“ოქროს გლობუსის” მაძიებლები


15 დეკმებერს 2010 წლის “ოქროს გლობუსის” მაძიებელთა სია გამოქვეყნდა. ნომინანტთა სიაში რამდენიმე მოულოდნელობაა. Hurt Locker–ის ხილვა, The Road–ის იგნორირება და ა.შ

Up in the Air

ქვევით შედარებით დაწვრილებით ჩემო პროგნოზები :

საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა
ნომინანტები:
Avatar (2009)
Inglourious Basterds (2009)
Precious: Based on the Novel Push by Sapphire (2009)
The Hurt Locker (2008)
Up in the Air (2009)

Avatar,  Titanic–ის რეჟისორის რევოლუციური ნამუშევარია, რომელსაც კრიტიკოსები ადიდებენ, სპილბერგი XXI საუკუნის მოვლენას ეძახის, ვინც ნახა კიდევ შთაბეჭდილების ქვეშაა.

Juno–ს რეჟისორის ახალი ფილმი Up in the Air ერთ–ერთი მთავარი ფავორიტია წელს ყველა დაჯილდოებაზე, “ოქროს გლობუსზე” ყველაზე მეტი 6! ნომინაცია აქვს და დიდი შანსია 2–3 რელიზება მაინც მოახერხოს.

ტარანტინოს Inglourious Basterds არ ველოდი ნომინანტებში. მე პირადად ძალიან მომეწონა ფილმი და მიმაჩნია რომ უდაოდ წლის საუკეთესო ნამუშევარია(რა ფილმებიც ვნახე იმათ შორის), მაგრამ როგორც წესი ტარანტინოს არ სწყალობენ ხოლმე “გლობუსზე”, თან “უსახელი ნაბიჭვრები” ზაფხულში გამოვიდა, დასვენების სეზონის ფილმებს კი ნაკლებად რომ ნომინაცია მისცენ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

არც Precious–ის ხილვა ყოფილა გასაკვირი ამ სიაში. ეს ფილმი წლევანდელი Juno იქნება, არა შინაარსობრივად რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან უბრალოდ ერთ, მაქსიმუმ ორ ჯილდოს მისცემენ “გლობუსზეც” და “ოსკარზეც”.

აი Hurt Locker–ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ხილვა კი შოკი იყო. ფილმი ნანახი მაქვს და საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის სამხედრო დრამაა, ზეგაცვეთილი ერაყის ომის თემატიკითა და საკმაოდ დამღლელი სიუჟეტით. რაც მართლა ძალიან მაგარია ფილმში ეს ოპერატორული ნამუშევარია და ატმოსფერო, თუმცა “გლობუსზე” ამისათვის ჯილდოს არ იძლევიან.

The Road, Lovely Bones, Single man,  Bright Star, Education და ა.შ ეს იმ ფილმების ჩამონათვალია რომლებსაც ყველაზე მეტად ვუწინასწარმეტყველებდი მე(და არამარტო მე) ბრძოლას საუკეთესო ფილმისათვის ნომინაციაში. The road, Lovely Bones და Bright Star ნომინაციის გარეშე დარჩნენ. Single man–მა 3 ხოლო Education–მა ერთი ნომინაცია მოიპოვა 2010 წლის დაჯილდოებაზე.

საუკეთესო მხატვრული ფილმი – მიუზიკლი ან კომედია
ნომინანტები:

(500) Days of Summer (2009)
It’s Complicated (2009)
Julie & Julia (2009)
Nine (2009)
The Hangover (2009)

Hangover

დებიუტანტი რეჟისორის მარკ უების ფილმი (500) Days of Summer წლის ერთ–ერთი ყველაზე ზედმეტად დაფასებული ფილმია ჩემი აზრით. კარგად გადაღებული მელოდრამაა და მეტი არაფერი. საუკეთესო ფილმის ნომინაცია ზედმეტია.

It’s Complicatedში მერილ სტრიპი, ალეკ ბოლდუინი და სტივ მარტინი ასრულებენ მთავარ როლებს. ეს სრულიად საკმარისია რომ ფილმი სასაცილო და კარგი გამოვიდეს.
Julie & Julia–აც ტყუილად შეიყვანეს ამ სიაში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ წელს არაფერი არ უნახავთ სიის შემდგენლებს და ალალ ბედზე დაწერეს ფილმები. “ნახე აქ მერილ სტრიპი თამაშობს და უეჭველი კარგი ფილმი იქნება” ლოგიკით.

რობ მარშალის Nine–ს ნახევარი კინო სამყარო ელის(ელოდა). ფელინის “რვანახევრის” მიხედვით დადგმული მიუზიკლი რომელშიც მთავარ როლს დენიელ დეი ლუისი ასრულებს. ჩემდა გასაოცრად კრიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ფილმი და კიდევ უფრო გასაოცრად საშინელი რევიუების შემდეგ ფილმმა არაერთი ნომინაცია მოიპოვა “გლობუსზე”. მე ჯერ არ მინახავს ფილმი და ჩემი აზრი არ გამაჩნია მასთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან მეპარება ეჭვი რომ ფილმი ცუდია.

The Hangover აიიიტ. მაგრად გამიხარდა ამ ფილმის ნომინანტა სიაში ნახვა. მართლა წლის საუკეთესო კომედიაა და მინიმუმ ნომინაციას მაინც იმსახურებდა “გლობუსზე”.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – დრამა
ნომინანტები:
A Single Man (2009) – კოლინ ფერტი
Brothers (2009) – ტობი მაგუაერი
Crazy Heart (2009) – ჯეფ ბრიჯესი
Invictus (2009) – ბორგან ფრიმენი
Up in the Air (2009/I) – ჯორჯ კლუნი

წარმოუდგენელია ფავორიტის დასახელება. ყველა ნომინანტს თითქმის თანაბარი შანსი აქვს. საინტერესოა ვინ მოიგებს მაგუაერი თავისი კარიერის პერფომენსით, მორგან ფრიმენი ნელსონ მანდელას როლით, კოლინ ფერტი სუპერ თამაშით. შეიძება ჯეფ ბრიჯესის დრო დადგა, გაუგოს გემო “გლობუსს” ან ჯორჯ კლუნი მოიგებს რიგით მესამე ჯილდოს.

ვიგო მორტენსენი ნომინაციის გარეშე დარჩა. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი The Road–ის ტრეილერის ხილვისა და რეცენზიების წაკითხვის შემდეგ.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – კომედია ან მიუზიკლი
ნომინანტები:
(500) Days of Summer (2009) -ჯოზეფ გორდონ ლევიტი
A Serious Man (2009) – მაიკლ სტულბარგი
Nine (2009) – დენიელ დეი–ლუისი
Sherlock Holmes (2009) – რობერტ დაუნი უმცროსი
The Informant! (2009) – მეთ დეიმონი

მე პირადად მთავარ ფავორიტად მეთ დეიმონს მივიჩნევ. დენიელ დეი–ლუისს არ მისცემენ ჯილდოს, ორი წლის წინ მიიღო და ასე სწრაფად არ “გაუმეორებენ”.  ლევიტს არავინ დაასუნინებს ჯილდოს, რობერტასა და სტულბარგს კი თანაბარი შანსები აქვთ.

საუკეთესო მსახიობი ქალი – დრამა
ნომინანტები:
An Education (2009) – კერი მალიგანი
Precious: Based on the Novel Push by Sapphire (2009) – გაბერეი სიდიბი
The Blind Side (2009) – სანდრა ბულოკი
The Last Station (2009) – ჰელენ მირენი
The Young Victoria (2009) – ემილი ბლანტი

ემილი ბლანტს ვბაშელიკობ მე. არ მაინტერესებს როგორ ითამაშა(არ მინახავს ფილმი ჯერ), უბრალოდ ეს გოგო მომწონს ძალიან და “გლობუსი” კი არა “ოსკარს’ მივცემდი ორს. :დ ისე კი ყველა ნომინანტს აქვს შანსი. გაბერეი სიდიბი მიმაჩნია მთავარ ფავორიტად, ოპრა უინფრი უმაგრეს ზურგს ამ გოგოს და მის ფილმს, თან უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ყოველ წელს ერთი შავკანიანი მსახიობის დაჯილდოება.

საუკეთესო მსახიობი ქალი – კომედია ან მიუზიკლი

ნომინანტები:
Duplicity (2009) – ჯულია რობერტსი
It’s Complicated (2009) – მერილ სტრიპი
Julie & Julia (2009) – მერილ სტრიპი
Nine (2009) – მარიონ კოტიარი
The Proposal (2009/I) – სანდრა ბულოკი

სანდრა ბულოკს(ასეა სწორი) 2!!! ნომინაცია აქვს წელს. თფუი ეშმაკს. : D მერილ სტრიპი მნიშნელობა არ აქვს თამაშობს თუ არა ფილმში, მაინც აძლევენ “გლობუსზე” ყოველ წელს ნომინაციას. ეს მისი 24–ე და 25–ე ნომინაციაა ბოლო 30 წელიწადში.  ჯულია რობერტსის გარდა ყველას აქვს გამარჯვების შანსი

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულება
ნომინანტები:
Inglourious Basterds (2009) – კრისტოფ უოლცი
Invictus (2009) – მეთ დეიმონი
The Last Station (2009) – კრისტოფერ პლამერი
The Lovely Bones (2009) – სტენლი ტუჩი
The Messenger (2009/I) – ვუდი ჰარელსონი

Christoph Waltz

კრისტოფერ უოლცი და წერტილი. შარშან ჰიტ ლეჯერი იყო უეჭველი ფავორიტი, წელს კი არანაკლები პერფომენსით კრისტოფერ უოლცია. ამ კაცმა რომ “გლობუსი” და მერე “ოსკარი” ვერ მოიგოს მაგრად გამიკვირდება.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულება
ნომინანტები:
A Single Man (2009) – ჯულიანა მური
Nine (2009) – პენელოპა კრუზი
Precious: Based on the Novel Push by Sapphire (2009) – მონიკა
Up in the Air (2009/I) – ვერა ფარმიგა
Up in the Air (2009/I) – ანა კენდრიკი

ალბათ ჯულიანა მურს აღირსებენ “გლობუსს”

საუკეთესო რეჟისორი
ნომინანტები:

Avatar (2009) – ჯეიმს კამერონი
Inglourious Basterds (2009) – კვენტინ ტარანტინო
Invictus (2009) – კლინტ ისტვუდი
The Hurt Locker (2008) – კეტრინ ბიგელოუ
Up in the Air (2009/I) – ჯეისონ რაიტმანი

ბიგელოუს გარდა ნებისმიერისგანაა მოსალოდნელი გამარჯვებულის სიტყვის წარმოთქმა 17 იანვარს.

საუკეთესო სცენარი
ნომინანტები:
District 9 (2009) – ნეილ ბლომკამპი; ტერი ტეჩელი
Inglourious Basterds (2009) – კვენტინ ტარანტინო
It’s Complicated (2009) – ნენსი მეიერსი
The Hurt Locker (2008) – მარკ ბოული
Up in the Air (2009/I) – ჯეისონ რაიტმანი;შელდონ ტერნერი

საუკეთესო სიმღერა
ნომინანტები
Avatar (2009) –  “I Will See You”.
Brothers (2009/I) – “Winter”.
Crazy Heart (2009) –  “The Weary Kind”.
Everybody’s Fine (2009) – “(I Want To) Come Home”.
Nine (2009) – “Cinema Italiano”.

ამაზე ფარჩაკი ნომინანტები ამ ნომინაციაში არასოდეს მინახავს “გლობუსზე”. Nine–ს საუნდტრეკის გარდა არაფრად არ ვარგა არცერთი, Avatar–ის საუნტრეკი Titanic–ის სელიონ დიონობაა. ის სამი საერთოდ ფუნაა.Karen O დატოვეს ნომინაციის გარეშე. არადა All is love ყველა ნომინანტს ერთად აღებულს ჯობია.

საუკეთესო მუსიკა
ნომინანტები
A Single Man (2009) – აბელ კორზენიოვსკი
Avatar (2009) – ჯეიმს ჰორნერი
The Informant! (2009) – მარვინ ჰამლიში
Up (2009) – მიკაელ ჯიაკ(ჩ)ენო
Where the Wild Things Are (2009) – Carter Burwell; Karen Orzolek კარტერ ბურველი. კარენ ოზოლეკი.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
ნომინანტები
Baarìa (2009)
Das weisse Band – Eine deutsche Kindergeschichte (2009)
La nana (2009)
Los abrazos rotos (2009)
Un prophète (2009)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი
ნომინანტები:
Cloudy with a Chance of Meatballs (2009)
Coraline (2009)
Fantastic Mr. Fox (2009)
The Princess and the Frog (2009)
Up (2009)

აქ Pixar მორიგ “გოლუბს” გაიფორმებს. Up-ს ვერ მოუგებს ვერცერთი.

დაველოდოთ 17 იანვარს. დიდი იმედი მაქვს მე რომ ოსკარზე უკეთესი ნომინანტები იქნებიან, რამდენიმე ფილმი ტყუილად დაჩაგრეს.

Advertisements

8 comments so far

  1. andria on

    ეს ოქროს გლობუსი როდისაა? ოსკარამდე ორი-სამი კვირით ადრე რომ არის ხოლმე ესაა თუ ბაფტა?

  2. justsimpleguy on

    ყოჩაღ ყოჩაღ !

    მომენატრა შენი პოსტები ფილმების განნხილვის შესახებ

    გამიხარდა ძალიან

    კიდევ ერთხელ ყოჩაღ

  3. Mate on

    Nine (2009) – მარიონ კოტიარი

    me amas vbaleshikob (inlove)

  4. Azazello on

    ისა და, რა მაინტერესებს, ჯერ არ გამოსული ფილმების ნომინირება როგორ ხდება?

  5. Leonard Shelby on

    Azazello – გილდიის წევრებს ან კრიტიკოსებს გააჩნია ვინ ადგენს სიას, ურიგდებათ DVD–ები და იამს უყურებენ. ძალიან ხშირად ეს კრიტიკოსები ამ DVD–ებს ავრცელებენ ხოლმე და ჩვენ მაყურებლებს მეკობრეული გზით საშუალება გვაქვს ფილმი გამოსვლამდე ვნახოთ. შეიძლება შემჩნეული გაქვს ზოგიერთ ფილმს რომ აწერია ხოლმე გავრცელება და ბლა ბლა ბლა იკრძალებაო, აი სწორედ ეგაა.

  6. chiqo on

    ამ ყველაფერთან დაკავშირებით თითქმის იდენტური შეხედულება მაქვს…

    a serious man დამეჩაგრა კიდო მაგრად 😦 ერთი უბედური ნომინაცია მიაჩეჩეს ხელში… ძალიან მომეწონა ეგ ფილმი…

    ისე hurt locker ოსტინის კრიტიკოსების ფავორიტი გახდა… ძალიან სერიოზული კრიტიკოსები არიან მანდ და საკმაოდ წონიანი ჯილდოა… მარა ნომინანტებში არც მე ველოდი…. უბრალოდ ისეთი თემაა, რო მთლად სტივენ სიგალი რომ ყოფილიყო მთავარ როლში, შეიძლება მაინც მოხვედრილიყო ნომინაციაში…

    ისე ჩან ვუკ პარკის ახალი ფილმი ნახე??? ცოტა იმედი გამიცრუა… შეიძლება იმიტომაც, რომ ძალიან ბევრს ველოდი მაგ ფილმისგან… უფრო სწორად პარკისგან… მაგრამ 10/8ს მაინც ვაძლევ…

  7. Leonard Shelby on

    chiqo – წყურვილით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რეჟისორი კიდევ უფრო გაიზარდა და ნამდვილი ხელოვნების ნიმუში შექმნა. OLDBOY ჩემი ფავორიტი ფილმია მაგ რეჟისორის შემოქმედებაში, მაგრამ ბოლო ნამუშევრის ფერები, ატმოსფერო და სიმბოლოები წარმოუდგენლად სასიამოვნო საცქერი იყო.

  8. chiqo on

    წყურვილს ვნახავ მეორედაც.. 😀
    უბრალოდ ისე გავიგე, რომ ძალიან ორიგინალური ნიმუშის შექმნა მოინდომა რა… ტანამედროვე ვამპირებზე რო შეეცდები რამის გადაღებას, რაღაც ძალიან ბევრი რამე უნდა ჩამოყარო რა… იმენა უნდა დაყარო და მნახველი უნდა გამოაშტერო…

    როგორც ეს თვაილაითმა გააკეთა…

    ვხუმროოოოოოოოოოოოოოოოოობ!!! 😀 😀 😀 😀 😀


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: