2012 და მომავალი


რონალდ ემერიხს რომ დედამიწა ეზიზღებოდა ჯერ კიდევ 1992 წელს გახდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი. 90–იანების დასაწყისში ემერიხმა გააკეთა ის რასაც არცერთი კაცთმოყვარე არ იზამდა, დოლფ ლუნდგრენი და ჟან კლოდ ვანდამი ათამაშა ერთად, ერთ ფილმში სახელად Universal Soldier. ფილმის წარმატებით შეგულიანებულმა რეჟისორმა უნივერსალური მეთოდი შეიმუშავა სამყაროს ზიზღის ეკრანზე გადმოსატანად, ჯერ იყო Independence Day. ფილმი ჰიტად იქცა, ემერიხმა უცხოპლანეტელებს დედამიწა მიწასთან გაასწორებინა, უილ სმიტი პოპულარული გახადა და საშუალო სტატისტიკური ა.შ.შ–ის მოქალაქეს დააფიქრა ისეთ ზოგად საკაცობრიო საკითხზე როგორიცაა უცხოპლანეტელებისადმი ლიბერალური დამოკიდებულება. ორიოდ წლის შემდეგ როლანდ ემერიხის ახალი პროექტი, იაპონური ფილმის რიმეიკი Godzilla გამოვიდა. ამჯერად გიგანტური რეპტილია შეეჭიდა სამყაროს განადგურების საქმეს, თუმცა მისი ცდა კრახით დამთავრდა. XXI საუკუნეში გერმანელი რეჟისორის ფილმები გაცილებით მასშტაბური გახდა. 2004 წელს The Day After Tomorrow–ს პრემიერა შედგა. ფილმი 2012–ის ერთგვარი პრელუდია გამოდგა, თითქმის ანალოგიური სიუჟეტის მქონე ფილმი, განსხვავება ისაა რომ იქ ჯეიკ გილენჰაალის პერსონაჟი არის მთავარ როლში 2012–ში კი ჯონ კიუსაკი ჩაუქობს.

ბოლო 2–3 წელია მაიას ტომის წინასწარმეტყველება რომლის მიხედვითაც დედამიწა 2012 წლის 31 დეკემბერს განადგურდება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. არაერთი დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა ამ ისტორიას და გასაკვირი არ არის ემერიხმა, რომ ფილმის გადაღება განიძრახა, ფულის სუნი ასდიოდა ამ პროექტს რომელიც ჩანასახშივი ერთობ პროვოკაციული იყო. ფილმის ბიუჯეტი 200 მილიონია, მარკეტინგმა და პიარმაც კარგად იმუშავა, შედეგმაც არ დააყოვნა გაქირავებაში ჩაშვებიდან ორი კვირის შემდეგ ფილმს 458 მილიონი ა.შ.შ დოლარი აქვს მოტანილი კინოკომპანია სონი/ქალამბიასთვის.

ფილმის ფაბულა საკმაოდ მარტივია – “შეაშინე და იბატონე მაყურებელზე”. ნამუშევრის სიუჟეტი რბილად რომ ვთქვათ ისეთივე სუსტია როგორიც ემერიხის ძველი გლობალურ კატაკლიზმებთან დაკავშირებული ფილმებისა. კინოთეატრში პირველი ნახევარი საათი შეგიძლიათ დაიძინოთ, თოჯინას კაბა შეუკეროთ, ვარდის უეკლოდ დაკრეფა სცადოთ, ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნოთ სპარსულ ენაზე რადგან ეკრანზე არაფერი საინტერესო არ ხდება. ამ დროის გასვლის შემდეგ ემერიხი ტემპს იღებს, ნელ–ნელა იწყებს დედამიწის მიწასთან გასწორებას.  2009 წელს პროფესორი ადრიან ჰელმსლი იგებს, რომ დედამიწას განადგურება ემუქრება, დიდი რვიანის ქვეყნები იწყებენ საიდუმლო გეგმის განხორციელებას, რომლის მიხედვითაც 2012 წლის აპოკალიფსისას მხოლოდ “რჩეულნი”გადარჩებიან. ფილმის მთავარი პერსონაჟი ჯექსონ კერტისია(ჯონ კიუსაკი), რომელიც ცოლს(ამანდა პიტს) გაშორებულია და ბავშვებთან ერთად უიქენდზე ლაშქრობაში წავა, სწორედ ამ ლაშქრობისას გაიცნობს ის ვუდი ჰარელსონის პერსონაჟს რომელიც მას საიდუმლოს გაანდობს იმის თაობაზე, რომ დიდი რვიანის სახელმწიფოები ხომალდებს აგებენ აპოკალიფსისაგან გადასარჩენად. ჯექსონთან ერთად ფილმში რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონაჟია ადრიან ჰელმსლი(ჩიუითელ ეჯიოფორი), იური და პრეზიდენტი ტომას უილსონი(დენი გლოვერი). პერსონაჟები ძალიან ბევრია, საკუთარი ხაზის განვითარება კი არცერთს არ აქვს საინტერესო. 150 წუთი ისე უყურებ ფილმს, რომ გული არავისზე შეგტკივა, არავინ გიყვარდება ან გეზიზღება.

თბილისის კინოთეატრებში ფილმის შუაში ანტრაქტია. მიზეზად ფილმის ქრონომეტრაჟია მოყვანილი. არადა ამაზე გაცილებით დიდი ფილმები მინახავს კინოში ყოველგავრი შესვენების გარეშე(მაგ:King-Kong, LOTR III). უბრალოდ დამფრთხალი და შეშინებული ქართველი ერი, რატომღაც პოპკორნსა და გამაგრილებელ სასმელს ეძალება და კინოთეატრები საკმაოდ კარგ მოგებას ნახულობენ ამ შესვენებებზე. ანტრაქტისას ხალხს ისეთი დაზაფრული სახე ჰქონდა წამით დავეჭვდი, იქნებ მე არ ვაქცევდი ყურადღებას ბუნების “გაფთხილებებს” და აპოკალიფსი მართლა გვიახლოვდება. ხალხი სიგარეტს ჭამდა და ბატი–ბუტს ეწეოდა შიშით, თან აუჰ რა გვეშველება ისმოდა ხშირ–ხშირად. კიდევ კარგი შესვენება მალე დასრულდა, თორემ ვგონებ მეორედ მოსვლას ვერც მოვესწრებოდი და იქვე გავფშეკდი ფეხებს ამდენი უაზრო სახეების ყურებით.

CGI(კომპიუტერული ანიმაცია/სპეცეფექტები) უკეთესის სურვილს ტოვებს, რიგ ეპიზოდებში რეალურობა აკლია მოვლენებს რაც რათქმაუნდა დაღს ასვამს ნამუშევარს. სცენარი რაც უფრო ბოლოსკენ მიდის სულ უფრო სასაცილო და აბსურდული ხდება. ფილმში განვითარებული მოვლენების დაჯერება, ისეთივე ძნელია როგორიც უგო ჩავესის შეყვარება, ბრუნეის დედაქალაქის სახელის დაზეპირება ან პეკინზე პიკის საათებში მანქანით გავლა. ფილმი სუსტია, ძალიან სუსტი. მისი წარმატება დიდწილად განპირობებულია პიარის, დედამიწის განადგურებისა და მეორედ მოსვლის შიშისდაგამო. არც კი ვიცი რომელი ჯობია დედამიწა განადგურდეს თუ მეორედ მოსვლის გჯეროდეს და გეშინოდეს ადამიანს.

ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არ განადგურდება დედამიწა 2012 წელს.

* 2014 წელს ემერიხი ამ ფილმის გაგარძელება გადაიღებს

* 2013 წლის იანვარში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს

* 2013 წლის მარტში მრავალათასიანი აქციები მოეწყობა რიყეზე ლოზუნგით “გადადექი, გადადექი”

* 2013 წლის მაისში 4 წლით უცნობი კვლავ დაბრუნდება საკან N5–ში

* 2015 წელს მარკესი მართლა დაწერს თავის უკანასკნელ სიტყვებს

* 2016 წელს საქართველოს ნატო დაუწერს 5+ით “ადნაკლასნიკებზე”

* 2017 წლის 23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი აწყობს “ფეისბუქის” რევოლუციას და ქვეყნის პრეზიდენტი ხდება *2017 წლის 24 ნოემბერს შალვა ნათელაშვილის ფეთი “ფეთ სოსაიეთიში” პრეზიდენტი გახდება

* 2021 წელს დიდგორის 900 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა და იტყვის:”დღეს როგორც არასდროს ქართველებს ერთად დგომა გვჭირდება”

2025 წელს კუბის პრეზიდენტი გახდება ნუგზარ კასტრო.

*2026 წელს ჯონდი ბაღათურია მოითხოვს “ფლეიბოის” ხულოს ფილიალის დახურვას

* 2027 წელს ჯონდი ბაღათურია მოითხოვს “ფლეიბოის” ხულოს ფილიალის დახურვას

* 2047 წელს ფეხბურთი როგორც სპორტის სახეობა გაუქმდება

* 2051 წელს თბილისის დინამო ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა გავიდეს

*2112 წელს საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს : აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საინგილოს, ნიკოფსიას, დარუბანდს, ვირჯინიის შტატს, ფილიპინებს, ურალის ქედსა და ხონსიუ, ხოკაიდოს უდიდეს ნაწილს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

22 comments so far

  1. :D :D on

    ყლეობაა : D და რაც შეეხება ამას
    ————————————————————-
    ხალხი სიგარეტს ჭამდა და ბატი–ბუტს ეწეოდა შიშით, თან აუჰ რა გვეშველება ისმოდა ხშირ–ხშირად. კიდევ კარგი შესვენება მალე დასრულდა, თორემ ვგონებ მეორედ მოსვლას ვერც მოვესწრებოდი და იქვე გავფშეკდი ფეხებს ამდენი უაზრო სახეების ყურებით.
    ————————————————————-

    ალბათ შენ მოიგონე პოსტის შესალამზებისთვის … მე
    მსგავსი არაფერი დამინახავს …😀

  2. piccolina on

    ლოლ არადა ხელის კანკალით გავხსენი პოსტი, მეთქი ისევ 2012-ით გამოწვეული შიშიანი პოსტიათქო :)))
    მაგ კაცს თავის მოკვლა უნდა და ნამუსი არ უშვებს და შედეგად მისი ფანტაზია თხზავს ეგეთ ისტორიებს, ეტყობა :))
    მაიას წინასწარმეტყველება დიდი ხანია ცნობილია, მარა ხალხს დიდი ყურადღება არ მიუქცევია აქამდე. 2 ვარიანტია: ან იმიტომაა, რომ დამატებით ინფორმაციას არ ეცნობოდნენ, ან იმიტომ, რომ კინომ ეს თეორია ისე შეატენა ხალხს, რომ ყველამ დაიჯერა, რეალურია და ნამდვილად ასე იქნებაო
    ვოთევერ, მოკლედ
    ისადა … 2021ში ისევ მიშა წაიღებს ყურებს ლაპარაკით? :სპყ:

  3. Leonard Shelby on

    : D : D – ლოოოოლ რათქმაუნდა მე მოვიგონე, მაგ ფრაზით ის ატმოსფერო გადმოვეცი რომელიც შესვენებისას სუფევდა ხალხში. ლოოლ ეხლა წარმოვიდგინე მართლა სიგარეტის მღეჭველი ხალხი რომ მენახა, ალბათ მართლა გული გამისკდებოდა :დ
    piccolina – კი 1012–ში ისევ მიშააა :დ

  4. lol on

    ნუ ეს შენი სუბიექტური აზრია🙂 მე მომეწონა, 2სთ და 10წთ ისე გავიდაა,რომ ერთ წამს არ ,,ჩამძინებია” და მართლა ჩართული ვიყავი. გადასარევი არ არის, მაგრამ ერთხელ ნახვა ნამდვილად ღირს🙂

  5. chankotadze on

    დიდი ხანია ვკითხულობ შენ ბლოგს ნიკ მაგრამ ახლა პირველად ვიფიქრე შემიძლია დავაკომენტარო კიდეც მეთქი😀
    ახლა ისე მეამა წაკითხვა რომ მომესურვა გამომეთქვა ეს😀
    ჰოდა ღირსეული განხილვაა მოკლედ, მშვენიერი და მსუბუქი სტილი და საამო ყოველმხრივ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე😀

  6. John Deacon on

    ნორმალური იყო. წელს მაგაზე კარგი ბლოკბასტერი მემგონი არ გამოსულა. ეგ კი არა და “წყურვილი”-ს ნახვა ღირს?

  7. Leonard Shelby on

    John Deacon – ფარჩაკი ხარ. ყველაზე ბანძი ბლოკბასტერი იყო მემგონი წელს. სპეცეფექტები საშალო იყო, სიუჟეტი სასაცილო. სტარ ტრეკი, ტრანსფორმერები 2 ამას მაგრად ჯობდა როგორც გასართობი ფილმი. “წყურვილი” კიდევ ძალიან მომეწონა, უმაღლეს დონეზე გადაღებული ფილმია, რეჟისურა არის არანორმალური. სიუჟეტი ცოტა მოიკოჭლებს მაგრამ ისეთი კადრები და ფერებია რომ რავი გავგიჟდი მე პირადად

  8. o1234567 on

    სულ მაწუხებს ის აზრი რომ ეს 2012 წელთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტჟი მაგ ფილმის პიარია და ტყუილა გვიხეთქავენ გულს. თან დღევანდელ დღეს როცა ასე ადვილია ინფორმაციის ხალხისთვის მიწოდება ჩვეულებრივი ამბავია ვინმემ (მითუმეტეს ეს ვინმე თუ გავლენიანი პიროვნებაა) თავის საპიაროდ და კიდევ რამდენიმე მილიონის მოსახვეჭად ცრუ ინფორმაციები გაავრცელოს, რითაც მასებს დაიმორჩილებს. ზუსტად ეგ არის ფილმის იდეა – “შეაშინე და იბატონე მაყურებელზე”.
    ისე კი თუ შემოვატრიალებთ ამ ამბავს, ანუ ვიტყით რომ რონალდ ემერიხმა ეს 2012 წლისთვის მოსალოდნელი კატაკლიზმების შესახებ რომ გაიგო, გადაწყვიტა რამდენიმე მილიონიც კიდევ გაეკეთებინა ამ ამბავზე, მე უბრალოდ ერთი ის მაინტერესებს ეს ყველაფერი თუ მართალია რაღაში ჭირდება ეს მოგება?! 2012 წლამდე იმდენად ცოტა დრო რჩება რომ დარწმუნებული ვარ ”საარსებოდ” ისიც ეყოფა რაც აქამდე ქონდა:დ
    ხო მოკლედ იმედია ყველაფერი კარგად იქნება.) კარგი პოსტი იყო.

  9. Natalia on

    როგორ მიხარია ამ პოსტის ნახვა : ))

    ფილმი არ მინახავს, მაგრამ ისედაც ამ აზრის ვიყავი, რაც აქ წავიკითხე :yes:

  10. rodrigo santoro on

    წლის საუკეთესო ფილმია თავის ჟანრში.
    რაც შეეხება დარბაზს მართლაც ესე იყო. რამდენიმე ადამინს გულიც კი წაუვიდა ჩემს დროს…
    და რა თქმა უნდა 1012 წელი დასასრული არაა, მაგრამ რაღაც რომ მოხდება ამის მჯერა.

  11. rogneta on

    გაუ აიხარე ნიკ, გემრიელად ვიცინე :))

  12. Mikheil Basilaia on

    lol lol

    მაგარი იყო 😀

  13. BloggerGirl on

    ar minaxavs es filmi, arc vapireb naxvas. da zogadad ar miyvars apokalifsuru janris filmebis yureba!

  14. BigCrow on

    მე და ოზიკამ ვუყურეთ ამ ფილმს და ძალიან გაგვამხიარულა. ვიჯექით (უფრო სწორად ვიწექით და კაკალს და თხილს ვაკნაწუნებდით) და ბაგებს ვითვლიდით, რომლებიც ამ ფილმში უამრავზე უამრავია გაპარული. ნუ ხალხზე კარგად მუშაობს, რაც მთავარია🙂

  15. andria on

    ჯონ კიუსაკის ჩაუქობა იყო ყველააზე კაი!!!

    და უგო ჩავესის შეყვარება :დ

  16. Roger Ebert on

    ბარაქალა ესებუა, კარგი პოსტია. შენი ადრეული შემოქმედება გამახსენა, კარგად გაშალე ფრთები იუმორში.

  17. dreamar on

    nika miuxedavad sheni kritikisa, albat dametanxmebi rom ertxel sanaxavad girs es filmi🙂

  18. skarabush on

    ჰო ნუ რომ მივდიოდი ვიცოდი, რომ ამერიკულ–ბანალურ–სიუჟეტიან ფილმზე მივდიოდი:) იდეა – დახავსებული, სცენები – გაწელილი, სპეცეფექტები – უკეთესს ველოდი. ერთადერთი მომენტი, რომელიც გენიალურია ჩემი აზრით – არის ანიმაცია, იმ დარტყმული ჩარლის ბლოგზე, დინოზავრი – oh no, again:D:D:D სტარ ტრეკს არც კი შევადარებ, და არც ტრანსფორმერებს.

  19. Azazello on

    არადა ზეპირად ვიცი ბრუნეის დედაქალაქის სახელი😀

  20. taa on

    ფილმის ფაბულა საკმაოდ მარტივია – “შეაშინე და იბატონე მაყურებელზე”.

    chemze ar gachra
    dzaaaaan ushinaarso filmi iko kargi efeqtebit
    chems das kinagam guli cauvida shishisgan

  21. zurriuss on

    ყოჩაღღღღღ!
    გიშრომია, ძმაო, და რომ არ დამეფასებინა არ შეიძლებოდა! აი, შენ +1 დადებითი ხმაც ჩემგან😉

  22. meloholica on

    wow. dzalian kargad wer, dzalian momewona.

    yvelaferi dzalian kargad gaqvs agcerili, am filmis naxvis Semdeg xalxi martla dapanikda, magram dgemde ver gamigia ratom🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: