ოთხი მოკლემეტრიაჟიანი მულტფილმი:Reach a star


მინდა წარმოგიდგინოთ ოთხი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. თითოეული გამორჩეული და ჩემის აზრით შთამბეჭდავია თავის ჟანრში.

1)KJFG

ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს ეს სათაური რომლითაც მთელი სერიაა დასათაურებული დათვის, მგლისა და კურდღლის ისტორიებისა.  ბრემენელი მუსიკოსებისა და ქართველი სოფლის “მშენებლების” საუცხოო სიმბიოზს ჰგავს ეს რუსული ანიმაცია. სულ რაღაც ორი წუთი გრძელდება ფილმი, თუმცა ეს დრო სრულიად საკმარისია გულიანად სიცილისა და პერსონაჟების შესაყვარებლად. მათი მოძრაობის მანერა და გამოხედვები ყველაზე ცუდ შემთხვევაში გაგაღიმებთ.

2)Kiwi

არსებობს ასეთი ფრინველის სახეობა – კივი. ამ ჯიშის ფრთოსნებს ფრენა არ შეუძლიათ. მულტფილმის მთავარი პერსონაჟის ოცნებაა თუნდაც ერთხელ გაფრინდეს და ის ამას ყველაზე ორიგინალური მეთოდით აკეთებს. ძალიან მაგარი სცენარია და მთლიანად ფარავს იმ ფაქტს, რომ ანიმაცია ძალიან ცუდია.

მომხიბვლელი ისტორიაა სევდიანი ფინალით.

3)Partly Cloudy

სტუდია Pixar–ზე არერთხელ დამიწერია და მიტქვამს, რომ ვაღმერთებ ამ კომპანიას თავისი ქმნილებების გამო. სრულმეტრაჟიან მულტფილმებს რომ თავი დავანებო, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები არანაკლებ მაღალხარისხოვანი და დახვეწილი გაკეთებულია.

ეს მულტფილმი ძალიან ემოციური გამოდგა ჩემთვის. პატარა ბავშვივით ვხტუნავდი სავარძელში ფილმის ყურებისას, ფინალზე ტაში შემოვცხე სიხარულისაგან და კიდევ ერთხელ დავლოცე პიქსარის თანამშრომელთა ტვინები.

4) REACH

Wow. mind blowing creation.  ძალიან ლამაზი და ჭკვიანურად გაკეთებული მულტფილმი. თითოეული დეტალი აღტაცებას იწვევს მულტფილმში, დაწყებული გარემოდან დამტავრებული მთავარი პერსონაჟით. ისტორია ოცნებაზე რომელიც ასე ახლოსაა ხოლმე და ასე ძნელია მისწვდე. ალბათ უკეთესია ვარსკვლავის მოწყვეტისას დაიწვა ვიდრე მიწიდან მის ცქერაში სიბერემ შეგჭამოს და შენი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მეორე კურსზე დალეული ორი ლიტრი ლუდი იყოს ან სამსახურში თანამშრომელთან წაგებული “ვირი ვარ და ვყვირივარ”. ბრავო შემქმნელს.

Advertisements

8 comments so far

  1. Nikoloz on

    პირველი 2008 წლის 10ულში შედიოდა ადრე მქონდა დადებული ბლოგზე 10ვე განახლების შემდეგ წავშალე პოსტები

  2. bla on

    ვაიმე ბოლო რა საყვარლობაააა, :((( მეც მინდა ასეტ მულტფილმებს ვაკეთებდე 😐

  3. mutlu7 on

    momewona.. kiwi მქონდა ნანახი და ესენი არა.. მომეწონა..

  4. andria on

    pixar rulez

  5. justsimpleguy on

    ყველა მქონდა ნანახი ბოლოს გარდა . . . მოვკვდი

  6. BloggerGirl on

    1 da 4 ar mqonda nanaxi da dzalaian visiamovne.
    favoritebshic davamate 🙂

  7. Landish on

    ნიკა საიდან ჩითავ ხოლმე ასეთ კარგ ვიდეოებს? საერთოდ ვერ ვამუღამებ ხოლმე ჯდომას, ქექვას და ყურებას მარა ამ უკანასკნელმა ვიდეობმა აზრი და სურვილი შემაცვლევინა…

    პირვე მუტლფილმში კურდღელი ძაან მაგარი ვინმეა, მაგან მოახერხა ჩემი გაცინება : ))
    მეორეში, კივი ძალიან შემეცოდა.. ფრთებიც კი არ ააქ, მაგ უბედრუს : (
    ბოლო რობოტს, ვაირლესი არ აწყენდა.. 🙂 )
    მესამეზე კიდე ხმას არ ვიღებ : )

  8. John Deacon on

    თოდუასთან ვუყურე ოთხივეს. ყველა კარგია, მაგრამ პირველზე ისტერიკა დაგვემართა ორივეს სიცილისგან. მგლის საცეკვაო მოძრაობებზე მოვკდით სიცილით. მესამე ვიდეოს ლინკი მგონი გასასწორებელია, თავიდან არაფერი არ ჩანს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: