ცოდნაში, ფილმს იწყებს ძალიან მძიმედ, გრძელი და მონოტორული კადრებით.

რეჟისორს რადიკალური პოზიცია არ აქვს არჩეული კონფლიქტის წარმოჩენისას. აფხაზები “ცუდი როჟები” არ არიან და არც სიკეთისა და სიყვარულის განსხეულებას წარმოადგენენ პირიქით დავარისა და ზიტას პერსონაჟებისადმი ყველაზე ცოტა სიბრალურის გრძნობა გაგიჩნდება ადამიანს.

ფილმს ტექნიკური წუნი აქვს. ფერები ხშირად ირევა ხოლმე, სუბტიტრებშ ხშირია გრამატიკული შეცდომები. ასეთი რამე მხატვრულ ფილმში არ უნდა ხდებოდეს, შენ–ის მაგივრად ბენ არ უნდა იწერებოდეს ეკრანზე.

სიუჟეტის მთავარი ხაზი კი თედოს ბილიკებს მიუყვება, თედო სიმბოლოა მთლიანად საქართველოსი. საქართველოც თვალებს ხუჭავს როცა უჭირს და ოცნებობს გამოსავალი თავად მოადგეს კარს, თედოსთან ერთად საქართველოა ის ქვეყანა რომელიც სხვის დაკრულზე გამალებით როკავს, გურჯისტანი მამის ძიებაშია, იმ პიროვნების რომელსაც არც კი იცნობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ შეიფარებს ,იმ სითბოსა და სიყვარულს აჩუქებს რომელიც სიძვა დედამ მოაკლო.

ფილმს საინტერესო ფინალი აქვს. დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებს, თითქოს არ სრულდება, ისევე როგორც საქართველოსა და აფხაზეთის პრობლემა არ დასრულებულა. ფილმის სათაურიც ზუსტად რომ 10–იანში მოარტყა რეჟისორმა. “გაღმა ნაპირს” ვეძახით აფხაზეთს და ამით ყველაფერია ნათქვამი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რელიქტებიღაა დარჩენილი იმ ურთიერთობისაგან რომელიც ოდესღაც აფხაზებთან გვქონდა, არადა გაუცხოება ეს კიდევ ერთი ნაბიჯია უკან სამეგრელოში. იქ სადაც შეიძლება საქართველოს საზღვარი გავიდეს, არა დეფაქტო სახელმწიფოსთან არამედ, ოფიციალურად აღიარებულ აფხაზეთთან.

 

 

 

 

 

არ იქნება ურიგო თუ კინოთეატრში ნახავთ, თვითონ შეაფასებთ ფილმს. გადასარევი ნამუშევარი არ არის, თუმცა ბოლო წლების ერთ–ერთი საუკეტესო ქართული ფილმია უდაოდ.

6/10

 

 

 

 

11 comments so far

  1. ბაბისა on

    am wunebis miuxedavad marTalia , rom ‘ ბოლო წლების ერთ–ერთი საუკეტესო ქართული ფილმია უდაოდ’ da esaa mTavaria, imedi momca am filmaa, rom kinoc fexburtivit mkvdari ar aris :]

  2. ჩე on

    გეთანხმები ნიკუშ.. რამდენიმე დეტალს დავამატებდი.. ადაპტირებული სცენარია.. მართალია პირველწყარო, ანუ მოთხრობის სახით არ წამიკითხავს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სუსტი სცენარია.. ტრივიალური და ცოტა არ იყოს სწორხაზოვანი.. ყოველ შემთხვევაში უკეთ შეიძლებოდა.. თედო მართლაც განუმეორებელია, ეგრევე ჩავახუტებდი მაგ ბავშვს ოსკარს.. რაც შეეხება დარღვევებს და ხარვეზებს, ეს ნამდვილად გულსატკენია, როცა ყველაფერი არყობილია და ასეთი რაღაცები აფუჭებს ფილმს, თუმცა ისიც ყურადსაღებია რომ გიორგი ოვაშვილმა, ჩემი პირადი ინფორმაციით, მთელი სული და გული ჩადო ამ ფილმში და არც იოლად წასვლია საქმე, ძალიან იწვალა, მოგეხსენებათ კინოს როგორი ხელშეწყობა აქვს საქართველოში.. ყოველ შემთხვევაში მე იმედი მაქვს რომ ასეთი ხარვეზები ჩასწორდება, მითუმეტეს რომ ჩასწორებადია 🙂

    ძალიან ვგულშემატკივრობ ფილმს..

  3. Kubrick on

    caude xval im shens lektors es, ikneb ar shegtenos sagani : D

  4. Landish on

    ნიკა, დამაინტერესა შენმა პოსტმა ეს ფილმი…
    უახლოეს მომავალში შესაძლოა ვიხილო კიდეც..
    მაგრამ ახსენე სუბტიტრებიო და ტიტრები ქართულად არის? (შენ-ის მაგივრად ბენ რო წერიაო)…
    და თვითონ ფილმში საუბარი რა ენაზეა?

  5. Sali...bali on

    “მსახიობების თამაში ისევე როგორც სხვა თანამედროვე ქართულ ფილმებში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ან ზედმეტად ხელოვნურია ყველაფერი, ან უბრალოდ ზღვარსგადასული პათოსითაა გამსჭვალული მსახიობის საუბარი. სამწუხაროდ მსახიობები ვერ გრძნობენ სად გადის ზღვარი კინოსა და თეატრს შორის.”

    გეთანხმები 100 % ით ამაშიც და ბევრ სხვა შენიშვნებშიც მაგრამ მე ყველაზე მეტად ეს მიშლის ნერვებს ამ ბოლოდროს გადაღებულ ქართულ ფილმებში…..არვიცი ან ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მსახიობი გვყავს ან მართლა ერევათ რაღაცრაღაცეები….იმდენად არაბუნებრივია ხოლმე დიალოგები ამ ახალ ფილმებში რო დაცინვის მომენტი მიჩნდება ხოლმე მე პირადად. ძალიან ბევრმა თქვა ამ ფილმზე რომ მსახიობები ვერ თამაშობენ…თუმცა ფილმი კარგიაო. მე არ მინახავს და ვაპირებ ვნახო აუცილებლად.

  6. vasasi on

    აბსოლუტურად გეთანხმები..

    რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ დასასრული არ მომეწონა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ადმიტოვა, რაღაც აკლდა..

    მაგრამ ეგერევე მაჩუმებენ, რას ამბობ, ძალიან ამგარი იყოო…

    რამდენიმე კადრი მართლა ღირებულია…

    კი არა, მოკლედ, გეთანხმები!.. :))

  7. nata oboladze on

    რეჟისორმა უფრო “ცუდ როჟებად” გამოიყვანა ზიტა და დაური, ვიდრე თავად ნუგზარ შატაიძემ თავის ნაწარმოებში. იქ დაური საერთოდ არ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მის ჭერქვეშ ქართველი იღუპება და შვილიც ომში დაკარგა.

    თედო მართლაც შეუდარებელია. თუმცა, ფილმის ნახვამდე სხვანაირი წარმომედგინა (მამენტ, ახლაც ეგეთი წარმომიდგენია): უფრო ეშმაკი, ცოცხალი და მაიმუნი ბავშვი.

    ბოლო, ცეკვის კადრები მომეწონა ძალიან 😐

  8. Clown^^ on

    ნორმალური ფილმია 🙂
    როგორც იძახოდნენ ძალიან ემოციურიაო, მაგრამ რავი.. მე რომ ვნახე არც ისე ემოციური მომეჩვენა :S

  9. taa on

    რუსი დევნილის როლზე ამტკიცებს ბიჭს რომელიც მიშა ქარელსაც ვერ აჯობებს სლავური ენის ცოდნაში,

    აბსოლუტურად გეთანხმები, ეგ მაშინვე აღვნიშნე როგორც კი გოშამ ხმა ამოიღო.
    მე ძალიან მომეწონა ფილმი, საოცრად… ძაან დამუხტული გამოვედი კინოთეატრიდან.
    რაც შეეხება მსახიობებს და მათ თამაშს, დაური მეც ძაან მომეწონა, მაგრამ აი თედოს დედა ვერ ავიტანე. ეგეთი უნიჭობა არსად მინახავს. ძაან ბანძი მსახიობია, არ მვცემდი ამ როლს
    ავტობუსის კადრი რომაა, ფულს რომ აძლევს, აი მანდ ხო საერთოდ უნიჭობის ზეიმ ანახა იმ გოგომ, სცენა რომელიც ძაან ემოციური უნდა იყოს და მსახიობი რომლისგანაც ყინულები მოდის მხოლოდ. – The Bandz

  10. tiko on

    jererti pilmshi monawile personajebis umetesoba araris propesionali msaxiobi da tipajebit aris shercheuli. meorec roca ambob rom saqartveloshi gadagebul qartvel pilmebshi unichod asruleben teatris msaxiobebi rolebs unda icode rom dgesdgeobit ararsebobs tbilisshi pakulteti romelic kinos msaxiobs ayalibebs da zrdis ise rogorc kinos sheepereba da chirdeba. ratqmaunda teatrsada kinos msaxiobebs shoris dzalian didi gansxvavebaa magram am pilmshi dzalian bevri girebuli roli sheiqmna da sulac arvtvli imas rom am pilms raime girebuleba moaklda goshkas rusulit tu dedis naklebad emociurobit. zemot ewera romeligacas rom scenarshi sxva saxit iyo warmodgenili zitas da zauris damokidebuleba qartvelebisadmi da wakitxuli gaqvs saertod pirveli wyaro? anu literaturuli scenari? minda gitxra rom miuxedavad imisa rom sarejisoro scenarshi rejisors upleba aqvs cnerashi bevri cvlileba sheitanos am scenas aranairi cvlileba ar shexebia saertod.

  11. Leonard Shelby on

    tiko – რაც შენ დაწერე შენი სუბიექტურზე სუბიექტური აზრია და სხვა არაფერი. ისევე როგორც ჩემი რევიუ და ა.შ ის რაც შენ არ გაღიზიანებს მე მაღიზიანებს როგორც ჩანს. ისე დაწერე თითქოს ფილმი არ მომეწონა მე ანდაც ყველა მსახიობის თამაშით შეძრძუნებული დავრჩი. მემგონი მიწერია, რომ რამდენიმე ღირებული პერსონაჟი ჰყავს ფილმს. არ წამიკითხავს პირველწყარო, არც სურვილი გამჩენია ფილმის ნახვის შემდეგ და ვერც ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ გავეცნო მას. ზოგიერთი მსახიობის საზარელ თამაშს ვერანაირი სცენარი და ვერაფერი ვერ უშველის.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: