Archive for the ‘Trailer’ Category

Fantastic message for thirsty People

სამთვიანი პაუზის შემდეგ ბლოგზე ვბრუნდები. ჟურნალი “ტაბულა” გახურდა. აგერ უკვე მეხუთე ნომერი გამოვა ორშაბათს და მეც გადავწყვიტე ნელ–ნელა ბლოგისთვისაც მოვიცალო.

პირველ პოსტზე ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ ჩემ საყვარელ თემატიკაზე, კინოზე, გადავწყვიტე დამეწერა.

2009 წელი მოულოდნელად კარგი გამოდგა კინოსამყაროში. ამდენი კარგი პროექტი ერთ წელს, ბოლოს როდის გამოვიდა არ მახსოვს(1999 არ ვთვლი). გთავაზობთ შარშან გამოსული საუკეთესო ფილმების ჩემეულ ათეულს.

10)Hangover

უდაოდ წლის საუკეთესო კომედია. მარტო ზაკ გალიფიანაკისის პერსონაჟი ღირს ერთ ფილმად. აი გემოვნებიანად განადაღებული ფილმია, ბევრი სასაცილო მომენტით და საკმაოდ ორიგინალური სიუჟეტით.

რომ არა ეს ნამუშევარი In the loop დაიკავებდა მეათე ადგილს, არანაკლებ მაგარი ბრიტანული კომედია.

9)Serious Man

კოენებს კინო უყვართ. მაგარი კიდიათ ყველაფერი გარდა იმისა, რომ თავი და მაყურებელი ასიამოვნონ. ფილმის დასაწყისი და დასასრული იმდენად ფენომენალურია, რომ ადამიანს გინდება გაგიჟდე, მაგრამ არ გამოგდის. საოცარი ფილმია შავზე უშავესი იუმორითა და ებრაული სულით.

8)District 9 / Moon

ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფილმი, რომლებსაც მხოლოდ ჟანრი, sci– fi, აერთიანებთ. ორი დამწყები რეჟისორის ნეილ ბლომკამპისა და დანკან ჯონსის გენიალური ფილმები. District 9 ძალიან ორიგინალური სიუჟეტის მქონე ფილმი, 30 მილიონად გადაღებული დიდებული სპექტაკლი, რომლის მთავარი პერსონაჟი ვიკუს ვან დე მერვეა(ოსკარებზე ძალიან დაიჩაგრა მთავარი როლის შემსრულებელი). Moon, indie კინოს ზეიმია. მინიმალისტურ სტილში გადაღებული ფილმი, კლინტ მანსელის მუსიკისა და სემ როკუელის კარიერის საუკეთესო პერფომენსის წყალობით, ბოლო ათწლეულების ერთ–ერთი საუკეთესო “კოსმოსური ოდისეაა”.

7)Messanger

რატომ მოიგო ამდენი ოსკარი Hurt Locker–მა როცა არსებობს ეს სულისშემძვრელი ფილმი?!

ძლიერი რეჟისურა სურდათ – Messanger უკეთესია

მსახიობების თამაში – ვუდი ჰარელსონი და ბენ ფოსტერის გვერდით, რენე და მაკი საცოდავები არიან

ორიგინალური სიუჟეტი – Messanger თავისი სიუჟეტითა და დინამიურობით, სიმძიმითა და სხვის სულში ხელების ფათურით, Hurt Locker–ს აშკარად განაღმულსა და გაუპატიურებულს ტოვებს. ყოველ სცენაში “ახალი ამბავი” სწორედ მაშინ მოდის როცა ეს საჭიროა.

წლის ერთ–ერთი ყველაზე დაჩაგრული ფილმი. უბრალოდ უნდა ნახოთ. პირველი სცენა ჯობია მთლიანად ბიგელოუს ფილმს.

6)Watchmen

სნაიდერი გიჟია! 300 საკულტო ფილმია, იმდენად საკულტო რომ რამისაა ყველაფერი მილერის კომიქსების ეკრანიზაციის ესთეტიკით გადაიღონ. აი Watchmen სრულიად და სხვა დონე და საფეხურია. გრაფიკული ნოველა ადაპტირებული კინოდ, ისე რომ სუპერგმირი თავად ხდები. ფერების საოცარი პალიტრა და ალტერნატიული სამყარო რომელიც შენ დოქტორ მანჰეტენივით ღმერთი ხარ.

5)Inglourious Basterds

I think this might just be my masterpiece. ამ სიტყვებს ლეიტენანტი ალდო რეინი ამბობს ფილმის ბოლოს და ტარანტინოს სათქმელს ზუსტად გადმოსცემს. “ნაბიჭვარმა” კვენტინმა, მართლაც შედევრი გადაიღო. უდაო და მეორე მსოფლიო ომის დარი. კრისტოფ უოლცის თამაშზე არაფერს ვიტყვი, უხერხულია. მიდი კვენტინ Kill Bill 3 გადაიღე, კიდევ ერთხელ დაგვიბრუნე პატარძალი და ანიმე ერთად.

4)Fantastic Mr.Fox

თანამედროვეობის ერთ–ერთი საუკეთესო რეჟისორის უეს ანდერსონის მცდელობა, კარიერაში პირველად გადაეღო ანიმაციური ფილმი დასრულდა… Fantastic ეს ყველაზე ცოტაა რითაც შეიძლება ეს ნამუშევარი შევამკოთ. არც ვიცი რას გავუსვა ხაზი, რეჟისურას, ულამაზეს ანიმაციას, პერსონაჟებს თუ ალექსანდრ დესპლატის მუსიკას. იცით როგორი ნამუშევრების რიცხვს მიეკუთვნება ეს ფილმი, აი ზედმეტი ლაპარაკი რომ არ უნდა, უბრალოდ უნდა უყურო და დატკბე მანამდე სანამ სიამოვნებისგან კომაში არ ჩავარდები.

3)Thirst

ჩან ვუკ პარკის მორიგი მცდელობა კინომოყვარულებს უკვდაბის წყლით მოუკლას წყურვილი. ეს რეჟისორი ერთ–ერთი ჩემი ფავორიტია და აგერ უკვე წლებია იმედებს არასოდეს მიცრუებს ხოლმე. რაც მტავარია ნელ–ნელა იზრდება, არაფერს არ ერიდება კინოში – სიმბოლოების, ფერების, მუსიკისა და შავი იუმორის გამოყენებით, ოდნავ პროვოკაციული გზებით საოცარ სურათებს იღებს. ფილმი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!!!!!

2)Ponyo

Pixar როგორ მიყვარს პოსტებზე მეტყობა ხოლმე, მაგრამ ჰაიაო მიაძაკის(სტუდიო Ghibli–სტან ერთად) ერთი ხელის მოსმით შეეძლო და ეხლაც შეუძლია 3d ტექნოლოგიები, კომპიუტერულ მამაძაღლობები დაგავიწყოს, მეტიც პატარა სოუსკედ გაქციოს და შენი პონიოს ძიებაში წლები გაგატარებინოს. ეს არის მულტფილმი რომელაც უბრალოდ არ ჰყავს უარყოფითი პერსონაჟი, რომელმაც არ იცის რა არის ცუდი და ბოროტება, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს ასხივებს.

1)Where the wild things are


ეჰჰ. როგორი ძნელია ამ ფილმზე საუბარი. რატომღაც ფილმის გამსოვლამდე მეგონა, რომ ძალიან მომეწონებოდა და ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ჩემს მეგობარს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მე გავგიჟდი, მეგობრებმა კი უბრალოდ კარგი ფილმის სტატუსი აკმარეს სპაიკ ჯონზის ნამუშევარს. ფილმში არაფერზე არ გავამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ვიტყვი ერთს ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი ფილმია და მგონია რომ ყველას ასეთი შეგრძნება ექნება. მნიშნელობა არ აქვს ვინ ხარ და რა ხარ. მაქსი, ქეროლი და კერენის მუსიკა შენთვისაც შენი სხეულის ნაწილი იქნება ვიცი. All is L….

და რამდენიმე საინტერესო ნომინაცია

ყველაზე ზედმეტად დაფასებული ფილმი: Hurt locker

ყველაზე დაუფასებელი : Lovely Bones

სულ ცოტა დააკლდათ ჩემ ათეულში შესასვლელად: Fish Tank(უეწველი ნახეთ ეს ფილმი), Up in the air

წლის “რას გვერჩი ჯეიმს ქემერონ” ფილმი: Avatar

წლის უდიდესი იმედგაცრუება: Public enemies(15 წუთზე მეტს ვერ ვუყურე), Land of the lost(პირველი შემთხვევა როცა უილ ფერელის კომედიაზე არც კი გამეღიმა)

წლის მეტი აღარ მინდა ესეთი ყლინჯობა, მადლობთ საკამრისზე მეტად გავიტანჯე და ძალიან გტხოვთ ნუ აწამებთ კინომოყვარულებს და ეგება თავი შევიკავოთ აწი მაინც ფილმი: New moon და ყველა თვალაითობა ფილმი.

პ.ს I’m Back :d

ნიკა ესებუა

Advertisements

ახალი House ძველი ლორით

House M.D-ის ახალი ეპიზოდი გამოვიდა  21 სექტემბერს და მეც ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ ჩემს ახალ სეზონს.

ჰიუ ლორიმ თავისი პერსონაჟით, გრეგორი ჰაუსი, და სცენარისტების ფანტაზიის ფართო დიაპაზონმა თითქმის შეუძლებელი შეძლო, მათ შექმნეს სერიალი რომლის 5 სეზონი თითქმის ერთ დონეზე კარგია. როგორც წესი Tv show-ები 1-2 სეზონის მერე მაგრად ფუჭდება და ბანძდება მაგ:Prison Break, LOST(ამის ბოლო სეზონს არაუშავდა), Heroes(მეორე თუ მესამე სეზონი უფარჩაკესი ჰქონდა) და ა.შ

House-ს მეექვსე სერიის პილოტი ვნახე გუშინ, უფრო სწორედ პირველი ეპიზოდი და ძალიან მომეწონა. იგრძნობა რომ მთავარ პერსონაჟში რაღაცის შეცვლას აპირებენ სცენარისტები და იმედია ეს რაღაც ჰაუსის გაკეთილშობილება არ იქნება. ეს პერსონაჟი იმიტომ მომწონს, რომ ერიკ კარტმენის კეთილშობილი ვერსიაა, ასეთი რამე თუ შეიძლება საერთოდ არსებობდეს. :დ რამოდენიმე ახალი პერსონაჟიც გამოიკვეთა, რომლებიც ვგონებ არცთუ უმნიშვნლო როლს ითამაშებენ მეექვსე სეზონში. კარგი იქნება თუ უფრო მეტი დრო დაეთმობა თავად გრეგორის პიროვნების შესწავლას და არა პაციენტების “გამოძიებას”.  ამ სეზონის ყველა ეპიზოდი ამ სერიასავით თუ იქნება საწუწუნო არაფერი მაქვს House კვლავაც საუკეთესო სერიალად დარჩება.

სულ მალე Heroes-ის ახალ სეზონის პირველ სერიას ველოდები, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ სერიალისადმი, რაღაც იდეის ამბავში დაერხათ სცენარისტებს, არ მომეწონოა Trailer და promo ახალი სეზონის.

House is back მემგონი ნარკოტიკების გარეშე.

წლევანდელი ოსკარის მაძიებლები და სირობები

ეს პოსტი “კინო შემოდგომის” გაგრძელებაა. თუ სექტემბერ-ოქტომბერში გამოსული ფილმების უმეტესობა არაფრისმომცემი ნაგავია, სამაგიეროდ ნოემბერ-დეკემბერი ოსკარის მთავარ ფავორიტებს “ახურებს” ხოლმე.

კინოაკადემიაში რატომღაც მხოლოდ იმ ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას რომელიც შემოდგომაზე გამოდის, ძალიან ძალიან იშვიათად რომ ზაფხულის რელიზი დააფასონ. გაზაფხულზე გამოსული ფილმი კი საერთოდ არ მინახავს რომელიმე მთავარ ნომინაციაზე. არ ვიცი რატომ ხდება ასე. ალბათ ავიწყდებათ წლის დასაწყისში რას უყურეს და მხოლოდ იმ ფილმებიდან ირჩევენ საუკეთესოს რომელსაც ცერემონიის წინ უყურებენ :დ

გაგაცნობთ რამდენიმე ფილმს, უმეტესობა ოსკარისთვის იბრძოლებს დანარჩენი კი კინოგაქრიავებაში მსუყე(:დ) თანხის მოგროვებას შეეცდება.

ნოემბერი:

Christmas Carol(NOVEMBER 6th)

რობერტ ზემეკისი კიდევ ერთი მცდელობა სრულყოფილი ანიმაცი შექმნას. აქ ვიზუალური მხარე ითვლება, თორემ ზემეკისს ტვინი არ ეყოფა და არც რეჟისორული შესაძლებლობები  თუნდაც PIXAR-ის დონის მულტფილმი გააკეთოს. სრულიად ახალი ტექნოლოგიებისა და ჯიმ ქერის დახმარებით, ზემეკისი ჩარლზ დიკენსის Christmas Carol-ის ეკრანიზაციას შეეცდება. იმედი მაქვს Beowulf -ითსუსტი ნამუშევარი არ იქნება.

The Box (NOVEMBER 6th)

სიუჟეტმა ძალიან დამაინტერესა. ახალგაზრდა წყვილს ჩუქნიან ყუთს, რომელშიც წითელი ღილაკია რომლის დაჭერის შემთხვევაშიც ვიღაცა მოკვდება(ვინ იქნება ეს ამას არ უმხელენ) სამაგიეროდ კი 1 მილიონ დოლას მიიღებენ. ფრენკ ლანჯელა, ჯეიმს მედსენი და კამერონ დიასი ეს ტრიო ძალიან კარგად გამოიყურება ტრეილერში და იმედი მაქვს დიასის უნიჭობა ფილმს არ გააფუჭებს.

The Men Who Stare at Goats (NOVEMBER 6th)

ისეთი პირი უჩანს ჯორჯ კლუნის ამ ფილმში ნათამაშები როლისთვის ოსკარზე თუ არა ოქროს გლობუსზე მაინც წარადგენენ. არ გამიკვირდება ჯეფ ბრიჯესი, ევან მაკგრეგორი ან კევინ სპეისიც რომ ვიხილო რომელიმე მნიშჳნელოვანი კინოდაჯლიდოების ნომინანტთა შორის. როგორც ხედავთ  ძალიან მაგარი მსახიობთა ანსამბლია შეკრებილი ამ ფილმში, რომლის სახელიც უკვე სასაცილოა, აღარაფერს ვამბობ თავად ტრეილერზე. ჩემთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე most anticipanted ფილმია.

2012(NOVEMBER 13th)

რონალდ ემერიხი მაიკ ბეის მსგავსი რეჟისორია. ოღონდ უფრო უნიჭო და გონებაჩლუნგი. ზუსტად ერთმანეთის მსგავს ფილმებს იღებს მუდამ და არ ვიცი რატომ ყველა ფილმს მაგარი შემოსავალი მოაქვს(ბეისთან კიდევ ერთი მსგავსება).  2012 ერთი-ერთზე ჰგავს The Day After Tomorrow-ს ტრეილერით და რათქმაუნდა არც ფილმებს შორის იქნება დიდი სხვაობა. ისევ დედამიწის დაქცევა და განადგურება, ისევ კატაკლიზმები და უბედურებები.

The Young Victoria(NOVEMBER 13th)

ჩემთვის სრულიად უცნობი რეჟისორის ჟან მარკ ვალეეს ფილმი. ეს რეჟისორი კანადელია მემგონი წარმოშობით, აი ეს ფილმი კი წმინდა წყლის ბრიტანული ნამუშევარია. ინგლისის დედოფალს ემილი ბლანტი თამაშობს, ფილმი ერთობ კარგი ჩანს. მთავარია ზედმეტად სენტიმენტალური და “აი ამ მომენტე უნდა იტირო” ფილმი არ იყოს.  მე ძალიან დამაინტერესა და თუ მომეწონება ვალესს ერთ-ერთ ფილმს C.R.A.Z.Y-ს ვნახავ :დ რომელსაც კანადურ კინოდაჯილდოებებზე, თავის დროზე ყველა პრიზი მოუგია თუ რამე არის.

p.s ემილი ბლანტი ძალიან ლამაზია. ფილმი კი მინიმუმ საუკეთესო კოსტუმებისთვის იქნება ოსკარზე ნომინირებული

Fantastic Mr. Fox(NOVEMBER 13th)

საერთოდ სურათიც რომ არ მქონდეს ნანახი, სათაურიც რომ არ ვიცოდე და  არც ტრეილერი მომწონებოდა ამ მულტფილმს მაინც ვნახავდი, რადგან მისი რეჟისორი უეს ანდერსონია. ძალიან მაგარი რეჟისორი რომელიც პირველად ცდის ბედს ანიმაციაშია. Rushmore, Darjeeling Limited ან Royal Tenenbaums ნანახი გექნებათ, თუ არა მაშინ ჯობია უყუროთ. იცის ამ კაცმა როგორ უნდა გადაიღოს ფილმი.

Twilight Saga: New Moon (NOVEMBER 13th)

MTV movie awards-ზე ისევ ყველაფერს ეს მოიგებს, ისევ გადარევს უამრავ თინეიჯერს და ზუსტად ისეთივე უაზრობა იქნება როგორიც წინა ნაწილია. 4-5 წელიწადში ერთხელ აუცილებლად გამოდის რაღაც დებილობა, რომელზეც ხალხი აფეტიშებს და თავს იგიჟებს. არადა ამაზე საცოდავი fantasy არც მინახავს მემგონი. ბრჭყვიალა ვამპირები, ადამიან-ვამპირის სიყვარული და ბლა ბლა ბლა. კოპოლას Dracula მაინც არ უნახავთ, უაინონა რაიდერისა და გარი ოლდმანის დასაწყისი ეპიზოდი ღირს მთელ ამ ფილმად. წიგნი არ წამიკიტხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნორმალური იქნება ეკრანიზაციასთან შედარებით.

Nine(NOVEMBER 27th)

რობ მარშალმა იცის მიუზიკლის გადაღება. დენიელ დეი ლუისმა კი რომელ პროექტში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ფედერიკო ფელინის 8 1/2 მუსიკალური ადაპტაცია სადაც არაერთი ულამაზესი ქალი იღებს მონაწილეობას(ნუ ფელინის რომ ჰყავდა იმათ ვერ შევადარებ), გუიდო კონტინის კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი დენიელ დეი ლუისი თამაშობს. წელს ოსკარების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება ეს ფილმი.

Ninja Assassin (NOVEMBER 27th)

ჯეიმს მაკტეგიუს ახალი ფილმი. ამ კაცს V for Vendetta აქვს გადაღებული. მაშინ მისი პროდიუსერები ძმები ვაჩოვსკები იყვნენ(Matrix-ის შემქმნელები), ამ პროექტშიც იგივე მეორდება და ფილმის მაღალი ხარისხი გარანტირებულია. მაგრად მაინტერესებს რა გამოვია ისე. ვაჩოვსკებს ძალიან უყვართ იაპონური კულტურა და არ გამკვირვებია ამ პროექტს, რომ მოჰკიდეს ხელი.

Brothers(DECEMBER 4th )

ტობი მაგუაერს დიდი შანსი იყო მეორე Spider man-ში ვერ ეთამაშა. ზურგი აწუხებდა და ჯეიკ გილენჰაალით აპირებდნენ მის შეცვლას, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მაგუაერმა შეძლო თამაში.  ამ ფილმში ეს მსახიობები ძმებს ითამაშებენ. ფილმი Pearl Harbor-ის სიუჟეტს წააგავს თავიდან, ძმა დაღუპული ჰგონია გილენჰაალის პერსონაჟს და მის ქვრივთან რომანს გააბამს, მას სემდეგ რაც მაგუაერი დაბრუნდება სახლში ყველაფერი იცვლება და აქ იწყება ყველაზე საინტერესო… “სპაიდერ მენი” არასოდეს მიმაჩნდა ნიჭიერ მსახიობად, პირიქით მისი უაზრო გამომეტყველება ბევრ ფილმს აფუჭებს, მაგრამ ამ პროექტში ძალიან ძალიან მაგრად ზის პერსონაჟში. ვნახოთ რა იქნება, შეიძლება ტობი ოსკარის ნომინანტთა შორის ვიხილოთ

The Princess and the Frog(DECEMBER 11th)

Disney ფესვებს უბრუნდება და დეკემბრის შუაში უშვებს მულტფილმს, რომლის პერსონაჟები კვლავ ხელითაა დახატული და 90-იანი წლების “ოქროს ხანის” მულტფილმების სტილშია გადაღებული. ძალიან მაინტერესებს რა გამოუვათ, ისე კი მომენატრ ერთი ტრადიციული cartoon.

Invictus (DECEMBER 11th)

კლინტ ისტვუდი სანამ ცოცხალია ფილმს მუდამ გადაიღებს. კინოაკადემიაში მაგრად ევასებათ და მინიმუმ ნომინაციებს ისევ მისცემენ. ისე საინტერესო პროექტი ჩანს. ფილმი სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის გადავარდნის შემდეგ ნელსონ მანდელას გაპრეზიდენტებასა და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზეა უფრო სწორედ. ნელსონ მანდელასა(მორგან ფრიმენი) და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრების კაპიტნის, ფრანცის პიენაარის(მეთ დეიმონი), ურთიერთობაზეა .

The Lovely Bones (DECEMBER 11th)

2 წელიწადზე მეტია ამ ფილმს ველოდები. პიტერ ჯექსონი გენიოსია, უბრალოდ არ შეუძლია ამ კაცს ცუდი ფილმის გადაღება. ბევრს არაფერს დავწერ ამ ფილმს პოსტი მაქვს უკვე მიძღვნილი მისი ტრეილერისათვის და შეგიძლიათ ნახოთ.

Avatar(DECEMBER 18th)

ჯეიმს კამერონის ახალი ფილმი რომელიც ალბათ ყველაზე რეკლამირებული და აჟიტირებული პროექტია კინოს ისტორიაში. კამერონი იფიცება(და ვინც ნახა პრომო ჩვენებები) ფილმი კი არა სასწაულიაო. ფილმის სცენარი 14 წლის წინ ჰქონდა მზად Titanic-ის რეჟისორს, მაგრამ მაშინ საჭირო ტექნოლოგიების არ არსებობის გამო გადადო 15 წლით ფილმის გადადება და აი 2009 წელს visual stunning პროექტს გვპირდება ჯეიმსი. იმედი არ გვატყუებს.

It’s Complicated(DECEMBER 25th)

წარმოიდგინეთ ფილმი სადაც ორ მამაკაცს ერთი და იგივე ქალი უყვარდება. ეს მამრები ალეკ ბოლდუინი და სტივ მარტინია, ქალი კი მერილ სტრიპი. არცაა საჭირო მეტი ინფორმაცია ამ ფილმზე რომ უყურო კინოში. კარგი romantic comedy გარანტირებულია ისედაც.

Sherlock Holmes ((DECEMBER 25th)

გაი რიჩიმ თავისი რეჟისორული კარიერა ისე დაიწყო ბევრს შეშურდებოდა, მერე მადონას ქმრობამ თავისი ხელი დაატყო და ზედიზედ რამდენიმე ცუდი ფილმი გადაიღო, ცუდი არა საშჲნელი უფრო, მაგრამ შარშან გამოსწორების გზას დაადგა rocknrolla გადაიღო წელს კი რობერტ დაუნი უმცროსი შერლოკ ჰოლმსის როლზე მიიწვია და მაგრად გამიკვირდება ცუდი ფილმი რომ გამოუვიდეს. პლიუს ჯუდ ლოუ და რეიჩელ მაკადამსი იქნება ფილმშჲ. ბრიტანულ სტილში გაკეთებულ კარგ სათავგადასავლო კომედაის ველი მე პირადად.

Update:

Single man(2009)

უკომენტაროდ!

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

კინო შემოდგომა

სექტემბრის თვე ჰოლივუდში წლის ყველაზე “ცუდი” ფილმების გამოსვლით არის ცნობილი. შემოდგომის თვის პირველ სამ კვირას ა.შ.შ-სა და კანადაში კინოთეატრში ძალიან ცოტა ხალხი დადის(ყველაზე ნაკლები ბილეთი იყიდება) და შესაბამისად მაგ დროს ყველაზე ცუდი ფილმები გამოდის. კინო რომელსაც არც ხარისხზე აქვს პრეტენზია, არც ბლოკბასტერობაზე და არც ოსკარზე(ნუ გამონაკლისებიც არსებობს). ოქტომბრის დასაწყისიდან ნელ-ნელა გამოსვლას იწყებს ოქროს გლობუსისა და ოსკარის პოტენციური ნომინანტი ფილმები, ნოემბერსა და დეკემბერში მთლიანად ივსება ნომინანტა სია და თებერვლამდე ოსკარის მოლოდინშია მაყურებელი.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ შემოდგომის სეზონის (დეკემბერსაც აქეთ ჩავთვლი) ფილმებს. იმ ნამუშევრებს რომლებიც ჩემი აზრით ღირებული იქნება კინოში თუ არა, სახლში, DVD ხარისხით ნახო.

პოსტს ორ ნაწილად გავყოფ რომ ძალიან დიდი და დამღლელი არ გამოვიდეს. დღეს სექტემბერ-ოქტომბერს წარმოგიდგენთ, ხვალ კი ნოემბერ-დეკემბრის თვეების ფავორიტებს გაგაცნობთ.

სექტემბერი :

Gamer  (SEPTEMBER 4th)

ფილმი ტრეილერიდანვე ჩანს რომ ინტელექტუალური კინოს მოყვარულებს ვერ გაახარებს, ასეთი ფილმები კრიტიკოსებისაგან მუდამ დაბალ შეფასებებს იღებენ და თუ გავითვალისწინებთ ფილმების სიუჟეტსა და დიალოგებს არცაა დიდად გასაკვირი. თუმცა action-ის მოყვარულებს წესით კარგი სანახაობა ელით. სროლები ბლომად იქნება ფილმში და სისხლიც არ მოაკლდება თვალს. მე ძალიან მაინტერესებს მაიკლ სი. ჰოლის თამაში. ეს მსახიობი Six feet Under-იდან და Dexter-იდან ვიცი და მომწონს ძალიან. ნიჭიერი ჭაბუკია და სერიალებიდან კინოში თუ გადმოვა არ იქნება ცუდი.

9( SEPTEMBER 9th)

2006 წლის 06 თვესა და  06 რიცხვში ფილმი Omen გამოვიდა რომელიც ალბათ უფრო იმიტომ გაიქაჩა კინოგაქირაქვებაში, რომ ასეთ სიმბოლურ თარიღს დაამთხვიეს მისი გამოსვლა. წელს დაახლოებით იგივე ხდება 09.09.09-ში შეინ ექერის მულტფილმი 9 გამოდის. ამ ანიმაციის ნახვის სურვილი ერთი-ორად გამიძიერდა რაც გავიგე, რომ მისი ერთ-ერთი პროდიუსერი ტიმ ბარტონია. ტრეილერიც მშვენიერი იყო დაახლოებით ბარტონის სტილში გაკეთებული მულტფილმია, რომლის ნახვაც დიდ ეკრანზე ნამდვილი სიამოვნება იქნება.

Jennifer’s Body(SEPTEMBER 18th)

დარწმუნებული ვარ იდიოტობა გამოვა. ფილმის ერთადერთი ღირსება მეგან ფოქსი იქნება, რომელიც ყოველ კადრში მინიმუმ სექსუალური იქნება. თუმცა მაინც ვუყურებ ფილმს, მაინტერესებს როგორ ითამასებს ეს მდედრი ვილანს. თან მიყვარს ფილმებში ლამაზი ქალები რომ ხოცავს ხალხს და არა მახინჯი, სახედამწვარი კაცები.

Bright Star(SEPTEMBER 18th)

შეყვარებული ვარ. ები კორნიშზე რომელიც ტრეილერში არამიწიურად ლამაზია. მემგონი მშვენიერი ფილმი იქნება. რეჟისორი ჯეინ კამპიონია ამ ქალს კი Piano აქვს გადაღებული, 90-იანების დასაწყისის მშვენება. მაგ ფილმში 2-3 დაუვიწყარი სცენაა. ბენ უიშოუ პარფიუმერობის სემდეგ არ მენახა არსად და აგერ ამ ტრეილერში ვიხილე. კარგი დრამა უნდა იყოს წესით არა Notebook-ური.

The Informant! (SEPTEMBER 18th)

სტივენ სოდერბერგი რეჟისორია, მეტ დეიმონი მსუქანია და მთავარ როლშია. ეს უკვე საკმარისია რომ ფილმი ვნახო. ვგონებ წლევანდელ ოსკარზე ამ ფილმს ნომინაციები ექნება, ყოველ შემთხვევაში სოდერბერგ/დეიმონისაგან ველი oscar-worth ფილმს.

Surrogates(SEPTEMBER 25th)

მორიგი ფილმი რობოტებსა და ადამიანებზე. აქედანვე ეტყობა ყველაზე კარგ შემთხვევაში საშუალო დონის sci-fi იქნება ფილმი, თუმცა ვინ იცის იქნებ ვცდები და რაიმე ღირებულთან გქონდეს საქმე.

Pandorum (SEPTEMBER 25th)

ამ ფილმს ისეთ რეკლამას უკეთებენ, რომ უკვე მეშინია. ეს იქნებაო საშინელებათა ფილმის ზეიმი, ჰორორის მამა და ა.შ ტრეილერში ბევრი არაფერი ჩანს ბენ ფოსტერი ყვირის ბევრს და Alien გამახსენდა მე რატომღაც მომენტების ნახვისას.

ოქტომბერი:

Serious Man(OCTOBER 2nd)

ითან და ჯოელ კოენები წარსულში დაბრუნდნენ. მაშინ როცა “კაპიკებით” იღებდნენ ფილმებს, თითქმის უცნობი მსახიობებითა და ძალიან, ძალიან შავი იუმორით. “სერიოზული კაცი” 90-იანების Fargo-ს უფრო ჰგავს ვიდრე ოსკარის ტრიუმფატორ No country for old men-ს.

ერთი ნაღდად ვიცი კოენები ცუდს არ გადაიღებდნენ და ფილმს დიდი სიამოვნებით ვნახავ. ვინ იცის ჩემი ებრაელი ბიჭები ამ ჯერზე რას/ვის გაჰკრავენ კბილს. ოსკარებზე კარგი შანსები ექნება ამ ფილმს, ისევე როგორც კოენების ბოლო ნამუშევრებს ჰქონდათ.

Zombieland (OCTOBER 2nd)

ძალიან ბევრი ვიცინე ტრეილერზე. ამერიკული Shaun of the Dead არის ეს ფილმი ვუდი ჰარელსონით მთავარ როლში. მაგარი მუსიკა და ზომბებია ნამუშევარში, დარწმუნებული ვარ ძალიან გავერთობი ამ ფილმის ყურებით.

Couples Retreat(OCTOBER 9th)

ფილმის ტრეილერი ერთი-ერთში ჰგავს Forgetting Sarah Marshall-ის ტრეილერს. თავიდან ვიფიქრე საერთოდ იმ ფილმის გაგრძელება ხომ არ არისთქო. კარგი კომედია იქნება გული მიგრძნობს.

Education(OCTOBER 9th)

ბრიტანული ფილმია რომელსაც აუცილებად ვნახავ. მშვენიერი მსახიობთა ანსამბლით :ალფრედ მოლინა, ემა ტომპსონი, პიტერ სარსგაადი. მიყვარს ასეთი მცირებიუჯეტიანი ფილმები, რომლებსაც თითქმის გამოუცდელი რეჟისორები იღებენ, მთელ თავიანთ სულ და გულს დებენ და ხშირად კარგი გამოდის ნაწარმოები.

The Road(OCTOBER 16th)

მაგრად მაინტერესებს რა იქნება ეს ფილმი. ვიგო მორტენსენი ტრეილერში ისე მამაძაღლობს ვინ იცის იქნებ ოსკარის ნომინაციას(მინიმუმ) გამოკრას ხელი. პოსტ-აპოკალიფსური სამყარო არასოდეს მინახავს ასე დახატული. შარლიზ ტერონის თამაში მხოლოდ დაამშვენებს ფილმს.

Where the Wild Things Are (OCTOBER 16th)

ამ ფილმზე არაერთხელ დავწერე. სპაიკ ჯონზმა ყველაზე ჯადოსნური სამყარო შექმნა მთელი დედამიწის ზურგზე რომელშიც ნებისმიერ მსურველს 16 ოქტომბრიდან შეეძლება შესვლა.

New York, I Love You(OCTOBER 16th)

პარიზის შემდეგ ნიუ-იორკს მიადგნენ რეჟისორები და უამრავი სეგმენტი გადაიღეს ამ “მრავალტანჯულ” ქალაქზე. ფილმის ნახვა სასტიკად რეკომენდირებულია

Saw VI(OCTOBER 23rd )

საინტერესოა რამდენზე გაჩერდებიან :დ

Cirque du Freak: The Vampire’s Assistant (OCTOBER 23rd )

არ ვიცი ეს ფილმი როგორი იქნება. ან ძალიან მომეწონება ან პირიქით. ტრეილერიც რაღაც ეგეთი აქვს ზოგი ეპიზოდი კარგია, ზოგიერთ ადგილას კი გათიშვა მომინდა ვიდეოსი. ჯონ სი. რაილის ხათრით მაინც ვუყურებ ფილმს სულ ფარჩაკი ტრეილერი რომ ჰქონდეს.

Gentlemen Broncos(OCTOBER 23rd)
ჯარედ ჰესის, Napoleon Dynamite-ის რეჟისორის ახალი ფილმი, რომელიც ისეთივე უაზრო პერსონაჟებით დატვირთული, სულელური და ამავე დროს ძალიან მაგარი ჩანს როგორიც ნაპოლეონია.

The Imaginarium of Burton and Gilliam/ჰიტ ლეჯერის უკანასკნელი როლი

თანამედროვე კინოში თუ ვინმეს ფილმში ჯადოსნური ატმოსფეროს შექმნა შეუძლია, მათ რიგებში უეჭველი მოწინავე რიგები ეჭირებათ ტიმ ბარტონსა და ტერი გილიამს. ამ ორ რეჟისორს აქვს თავისი ნიშნა რომლითაც ისინი განუმეორებლები არიან.

ტიმ ბარტონი რიგით მეშვიდეჯერ ათამაშებს თავის ფილმში ჯონი დეპს და თუ გავითვალისწინებ მათ წინა, ერთობლივ, ნამუშევრებს

Edward Scissorhands 7/10

Charlie and the Chocolate Factory 7/10

Ed Wood 8/10

Sweeney Todd 7.5/10

Sleepy Hollow 7/10

Corpse Bride 9/10

ნამდვილად შემიძლია მქონდეს იმედი, რომ ეს ფილმიც კარგი იქნება.  უი ხო ფილმის სათაური ALICE IN WONDERLAND-აა და როგორც მიხვდით ლუის კეროლის უკვდავი და ჩემი ერთ-ერთი უსაყავრლესი წიგნის ეკრანიზაციასთან გვაქვს საქმე.

ჯერ მხოლოდ ტიზერი არის გამოსული, ფილმი მთლიანად დამუსავების პროცესშია და 2010 წლის გაზაფხულზე გამოვა კინოგაქირავებაში. ერთის თქმა თამამად შეიძლება, ვიზუალურად ბრწყინავლედაა ყველაფერი გაკეთებული.

Vodpod videos no longer available.

more about “Alice in the wonderland“, posted with vodpod

ტერი გილიამი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რეჟისორია. მართალია ბოლო წლებია ისეთ ფილმებს ვეღარ იღებს როგორსაც 10-20 წლის წინ ქმნიდა, მაგრამ იმედი მაქვს ძველი ტერი დაბრუნდება. ამ ფილმში გადაღება დაიწყო და დაიღუპა კიდევაც ჰიტ ლეჯერი. არა ფილმი არაფერ შუაშჲა, უბრალოდ ეს მისი როლია. შუა პროექტი აღარ შეწყვიტა გილიამმა და ლეჯერი სამი მსახიობით შეცვალა:ჯონი დეპი, კოლინ ფარელი და ჯუდ ლოუ. როგორ და რანაირად ამას ფილმიდან გავიგებთ. თუმცა ტრეილერის ნახვის შემდეგ ვგონებ გასაოცარი არ იქნება მთავარი გმირის ტრანსფორმაცია. ტერი გილიამმა ვგონებ მთელი თავისი ფანტაზიასა და ოცნებებს ფრთები შეასხა და ყველაზე არაამქვეყნიური სამყარო შექმნა.

დატკბით ტრეილერით. ფილმი წლის ბოლოს გამოვა შეერთებულ შტატებში. ჩვენთან ღმერთმა იცის როდის.

Vodpod videos no longer available. more about “The Imaginarium of Doctor Parnassus“, posted with vodpod

Mad world

წლები გადის კინო იცვლება. ნელ-ნელა კომპიუტერული თამაშები იკავებენ მის ადგილს, ოღონდ ამას ისე აკეთებენ რომ ძნელია მიხვდე როდის დაიწყო ეს ყველაფერი, ან როდის დასრულდება. კინოს გაქრობა ემუქრებაო რომ ვთქვა არ ვიქნები მთლად მართალი თუმცა სახეს, რომ იცვლის ეს აშკარაა.  რამდენიმე პროექტია მზადება ვიდეო თამაშების სამყაროში რომელშიც, მოთამაშე სხვა არაფერია, თუ არ მსახიობი რომელსაც სრული თავისუფლება აქვს თამაშში და მისი თითოეული მოქმედება თამაშში მის მომავალ ბედს წყვიტავს(წყვეტს). კომპიუტერული გრაფიკა სულ უფრო და უფრო იხვეწება, ზოგიერთი თამაშის ტრეილერის ყურებისას ძალიან მიჭირს გავარჩიო რეალობასთან მაქვს საქმე თუ ვიღაც იაპონელი ბიჭების CGI-სთან.

კინოს სახეცვლილებაზე უფრო ცუდი არის ის რაც თამაშებსა და მულტფილმებს მოსდით. ის მუტაცია რომელსაც ისინი განიცდიან. თუ ოდესღაც თამაშებისა და ანიმაციების უმეტესობა 8-14 წლის ბავშვებზე იყო გათვლილი, XXI  საუკუნემ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. თამაშების დიდი ნაწილი 18+ რეიტინგით გამოდის, მულტფილმებს კი PG-13(13 წლამდე ბავშვისთვის რეკომენდირებულია მშობელტან ერთად ფილმის ყურება) რეიტინგის მიუხედავად არ აქვთ ის სული, ის სითბო და სიკეთე რომელიც 90-იანების დასაწყისის დისნეის მულტფილმებს ჰქონდათ, აღარაფერს ვამბობ დისნეის ძველ ნამუშევრებზე. ხუმრობების 20-30% სექსუალურ თემატიკაზეა ხოლმე, რადგან 16-24 წლის ამერიკელი ამაზე უფრო მეტად იცინის ვიდრე რაიმე მახვილგონივრულ ხუმრობაზე.

თამაში რომ “გაიქაჩოს” გინება, ძალიან ბევრი სისხლი და სროლაა საჭირო სიუჟეტში. ავიღოთ ბოლო წლების ჰიტები GTA 4, Bioshock, Gears of War1/2,  GOD OF WAR 1/2 და ა.შ ყველა ამ თამაშში ძალადობა(დიდი დოზით) ის აუცილებელი მოთხოვნილებაა რომლითაც შეიძლება თამაში დახურო.

ანიმაციურ სამყაროს Pixar ჰყავს ერთადერთი ნათელი წერტილი რომელიც კიდევ არსებობს და მართლა საბავშვო მულტფილმებს აკეთებს, თორემ Dreamwork და სხვა კომპანიებს დიდი ხანია დაავიწყდათ, რომ cartoon ბავშვებისთვისაა.

ეს პოსტი ერთმა ტრეილერმა დამაწერინა. წელს ოქტომბერში სპაიკ ჯონზის ახალი ფილმი Where the Wild Things Are გამოდის. ამაზე ადრეც დავწერე და ეხლა ახალი ტრეილერის ნახვის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ჰარი პოტერი საბავშვო ფილმი კი არა როულინგის მეწველი ძროხაა რომელიც ძალიან ძალიან ბევრ ფულს აკეთებინებს უორნერ ბრაზერსა და როულინგს. პოტერიანაში საბავშვო აღარაფერი დარჩა. V, VI ფილმებზე ძნელია 13 წლამდე ბავშჳი წაიყვანო და მშჳიდად იყო. ფილმში შურისძიებისა და ძალადობის მეტი არაფერია, უიჰ ხო 2-3 იაფასიანი კოცნის სცენაა.

მოკლედ დიდება წარსულ დღეებს – არიელს, სებასტიანს, ურჩხულს, ბელს, ნუფასას, მარიოს, მიკი მაუს, სიმბას, ქრეშს, აბუს, ჯაფარს, “დაჟე”  ალადინს.

აი როგორი უნდა იყოს ფილმი რომლის ნახვაც ნებისმიერი ასაკისა და აზროვნების ადამიანს გაუხარდება. ნუ ტრეილერის მაინც.

p.s სიმღერა რომელიც ამ პოსტს ძალიან უხდება

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

The Angry Sheep

რევოლუციური ფილმი. კინოკომპანია G.G.N films-ისა და Vazisubani entertainement-ის პირველი საკულტო ნამუშევარი. მხატვრული ესკიზი რომელმაც შეძრა კინოსამყარო.  ფილმის Underground-ში წარმატების შემდეგ, Warner Bros.-მა იყიდა ფილმე ყველა უფლება და ა.შ.შ-ის კინოგაქირავებაში ჩაუშვა ფილმი.

ეს არის ნამდვილი ქართული ისტორია მამა-შვილის ურთიერთობასა და პრობლემებზე. შვილის როლს მე ვასრულებ და თუ გავითვალისწინებთ იმ ჯილდოებსა და პრემიებს რომელიც ამ როლისათვის მივიე ერთობ წარმატებულად გამომდის გონებაშეშლილი(მიზეზთა და მიზეზთა გამო) ყმაწვილის თამაში. ჩემი ეკრანული პარტნიორი, ნამდვილ ცხოვრებაში ჩემი ახლო მეგობარი და ძმაკაცია. მას ამ ამპლუაში ადაპტირებისათვის, ასე ვთქვათ სხვა ტყავში გახვევისათვის, 4 თვე დაჭირდა. მან ეს 16 კვირა პედოფილებთან გაატარა  ორგანიზაციაში სახელწოდებით NAMBLA (North American Man/Boy Love Association).

სანამ ფილმს წარმოგიდგენდეთ მინდა რამდენიმე ნაწყვეტი შემოგთავაზოთ სხვადასხვა კინოკრიტიკოსის ინტერვიუდან. მე, თქვენმა მონა-მორჩილმა(ყველაზე ყ*ე ფრაზა)  ვთარგმნე ინგლისურიდან, შეძლებისდაგვარად ზუსტად.

“უცნაური, საზარელი ამბავი შურისძიებისა, მსახიობების ძლიერი პერფომენსი და რეჟისორის ბნელი ხედვა ჩვენი სამყაროსი ქმნის ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს”

Chicago Reader

“პროვოკატიული, შოკისმომგვრელი, შვაიუ იუმორითა და თავბრუდამხვევი სცენარით. ოსკარის ღირსი ფერფომენსი და მუსიკა რომელიც მთელი ფილმი ტანში გივლის”

Dubai today

ეს არ ვთარგმნე

“Bold performances and sensitive, spot-on direction make watching this difficult tale of trauma and abuse a thought-provoking, resonant experience.”

Daily Xoni

“რამაშკის პირშიგამოვლებსავით უსიამოვნო, ზვიად გამსახურდის სიკვდილივით მძჲმე და ნუგზარ ერგემლიძის სიმღერებივით საზარელი. Movie of ages. უცხოს შემდეგ ყველაზე “ჟუტკი” ატმოსფეროსმქონე ნამუშევარი, “კოსმოსური ოდისეის” სიდიადითა და  “კრიმინალური საკითხავისებრი” იუმორით.

“ასავალ დასავალი”

ეს კი თავად ფილმი

პ.ს ტიტრებში Sun სპეციალურად წერია.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

The Lovely Bones

მე და პიტერ ჯექსონი პირველად ერთმანეთს 2001 წელს დავეჯახეთ. 2002 წელს უკეთესად გავიცანი, 2003-ში კი საბოლოოდ შემიყვარდა.

ეს ახალ ზელანდიელი რეჟისორი The Lord of the Rings ტრილოგიის, King Kong-ისა და Heavenly Creatures შემქმნელია.  ის იმ იშვიათი რეჟისორების რიცხვში შედის რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრებში, ერთნაირი სიძიერი ფილმები გადაიღონ. Meet the Feebles გიჟური შავი კომედიაა,  Heavenly Creatures კარგი დრამა, King Kong ერთ-ერთი საუკეთესო რიმეიკი რაც კი ოდესმე მინახავს, The Lord of the Rings კი…. რამდენიმე ხნის წინ შევპირდი ჩემს თავს, რომ არ ვისაუბრებდი ხოლმე ამ ფილმზე, საყავრელ ფილმებშიც კი არ ვახსენებ ხოლმე. რაღაც სრულიად სხვა მოვლენაა ჩემთვის ჯექსონის ტრილოგია.

2005 წლის შემდეგ პიტერის ნამუშევარი არ მინახავს მე. 2 წლის წინ გავიგე, რომ  The Lovely Bones მუშაობდა. ეს ფილმი კიდევ ერთი ნაბიჯია რეჟისორის კარიერაში, კიდევ ერთი მცდელობა, კიდევ ახალ ჟანრში მოსინჯოს თავი. ფილმის მთავარი პერსონაჟები სალმონსების ოჯახის წევრები არიან. 14 წლის სუზი სალმონსს 1973 წლის 6 დეკემბერს უცნობი პიროვნება კლავს, აქ იწყება ჯექსონის ისტორია, რომელიც 2009 წლის დეკემბერს გამოვა კინოთეატრებში.

როგორც იქნა ვეღირსე პირველ ტრეილერს და კმაყოფილი ვარ. თან უბრალოდ ვიცი, რომ არ გამიცრუებს პიტერ ჯექსონი იმედებს.

მაშ ასე უყურეთ ტრეილერს ფილმისა, რომელსაც წელს ყველაზე მეტად ველოდები.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

პოპკორნის სეზონი ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერა IV- August

ეს გახლავთ Popcorn movies რიგით მეოთხე და უკანასკნელი ნაწილი.  იმედია ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფილმებიდან, ნებისმიერი სიიდან რომელიმემ მაინც დაგაინტერესათ და გაგიჩინათ სურვილი კინოთეატრს ეწვიოთ ან სახლში ცხელი ზაფხულის რომელიმე დღეს ეკრანს მიეჯაჭვოთ.

აგვისტო:

G.I. Joe: The Rise of Cobra(AUGUST 7th) – ბავშვობაში G.I. Joe-ს სათამაშოებზე ვოცნებობდი ხოლმე. ეჰჰ რა დრო იყო. აგერ დრო მოვიდა და ფილმსაც იღებენ უკვე. რეჟისორი სტივენ სომერსი იქნება, მუმიებისა და ვან ჰელსინგის გადაღებით გამოწრთობილი პიროვნება. სამსახიობო ანსამბლი ისეთია ერთხელ ნახვის სურვილს ნამდვილად ტოვებს. ჩანინგ ტატუმი, მარლონ უეინსი, სიენა მილერი, კრისტოფერ ეკლესტოუნი და ა.შ. ტრეილერი მომეწონა თორემ ამ ფილმს არც დავდები აქ, თუმცა CGI(კომპიუტერული ეფექტები) საკმაოდ ნურმალური ჩანს და თუ ფლოთი არ იქნება სტივენ სიგალის ფილმების მსგავსი ღირს ერთხელ ნახვა.

Final Destination: Death Trip(AUGUST 14th) – დარწმუნებული ვარ ბევრს ამ ფრენჩაიზის პირველი სამი ნაწილიდან ერთ-ერთი მაინც გინახავთ. ფილმები საკმაოდ საინტერესო იდეით. სიკვდილს გადარჩენილ ადამიანებს როგორ დასდევს სიკვდილი რათა დაამტკიცოს ქართული გამონათქვამი:”რაც შუბლზე გაწერია ვერ აცდები”. რამდენად ხარისხიანია ფილმები ეს უკვე სხვა საკითხია. მესამე ძალიან ცუდი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ მეოთხეში რაიმე ახალს და საინტერესოს შემოგვთავაზებენ ფილმის შემქმნელები. უიჰ სულ დამავიწყდა ფილმის 3D იქნება და სრული ეფექტის მისაღებად სათვალეებით, კინოთეატრებში ცქერა იქნება აუცილებელი.

Taking Woodstock(AUGUST 14th) – სიტყვა ვუდსტოკი ალბათ ყველასთვის თავისუფლებასთან, ჰიპებთან, როკენროლის ღმერთებთან და უბრალოდ გენიალურ მუსიკასთან ასოცირდება. ენგ ლი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეჟისორია. ამ კაცს თანაბარი სიძლიერით შეუძლია გადაიღოს დრამა, ფენტეზი, ექშენი და უბრალოდ რაც მოუნდება ის. მოკლედ აგვისტოს ცხელ დღეებში ამ ფილმით გაგრილება არავის არ აწყენს.

Inglourious Basterds(AUGUST 21st) – იოოოოოოოოოოო. კვენტინ ტარანტინო ბრუნდება. 90-იანების საკულტო პიროვნებად ქცეული ტარანტინო თავისი ოცნების ფილმით გვიბრუნდება. ეს არის პროექტი რომელზედაც კვენტინი არაერთი წელია მუშაობს და როგორც იქნა დაადგა საშველი მის გადაღებას. ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი შეასრულებს. რაღაც აფეთქების მოლოდინში უნდა ვიყოთ. გული მიგრძნობს ან ძალიან მაგარი ფილმი შემრჩება ხელში, ანდა ტარანტინოს ყველაზე ნაგავი ნამუშევარი.

H2(AUGUST 28th) – რობ ზომბი ჰელოუინით ბრუნდება. პახმელიაზე სანახავი ფილმი იქნება. ბევრი სისხლი და შეშის ემოციით მსახიობები.

The Boat That Rocked(AUGUST 28th) – 28 აგვისტოდან ბრიტანელი “ამხანაგები” გვიწვენ თავიანთ კატერზე. სადაც ყველაფერი არის რაც ადამიანს სურს. სექსი, მუსიკა, როკი, მოსაწევი, თავისუფლება, გარყვნილება, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი და გემა არტენტონი. უბრალოდ ბრიტანული კომედია რომელიც მინიმუმ 90 წუთით გაგვიხალისებს ცხოვრებას და დაგვასევდიანებს იმაზე ფიქრით როგორი უნდა იყოს ნამდვილი რადიოს წამყვანი. ესეც ზაფხულის ცხელი სეზონის ანონსი. შემოდგომის დადგომასთან ერთად ოსკარების ციებ-ცხელებით დაგიბრუნდებით.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

No! თუნდაც 10 წუთით ვუთხრათ პოლიტიკას

დავიღალე ძალიან.  ზუსტად ერთი თვეა საქართველოს “გადარჩენას” ცდილობს ოპოზიცია და მთავრობა ცალ-ცალკე, სხვადასხვანაირი მეთოდებითა და საშუალებებით. ერთი თვე არის ამაზრზენი და გულისამრევი გახდა თბილისი და ამაში დამნაშავე ორივე მხარე არის. ვინ მეტად და ვინ ნაკლებად ეს უკვე სხვა საქმეა. ხალხი ვისაც ნორმალურად ცხოვრება გვინდა, გვინდა არჩევნების გზით გადავწყვითოთ ვინ მოვიდეს და ვინ წავიდეს ვისჯებით. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას ნამდვილი ქართველი ისაა ვინც აქციაზე დგას და მხარს უჭერს ქვეყნის წინსვლასო. მე სიტყვა წინსვლა ალბათ ცოტა სხვანაირად მესმის და ამიტომაც თავს ვიკავებ აქციაზე დროის ხარჯვით.

დღეს მივუჯექი კომპიუტერს და უბრალოდ იუტუბიში რაიმე funny ვიდეოს ძებნა დავიწყე. ბედმა გამიღიმა. ძალიან მაგარ ვიდეოს წავაწყდი. თითქოს ძალიან სულელური და უბრალოა, მაგრამ რაღაც დადებითად დამმუხტა და ის 4 წუთ-ნახევარი როდესაც ამ ფილმს ვუყურებდი მაგარი მეკიდა რა ხდებოდა საქართველოში. აგერ თქვენ ეს “ნარკოტიკი” და იქნებ თქვენზეც იმოქმედოს.

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ რაღაც მუღამზე მოვედი და search

გავაგრძელე. შედეგი შთამბეჭდავი იყო. South Park-ის დიდი მოყვარული ვარ და ამ მულტსერიალის სტილში სასაცილო ანიმაციების(არა გრაფიკულად არამედ შინაარსობრივად) აღმოჩენა ჩემთვის ჯეკ პოტის მოხსნის ტოლფასი იყო.

Seth MacFarlane’s Cavalcade of Cartoon Comedy presents:

მარიო ყველას გითამაშიათ ალბათ. პრინცესაც გადაგირჩენიათ ან გიცდიათ მაინც. ხოდა აგერ გთავაზობთ იმ ნანატრ დიალოგს რომელიც ბოლოში დგება ხოლმე და  არავის არ უნახავს.

ეს ვიდეო გოგოებს ეღძვნებათ “პრინცის” მოლოდინში რომ თავს იხმობენ ქალიშვილად. სუპერ სასაცილოა

ბობ დილანისა და პოპეის შეხვედრა არ გექნებათ ნანახი :))

ზოგიერთი მშობელი აყვანილ შვილს ვერ უმხელს თავის ნამდვილ ისტორიას. აგერ ისტორია ოჯახისა რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვართ და განა რაიმე მნიშვნელობა აქვს იმას ვის რამხელა ძუძუ აქვს, მთავარია სითბო და სიყვარული რომელსაც მშობლისგან იგრძნობ.

უჰჰ მე კარგად ვიცინე და იმედია თქვენ გაერთობით ცოტას. Seth MacFarlane’s Cavalcade of Cartoon Comedy-ს პირველ სეზონს ვიწერ უკვე და თუ ვინმეს მოეწონება ზემოთ დადებული ვიდეოები ავუტვირთავ სადმე მთლიან სეზონს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)