Inception – ნოლანის ფანტაზიის მსხვერპლთათვის


კრისტოფერ ნოლანმა სამყარო გააოცა. უმეტესობა სასიამოვნოდ, უმცირესობას გული დაწყვიტა. ისეთი ტრეილერი ჰქონდა და ეს რა ფილმი არისო. მეტი ფანტაზია უნდა გამოეყენებინაო. არადა ფილმის დასაწყისში არტური ხსნის, რომ რაც უფრო ნაკლებად შეცვლი სიზმარს მით უფრო ნაკლებად მიიქცევ ქვეცნობიერის ყურადღებას. მსგავსი უაზრო მოსაზრებები ბლომად გაჩნდა. ისევე როგორც კითხვები. მას შემდეგ რაც ფილმი ორჯერ ვნახე, შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე ჩემეული მოსაზრება დავწერო. რომელიც ჩემი თეორიების, მეგობრების მოსაზრებებისა და რამდენიმე საინტერესო რევიუს შერწყმის შედეგად მიღებული აზრია. წაიკითხეთ მხოლოდ მათ ვინც ფილმი ნახა. ვისაც არ გინახავ ეწვიეთ კინოთეატრებს და ისიამოვნეთ 140 დიდებული წუთით.

Leonardo DiCaprio –   Cobb

Joseph Gordon-Levitt  –  Arthur

Ellen Page – Ariadne

Tom Hardy – Eames

Ken Watanabe  – Saito

Dileep Rao  –  Yusuf

Cillian Murphy  –  Robert Fischer

1)რა არის Inception(დასაწყისი) ?

ეს არის ადამიანის გონებაში ახალი იდეის ჩანერგვა. ასეთი რამ წარმოუდგენელად ითვლება, რადგან იდეა ადამიანის ქვეცნობიერში იბადება და მას იქ ვერავინ ”ჩადებს”. თუმცა დომ კობმა შეძლო შეუძლებელი, თავის მეუღლეს მალის გონებაში Inception მოახერხა. კობი და მალი ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ისინი ძალიან ღრმა ძილში, ცდილობდნენ ახალი, თავიანთი ოცნების სამყაროს შექმნას. არავინ იცის ისინი რეალური დროით რამდენ ხანს იყვნენ ლიმბოში(ქვემოთ ლიმბოზე დაწვრილებით ვისაუბრებ ), ცნობილია მხოლოდ ის რომ ილუზიაში მათ ათწლეულები გაატარეს, სადაც თავიანთ შექმნილ სამყაროში ”ღმერთები” იყვნენ. კობს რეალურ სამყაროში დაბრუნება სრუდა, თუმცა მალი იმდენად იყო ჩაფლული ლიმბოში, რომ დაკარგა რეალობის აღქმა ის მიიჩნევდა, რომ სამყარო რომელშიც იც ცხოვრობდა რეალურია. ამის გამო კობმა მალს გონებაში ”ჩაუნერგა” იდეა, რომ სამყარო სადაც ისინი ცხოვრობენ სიზმარია. ინსეფშენი თავიდან წარმტებით განხორციელდა, წყვილმა თავი მოიკლა და რეალურ სამყაროს დაუბრუნდა, თუმცა… ინსეფშენი ძალინ რთული პროცესია და მალის შემთხვევაში ცუდად დასრულდა. რეალობაში დაბრუნებულმა ქალმა ვერ მოახერხა სიზმრისა და რეალობის გარჩევა, ის კვლავ იმ იდეის გავლენის ქვეშ იყო რომ ილუზიაში ცხოვრობდა და რეალურ სამყაროს მხოლოდ თავის მოკვლის შემთხვევაში იხილავდა.

2)რა არის Kick ?

ეს არის სიზმრიდან გამოსვლის ერთ-ერთი ხერხი. როგორც წესი Kick ხორციელდება წინასწარი გაფრთხილებით. გამაფრთხილებელი ნიშანი Edith Piaf-ის სიმღერა Non, Je ne regrette rien არის, რომელის გამოყენებაც არტურის იდეა იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ღრმა ძილშია ადამიანი, Kick მას ნებისმიერ შემთხვევაში გააღვიძებს. იუსუფის წამალი იმდენად ძლიერი იყო, რომ გაღვიძება სხვა მეთოდით(სიზმარში სიკვდილით) გამორიცხული იყო. სწორედ ამიტომ აგდებს იუსუფი მანქანას ხიდიდან, წყალთან შეჯახება გამოიწვევს დარტყმას, რომელიც ყველას გააღვიძებს. სწორედ ამიტომ არტური ლიფტის ტროსებს(:დ) აფეთქებს, რათა ლიფტის ჩავარდნამ Kick გამოიწვიოს.

3)რა არის ლიმბო?

ლიმბო ეს არის სიცარიელე. ეს არის ადგილი ქვეცნობიერში სადაც არაფერი არ არის, ადგილი სადაც სიზმარი ”კომაშია”. იუსუფის წამალი რომლითაც ყველამ დაიძინა თვითმფრინავში იმდენად ძლიერია, რომ გაღვიძების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი, სიზმარში სიკვდილი, შეუძლებელია. სიზმარში სიკვდილით ადამიანი ვერ გაიღვიძებს და ის გადავა ლიმბოში. ფილმიდან ვიგებთ რომ ლიმბო ეს არის ადგილი სადაც არაფერი არ არის, ეს არავის სიზმარი არაა. ლიმბოში გადასული ადამიანი ხედავს მხოლოდ იმას, რაც მის წინ იქ მყოფმა ადამიანმა ”ააგო”/”გააკეთა”. ეს მის წინ მყოფი ადამიანი, ”ლიმბოს მფლობელი”, მასთან სიზმარს უნდა იყოფდეს. ანუ ერთ აპარატზე უნდა იყვნენ შეერთებული, რომ ლიმბოში გადასვლის შემთხვევაში სრული სიცარიელე არ იყოს. ფილმში ერთადერთი ვინც ლიმბოში ყოფილა დომ კობია, შესაბამისად საიტო როდესაც კვდება ხვდება კობის კონსტრუირებულ ლიმბოში. ადამიანი როდესაც ლიმბოში ხვდება, მისი ტვინი იჯერებს რომ ის რეალურ სამყაროშია და არა ილუზიაში. უკან დასაბრუნებელი გზაც(რეალობაში) იმავე ხიდზე გადის, ანუ უნდა გჯეროდეს რომ ილუზიაში ხარ და რეალობა სხვაგანაა. რეალურ სამყაროში წამები ლიმბოში წლებია, წლები რომლებიც სულ უფრო გავიწყებს და გაშორებს რეალობას. ასე მოუვიდა მალს, საიტოს, კობს. მოქმედება რომელიც ფილმის ბოლოს ლიმბოში ვითარდება. იქ სადაც კობი და საიტოა, რეალურ სამყაროში სავარაუდოდ რამდენიმე წამია. ეს დრო ლიმბოში იმდენად დიდია, რომ საიტო ძალიან დაბერდა, მას თითქმის არაფერი არ ახსოვს. კობი კი რომელიც საიტოს შემდეგ მოკვდა მოხუცი არ არის, თუმცა აშკარად ეტყობა ასაკის მატება.

4) სიზმარი სიზმარში?!

ფილმიდან ჩანს რომ შესაძლებელია ერთ სიზმარში სხვა სიზმრის გაკეთება და იმაში კიდევ სხვის. ანუ რამდენიმე დონის/ლეველის შექმნა. რაც უფრო ღრმად მიდის ადამიანი თავის ქვეცნობიერში მით უფრო არამდგრადია სიზმარი. ფილმში შემდეგი დონეებია

1.ოპერაცია თვითმფრინავში იწყება. ყველა იძინებს. ყველა იუსუფის სიზმარშია, რომელიც არიადნეს დაპროექტებულია. თუმცა კობის ქვეცნობიერი ცდილობს ცვლილებების შეტანას(მატარებელი. ეს ის მატარებელია რომელმაც მოლი და კობი რეალურ სამაყროს დაუბრუნა), ასევე ფიშერის ქვეცნობიერის თავდაცვის მექანიზმი ირთვება, ანუ მისი პროექცია უბრალო ადამიანები კი არა, შეიარაღებული პიროვნებები არიან, რომლებიც ცდილობენ სიზმარში შემოჭრილები დახოცონ.

2.მეორე დონეზე იუსუფი აღარ არის. მას მანქანა მიჰყავს სხვა ყველა კი სიზმარშია, სასტუმროში. ეს არტურის სიზმარია. აქ ფიშერს უხსნიან, რომ ის სიზმარშია და ატყუებენ თითქმოს მამამისის თანაშემწის სიზმარში უნდა წაიყვანონ რათა მამამისის რეალური ანდერძი ნახოს, სინამდვილეში კი ფიშერს მის გონებაში შეუძღვებიან.

3.მესამე დონე სადაც ფიშერმა მამამისი უნდა ნახოს და კობის გუნდის გენიალური გეგმის მსხვერპლი უნდა გახდეს იმსის სიზმარია. ამ დონეზე მალი კლავს ფიშერს, რომელიც ჩემი აზრით არა სიზმრის მეოთხე დონეზე არამედ ლიმბოში გადადის. ე.წ სიზმრის მეოთხე დონე სადაც მალი, არიადნე, კობი და ფიშერი არიან ჩემი აზრით სიზმარი კი არა ლიმბოა. რადგანაც ფიშერი და არიადნე თავს იკლავენ. ისინი რომ სიზმარში იყვნენ სიკვდილს kick-ის ეფექტი არ ექნებოდა და ისინი ლიმბოში ჩარჩებოდნენ, მაგრამ რადგან ისინი კობის ლიმბოში არიან, თან აანალიზებენ რომ ეს ილუზიაა, ამიტომაც თვითმკვლელობას kick-ის ეფექტი აქვს და ისინი ავტომატურად უკან, წინა სიზმარში ბრუნდებიან.

5)რა არის ტოტემი?

ტოტემი ეს არის რაღაცა ნივთი, რომელსაც ადამიანი იყენებს რეალობისა და სიზმრის გასარჩევად. კობს ბზრიალა აქვს, არტურს კამათელი, არიადნე ჭადრაკის ფიგურა. ეს არის ნივთი რომელის წონა, სიგრძე და ა.შ მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მისმა მფობლემა უნდა იცოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აზრს კარგავს, რადგან სხვა შეძლებს მისით მანიპულირებას სიზმარში, შესაბამისად კონკრეტული პიროვნებისთვის ილუზიისა და რეალობის ერთმანეთში არევას.

6) როგორ დაბრუნდნენ გმირები უკან თვითმფრინავში?

არიადნე და ფიშერი ლიმბოში თავს იკლავენ და ბრუნდებიან მესამე ლეველზე. მეორე ლეველზე არტური ლიფტის აფეთქებით აღვიძებს მესამე ლეველზე მყოფთ:იიმს, არიადნეს, ფიშერს. კობი აიგნორებს kick-ს და საიტოს დასაბრუნებლად რჩება ლიმბოში. ამ დროს პირველ ლეველზე იუსუფი ხიდიდან აგდებს მანქანას. მანქანის წყალთან დაჯახება იწვევს kick-ს რომელიც მეორე ლეველზე მყოფთ აღვიძებს:არიადნე, არტური, იიმსი, ფიშერი. საიტო მკვდარია, კობი წყალში კვდება და ლიმბოში აგრძელებს საიტოს ძებნას. ერთი ვარიანტია(ყველაზე რეალური), რომ გმირები დაელოდნენ წამლის დროის გასვლას და თვითმფრინავში გაიღვიძეს. მეორე როდესაც საქმე ბოლომდე მიიყვანეს და სრულიად აანალიზებდნენ, რომ სიზმარში იყვნენ მათ ლიმბოში კი არ გაჭედავდა, არამედ თვითმფრინავში დააბრუნებდა.

8)ფილმის ფინალი!!!!!!!

უმთავრესი და ურთულესი შეკითხვა, რომელზე ზუსტი პასუხის გაცემაც ერტადერთ ადამიანს კრისტოფერ ნოლანს შეუძლია. დასასრულის უამრავი ვარიანტი არსებობს, მე მხოლოდ საუკეთესოებს წარმოგიდგენთ

1.კობი ისევ ლიმბოშია

ფილმის ბოლოს კობი და საიტო პირისპირ საუბრობენ. ლიმბოში გატარებულმა დრომ, მათ თითქმის ყველაფერი დაავიწყა, თუმცა ნელ-ნელა იხსენებენ რა მოხდა. ბოლოს საიტო იღებს იარაღს და.. თუ საიტომ მხოლოდ კობი მოკლა, მაშინ იგი ლიმბოს უფრო ღრმა საფეხურზე გადავიდოდა, სადაც სავარაუდოდ თავისი ოცნების ილუზია ელოდა. ის ბრუნდება სახლში შვილებთან. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ როდესაც ის თავის შვილებს ხედავს ბავშვები ზუსტად იმ პოზაში და იმ ტანსაცმელში არიან, როგორც კობმა ისინი ბოლოს ნახა. მანამდე იგი არიადნეს ეუბნება, რომ ის თავის მოგონებებში ვერ ხედავს ბავშვების სახეს, რადგან ვერ მოასწრო ნახვა. ხოლო მალის ილუზიაში უარს ამბობს სახეების ნახვაზე, რადგან მიაჩნია რომ ილუზიაა. ლიმბოს ასეთ ღრმა საფეხურზე შეიძლება, მან შექმნა ილუზია სადაც ყველაფერი ისეა როგორც მას სურს. დააკვირდით ფილმის ბოლოს როდესაც კობი თავის ბზრიალას მაგიდაზე აბზრიალებს, ის არ ელოდება წაიქცევა თუ არა სათამაშო. მისთვის სულ ერთია ის ილუზიაშია თუ რეალობაში.

2.კობი ნამდვილად დაბრუნდა შვილებთან

თუ საიტომ გაანალიზა ის, რომ ისინი სიზმარში არიან, მოკლა კობი და შემდგე თავი მოიკლა, ეს სავარაუდოდ მათ ლიმბოდან პირდაპირ ყველა სიზმრის დონის გამოტოვებით(რადგან სხვა სიზმრები ”დანგრეული” იყო), მათ პირდაპირ თვითმფრინავში დააბრუნებდა. თუ გავითვალისწინებთ საიტოს სახეს როდესაც ის თვითმფრინავში ტელეფონზე რეკავს, ეს ვერსია საკმაოდ რეალურია. მე რამდენადაც გავიგე პროექციით მანიპულირება შეუძლებელია, ანუ გამორიცხულია, რომ კობის სპეციალურად ”გაეჩალიჩებინა” საკუთარი თავისთვის ასეთი დახვედრა. ასევე ვირაცის საინტერესო არგუმენტს წავაწყდი ამ თეორიაზე, რომელიც მე არ შემიმჩნევია. კობის ნიშნობის ბეჭედი მხოლოდ რეალურ სამყაროში უკეთია, სიზმარში ის მას არ ატარებს, ბოლოს სცენაში კი ის ბეჭდითაა.

3.Inception კობს გაუკეთეს

კიდევ ერთი მშვენიერი ვერსია რომელიც არაფრით გამოირიცხება. დააკვირდით კობის მამის საუბარს. პარიზში ის სთხოვს კობის რომ ”რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს”, აეროპორტში ეუბნება, რომ ”კეთილი იყოს მისი დაბრუნება”. შეიძლება მთელი გუნდი ცდილობს არა ფიშერის გონებაში იდეის ჩანერგვას არამედ კობის თავში ახალი აზრის შექმნას. ეს ყველაფერი შეიძლება იუსუფთან მიწისქვეშეთში დაიწყო. როდესაც იუსუფტან კობი სიზმრიდან გამოდის, სახეში წყალს ისხამს და ბზრიალას დახმარებით ცდილობს გაიგოს რეალურ სამყაროშია თუ სიზმარში, მას ბზრიალა უვარდა და მას შემდეგ ფილმში ფინალურ სცენამდე კობი ერთხელაც აღარ ჩანს იყენებს ბზრიალას. ანუ შეიძლება ის რაც იუსუფის შეხვედრის შემდეგ ხდება სიზმარია და კობის თავში იდეის ჩანერგვის მცდელობაა, ფიშერი შეიძლება იყოს გამოგონილი პიროვნება ან ადამიანი რომელიც უბრალოდ გამოიყენეს კობის გონებაში ღრმად შესაღწევად. ეს ვერსია კარგი იმ მხრივ, რომ არიადნემ კარგად იცის კობის პრობლემების შესახებ და შეუძლია მასთან ბრძოლა. შეიძლება კობის ჩაუნერგეს იდეა, რომ ის არ არის ცოლის სიკვდილში დამნაშავე და შესაბამისად მას შეუძლია ბედნიერად იცხოვროს(ფინალში როგორც ხდება), ან არიადნემ უბრალოდ ტანჯვა ააცილა კობის და ოცნების ლაბირინთი შეუქმნა, იდეალური პარადოქსი რომლიდანაც კობი ვერასოდეს გამოვა და ბედნიერი მოკვდება.

ძალიან დავიღალე ამდენი წერით. ბოლოს მხოლოდ ჩემს აზრს დავწერ ფილმის ფინალზე. რა მნიშვნელობა აქვს დასასრულს, ფაქტია რომ ნოლანმა მიზანს მიაღწია. ვინც ეს ფილმი ნახა ყველა მასზე საუბრობს, ყველა ცდილობს გაიგოს რა მოხდა, ფაზლი გონებაში ააწყოს და იდეალური სურათი მიიღოს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. არ არსებობს მასზე ერთი კონკრეტული პასუხი. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა სინამდვილეში, ისევე როგორც ვერ გავიგებთ მატრიცაში ნეო კვდება თუ არა, ვერ გავიგებთ ლეონარდ შელბი ცოლის მკვლელია თუ შეშლილი შურისმაძიებელი, ვერ გავიგებთ ”ყველაფერი კარგად იქნება” კამეჩის ფლოქვია თუ ნარდში შაში-ჩარით კარის ჩაკეტვის საუკეთესო საშუალება. ეს ფილმი არის იდეალური Inception რომელიც კრისტოფერ ნოლანმა ჩვენს გონებაში განახორციელა. შესანიშნავი ნამუშევარია, რომელიც რაღაც ახალი, სიცოცხლისმონტანია ამ უსიცოცხლო კინოეპოქაში. XXI საუკუნეს ორიგინალური სიზმრები ჭირდება. თორემ ამდენმა სიქველმა,რიმეიკმა, პრიკველმა და კომიქს-თამაშ-წიგნების ადაპტაციამ წალეკა კინო.

პ.ს კრისტოფერ ნოლანმა სახელებიც კი გენიალურად შეურჩია პერსონაჟებს. კოტიარის პერსონაჟი, მალი ეშმაკს თუ დემონს ნიშნავს. არიადნე მითოლოგიური პერსონაჟია რომელიც თეზევს მინოტარვის დამარცხებაში დაეხმარა ლაბირინთში. ამ ფილმში კი ელენ პეიჯის პერსონაჟს რა საერთო აქვს ლაბირინთებთან ყველამ კარგად ნახა.

40 comments so far

  1. nutsa on

    დარწმუნებული ხარ რომ იმ თოვლიან სიზმარში ფიშერი მოკვდა? კი ესროლეს, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს რომ მოკვდა?

  2. Leonard Shelby on

    ფიშერი მოკვდა უეჭველი რადგან ის მალისა და კობის ლიმბოში გადავიდა. სხვანაირად იქ ვერაფრით ვერ მოხვდებოდა, რადგან მანქანაზე არ იყო შეერთებული და სხვანაირად სიზმიდან სიზმარში გადასვლა გამორიცხულია.

  3. თეო on

    აი ხომ ვამბობდი ფიშერი მოკვდატქო… გუშინ სანდრომ და ნუცამ არაო!

  4. nutsa on

    აბა დეფიბრილატორით გულის მასაჟით kick რანაირად გაუკეთეს? ავიჭერი😀 მეორედ ვნახავ და მერე განვაგრძოთ :)))))

  5. Leonard Shelby on

    ფიშერმა ლიმბოშჳ თავი მოიკლა, შესაბამისად დაბრუნდა უკან ქიქით. საიდანაც დეფიბრილატორით სიცოცხლეს დაუბრუნდა.

  6. pirtskhelani on

    ბიჭო ტოტემთან ხო მარტო რეალურ სამაყროში გაქ შეხება? ანუ ბოლო საიდან მოტანდა ტოტემს თუ ცხადში არ ხდებოდა ყოველივე?🙂

  7. Leonard Shelby on

    ტოტემი შეიძლება სიზმარშიც გქონდეს. სწორედ ტოტემით არჩევ რეალურ სამყაროსა და ილუზიას. დავუშვათ თუ წაიქცა ბზრიალა ეს ნიშნავს, რომ რეალურ სამყაროშია კობი. თუ არ წაიქცა ეს ნიშNავს, რომ ძინავს(მაგ.საიტოსთან ლიმბოში მთელი სცენა ბზრიალა არ იქცევა )

  8. Anus Of Sauron on

    me vici yvelaferi ra. zedmiwevnit😀 ise dicaprios inceptionis versia sainteresoa tumca naklebad savaraudo. ise odnav azrovnebis unari tu mainc sheswevs vinmes yvela am filmze alaparakda. da me kmayofili var )

  9. Donnie on

    კნიაზ, რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

  10. Guardian on

    მე ეს ახსნა მომწონს ყველაზე მეტად –
    http://www.chud.com/articles/articles/24477/1/NEVER-WAKE-UP-THE-MEANING-AND-SECRET-OF-INCEPTION/Page1.html

  11. კატიე on

    ფინალი არ წავიკითხე, ფილმი ჯერ სანახავი მაქვს🙂

    ისე, ეს დაუსრულებელ-გაურკვეველი ფინალები დიკაპრიოს თან დასდევს? შეშლილთა კუნძულიც ხომ მსგავსია, არეული რეალობა-ფანტაზიით.

  12. Kate on

    და კობი მართლა მოკვდა??? ფურგონიდან ყველა ამოვიდა მის გარდა.

  13. Taboo on

    ჩათვალე, რომ ახლა ტაშს გიკრავ🙂
    ძალიან კარგი რევიუა – ძალიან ვისიამოვნე კითხვით და ზოგიერთ კითხვაზე საინტერესო პასუხიც გამცა.
    კარგი სტატიაა!

  14. […] რომ არა კრისტოფერ ნოლანი და Inception, რომელსაც გუშინ ვუყურე. ფილმში […]

  15. ginger on

    wiki rom ar getargmna kargi iqneboda😛 mainc momewona

  16. Leonard Shelby on

    Guardian – კარგი თეორიაა.
    Kate – იქ ფურგონში “მოკვდა”, მაგრამ ეგ სიზმრის პირველი დონე იყო რაც ნიშნავს იმას რომ კობი ლიმბოში გადავიდა.
    ginger – ვიკიპედიაზე არაფერი წამიკითხავს ამ ფილმზე : ) ეს პოსტი მივიღე ჩემი აზრების, მეგობრებთან მსჯელობის და რამდენიმე საინტერესო რევიუს წაკითხვის შემდეგ. ვიკიზე თუ იგივე წერია დიდად გასაკვირი არ არის. რაღაც ახალისა და ორიგინალურის შექმნის პრეტენზია არც მქონია.

  17. კატიე on

    ვნახე დღეს და მთავარი დასკვნა 100%იანი რაც გამოვიტანე, ისაა, რომ მსგავს თეორიაზე მეცნიერები უეჭველი მუშაობენ და თუ უკვე წარმატებულები არ არიან, მალე მიაღწევენ წარმატებას. ასე რომ, დაგვერხა მეგობრებო😀

  18. კატიე on

    Leonard Shelby

    ბოლო დონის სიზმარში თუ ლიმბოში სიკვდილით კი არა თავისუფალი ვარდნით იღვიძებდნენ, რაც არ ეწინააღმდეგება სიზმრიდან გამოსვლის პრინციპს. გოგომ გადააგდო ფიშერი და მერე თვითონაც გადავარდა. ვარდნამ კი გამოაფხიზლა ორივე წინა დონის სიზმარში.

    თუმცა, სავარაუდოდ ეს მაინც ლიმბო იყო და არა სიზმარი, რადგან ყველანი კობის და მისი ცოლის სიზმარში თუ ლიმბოში ხვდებოდნენ.

  19. monkey on

    უუჰ. სიამოვნებით გადავიკითხე და გამიხარდა, რომ სწორად გავიგე ყველაფერი. )) ჰო კიდე, თ ვერსიებია ვერსიები იყოს, იკას ჰქონდა ვერსია რომ კობი მართლა ლიმბოში იყო, სულ თავიდანვე, და მალის თვითმკვლელობა, ანუ გადმოხტომა არ იყო შეცდომა, ის მართლა დაბრუნდა და კობი დარჩა. ჰორავი..
    მოკლედ ამას მართლა რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ბოლოს ბზრიალას რომ ვუყურებდი მივხვდი რომ რეჟისორმა ყველას ჩაგვიდო.. ^^

  20. kesha on

    იმ შემთხვევაში თუ ინსეფშენი ლეონარდოს გაუკეთეს ისმის შეკითხვა. რა მოგება ნახეს ამით იმ ადამაინებმა ვინს სახე აიხია ფილმში, საიტომ რომელმაც ფული დახარჯა? ანუ დაიოხარჯნენ და მოგება არავის უნახავს. ჩემი აზით ეგ გამორიცხავს ლეონარდოს ინსეფშენის ვერსიას🙂

  21. monkey on

    საიტომ რომ ფული დახარჯა და მოგება ვერ ნახა ეგ არ ნიშნავს იმას რომ არ შეიძლებოდა ეგრე მომხდარიყო. ნოლანის ფილმებში ფულს საერთოდ არანაირ მნიშვნელობა არა აქვს ხოლმე. თუნდაც პრესტიჟში. რა შუაშია მოგება და ფული.:/

  22. Lord Vader on

    ბზრიალა აშკარად ანელებს ბზრიალს, ლოგიკურად, უნდა წაიქცეს, თუმცა კადრი სწორედ ამ დროს წყდება…

    მაგრამ ეს არ არის მთავარი.
    მთავარი სხვა რამეა – კობი არ ელოდება ბზრიალას. უბრალოდ – კიდია.
    შესაბამისად – აღარ ანაღვლებს ძინავს თუ ღვიძავს, ლიმბოშია თუ რეალობაში.
    ნებისმიერ ვარიანტს შეეგუა.
    ესაა მთავარი.

  23. GaDGeT on

    erti ragaca ar mesmis tu limboshi acnobiereb ro sizmarshi xar xo kick giketdeba anu limbodan brundebi da mashin kobi da ariadne rogor moxvdnen bolos limboshi ? gadavidodnen tu ara limboshi egreve kick unda mosvlodat imitoro acnobierebdnen ro fisheri unda daebrunebinat da limboshi iyvnen😐 da limboshi ro xtebian aramgonia ro kvdebian imitoro sikvdilit isev limboshi xvdebi albat ubralod vardnis shedegad xdeboda kick shenobis dangrevis dros moxda liftis apetqebis da manqanis vardnis dros🙂 kide camlis gasvlis teoria ar momcons dzaan martivia isic saechvoa bavshvebi isev imave mdgomareobashi ro xvdeba da igive tansacmelshi moklet sul avirie ra rac vuyure yovel dge sizmrebi mesizmreba da albat shinaganat imdenad mondomebuli var yvela sizmari kargad maxsovs xolme😀

  24. GaDGeT on

    da kide is gamaxsenda iaponeli da kobi cdiloben ertad gaixsenon da dabrundnen limbodano ro ambobt ranairad is iaponeli eloda kobs im bzrialaze eubneba es ukve nanaxi maqvso es bzriala erts ekutvnoda axalgazrda iyoo da mec axalgazrda viyavio anu axsovda da mashin limboshi ranairad gacherdeboda😐 titon principi ar mesmis limbodan dabrunebis yvelas ragaca ucnauri teoriebi moyavs mara arcerti titqos araa scori😐 limboshi sikvdili ufro grma limboshi caiyvanda da gacnobierebit ukve acnobierebdnen ro limboshi iyvnen iarags ro kidebs xo acnobierebs ukve mashinve kick rato ar moxda mashin? me vfiqrob ro ver dabrunda ragac tavis agebul samyaroshi moxvda imitoro bavshvebi igive mdgomareobashi da tansacmelshi daxvdnen tan bzrialasac ar daeloda realobashi daelodeboda ise ar shexedavda bavshvebs🙂 limbodan da sizmrebidan gamosvla ro ver moescrot da camlis moqmedeba gasuliyo tavidan tqves ragaca msgavsi ro memgoni vegar archev realobas da sizmrebs imdenad didxans giocevs limboshi yofna ro tvini gichknebao tu ragaca msgavsi🙂 karoche sul avirie ar vici ra😀 shen im sheshlilta kundzulma lamis shemshala exla es magijebs cavedi totemi davatrialo :S

  25. GaDGeT on

    rac sheexeba neos😀 neo mxolod programa iyo arqitektortan chans ro sxva “versiebic” iyo🙂 ki kvdeba mara roca moundeba arqiteqtors isev axlidan chartavs da axlidan mova neo da gadagvarchens (memgoni esea :S)

  26. GaDGeT on

    vax exla mitxres ro limboshi gacnobierebis da shemdeg sikvdilis mere mogdis kick da ara marto gacnobierebis shedegado😐 eseigi rac davcere sruli SHIT aris ase rom me nu misment😀 metiton ar vici ras vambob ukve meored unda vnaxo tore ese dzaan marazmia😦

  27. lashach on

    saitos totemi aris iaragi romelic miutana cobbma.. cobi marto iaragit iyo sxva araperi konda, arc tyvia edo iaragshi… chemi azrit am iaragis agebis mere mixvda saito rom limboshi iyo…

  28. svani on

    lashach
    sxva tu exeba totems, totemi kargavs tavis dzalas tak shto eg versia saechvoa, magram yvelaze PRIKOLI isaa, rom bzriala Kobis colis Malis totemi iyo da ideashi im bzrialas araperi ar unda gadaecyvita arsad…

  29. GGK on

    mteli mugami ak is aris rom erti realoba ar arsebobs, arc kinoshi da arc am samkaroshi sadac vcxovrobt… nolanma realurad agcera is rasac titon Limbos edzaxis… mteli filmi erti Limboa, iseve rogorc chveni cxovreba… LIMBO🙂 amovxseni camikvanet :)))

  30. zura2 on

    ნოლანმა ფული იშოვა…

  31. guga on

    კაი კინო იყო ეს

  32. Ghost on

    ერთი რამ მაკვირვებს…
    ფილმი რომ იწყება, თავიდანაც ხომ ის ეპიზოდია, რაც ბოლოში, ანუ საიტოსთან რომ მიდის დიკაბრიო…
    ეს რატომ არის ასე???
    მერე უცაბედად იქ არტურიც ჩნდება და ასე იწყება კინო. ბოლოს კი მივდივართ იმ წერტილში, რომრლიც ფილმის დ ა ს წ ყ ი ს შ ი იყო…
    ამაზე არ დაფიქრებულხართ???
    ==========
    ჩემი აზრით, მთელი ეს კინო იყო კობის სიზმარი.
    მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ…

  33. Ghost on

    მეცნიერულადაც რომ მივუდგეთ, ნოლანის კინო ნამდვილი შედევრია…
    ისე დარწმუნებული ვარ ყველას განგიცდიათ ის შეგრძნება რასაც ახლა დავწერ:
    არავის არ გქონიათ ისეთი შეგრძნება დაძინებისას, რომ თითქოს რაღაცაში ან სადღაც ვვარდებიო და უცებ გამოფხიზლებულხართ და ხედავთ, რომ ლოგინში ლამაზად წევხართ…
    ან კიდევ, არავის გქონიათ გამოფხიზლებისას ისეთი შეგრძნება ერთხელ მაინც, რომ უცებ წამიერად დაგვიწყებოდათ თუ სად ყოფილხართ და თავბრუ დაგხვეოდათ???
    ეს ყველაფერი იმის მომასწავებელია, რომ თქვენ შეიძლება სიზმარში კიდევ სიზმარი გესიზმრებოდათ და როცა გამოფხიზლდით წამიერად თქვენს თავში ყველაფერი აირია, მაგრამ იმავე წამს დალაგდა…
    თქვენ ხვდებით, რომ გამოფხიზლდით და დგებით ლოგინიდან, მაგრამ სიზმარში რა ხდებოდა აღარ გახსოვთ…

    ყველაზე მაგარი თეორია შემდეგშია:
    დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში არაერთხელ მოგსვლიათ შემდეგი რამ, რომ დაწოლილხართ დასაძინებლად, თვალები დაგიხუჭავთ და რომ გაგიხელიათ უკვე დილა იყო. თქვენ კი გაკვირვებული იყავით, როგორ ერთი წამიც არ გასულა და უკვე დილააო???
    თან არც სიზმარი გახსოვდათ და არც არაფერი, თავს ჩიტივით გრძნობთ…

    რა დაზღვეული ხართ, რომ იმ დროს ლიმბოში არ იყავით და სინამდვილეში მთელი წლები გავიდა და რომ გამოფხიზლდით უკვე აღარაფერი გახსოვდათ და გეგონათ, რომ სულ რაღაც ერთი წამი გავიდა, არადა უკვე დილაა…

    ძალიან საინტერესო თემაა სიზმარი, ეს ის თემაა, რომელზე საუბარი მეცნიერებსაც უჭირთ…

    მოკლედ მე ჩემი აზრები გითხარით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე მართალი ვარ, უბრალოდ ასე მგონია და ლოგიკური შედეგიც ასეთია…
    ============
    რაც შეეხება კინოს, წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ ჩემი აზრით მთელი კინო იყო კობის სიზმარი…

    აბა ყველას ტკბილ სიზმრებს გისურვებთ😉

  34. Anonymous on

    Right before the film cuts to the end credits, the spinning top wobbles, leaving the audience wondering if Cobb was still dreaming. In an interview on The Chris Moyles Show, Michael Caine stated that “[The spinning top] drops at the end, that’s when I come back on. If I’m there it’s real, because I’m never in the dream. I’m the guy who invented the dream.”

  35. GiochiWinX on

    განსხვავებული მოსაზრებები მომეწონა ძალიან.

    არასოდეს მიფიქრია.

  36. Affen Spiele on

    მე მომეწონა ეს ფილმი = ))

    ძალიან ძალიან მაგარია ))

  37. 1001giochi on

    zalian kargi filmia me piradad momewona

  38. german on

    magari filmia

  39. gvanca on

    magari xom aris da aris, magram kai gvarianad shemdzra am filmma… statias da komentarebs sruliad gavecani,magram es kidev cotaa..am filmze iqneba yoveltvis uamravi varaudi,magram ara daskvna!!!!!

  40. Tamuna Nadareishvili on

    pilmis dasawyisshi rodesac iyo kobis da saitos laparaki da boloshic igive rom iyo es imas ar nishnvas ro kobis raime esizmreba an raagac magdagvari ubralod kino egre daiwyo da mere agrdzeleben imas tu ramoxda manamde sanam iq limboshi moxvdebodnen.aseve boloshi saitom rom esrolakobis da tavis tavsac isini mokvdnen da realobashi dabrundnen aseve ar dabrundnen kobi da mali mashin limbodan amitom tavis mokvla ar nishnavs ro linbos upro grma sapexurshi shedixar es nishnavs rom isini realobashi dabrundne da bolos totemi rodesac bzrialebda kargad chans ro is iryeoda da sruliad dasashvebia rom is wakceuliyo esubralod mayureblebis dasabneveliaa albat yvela dametanxmeba ro totemi ro chveulebriv waqceuliyo amdens aravin ilaparakebda am pilmze da sruliad chveulebrivi iqneboda swored es aris ampilmis idumaleba :))))))))!!!!!!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: