Archive for the ‘სახალისო ვეშჩები’ Category

პენისით მარიაჟობა და მამაკაცის ძუძუ

ბლოგზე დაბრუნებულმა გადავხედე ბოლო დღეების search term-ებს(რამდენზეც მიმიწვდა ხელი) და რათქმაუნდა საოცარ საძიებო ფრაზასა თუ სიტყვას გადავაწყდი.

* როდესაც შეყვარებული გაბრაზებულია რა უნდა

რათქმაუნდა ამ კითხვაზე პასუხი ჩემს ბლოგზეა. ნებისმიერ შეყვარებულ სუბიექტს შეიძლება მხოლოდ ერთი, კონკრეტული მიზეზი ამოძრავებდეს და ამ მიზეზის გასაგებად არ არის აუცილებელი მასთან დალაპარაკება, უკეთესია დასერჩოთ გუგლიში და გაიგოთ რა სურს თქვენს მეორე ნახევარს.

*ძველებური ქართული სექსი

მე როგორც ნამდვილი ქართველი მოწადინებული ვარ ტრადიციები შევინარჩუნოთ ყველაფერში. სუფრა იქნება ეს თუ სექსი არ აქვს მნიშვნელობა. აბა გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით, რამდენ თქვენგანს ჰქონია ძველებური, ლაზათიანი სექსუალური აქტი. ეუჰ არადა რა მუღამი აქვს.

*კიდევ ქალიშვილი ხარ სურათი

მაგრად მაინტერესებს ეს რას ნიშნავს. რას ეძებდა რიგითი მოქალაქე. არ ვიცი ალბათ სახეზე აქვს მდედრს ქალიშვილობის დაკარგვა აღბეჭდილი.

*მინეტი გამიკეთეს

წარმოიდგინეთ ორგაზმის შემდეგ ემოციები. არსებობს ორი ვარიანტი ან აღფრთოვანებულია და ყველას უნდა გაანდოს თავისი კარგი ხასიათის მიზეზი ან პირიქით ძალიან დაითრგუნა ორალური სექსით და ეხლა გუგლის მკლავებში ქვითინებს(შეიძლებოდა სიტყვა აღსარებაც მეხმარა, უბრალოდ არ გამოვიყენე).

*რას ნიშნავს ერექცია

ქართულ განმარტებით ლექსიკოში თუ დავუჯერებთ, ერექცია ეს არის მამაკაცის სასქესო ორგანოს მდგომარეობა როდესაც ის გაჩერებაზე მოკლეკაბიან გოგოს ხედავს ან მეგობრის შეყვარებულის დაქალი ეუბნება, რომ ჭკვიანური გამომეტყველება აქვს.

*პენისით მარიაჟობა

Woooooow. აი ეს არის ყველა დროის ყველაზე მაგარი სერჩ თერმი. წარმოიდიგინეთ სცენა უბანში რიგითი ჯეელი თავისი პენისით, როგორ მარიაჟობს, დაახლოებით მანქანის გასაღების სტილში ეპყრობა სარცხვენალს და აღფრთოვანებული სახეებით გარშემორტყმულ წრეში ეშმაკურად იღიმის.

p.s და ბარემ აქვე რამდენიმე სახალისო ვიდეოს დავაგდებ Family Guy-დან

რას ნიშნავს მამაკაცის ძუძუ :დ

თავი რომ იტალიელად იგრძნოთ საკმარისია……..   ულვაში

მსოფლიოში ყველაზე ამორალური ცხვარი

საახალწლო პოსტი მათთვის ვისაც უყვარს თონესთან პურის რიგში დგომა

რამდენიმე საათში ახალი წელი დადგება. მე გადავწყვიტე წერილი მიმეწერა თოვლის ბაბუისთვის და შემეწუხებინა რამდენიმე თხოვნით.

ეს სურათის პირდაპირი ლინკი, აქ თვალები რომ არ დაითხაროთ კითხვით.

ყველას გილოცავთ 2010 წელს. დიდი იმედი მაქვს ჩემთვის ეს წელი წინა წლებზე უკეთესი და გამორჩეული იქნება. იმავეს გისურევბთ თქვენ. ბევრი საინტერესო მოვლენა, მხიარულება, დასამახსოვრებელი მომენტები და ბედნიერი ეპიზოდები. ეს პირველი ახალი წელია რომელსაც ბლოგერის რანგში ვხვდები, განსხვავება არ იგრძნობა : დ

პედოფილი სანტა კლაუსი

დღეს ქრისტეს შობის დღესასწაულია და მეც გადავწყვიტე ერთ–ერთი საუკეთესო ვიდეო გაგიზიაროთ, რომელიც შობისა და სანტა კლაუსის თემატიკას ეხება.  ჭკვიანურად მოფიქრებული სცენარი და სამოყვარულო კამერით გადაღებული მშვენიერი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ისიამოვნეთ

მე კი არ დავარღვიე ტრადიცია და შობის ღამეს Nightmare Before Christmas ვნახე.

გარყვნილნნი

დღეს მეგობარს შევპირდი პოზიტიურ პოსტს დავწერთქო, მაგრამ სახლში გრადუსში მოსულს, ისეთი სურათი დამხვდა ძნელია სხვა რამეს მივაქციო ყურადღება.

გუშინდელ პოსტში “შევეხე” გოგონას რომელსაც კოცნაზე პრობლემები ჰქონდა და შევეცადე გვერდში დავდგომოდი. დღეს სექსიზიზღია ეკა მინდა გაგაცნოთ. :დ

აზრზე ხართ?! შეყვარებულმა სექსი სთხოვა. მდედრმა წამიერი სისუსტე გამოიჩინა და დასთანხმდა, თუმცა საბედისწერო პაემანზე მაინც არ მივიდა და თავისი ღირსება არავის შეალახვინა. წარმოიდგინეთ სახლში რომ გაიგონ მშობლებმა, რომ გოგო გათხოვებამდე სასურველი მამაკაცის სხეულთან ინტეგრირდება, საკუთარ შტეფცელში ვილკას აყოფინებს ბიჭს ან პოპულარული ქართულით რომ ვთქვა ჟიმაობს.  მაგარი სკანდალი იქნება ოჯახში.

ეკას გაუმართლა, მშობლებმა ჯერ–ჯერობით არაფერი არ იციან. გული ყველას ქუსლებში გვეპარება იმაზე დარდით, რომ მშობლებმა შეიძლება სიმართლე შეიტყონ ეკაზე, რაიმე სახის დოკუმენტი ჩაიგდონ ხელში, ან კვლავაც პოპულარული ქართულით თუ ვიტყვი დაატყნან(მე მაპატიეთ ეს სიტყვა) ფაქტზე.

ეხლა ვიფიქრე ანალიზსს გავუკეთებთქო ამ წერილს, მაგრამ მერე მივხვდი რომ უაზრო დროის ხარჯვა იქნებოდა, მაგარი გადაღეჭილი თემაა. უბრალოდ ხანდახან ასეთი მძიმე შემთხვევები, მაგრად მახალისებს ხოლმე.

ჩემი შემდეგი პოსტი დანამდვილებით ვიცი რომ აღარ იქნება ასეთ მარაზმებზე, რამდენიმე საინტერესო ვიდეო მინდა გაგაცნოთ. ნადვილი ხელოვნების ნიმუშები(სერიოზულად ვამბობ).

p.s ორივე ფოტოსთვის დიდი მადლობა ico–ს.

დავივიწყოთ სექსი და კოცნა!!!!!

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ცუდი ადამიანი ვარ. დიახ მეგობრებო, ჟურნალმა “სარკემ” დამარწმუნა ჩემი პიროვნების ამორალურობასა და სიბილწეში.  მივხვდი რომ ძალიან შორს შევტოპე და დროა დავამუხრუჭო.

“შეყვარებული კოცნის გამო დავკარგე”  ამ წერილის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემთვის ნათელია, რომ ქართველი გოგო არაა მზად ქორწილამდე კოცნისთვის, სექსისთვის ან თუნდაც ნარდში შაში ჩარის გაგორებისთვის. ქართველი გოგო კდემამოსილი და უმწიკვლო უნდა იყოს, არ უნდა სცხვენოდეს თავისი საქციელის და არაფერი არ უნდა დააძალო. არც ქორწინებამდე ურთიერთობისას და არც შემდეგ. შეყვარებული გოგო მზადაა სატრფოსთვის მრავალი სიგიჟე ჩაიდინოს : აკოცოს, გაზის ბალონი დატენოს, ნისიად “ზეიკიძის” ძეხვი აიღოს ან საერთოდ ოთხი ნომერი კენტი უყიდოს ტურფას. ეს მამაკაცების ბრალია, გვიყვარს როდესაც გოგო ჩვენი გულისთვის დათმობებზე მიდის, ექსტრემალურ სიტუაციებში უწევს ყოფნა ან რაიმე არაადამიანურს აკეთებს. ბოჰემურ ცხოვრებას მიჩვეული ყმაწვილები ვგიჟდებით გოგოსთან ერთად მეტრო “თავისუფლებიდან” “რუსთაველის” მეტრომდე გზის ტკეპვნას, მთელი ღამე მესიჯობასა და ადნაკლასნიკებზე საჩუქრების ჩუქებაზე.

სამწუხაროდ ეჭვები მკლავს და მიწას მითხრის იმაზე ფიქრში, რომ გოგომ რომელმაც მე მაკოცა შეიძლება სხვასაც აკოცოს. შეიძლება სხვასაც დაუწეროს 5–იანი ან ათხოვოს თავისი ქსეროქსები უნივერსიტეტში. მაგიჟებს იმაზე ფიქრი რომ არ მაქვს იმის გარანტია, ჩემი მომავალი მეუღლე, ჩემამდე ტუჩშეუბილწველი იქნება, არ მაქვს იმის გარანტია რომ მას ჩემსავით ეყვარება კენგურუ ჯეკი ან შარლ აზნაურის პროფილი, თუნდაც ტერენტის ლექსები ან ჰიჩკოკის ფილმები.

მე ვიწყებ ახალ მოძრაობას და გთხოვთ ყველას შემომიერთდეთ– ქართველი გოგო კოცნის გარეშე. მოდით მეგობრებო ქორწინებამდე სიწმინდეები შევინახოთ. მთავარი ხომ უბრალოდ ურთიერთობაა, სულიერთი თან. ნუ ვეამბორებით ერთმანეთს, უკეთესია ჯოკერი ვითამაშოთ, სეფისკვერები ვჭამოთ და კიმ კარდაშიანის პორნოებს ვუყუროთ.

ნახევრად ცნობილი, გოთვერანი, შიშველი ქართველები

ყველაფერს თავისი ოსტატობა ჭირდება მეთქი რომ ვთქვა ვერ ვიქნები ორიგინალური. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზღვრები არ არსებობს არსად, ადამიანს ყველგან და ყველაფერში შეუძლია რაღაც ექსტრაორდინალურის ჩადენა. ჩემი ბლოგის შერჩ ტერმები კი ამაში მარწმუნებს ხოლმე მუდამ.

ბოლო ერთი თვის ყველაზე საინტერესო დასერჩილ მასალას წარმოგიდგენთ.

1)ნახევრად ცნობილი სიმპატიური მამაკაცები

წავიდა ის დრო როდესაც ცნობილი მამრები ბუინობდნენ. გიხაროდენ ნახევრად ცნობილებო თქვენი ერა დაიწყო. ეხლა რას ჰქვია ნახევრად ცნობილი, ეს ის ადამიანებია რომლებსაც რომ შეხედავ გგონია იცნობ, მაგრამ ვერ იხსენებ საიდან იცი. ასეთები არიან :პირველი სტერეოს წამყვანები, შაურმის გამყიდვლები ლესელიძეზე, მეტროს მითიური ქალები რომლებიც პატარა ჯიხურებში სხედან  და ა.შ

2)ბათუმში მინეტი

თბილისში მინეტი გამიკეთეს რომ მოყვე ძმაკაცებში ისეთი პონტია რა, პაპსაა. ამას ჯობია აიღო ბათუმი, კაი ჯიგრული საზაფხულო რომანი მოიფიქრო. იქ პლიაჟზე ზასაობა, ბუნგალოში სექსი, თონეში მინეტი და ბულვარში სასტავთან კაჩაობა.

3)გოთვერნული ფილმები

ბოლო ორი წელია ვუყურებ ცრუპენტელურ, დადაისტურ და გოთვერნულ ფილმებს. გეცოდინებათ თქვენ რომ მოდიდან გადავარდა ჟანრი ე.წ “მე მიყვარს აღმოსავლეთელების გენოციდი”  და შესაბამისად გოთვერნული ფილმები დაგვრჩა ნამდვილ კინომანებს გულის მოსაოხრებლად.

4)ქართველი ქალის კაბა

ადამიანი რა გამწარებულია? დადის თბილისში და ეძებს გოგოს კაბით. რამდენიმე უშედეგო დღის შემდეგ უბრალოდ დგება და გუგლვას იწყებს, რათა ფოტოები მაინც ნახას ამ საარაკო სანახაობისა.

5)არ გინდა ნძრევა

მობეზრდა ვიღაცას “მუშაობა”. ხოდა მოტივაცია არ აქვს დიდი, ამიტომაც ეძებს ამკრძალავ ესსესა თუ ნაშრომს რათა შეწყვიტოს ფიზიკური დატვირთვა საკუთარი სხეულის.

6)ავტობუსში გადაღებული შიშველი ქართველი გო

ალბათ გოგოებს ეძებდა რიგითი ქართველი. მე მინდა გავაწბილო ეს სულიერი. გოგოები საქართველოში მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შიშვლდებიან. მაგ: გათხოვება, ცად ამაღლება, ბუტროს ბუტროს გალის დაბადების დღე და ა.შ

ქართული ომები ეპიზოდი VII:მე კაცი არ ვიყო თუ…

ეს ჩემი რიგით მე-100 პოსტია ჩემს ბლოგზე. 5 თვეა რაც Faukclub(საინტერესოა რამდენმა ადმაიანმა იცის რას ნიშნავს ეს სახელი :დ) არსებობს და ამ დროის მანძილზე ძალიან შევეჩვიე ჩემს პირმშოს.

მინდა ეს პოსტი გარდამტეხი მომენტი იყოს ბლოგისა და ჩემს ცხოვრებაში, ვაპირებ რაღაც-რაღაცეები შევცვალო და ამას დღეიდან დავიწყებ. ძალიან მინდა უკეთესი ადამიანი გავხდე, კი ვიცი რომ Self improvement is masturbation(ტაილერ დერდნერის სიტყვებია Fight Club-იდან) მაგრამ ექიმებს თუ დავუჯერებთ ხანდახან ჩუკენობაც კარგია თურმე.

1)Одноклассники – ფულს გადავიხდი და ყველა მეგობარს 5+-ით დავუწერ, შემდეგ ყველას დავუკომენტარებ ფოტოებს და ამით ბევრის გულს მოვიგებ. გადავიღებ სურათს სადაც ორ გოგონაზე მექნება ხელი გადახვეული, რომელსაც ამავე საიტზე განვათავსებ და შემდეგი სახლის წარწერას დავურთავ:”აუ რა დრო ვატარე უკრაინაში. ბოზიიიიიშ”

2)Facebook – ყოველდღე ძალიან ბევრ ტესტებს გავაკეთებ, რომელთა პასუხებს აუცილებლად დავაფაბლიშებ. დავტაგავ მეგობრებს ყველა სახის სურათებში – ჰოროსკოპით ვინაა, Simpsons-ის რომელ პერსონაჟს ჰგავს, რა ფერის ტრუსიკის ჩაცმისას ექნება სახეზე ღიმილი ან რომელ ფილმში ჰგავს ბრუს ლიის.  დილით და საღამოს გავაკეთებ ტესტებს სადაც დღის მეგობარს, სექსუალურ პარტნიორს, მტერს, თამადას, მეკვლესა თუ მარშუტკაში ფულის გადამხდელს გავიგებ ვინაა.

3)შეყვარებული – აუცილებლად გავიჩენ შეყვარებულს. საშინელებაა როდესაც სიჭაბუკის საუკეთესო წლებს, სრულიად მარტო ქალის სითბოსა და სიყვარულს მოკლებული, ბნელ კუნჭულში მიგდებული, სასოწარკვეთილი ვატარებ. მინდა გოგონა რომელიც სიტყვობანას თამაშისას ა ასოზე “აკულას” მეტყვის და ამით თავის გონებამახვილობას დამანახებს, მჭირდება მდედრი რომელიც მხოლოდ მანამდე მოუვლის თავს სანამ არ დარწმუნდება, რომ მიყვარს და მერე ცელულიტის მორევში ჩაეფლობა. მინდა მყავდეს გოგონა გვედით რომელთან ერთადაც აისსა და დაისს შევხვდები, ვიცინებ, ვიმხიარულებ,  კომშის კამპოტს მოვხუფავ, მოცხარის “დიროლს” ვიყიდი და… მეტი რაღა უნდა გინდოდეს ადამიანს

4) მეგობრები – თავს მათ მივუღძვნი, ვიმუშავებ რომ ბაჩოს არაფერი მოვაკლო, თსუ-ში ვივლი რომ მაგდა გავახარო, ცეკვას ვისწავლი რომ მაროს ქორწილში გავიგიჟო თავი, ლივერპულს შევიყვარებ რომ გიორგი კმაყოფილი იყოს, პორნო ვარსკვლავი გავხდები რომ დათოს ჩემი ვიდეოები მივუძღვნა,ნაითს x box-საც ვუყიდი, ახალ PC-საც და playstation-საც რომ თვითონად დაისვენოს და “მეგალაინის” გამყიდვლებიც დაასვენოს ყოველ კვირა სიარულით. ანისთვის არაფერს გავაკეთებ, მას მუდამ უხარია ძველებური ნიკას ნახვა. სხვა მეგობრებსაც არ დავივიწყებ ყველასთვის შევიცვლები, მინდა სხვა ადამიანი ვიყო.

5)მე – მორწმუნე გავხდები. სამსახურს უფრო იოლად ვიშოვი, ხალხს უფრო მეტად ვეყვარები. დიდბალთიან ქამარს ვიყიდი, ტელეფონზე პასუხისას ხმას დავიბოხებ, მარშუტიკს გაჩერებისას “ვაჟნი” გავხდები, ნაკლებ ცინიკოსი გავხდები, სამაგიეროდ უფრო მეტ ხუმრობებს ვიტყვი(მოვიგონებ თუ რაცაა) ვაგინაზე და პენისზე.

ეხლა დავფიქრდი და ეს ცვლილებები სწორად უნდა გავატარო, ერთი შეცდომა და შეიძლება დავიღუპო, თუ რათქმაუნდა ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ ისედაც დაღუპული არ ვიქნები.

ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი საქართველოდან

სიცხე მაქვს და თავი მისკდება 2 დღეა. ძალიან მეზარებოდა რამის დაწერა ამიტომაც 140 სიტყვით შემოვიფარგლები, ნუ რაც უფრო მეტს ვწერ ეხლა მით უფრო იზრდება ეს რიცხვი. ::დ

1)

ეს არის შემთხვევა, როდესაც ქართული ენის უშრეტი სიყვარული ერწყმის ელემენტარულ კულტურის ნორმებს და მიიღება მამულიშვილი რომლებიც ყველაფერზე წავა სიწმინდის დასაცავად.

2)

ქართველებს ხშირად გვჩვევია მარიაჟობა. გვიყვარს როდესაც ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებას ვახდენთ, აგერ ნათელი მაგალითი ამისა.  პიროვნება რომელიც არაერთ ენას ფლობს, თან უმაღლეს დონეზე, აკეთებს რეკლამას.

3)

მას შემდეგ რაც თბილისში არ გაამართლეს შვეიცარიულმა, ბერძნულმა, თურქულმა, მშვიდმა, ჩალისფერმა, ჩახუჭუჭებულმა, ქანჩმომარჯვებულმა და პირშიჩალაგამოვლებულმა პურებმა, სრულიად ახალი სახეობის “გაბრაზებული პურებით” შეგვეძლება პირის ჩატკბარუნება/ჩაკოკლოზინება.:დ თან ბრაზობ მიშაზე, ოპოზიციაზე, ანდაც გლობალურ დათბობაზე და გაბრაზებულ პურს ჭამ პარალელურად, რითაც ხაზს უსვამ შენს განწყობას.

4)

სამწუხაროა რომ ამ დაწესებულების აბონიმენტი ძალიან ძვირი ღირს. არადა მუდმივ კლიენტად გახდომაც ძნელია, წარმოუდგინეთ ცალკე უფროსობას უნდა უცინო ცალკე მიმტანებს, მოკლედ ძნელად მისაღწევია ჩიხირთმა და ხაში.

5)

მიხარია რომ ტრეფიკინგთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის აღმოიფხვრა საქართველოში. ამ ფოტოს რომ ვუყურებ ვხვდები, რომ მყარი ნაბიჯებით მივიწევთ წინ, ევროკავშირისაკენ.

6)

არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ უბრალოდ მაინტერესებს რა დაწესებულებაზეა გაკრული ეს ფურცელები.

სუნიანი ტანსაცმელი, კიანუ რივზი და ტელფონის ზარი

პირველი სექტემბერი პირველ იანვარზე უფრო მეტად ცვლიდა ადამიანთა ცხოვრებას საქართველოში. 4-5 წელია სწავლის გადაწევამ და საზღვაო სეზონის გახანგრძლივებამ დააკარგვინა მას ეს ფუნქცია. არადა რამდენი რაღაც ხდებოდა ხოლმე პირველ რიცხვში.

1)სკოლის დაწყება ანუ სუნიანი ტანსაცმლები

პირველში სკოლა იწყებოდა და აბა რომელი ბავშვი იკადრებდა პირველ დღეს კლასელებთან გამოცხადებულიყო ისეთი ტანსაცმლით რომელიც თუნდაც ერთხელ ეცვა მანამდე სადმე. მახსოვს სუნს ვგრძნობდი სიახლისას სკოლაში. ბაზრობის, ბოტასის სპეციფიკურ სუნს, ახალი ჯემპრისა თუ მაღაზიაში ნაყიდი მაისურის “არომატს” . ვერასოდეს ვერ ვიტანდი ამ ტრადიციას, ყოველთვის ვცდილობდი აგვისტოში გამეცვითა ყველაფერი, ან გვიან მეყიდა.

ეხლა უნივერსიტეტშიც იგივე ხდება პრინციპში. სუნი სუნად დარჩა.

2)ყვავილები და ბანბანერკა

დამრიგებელს ყვავილებს ვინც არ აჩუქებდა ის არ აფასებდა თავის აღმზრდელს.  ხოლო ყვავილებთან ერთად ბანბანეკრასაც თუ მიართმევდა მასწავლებელს ამით ხაზს გაუსვამდა იმ უდიდეს სიყვარულს რომლითაც ის იყო აღვსილი.

3) ახალი გადაცემები

გაცილებით მეტი სიახლე იყო ხოლმე ტელევიზიებში ყოველწლიურად. ახალი იდიოტური სერიალები, ასევე მცდელობები კარგი შოუებისა თუ გადაცემების გაკეთების.

ეხლა ეს ყველაფერი ხან როდის ხდება და რან როდის. ერთი ისევ ისე დარჩა 2 სექტემბერს კიანუ რივზის დაბადების დღეა. ეს ბიჭი ნეოს როლისთვის დაიბადა, თორემ დანარჩენი მაგისგან მსახიობი არ გამოვა არაფრით, მაგაზე მეტ ემოციას ეკრანზე შეშა აჩვენებს ხოლმე.

პ.ს ამ წამს დოდკამ დამირეკა და ხვალ იმედსა შინა დაგვიბარეს ეს ყველაფერი ვილის ორატორული გამოსვლის ფონზე მითხრა. გამიხარდა ერთობ, ეტყობა ღამის შოუს სტუდიას, რომ მართლა სიახლე სჭირდებოდათ და უბრალოდ არ მაინუნობდნენ, როგროც ამას საქართველოს ტელევიზიებში სხვადასხვა გადაცემებში აკეთებენ ხოლმე.

”იმპორტული” პოსტი

გუშინ დილაუთენია მამაჩემმა გამაღვიძა, სამი თავისუფალი დღე მაქვს და სამეგრელოში წავიდეთო. ყოველ წელს ჩავდივარ ხოლმე დასავლეთში, 5-7 დღით იდეაში დასასვენებლად.

მგზავრობის უმეტესობა მანქანაში მეძინა. მუსიკის თანხმებით ვხედავდი სიზმრებს, ერთი სურამში გამეღვიძა აი პურები რომ იყიდება იქ, ნაზუქებთან ერთად. 500 მეტრიანი მონაკვეთი რომ არის შექმნილი, სადაც რამდენიმე ათეული ქალი ხელს იქნევს, რომელშიაც ან პური უჭირავს, ან ნაზუქი.

ძალიან მიყვარს რიკოთზე გაკეთებული ხაჭაპურები. ოღონდ მართლა. აი ყველი რომ თითქმის არ აქვს, არც ცხიმი და არც არაფერი. დედაჩემის მეგრულ ხაჭაპურს მირჩევნია, რომელსაც ყველი ასკდება ხოლმე. სულ მაგაზე მეჩხუბება დედა ყველაფერი უბედურება და საზიზღობა გიყვარსო. საერთოდ გარეთ გაკეთებული ყველაფერი უფრო მიყვარს, ვიდრე მშობლიურ სახლში დამზადებული. არა დედაჩემი ძალიან ძალიან მაგარი მზარეულია, უბრალოდ მუღამი აქვს ”იმ ცუდის” ჭამას.

ჩავედი ზუგდიდში. ვნახე ჩემები. მაგრადაც დავლიე როგორც წესია. 2-3 დისკუსია გავმართე სხვადასხვა თემებსა თუ პრობლემებზე. კბილებით ვიცავდი ფაქტს რომ ქართველები არ ვჯიშდებით, რომ გოგო მოტაცების შემდეგ არაა აუცილებელი დარჩეს თუ არ უნდა იმ ბიჭთან ყოფნა, ზვიადი რომ არ არის დიადი პოლიტიკოსი და ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ პირჯვრის წერასა და ღმერთისათვის შეთხოვნას ჩემ გოგოს სამუშაო უშოვე და საქართველო გააბრწყინეო, ჯობია ხელი გაანძრიოს მისმა გოგომ ტვინთან ერთად, ნუ თუ ძალიან უნდა სხვა სხეულის ნაწილებიც ჩართოს საქმეში და ისე იშოვოს სამსახური.

ნაწყენი წავიდა სუფრიდან რამდენიმე კაცი. ჩემი წვერები და შორტი არ მოეწონათ(ძალიან ”ევროპულიაო” ) . დაფლეთილია უბედური და რაღაცეები მაქვს ამოქარგული :დ

კოღოებმა როგორც ყოველთვის შემიკიკინეს. დაახლოებით 5-6 ნაკბენი მაქვს უკვე, ღამე ყურთან მიბზუიან დილით კიდევ მკბენენ სადაც ხორცი მიჩანს ყველგან.

დღეს ჩემი ძმის ჩაბარებასთან დაკავშირებით სმა-ჭამა იმართება და ვინ თუ არა მე უნდა დავლიო ბლომად. მამაჩემისთვის დალევა არ შეიძლება და მე ვარ ოჯახის სახე. :დ

ორშაბათს თბილისში ვარ ისევ და იმედია ”იმედიდან” დარეკავენ ამ დღეებში.

პ.ს დაახლოებით ესეთი ვარ ეხლა სამეგრელოში. არა გარეგნულად(ჩაცმას ვგულისხმობ, თორემ ისე ისევ ასეთი ვარ არ გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია), არამედ ”სულიერად”, არა უფრო ”სიმბოლურად” .  მე და ფერდინანდებს კიდევ ერთი ომი გვწყურია. :დ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)