ალენ აივერსონი : პასუხის პასუხი


დღეს, 2009 წლის 8 დეკემბერს, დილის 4 საათზე ჩემზე ბედნიერი მხოლოდ 20,664 ადამიანი იყო მთელ მსოფლიოში. სწორედ 20,664 მაყურებელი დაესწრო ვაჩოვია ცენტრში “ფილადელფია 76–ისა” და “დენვერ ნაგეთსის” თამაშს, მატჩში რომელშიაც ალენ აივერსონი სახლში დაბრუნდა.

2001 წელს როდესაც კალათბურთის ყურება დავიწყე, უმთავრესი მიზეზი რატომაც ეს სპორტი შემიყვარდა(თავდაპირველად) ალენ აივერსონი და “ფილადელფია”  იყო.  არასოდეს ვოყფილვარ მოგებებით განებივრებული, არც ალენი იყო სამაგალითო პიროვნება ან უნაკლო მოთამაშე, თუმცა დროის სვლასთან ერთად კალათბურთი ჩემი საყვარელი სპორტი გახდა A.I და პენსილვანიური გუნდი კი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

2006–2007 წლებში აივერსონი წავიდა ფილადან “დენვერში”, შემდეგ “დეტროიტსა” და “მემფისში” ითამაშა და დღეს კვლავ სახლში დაბრუნდა, გუნდსა და ქალაქში სადაც მას აღმერთებენ. სადაც ის მერზე უფრო პოპულარულია, როკიზე უფრო მეტად უყვართ, მის სანახავად სპორტის სასახელე თავიდან ბოლომდე შეავსეს(წელს პირველად).

აივერსონი ცრემლებით დაბრუნდა. თვითონაც იცის რომ ცხოვრებაში უამრავი სისულელე გააკეთა, არასწორი ნაბიჯების მთელი ნაკრები გადადგა. იყო ჯიუტი, უზრდელი, ეგოისტი. თუმცა არავის არ ჭირდება დაბეცავებული მოთამაშე შავი წარსულით, აივერსონი დაბრუნდა იმიტომ, რომ პირველ რიგში უნდა დაამტკიცოს სანაგვეზე მისი მოსროლა ნაადრევია, ისევ ისეთი მებრძოლია, მოქნილი, სწრაფი და ნებისმიერი მეტოქისთვის მოუხელთებელი როგორიც ის NBA–ს ახსოვს და როგორადაც იქცა ის მეგავარსკვლავად.

1996 წელს როდესაც დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს ალენი, მას ზედმეტსახელი “პასუხი” უწოდეს. 2009 წელს ის კიდევ ერთხელ უნდა გახდეს “პასუხი” იმ უამრავ შეკითხვაზე რომელიც მის გარშემო არსებობს.

ერთი კი უეჭველია ხალხს უყვარს აივერსონი. “ფილადელფიელი არწივებს”(NFL)  არ ჰყავთ პიროვნება რომელიც იმხელა პატივისცემას იმსახურებს ხალხში რამხელასაც ალენი, კი დონოვან მაქნეიბი კარგი ბიჭია, მაგრამ.. არც “ფილადელფიელ ფრთებს”(NHL) ჰყავთ ხალხის კუმირი–რიჩარდსი, კარტერი,ბრიარი,განიე –  ვარსკვლავები არიან, მაგრამ… აივერსონი კი 1996 წლიდან ფილადელფიას განუყოფელი ნაწილია. ხალხისთვის ის მუდამ იმედისა და პასუხის სიმბოლო იყო. სპორტსმენი რომელიც ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. ამ გუნდთან ერთად გავიდა სუპერფინალში, სწორედ აქ მოიპოვა MVP–ის ტიტული, სწორედ აქ დაიწყო და უნდა დაასრულოს კიდევაც კარიერა.

პ.ს ამ ვიდეოში კარგად ჩანს თუ რას ნიშნავს აივერსონისთვის ფილა

2 comments so far

  1. zurriuss on

    ჰააა, მიაჩმორა? :)))

  2. andria on

    Return of a Prodigal Son


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: