12 მე / 12 ჩემი.


ეს პოსტი ჩემი 2009 წლის მოკლე მიმოხილვა იქნება. 12 ამბავი, რომელიც გასული წლის 12 თვესა და მუსიკალურ ტრეკს აერთიანებს. პ.ს ნუმერაციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს.

1)Phoenix – Lisztomania

რამდენიმე ახალი მეგობარი გავიჩინე, ერთი მაგდენი ძველი დავკარგე. დაკარგვა ცუდი სიტყვაა, უბრალოდ ამოვწურეთ ერთმანეთი ალბათ, სხვადასხვა მიმართულებებით ვპოვეთ გზა ნათელი მომავლისაკენ.

2)Julian Plenti – Games For Days

პირველი სრულფასოვანი “რა?სად?როდის?” წელი მქონდა. თბილისის ჩემპიონატზე, სუპერლიგაში ჯერ მეათე ხოლო შემდეგ მეექვსე ადგილზე გავედით “ინტეგრალი”, თ.ს.ყ მოვიგეთ და ამიერკავკასიის ჩემპიონატზეც ვიასპარეზეთ. ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე ვიზრდებით და ვნახოთ რა იქნება მომავალში.I meditate to grow wise, I declassify I take it all the way, I take it all the way როგორც პოლ ბენქსი(ჯულიან პლენტი) მღერის.

3)Wild Beasts – Hooting & Howling

ლაშქრობაში ვიყავი. ულამაზესი ადგილები ვნახე და რთულ პირობებში საკუთარი თავის მზაობაც გამოვცადე. 3700 მეტრზე ასულს Wild Beast–ის სიმღერის არ იყოს ყვირილი და ყმუილი ერთდროულად აღმომხდა.  3 დღიანი “პახოდის” შემდეგ არაადამუანურად დაღლილი, თუმცა კმაყოფილი დავბრუნდი მშობლიურ თბილისში. ჭაუხის უღელტეხილი დალაშქრულია, შემდეგი გაჩერება…

4)Air – Love

ვლავაც ცივი ომია ჩემსა და მდედრთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას შორის. მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს – წარსული გამოცდილება, კანდიდატის არ არსებობა, სიზარმაცე, ფრიგიდულობა(პრინციპში ეს არაფერ შუაშია :დ) და ა.შ. ფაქტია რომ, მარტო თავს მშვენივრად ვგრძნობ მსუბუქი ურთიერთობებით იოლად გავდივარ ფონს. თუმცა… მუდამ არსებობს ეს საზარელი სიტყვა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო იმაზე რომ არ მსურს სერიზოული ურთიერთობა, სიყვარული და ა.შ გონებაში მუდამ მიტივტივდება ერთი კადრი, ზუსტად ერთი ფოტო, რომელიც საპირისპიროს სურვილს მიჩენს, დაახლოებით ისე როგორც Air თავისი ტრეკით Love

5)Fever Ray – Triangle Walks

გავხდი ბლოგერი. 9 თვის განმავლობაში, ასე თუ ისე დავიკვიდრე თავი ქართულ ბლოგოსფეროში. ვიყავი ni2 news–ში,თუმცა შემდეგ დავტოვე ის, გავიცანი უამრავი მშვენიერ ბლოგი, დავაგემოვნე ახალი მედიის ფორუმი.   მიხარია რომ ჩემს ბლოგს მკითხველები ჰყავს, ეს ერთგვარ სტიმულს მაძლევს. ადრე თუ მწყინდა, როდესაც ამა თუ იმ რევიუს არ ჰქონდა ჰიტები, დღეს ეს უკვე ნაკლებად მანაღვლებს. ის რომ ჩემი რომელიმე პოსტი არაა “პოპულარული”, არა მკითხველის არამედ ჩემი(ავტორის) ბრალია.

6)MSTRKRFT – Heartbreaker

პირველი სამუშაო გამოცდილება სწორედ 2009 წელს მივიღე. ჯერ გაზეთ “24 საათში” ჟურნალისტად, ხოლო შემდეგ “ღამის შოუს” სტუდიაში სცენარისტად. გამოცდილება რომელიც მივიღე ერთგანაც და მეორეგანაც აუცილებლად გამომადგება ჩემს ახალ სამსახურში.

7)White Lies – Death

როგორც იქნა მუშაობა დავიწყე. პირველი სრულფასოვანი, კონტრაქტიანი სამუშაო. ჟურნალ TABULA–ში ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ამ ჟურნალის შესახებ ალბათ ბევრმა არც არაფერი იცით, სამაგიეროდ მარტიდან “ახალ ხილს” დააგემოვნებთ, რომელსაც ვეჭვობ შეიყვარებ კიდეც. ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის TABULA–დან შემოთავაზების მიღება,  პირველი ნაცნობობით, ჩაწყობითა და “ეს ჩემი ბიჭია დამისაქმე რათი”  არ მივსულვარ, მეორეც კულტურის განხრით უნდა ვიმუშაო, მე კი სწორედ ეს მინდა. White Lies–ეს ეს ტრეკი კი ერთგვარი გამოხმაურებაა ჩემს ეხლანდელ მდგომარეობაზე. უმუშევრობის დაკრძალვა და ენერგიული რითმები ახალი წლისთვის.

8)Kasabian – Vlad The Impaler

2008 წელთან შედარებით უფრო მეტ საინტერესო ლექტორთან მომიწია ურთიერთობა. გვარებს არ ჩამოვწერ, რადგან ზოგიერთი ისევ მასწავლის,  გამოცდები წინ არის და “ჟოპალეზობად” რომ არ ჩამეთვალოს :დ 2009 წელსვე გავიგე თუ რას ნიშნავს როდესაც ლექტორი აზრზე არაა რომ უნივერსიტეტში ასწავლის და არა სკოლაში. კიდევ უფრო მყარად გადავწყვიტე მომავლის პიარისთვის ან მედია მენეჯმენტისთვის დაკავშირება.

9)Delphic – This Momentary

თმა შევიჭერი. მეცხრე კლასის მერე მოკლე თმა არ მქონია. მომეწონა დაბალზე თმა ჩემს თავზე და არამგონია უახლოეს მომავალში გავიზარდო. მეცხრეკლასელი ნიკს რელიქტებიღაა დარჩენილი, მოკლე თმა ერთადერთი საერთოა რაც მაერთიანებს ჩემს წარსულთან. 

Can we make the time to leave it behind and reshape, remake our Fate in what we see

10)Yeah Yeah Yeahs – Heads Will Roll

Open Air – ეს იყო პირველი და ჯერ–ჯერობით უკანასკნელი მასშტაბური, კარგად ორგანიზებული მუსიკალური ფესტივალი რომელიც მინახავს თბილისში. 3 სასიამოვნო დღე გავატარე იპოდრომზე, მუსიკა მეორეხარისხოვანი იყო(პირდაპირი და ირიბი გაგებით). გარშემო მხოლოდ იმ ნაცნობებს ვხედავდი, რომელთა ნახვაც გამიხარდებოდა ან ძალიან გამიხარდებოდა. დიდი იმედი მაქვს რომ 2010 წელს ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდება, უკეთესი headliner ბენდებითა და კარგი აპარტურით. Hope Heads will roll this year.

11)Florence & The Machine – Rabbit Heart

19 წლის გავხდი. ალბათ უკანასკნელად ჩემს ცხოვრებაში. კმაყოფილი ვარ 2009 წლით, საუკეთესო იყო ჩემს მწირ “კარიერაში” და უფლებას ვიტოვებ მჯეროდეს 2010 უკეთესი იქნება.

12)Karen O & The Kids – All Is Love

2009  წელს მე გავიცანი : მერი და მაქსი. სემ ბელი და გერტი,  გავიგე რას ნიშნავს იყო უსახელო ნაბიჭვარი, ცხოვრობდე მეცხრე რაიონში ან ალტერნატიულ სამყაროში სადაც როშაჰი გებრძვის, დედოფალ ვიქტორიას უყვარხარ, სპოკი კი შენი მეგობარია. 2009 წელს მე მაქსთან ერთად გავიქეცი სახლიდან, კეროლს დავუმეგობრდი და კარლ ფრედრიკსენთან ერთად გავფრინდი სახლით,  ფილთან ალანთან და სტიუსთან ერთად ვცემე მაიკლ ტაისონი, მივაჩერდი ცხვრებს, ვიყავი სასაცილო, ვიყავი შერლოკ ჰოლმსი, დროში მოგზაური და სერიოზული კაცი. ვუსმენდი ფლორენსს, ჯულიანს, ველურ ცხოველებს, იქსებს, თქვენ წარმოიდგინეთ თეთრი ტყუილი და უზარმაზარი ვარდისფერიც გამოვცადე საკუთარ თავზე. რაც მთავარია ისევ ისე მიყვარს კერენი, ჩემი მეგობრები და ….

One, two, ready, go

Advertisements

22 comments so far

  1. ნინო on

    ნიკუშ, შენი პოსტები ისევ ისეთი კარგი წასაკითხია, როგორიც თავიდან იყო (და რის გამოც დავიწყე შენი ბლოგის აქტიური კითხვა);
    2009 წელი მშვენივრად ჩაგიმთავრებია, გისურვებ ეს წელი უკეთესი იყოს – სტაბილური – სამსახურის მხრივ, საინტერესო – ახალი ფილმებითა და სიმღერებით; ბედნიერი – იქნებ ის შენი სერიოზული სიყვარულიც გეპოვნოს ამ წელს 🙂

    პ.ს. შობას გილოცავ 🙂

  2. rodrigo santoro on

    ბედნიერი ხარ 🙂 ყველაფერ კარგს გისურვებ.

  3. sabed on

    http://ucnauri.com/?p=35430

    spami ar aris, aucileblad shemoixede.

  4. qilipa on

    გილოცავ!!! მშვენიერი წელი იყო… ბევრი საერთო გვქონია ამ წელს

    http://qilipa.blogspot.com/2009/12/blog-post_30.html

    ჩემთვისაც საუკეთესო წელი იყო 🙂

  5. Sophie Golden on

    აი, მეხუთე პუნქტში ჩანდა მართლა რამდენად გაიზარდე, მხოლოდ ამისთვის ღირდა, რომ ბლოგერობა დაიწყე და ბევრად შეცვალე შენი თავი for better.

    Leonard, accept my admiration. Good luck!

  6. vasasi on

    warmatebas gisurveb.. 🙂

  7. ნატოშა on

    ნიკა, ერთ-ერთი საუკეთესო შემაჯამებელი პოსტი იყო, რაც წელს ვნახე )

  8. ♥ The Dream Teller ♥ on

    გილოცავ გილოცავ : )

    შენც და შენც ბლოგსაც წარმატებებს გისურვებთ:)

    პს– განსაკუთრებით მე12 მომეწონა : )

  9. monkey on

    In Nick We Trust..!
    თითქოს კარგია ყველაფერი, არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ სევდა გადაკრავს.

  10. mr.picasso on

    რამდენი საერთო გვქონია 2009 წელს მომხდარ ამბებთან მიმართებაში 5-6 მინიმუმ გადავთვალე. 🙂 უკეთეს 2010 წელს გისურვებ

  11. zurriuss on

    რატომ ხდება ასე, რომ ადამიანი წერის პროცესში უფრო გულახდილია, ვიდრე საუბრისას? შენზე მაქვს ლაპარაკი, ესებუა. დამიწყებ ახლა, მე სულ გულახდილი ვარო. კი, მარა ასეტი გულახდილობა უფრო სიკეთისმომტანია სამყაროსათვის. მით უმეტეს, თუ 2010 წელს გინდა, რომ ბევრი კარგი მოხდეს 😛

  12. taknatuna on

    nayofieri da friad sasiamovno weli gqonia
    keTili iyos Cemi posti shen blogze

  13. mrsmarch on

    მგონი მე ვერასოდეს მოვახერხებ ესე კარგად მთელი წლის შეჯამებას (რაღაცები დამავიწყდება და მუდმივ რედაქტირებაში ვიქნები) მომეწონა) და დამაინტერესა თან რატომ მაინცდამაინც 12…

  14. Nikoloz on

    კარგად გიფიქრია ხო იცი მე გუშინ რა ვჭამე თუ წესივრად მახსოვდეს მემოვკვდე 😀

  15. ჰიუსტონ on

    აბა დავიწყე გამოხმაურებანი:

    1. ფრიგიდულობა – თუ სწორად მახსოვს, მხოლოდ ქალებს ახასიათებთ 😀

    2. სამუშაოს დაწყებას გილოცავ!!! ზემიღწევაა! მაგარია

    3. Kasabian – Vlad The Impaler – ეს კიდევ ზესიმღერაა

    4. მგონი იმ დღეს ბახტრიონზე დაგინახე. ყოველ შემთხვევაში, შენ მეგონე და ავატარის სურათის მიხედვით გგავდა. 😀

    5. გილოცავ ყველაფერ შობა-ახალიწლითურთ

  16. lashakila on

    კარგი პოსტია..წარმატებები მომავალში 🙂

  17. John Deacon on

    ყოველგვარი ღადაობის გარეშე გეუბნები, როდესაც წავიკითხე შენი ნაწერი, სენტიმენტალურად გავიფიქრე:რა მალე გაიზარდე, შვილო, ნიკა.
    ალალად წარმატებებს გისურვებ ყველა წამოწყებაში.

  18. Lalena on

    მშვენიერი წელი გქონია 🙂 უფრო წარმატებულს და სახალისოს გისურვებ :))

  19. Nokami on

    good luck in 2010 🙂

  20. pennyarticles on

    მთელ ჩანაწერებზე მინდოდა რაღაცეები მეთქვა, ძირითადად ტრეკების მიმართებებთან, მეც ალბათ ამ ტრეკებს ავირჩევდი ამ თემებზე საუბრისას, განსაკუთრებით wild beast-ს, ყოველთვის ეგ მიტივტივდებოდა თავში პახოდში ყოფნის დროს. მაგრამ ეხლა სხვა რამემ დამაინტერესა

    9)Delphic – This Momentary

    თმა შევიჭერი. მეცხრე კლასის მერე მოკლე თმა არ მქონია. მომეწონა დაბალზე თმა ჩემს თავზე და არამგონია უახლოეს მომავალში გავიზარდო. მეცხრეკლასელი ნიკს რელიქტებიღაა დარჩენილი, მოკლე თმა ერთადერთი საერთოა რაც მაერთიანებს ჩემს წარსულთან.

    ყველაზე კარგი ნაწილია ამ ჩანაწერის. ჩემს გასაიდუმლოებულ ბლოგზე (ორი ბლოგი მაქვს) რამდენიმე კვირის წინ დავპოსტე ზუსტად ასეთი ტიპის პოსტი, სადაც თმის და წარსულის ურთიერთმიმართებებზე დავწერე. მგონი დაგაინტერესებს: )
    შემთხვევით მოვხვდი და გამიხარდა ამ პისტის ეს ნაწილი. ვოტ.

  21. Lord Vader on

    ავატარზე პოსტი არ იქნება? 😉

  22. tetnuldi on

    რამდენი რამეა ამ ერთ პოსტში შენზე 🙂 მომრწონა ძალიან 🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: