2009 წლის 10 საუკეთესო ალბომი


2009 წელი მიიწურა თითქმის. უკვე თამამად შემიძლია წლის საუკეთესო ალბომები დავასახელო. კარგი წელი იყო, ბევრი იმედისმომცემი შემსრულებელი გამოჩნდა სცენაზე, ბევრმა ჩემა ფავორიტმა ბენდმა ახალი ალბომი გამოუშვა, მიუხედავად იმისა რომ უმეტესობამ იმედები გამიცრუა მაინც დადებითი მოვლენა იყო.
წარმოგიდგენთ წლის 10 საუკეთესო ალბომს, ბოლოს კი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.
ძალიან გამიჭირდა 10 საუკეთესოს ამორჩევა 17–20 ძალიან მაგარ ალბომთან მომიწია შეტაკება.

10)Telepathe – Dance Mother
Telepathe – Chrome’s on It

ამ ჯგუფს 2–3 წელია ვიცნობ. კარგი EP-ები ჰქონდათ და სადებიუტო ალბომიც არ გააფუჭეს. ეს დუეტი აქცენტს electronics–ზე აკეთებს, საერთოდ წელს თითქმის ყველა კარგ ალბომში არა გიტარა არამედ electronic დომინირებს. დრამის ხმა “სანატრი გახადა” 2009 წელმა. ალბომი ძალიან კარგად იწყება, პირველივე ტრეკიდან(So fine) მელისა ლივოდაისი(იმედია ამ ვოკალისტის გვარს სწორად ვწერ) გაინტერესებს თავისი ხმით და 40 წუთის შემდეგ ხვდები რომ მთელ ალბომს ერთი ამოსუნთქვით მოუსმინე. Dance mother ნამდვილად ღირს მოსმენად They can feel the real bang bang ბოლოს და ბოლოს.

9)The Horrors – Primary Colours
The Horrors – Who Can Say

ეს არის 45 წუთი უკან მომავალში. Bauhaus, Ramones, Stranglers დამატებული XXI საუკუნის სუნელები და შედეგად მიღებული გემრიელი ალბომი. 2–3 დაბალი დონის ტრეკია Horrors–ის ახალ ალბომში, თუმცა მთლიანობაში ეს არაფერს ვნებს ნამუშევარს.

8)Florence & the Machine – Lungs
Florence And The Machine – Drumming song

ლილი ალენმა მუსიკიდან მივდივარო, ხოდა კარგადაც მოიქცა ბრიტანეთს ამიერიდან ახალი დედოფალი ჰყავს, ფლორენს უელჩის სახით. ეს გოგონა თავისი ბენდითა და სადებიუტო ალბომით, წლის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ფლორენსის ძლიერი ხმა და არაჩვეულებრივი მუსიკა ალბომს წლის ერთ–ერთ საუკეთესო ნამუშევრად აქცევს. “This is a gift it comes with a price” მღერის ფლორენსი და მართალიცაა. ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ “საჩუქარს” ინგლისელი გოგონა.

7)The Big Pink – A Brief History of Love


The Big Pink – Velvet

Dominos! სწორედ ეს ტრეკი მოვისმინე პირველი ამ ჯგუფის შემოქმედებიდან და WOW.Dominos შემდეგ მთელი ალბომი გადმოვიწერე და უცებ Velvet–ს შევეჯახე. საოცარი ტრეკია, ერთდროულად კოსმიური ჰარმონიის მატარებელი და ერექციის გამომწვევია. კიდევ ერთი დებიუტანტების ნახელავი ჩემს ათეულში.

6)Wild Beasts – Two Dancers


Wild Beasts – Hooting & Howling

მულტივოკალური ჯგუფი გასცდა indie rock–ისა და electronic–ის ჩარჩოებს. ეს აღარც Dream pop–ია და არც indie pop. საკმარისია ერთი ტრეკის Hooting & Howling-ის მოსმენა რომ შეგიყვარდეთ ბენდი. ეხლაც ყურში ჩამესმის

“A crude art, a bovver boot ballet equally elegant and ugly
I was as thrilled as I was appalled, courting him in fisticuffing waltz”

5)Phoenix – Wolfgang Amadeus Phoenix

Phoenix – Lisztomania

ეს ბენდი ალბათ ყველამ იცით. If I Ever Feel Better მაინც გექნებათ მოსმენილი. ძალიან მაგარი ფრანგული ბენდია ფენიქსი. რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში ტომას მარსსა(ვოკალი) და კომპანიას მუზის “შემოტევა” ჰქონდათ. ალბომში 2 ისეთი ტრეკია დეკადის საუკეთესოებში შესაყვანად არ დაგენანება ადამიანს. Lisztomania და 1901 არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა დაამტკიცო ადამიანმა საკუთარი გენიალურობა.

4)Air – Love 2

Air – Love

ნიკოლას გოდინისა და ჯან ბენუა დუ(ა)ნკელი დუეტი, რომელმაც თავი ჯერ კიდევ 90–იანები ბოლოს დაიმკვიდრა. ფრანგი ელექტრონავტების ახალ ალბომს ძლიერ ველოდი და… ღირდა ამად. მე 46 წუთი ალისა ვიყავი, საოცრებათა სამყაროში დავძრწოდი და სიყვარულს ვეძებდი. მე ის თითოეულ ტრეკში ვიპოვე და დღემდე მიყვარს.

3)The xx – xx

The xx – Night time

დებიუტანტების ცვენაა წელს ჩემს ათეულში. ჯგუფი არც ძლიერი ვოკალისტებით გამოირჩევა და არც მუსიკაა რევოლუციური ან ინსტრუმენტალურად რთულად შესასრულებელი. გოგო და ბიჭი ჩურჩულებენ 45 წუთის განმავლობაში, უბრალოდ ეს ჩურჩული მიმზიდველია და გინდა ჭორიკანა გახდე, უსმინო მათ მუდამ. Crystalized, Shelter, Night Time ჩემი ფავორიტი ტრეკებია ალბომიდან. დიდი იმედი მაქვს როგორც The XX–ის ასევე სხვა დებიუტანტი ბენდებისა, რომ არ გაიუფეჭებენ თავს და ამავე დონეზე განაგრძობენ მოღვაწეობას.

2)White lies – To Lose My Life…


White lies – Death

პირველივე ტრეკზე Joy Division გამახსენდა, შემდეგ იყო Franz Ferdinand, Interpol და The Cure. წარმოიდგინეთ ნამუშევარი სადაც ეს მუსიკოსები არიან გაერთიანებული და გიყვენიან სიცოცხლის დაკარგვის ისტორიას, შენ იღიმი დასაწყისსი, შემდეგ იცინი, ტირი, ყვირი, გიჟდები და ბოლოს სთხოვ შენი სიცოცხლე წაიღონ. ოღონდ კიდევ ერთხელ მოგასმენინო Death-ს, The price of love–სა ან To lose my life–ს. ესენიც დებიუტანტები არიან და იმედია post-punk revival–ისა და post rock–ის პირმშო თავს არ შეირცხვენს მომავალში.

1)Yeah yeah yeahs – It’s Blitz!



9 ძალიან კარგი ალბომის შესახებ დავწერე მაღლა, ერთი მაგდენი საერთოდ ვერ მოხვდა სიაში, თუმცა Yeah yeah yeahs–ის “დაბომბვასთან” შედარებით ყველა ეს ალბომი ერთად აღებულიც კი არაფერია. Muse, Kasabian, Arctic Monkeys ამ ჯგუფებმა წელს ძალიან გამიცრუეს იმედები, არადა მათგან უფრო მეტად ველოდი საოცრეაბს ვიდრე კარენ ოუსა, ნიკ ზინერისა და ბრაიან ჩეისისაგან. ამ ჯგუფს ორი გენიალური ალბომი ჰქონდა It’s Blitz–ამდე და რატომღაც მცირე ჩავარდნას ველოდი, ვერ წარმომედგინა რომ ბენდი შეძლებდა Fever to Tell–სა და Show Your Bones–ის სიმაღლეების კიდევ ერთხელ დალაშქვრას. სამკაციანი ბენდი აქამდე ერთი გიტარითა და დრამით გადიოდა ფონს, ზინერი მიხვდა რომ საჭირო იყო სიახლე წარსულიდან. YYY–სთვის კლასიკურ Indie pop–ს, art punk–ს დაემატა dance punk, 70–80–იანების დისკოს “რექვიემები”. შედეგი უნიკალურია.
წლის საუკეთესო ალბომი.

“Flow sweetly, hang heavy
You suddenly complete me
You suddenly complete me”

წლის საუკეთესო ალბომი :Yeah yeah yeahs – It’s Blitz!

წლის დებიუტანტი :White lies – To Lose My Life…

წლის საუკეთესო hip hop ალბომი : Jay-Z – The Blueprint 3
წლის საუკეთესო პოპ ალბომი :Florence & the Machine – Lungs
წლის საუკეთესო electronic ალბომი :MSTRKRFT – Fist of God
MSTRKRFT – Heartbreaker (feat. John Legend)


წლის ზედმეტად დაფასებული ალბომი :Animal Collective – Merriweather Post Pavilion. Lady Gaga(The Fame/The Fame Monster). Dirty Projectors – Bitte Orca. La Roux – La Roux.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

21 comments so far

  1. John Deacon on

    La Roux ვინმემ დააფასა ჩემს გარდა?
    და muse-ის ახალ ალბომს რას ერჩი? აშკარად გაიზარდნენ.
    ბლიაწ Kasabian-ის ალბომი მარტო მე დამევასა? :user:

  2. Leonard Shelby on

    ლოოლ დიკონ ფარჩაკი ხარ. :დ
    La roux ყველამ გააღმართა, არადა ნაგავია. ორი კარგი სიმღერა აქვს დანარჩენი იაფასიანი საცოდაობაა.
    Muse კი არ გაიზარდა გაფუჭდა. წარსულში ჩაძირვა მოუნდათ და რაღაც ახალი სასწაულის შექმნა, მაგრამ საბოლოოდ 3 კარგი ტრეკი 2 საშუალო და დანარჩენი ხლამი გამოუვიდათ.
    Kasabian–ს კარგი ალბომი ჰქონდა და Arctic Monkey–საც, მაგრამ არა ისეთი როგორსაც ველოდი და არა ისეთი რომ ათეულში შემეყვანა.

  3. soindie on

    rtulia martla archeva :S ragaceebs vetanxmebi, ragaceebs ara, mara rac mtavaria madloba gmerts, rom armagedoni 2008-shi ar moxda 😀

  4. John Deacon on

    და ფარჩაკი რატომ ვარ?
    რა ვთქვი ისეთი? ლა რუ-ს თუ აღმერთებდა ვინმე არ მეგონა, მე იმ პონტში მომეწონა, რომ გუდ ოლდ სინთ პოპია. სპეციფიურია, ის ორი სიმღერა შენ რომელიც მოგეწონა, მე ყველაზე ნაკლებად მომწონს, თან გამისწორდა სინთი რომ გაიჩითა ისევ.
    შენ ის წარსული არ გევასება და მაგიტომ არ მოგეწონა ალბათ მათი ჩაძირვა, აშკარად უფრო რთული მუსიკის წერა დაიწყეს, უბრალოდ indie-ი აღარ არის და იმიტომ არ მოგწონს.
    Kasabian-ს რაც დააჯვი შენ, ნამდვილად არ ეკუთვნოდა, შენ უბრალოდ პირველი ალბომის კაიფში ხარ ჩარჩენილი, მაგ ალბომს ვერ გაიმეორებენ ეგენი. მე პირადად ბოლო ალბომს და Empire-`ს ერთ დონეზე ვაყენებ. 🙂
    ნუ მე ჩემ პოზიციას ვწერ, შენ ათეულს კი არ ვაკრიტიკებ. 🙂

  5. Leonard Shelby on

    დიკონ წაიკითხე ეხლა რაც მე მომწერე და მერე მეტყვი კიდევ რატომ ვარ ფარჩაკიო :დ

    ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ შენ რა იცი ლა რუ–ს რომელი სიმღერები მომეწონა მე ? 😀 მიუზი ინდი არასოდეს ყოფილა და ნუ ბოდიალობ რაღაცას. მე წარსული მევასება და თუ დააკვირდები ჩემ ათეულში შესულ ალბომებს, მიწერია კიდევაც რამდენიმემ რა სასიამოვნო ნოსტალგია გამოიწვია. Muse–მ კი გამაღიზიანა მთლიანობაში. თუმცა რამდენიმე კარგი ტრეკი აქვთ. Kasabian–ზე არ დამიჯვამს მე, კარგი ალბომიათქო ეგ დავწერე თავის დროზე, პროსტა ის არაა რასაც ველოდი.

  6. John Deacon on

    სიტყვებზე მეკიდები ეხლა შენ. :user: როცა გნახავ, თუ როდესმე გნახავ(:უსერ:) აგიხსნი რისი თქმა მინდოდა. 😛

  7. Leonard Shelby on

    მოდი კვირას რა?სად?როდის?–ზე, ბოლო ტურია. არაფერს არ გეკიდები დებილობა თქვი Muse–ზე პროსტა :დ ავატარზე წავიდეთ სასტავი უეჭველი. მსოფლიო პრემიერა არ გვეღირსება, მაგრამ როცა იქნება მაშინ

  8. John Deacon on

    კვირას არამგონია, ნერვები მეშლება თოდუას რომ ვხედავ მაგიდასთან რომ ზის და მე კიდევ მაგიდასთან ვდგევარ. 😀
    ავატარზე ვაპირებთ, მაგრამ ხეზ როდის იქნება, დღეს თხებზე ვიყავი, კარგი ფილმია, მაგრამ კინოში ნახვა არ არის აუცილებელი, ჯორჯ კლუნის მაგარი პერსონაჟი ყავს. ისე მაგარი მძოველი წელი იყო. ფორუმზეც შემოიჭყიტე, ახალი ცხოველები დაემატა ზოოპარკს 😛

  9. Leonard Shelby on

    ფორუმზე ვაპირებ დაბრუნებას მართლა ოღონდ : ) წელი საკმაოდ კარგი ჩანს რა გინდა?! შარშანდელს მაინც ხმარობს. თან ეჯრ არაფერი გინახავს და რას ლაპარაკობ. მე რაც ვნახე კმაყოფილი ვარ. 4–5 ძალიან მაგარი ფილმი ვიგემე უკვე.

  10. John Deacon on

    აუ კაი რა ოქროს გლობუსის ნომინანტები ნახე? მე ჯერ-ჯერობით ვოჩმენი, ბასტარდები და ფანი პიპლ დამევასა, რამდენიმე ანიმაცია კიდევ. ეეჰ 99 წელს ველოდები მე სულ ან 2006-ს მაინც. 4-5 ფილმი შარშანაც იყო.

  11. Sophie Golden on

    Le Roux თავიდან მომწონდა, მაგრამ ახლა ვეღარ ვუსმენ. ისე ფლორენსს და ლილი ალენს ერთნაირი ტემბრი აქვთ და აქცენტიც პრინციპში. შენ მიერ ჩამოთვლილი ალბომებიდან “wild beasts” მომეწონა ძალიან და Air-ის ვიდეო.

    ლეონარდ შელბი, დიდი მადლობა ამ პოსტისთვის, უკვე აღარ ვიცოდი რისთვის მომესმინა. ძალიან ვისიამოვნე. Keep up posting like this!

  12. Leonard Shelby on

    დიკონ არაფერი გინახავს და ისე წერ. Avatar–ი არ იცი, Precious არ იცი, რაიტმანის ფილმი არ გინახავს. Nine და ჯექსონის ფილმი არ გინახავს. Single Man , Invictus და Brothers არ გინახავს. Informant და კოენების ახალი ფილმი არ იცი, ვიგო მორტენსენობაც არ დაგიგემოვნებია Bright Star, Education არ იცი. Moon მაგარი იყო, Where the wild things are და ტარანტინოს ფილმი სუპერი. Hangover უმოშნესი კომედია, Distric 9 სუპერ sci-fi. Up ჩვეული შედევრი პიქსარისგან. 2006 წელი არაა რათქმაუნდა, მაგრამ მაინც კარგი წელია ჯერ–ჯერობით. ბოლო 2 წელს მაგრად ჯობია და XXI საუკუნის ყველა წელს(2006-ის გარდა)

    სოფი აქ არ მიხსენებია თორემ რის კიდევ რამდენიმე ბენდი რომლის მოსმენაც ღირს Fuck Buttons, Bombay Bicycle Club, Maccabees, Fever Ray : )

  13. justsimpleguy on

    ბარემ შემახსენებთთ 2006 წელს რა ფილმები გამოვიდა ? :user:

  14. Leonard Shelby on

    justsimpleguy – Pan’s Labyrinth, Borat, V for Vendetta, The Departed, Children of Men, Little Miss Sunshine, Fountain,Scanner Darkly,Prestige, Clerks 2, Last King of Scotland,Silent Hill,Pursuit of Happyness ა. შ სხვადასხვა ჟანრის წლის საუკეთესო ფილმები. : )

  15. justsimpleguy on

    ვახ მეც ამდენი რამ მყვარებია 2006 წლის 🙂

    მადლობა

  16. andria on

    1901 ძნ მომწონს

    ნოიზეტს არ მოგწონს? წლის ალბომი იყო ჩემთვის wild young hearts

    ფლორენსს მირჩევნია ხმითაც და ვიდზეც 😀

  17. lika151 on

    ❤❤ ❤ℓα яσυχ❤❤❤❤
    ♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫♪ ♫

    °º¤ø,¸¸,ø¤º°`°º¤ø,¸ kαí pσstíα°º¤ø,¸¸,ø¤º°`°º¤ø,¸

    (¯`v´¯)
    .`·.¸.·´ ¸.·´¸.·´¨) ¸.·*¨)
    (¸.·´ (¸.·´ .·´ ¸¸.·¨ `

  18. merabino on

    ერთადერთი The XX არ მომეწონა, საერთოდ ვერ მოვუსმინე.
    White Lies არ ვიცოდი და მადლობ. შენი წყალობით გავიცანი ეს ჯგუფი და ძალიან მომწონს 🙂

  19. erol alkan on

    hi

    წლის საუკეთესო electronic ალბომი :MSTRKRFT – Fist of God – . ver dagetanxmebi 🙂 Royksopp is juniors tu mousmine aramgonia masterkraftma ajobos.imho.an tundac Yuksek – away from the sea mousmine 🙂 beevrad jobia.

    2)White lies – To Lose My Life…magari albomia da magari bandia (gavartyi pitchforksda mtel magazinebs jamsh idzaan gadaijves tavze)am K**e kritikit.rogorc passion pit is da miike snows albumze qnes…

    3)4)Air – Love 2 pormas igdgenen 😀

    4)wolfgang phoenix – 2 azri araa :)) nu ra vtqva magat liveze dzan tavs vikavebdi 😀 qartvelebs metad ro ar gapuchebodat gabandzebuli saxeli 😀 :D:D

    5)dance mother , primary colors vabshear damevasa , horrors ver gavige vabshe ra undat.. 🙂

    p.s Temper Trap, is conditions da zoot woman is albumebi naxe tu nanaxi ar gaqvs da mogeconeba.. too much synthpop and synths with electronic touch elements :))

    arctic monkeys :)) vabshe ver vkaipob mag jgupze da album xo 😀 chaajves..

    kasabian :O:O:O:O:O rato ?? :)) me 1 adgilze davakenebdi :))

    p.s
    good luck

    kai blogia.

  20. Leonard Shelby on

    erol alkan – Royksoppa არ მევასება საერთოდ, ვერ ვუმუღამებ ვერაფრით. არქტიკები ძალიან მაგრები არიან, აი კასაბიანზე ძალიან მივქარე, ეხლა უფრო მომწონს ახალი ალბომი მაგათი და სიამოვნებით შევიყვანდი ათეულში. : )

  21. get google plus one on

    I love reading through an article that can make people think.
    Also, thank you for permitting me to comment!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: