Летели облака
საკუთარ თავზე ბლოგზე ძალიან ცოტა პოსტი მაქვს დაწერილი. ეს იმიტომ, რომ მუდამ მეცინება მსგავს პოსტებზე. პირად სიხარულზე, ტკივილზე, განცდებსა თუ პრობლემებზე წერა და მერე მისი წაკითხვა ჩემთვის სასაცილოა. არასოდეს ვყოფილვარ(არც ახლა შეცვლილა რამე) იმპრესიონისტი. დღეს მიშელ უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკების” კითხვა დავასრულე, დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯოისის “ულისესთან” ბრძოლა დავასრულე. დაახლოებით მაგ დროს ვნახე(ვინ იცის მერამდენედ) ნოლანის “მემენტო”, ხოლო დღეს უელბეკს Sideways–ს დავაყოლე, მართლა ძალიან კარგი ფილმი. ამ ოთხმა ერთმანეთისგან ფუნდამენტალურად განსხვავებულმა ნაწარმოებმა ჩემში პოსტის დაწერის სურვილი გააჩინეს, პოსტის რომელიც მოგონებებზეა.
Memory can change the shape of a room
მე არ ვაღიარებ წამიერ შეგრძნებებს. ის რაც მხოლოდ აწმყოშია და არ აქვს სხვა დროის შეგრძნება მკვდარია. მოგონებები რომლებიც გონებაში კვალს, თუნდაც უმნიშვნელოს, მაგრამ მაინც ნაფეხურებს ტოვებენ, აი ისინი არიან ცხოვრებაში დახარჯული წამები/წუთები etc.
1996 წელი. სკოლა, “კლეჩატი” შარვალ–კოსტუმი, პირველი სკოლის მეგობრები, პირველი გოგო რომელიც მომეწონა, ბეჭედი რომელიც ვაჩუქე, სილა რომელიც ორიანისთვის მივიღე.
სკოლასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ბევრი კარგი, კიდევ უფრო მეტი სასაცილო, თუმცა ახლა რომ ვუკვირდები სევდიანი. არასოდეს მყოლია ერთ მუშტად შეკრული კლასი, ფრაგმენტების გარდა კლასელებისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. დრო გადის და მასთან ერთად სულ უფრო იზრდება ნაპრალი, რომელიც დაახლოებით მერვე კლასში გაჩნდა ჩემსა და ჩემს თანაკლასელებს შორის. არა ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ყველასთან, უბრალოდ საზაფხულო რომანს ჰგავდა ყველაფერი. მშვენივრად ვაანალიზებდით ყველა, რომ ეს ძმაკაცობა/დაქალობა მხოლოდ 11 წელს გასტანდა, სკოლის დამთავრებასთან ერთად ჩვენი გზები გაიყოფოდა. ჩემს გზას მხოლოდ ერთი ადამიანი დაადგა ჩემი კლასიდან და ის დღემდე ჩემი მეგობარია.
2005 წელი. კომპიუტერის ყიდვა, ფორუმები, გატაცება კლასიკური როკით, ერთბაშად უამრავი საოცარი ფილმით ტკბობა, ახალი მეგობრები.
სახლში ინტერნეტმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ფაქტობრივად შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი. ფორუმზე კინო დისკუსიებმა გამიტაცეს, რომელიც რამდენიმე პიროვნებასთან დიდი მეგობრობის დასაწყისად იქცა, მეგობრობის რომელიც დღემდე გრძელდება. დეკემბერი და “ხერხი”, “ტრანსფორმერები”, ლატვია, მობილურში სიმღერა, ჩხუბი ახალი ბენდების აღმოჩენაზე(ამ დროს ჩემი მუსიკალური გემოვნება რადიკალურად შეცვლილი იყო და დღევანდელის პირველსახეს წარმოადგენდა), კონვერსი, ხარება და თევზი, კეკელიძის ქუჩა…
არც კი ვიცი ამ პოსტით რისი თქმა მინდა, ალბათ იმის რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გახსოვდეს რაღაც კარგი ან ცუდი, მაგრამ გახსოვდეს. ის ფაქტი რომ მოგონებებით ვარ სავსე კარგია, სავარაუდოდ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით თითქმის არასოდეს ვყოფილვარ მაინც სასიამოვნოა, რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც…
believe that when my eyes are closed, they are still there
სახელებით არ ჩამოვთვლი არავის, არა იმიტომ რომ მეშინია(სასაცილო სიტყვაა ამ კონტექსტში) ვინმე არ გამომჩეს, უბრალოდ ძალიან ემო და სასაცილო გამოვა ისედაც ღიმილისმომგვრელი პოსტი. უბრალოდ ეს პოსტი გეძღვნება შენ… კიდევ შენ ვისაც ძალიან გიყვარს LCD Soundsystem… შენ ვისაც მთვრალს ყველაზე მეტად ვენდობი, განსაკუთრებით საჭესთან… შენ Angels and Airwaves რომ ვერაფრით შემაყვარე… გეძღვნება იმიტომ 15 წელია მიძლებ… შენ იმიტომ რომ საირმის გორაზე ინციდენტის შემდეგ ძალიან გაიზარდე და ოჯახშიც აღარ გიშლიან ჩემთან ერთად კინოში სიარულს…გეძღვნება შენ რომელსაც ასე გეზიზღება მაკი და გიყვარს ფლოიდი…კიდევ შენ… გეძღვენება შენ რომელსაც გიყვარს ზღაპრები… შენ მღერი საოცრად… შენ მშვიდად გეძინა ჩემს გვერდით… შენ გული გტკივა აფხაზეთზე… ინგლისურზე სიარულის მაგივრად მაკში დავდიოდით… გეძღვნება იმიტომ, რომ კონვერსის ბიჭის არ იყოს შენც გაიზარდე, ძალიან… გეძღვნებათ იმიტომ რომ პიტულშიკები ხართ… თქვენ ერთად…
აჰჰ კიდევ რამდენი ადამიანი ტრიალებს ჩემს გონებაში, მაგრამ ეს სხვა დროს და სხვა ისტორია იყოს.
საოცარი ვინმეა მიშელი, ბრუნო, ალექსანდრ პეინი, ბაკ მალიგანიც და ლეოპოლდ ბლუმიც, ყველანი ისე ახლოს დგანან ამ პოსტთან. სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგი ელემენტარული ნაწილაკი იყო რომელმაც ცხოვრებას გემო მხოლოდ მაშინ გაუგო, როდესაც სიკვდილმა ჩასჩარა ნაჭერი პირში. გადაყლაპვა გაუჭირდათ, მონელება კიდევ უფრო. ზოგიერთი მოგონებებით ცხოვრობდა,რეჟისორობა იტაცებდა, წერა უყვარდა, ღვინო, და კარებზე კაკუნის შემდეგ შავი ფარდა, მაგრამ ყველაზე ახლოს მაინც ლეონარდ შელბია და შენ რათქმაუნდა.
ეს ყველას ვინც იგრძნო რომ აქ არის
ყველაზე სასაცილო პოსტია :დ
memgoni sheni kvelaze kargi postia : D
kekelidzeze me chavijvi xo? : D
კი შენ
kai blogia “believe that when my eyes are closed, they are still there” amas davikopireb
LCD Soundsystem-ის მუსიკაზე დავრბივარ, ითვლება თუ არა, რომ ეს პოსტი მეც მეძღვნება 😀
ნიკა LCD Soundsystem–ის სიყვარული ავტომატურად ნიშნავს იმას რომ ეს პოსტი შენზეცაა :დ
როგორ მიყვარს ეგ სიმღერა, ეგ წიგნი, ეგ ნაწილაკები, ეგ ემოციები…
ახლა ეგ ტყუილია, რომ მე საოცრად ვმღერი 😀
: )
I love the fairytales 🙂
ესებუა (ფრანგული გამოთქმით), ისე მოკვდები, რომ ვერასდროს იტყვი ნორმალურად “მე შენ მიყვარხარ”-ს. ამაში ვგულისხმობ შენი პირის პრობლემატურ აპარატს და, რა თქმა უნდა, გრძნობას, რომელიც ვეღარ გაგაჩნია.
სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში შენი პირის აპარატს უფრო ეშველება…
გულგატეხილი თამრო 😦
საინტერესო პოსტია
გავიხსენოთ 08 08 08
გულისცემა შეწყდა…
ომი სიკვდილით იწყება და სიკვდილით მთავრდება!
არასოდეს ყოფილა იმაზე მეტი სიბნელე, ვიდრე იმ ღამეს. არასოდეს ყოფილა გზა თბილისისკენ ისეთი ძნელად სავალი, როგორც მაშინ. ცოცხალ–მკვდარი ადამიანი ამ გზას მიუყვებოდა, სხეული დამძიმებოდა და ახლა მხოლოდ ფიქრებიღა ემსუბუქებოდა…
…
მაშინ ჯერ კიდევ დატყვევებული იყო და მანქანის უკანა სავარძელზე ბორკილებდადებული იჯდა. ჯარისკაცებმა სახლის კარი შეამტვრიეს, დედ–მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარეთ გამოყარეს. კაცს ესროლეს. როგორც ჩანს ქალი ოსი იყო; უყვიროდნენ, ქართველ კაცთან რა გინდა, აქ რა დაგრჩენიაო. მგლოვიარე დედას კაბა შემოახიეს და მანქანაში შეაგდეს. სუნთქვაშეკრულ და გაფითრებულ ბავშვს კი ცეცხლმოკიდებულ სახლში შეუძახეს. ალი დაუმწიფებელი ყურძნის მტევანს მოედო, მწვანე მარცვლები ცრემლებად იღვრებოდნენ…
გაგრძელება:
http://ipiqre.blogspot.com/2010/08/080808.html
first time isaw you, you were sitting backstage in a dress.
a perfeect messs
მკვლელი პოსტია. მართლა საუკეთესოა მგონი შენს ბიბლიოგრაფიაში, ისეთია რომ ვიკიქვოუტშიც კი შეიტანებენ რამდენიმე წინადადებას 🙂 (ამას მართლა ვამბობ, ჯერ მხოლოდ სტატია უნდა დაიწეროს ვიკიში)
🙂 კარგი პოსტია, იმის მიუხედავად, ხართ თუ არა იქ ნახსენები
პ.ს. მე ვარ 😀
მოიხსენით კომპლექსი პირადი პოსტების წერაზე,
მე ვფიქრობ ადამიანმა უნდა წეროს ის, რისი დაწერაც ყველაზე უკეთ გამოსდის, ზოგისთვის ეს პირადი დღიურისმაგვარი ჩანაწერი იქნება, ზოგისთვის პოლიტიკური მოწოდება, ზოგისთვისაც კინო მიმოხილვა 🙂
არაა სასაცილო პოსტი, აშკარად ესეც მშვენივრად გამოგდის 🙂
პ.ს. სიმღერა მომეწონა, არ ვიცოდი. thanks
ველოდები შენს კინო რევიუებს!!!
arc ki vici am blogze saidan avgmochndi, an vin cers am posts, magram ratomgac mominda mec momdzgvnoda :DDD
ძალიან მაგარია )))
იმედია დაბრუნდები ))
ძალიან მომეწონა….
ფილმებიც დაამატე რა =[
Zalian sainteresoa me piradad momewona
saintereso postia Zalian damainteresa aq romeligac saitidan agmovchndi 🙂 filmebs tu daamateb kargi iqneba
kargia rom aseti saintereso blogebi arsebobs kargi da saintereo siaxleebi tu iqneba xshiri stumari viqnbi tqveni
კარგი პოსტია. ბევრი რამ გამახსენა. შენი კლასი ძალიან ჰგავს ჩემსას და შემთხვევით კლასელები ხომ არ ვიყავით? :დ
შენს დაწერილ წიგნსაც სიამოვნებით წავიკითხავდი 🙂
ძალიან მომეწონა
Nice answer back in return of this difficulty with
solid arguments and explaining the whole thing regarding that.
საინტერესო იყო