Archive for the ‘ავტობუსი’ Tag

ანახეთ ეს ფრაზები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება

მე მსურს რამდენიმე სიტყვისა თუ გამოთქმის ფენომენზე ვისაუბრო და შევეცადო ჩავჭვდე მის არსსა და დანიშნულებას.

1)”რას აკეთებთ ხალხნო, ქართველები არ ხართ”?!

არ ვიცოდი თუ იყო რაიმე ისეთი რასაც ქართველები არ ვაკეთებდით და ამით გამორჩეულები ვიყავით.

2)”ავტობუსმა(მარშუტკამ) გამასწრო”.

არადა როგორ უნდა გაგაწროს ავტობუსმა? უბრალოდ თვითონ აგვიანებ, მაგრამ რა ჯობია იმას რომ ყველაფერს სხვას აბრალებ. სწორედ ამ ერთმანეთზე დაბრალებას მივყვავართ კარვებამდე და აქციებამდე ხოლმე.

3)”აუ რა ნაშააა”.

გოგონა მოდის, მიმზიდველად გამოიყურება, სექსუალურიც არის და ლამაზიც. “სასტავი” დგას და უცებ ამ გოგოს ხედავს. აუ რა ნაშაა თუ წამოსცდა რომელიმეს იქ სრულდება ყველაფერი. ერთი სიტყვა ავტომატურად ამ გოგოს აკნინებს. რადგან ძმაკაცი, რომ ნაშას დაუძახებს აბა იმ გოგოს შეყვარებულად როგორ გაიხდი. თუ ურთიერთობა გექნება მხოლოდ იხმარ რა.

4) “როგორი ბიჭია? რავი არის რა. თუმცა ხო იცი არც თიკოა ბედის საჩუქარი”

ბედი საჩუქრებს აკეთებს. ბედი საერთოდ რა ფენომენია? ესეც იმ “ქმნილებათაგანია”  ქართველებს რომ გვიყვარს ძალიან . წარმოიდგინე ზიხარ და ამბობ თუ ბედია სამსახურს ვიშოვი, წარმატებულ ბიზნესს წამოვიწყებ, კოფი ანანს მუხლებზე ვაკოცებ, ევა ლონგორიას და გივი სიხარულიძეს ერთმანეთს გავაცნობ, კენტი რაოდენობის შვილებს ვიყოლიებ და ა.შ უაზროდ და გაუთავებლად ბედზე ფიქრი და წუწუნი.

5) “დამკარგავ იცოდე”

როგორი ხმამაღალი გამოთქმაა. რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე მთქმელს. ამ სიტყვებით ცდილობს მარშუტკაში ფული არ გადაახდევინოს ნაცნობს ან ერთი ჭიქით მეტი დაალევინოს იმ დღეს გაცნობილ ადამიანს. მაინც რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს ძვირფასის დაკარგვის შიში.

6)”ამით ჩემს სახელზე რამე იყიდე”.

უბრალოდ უაზრო და იდიოტური სცენების ნაკრები.

7)“ყლეზე ბანტი”, “განდონი ხარ”

ეს გამოთქმები და ძმანნი მისნი რომლებიც მესმის. რომ ცალსახად მიმართულები არიან იქით რომ მიაყენონ ადამიანს შეურაცყოფა მაგრამ მოდით ჩავუღრმავდეთ საქმეს. ვინ და რატომ მოიფიქრა რომ მე არ მაინტერესებს(თუ რაღაც ეგეთი) სეეცვალა გამოთქმით “ყლეზე ბანტი”. უბრალოდ წარმოიდგინეთ სურათი, მამაკაცის სარცხვენალს ბანტი უკეთია. ლოოოლ. “განდონი ხარ” – ეს მე მგონია რომ საერთოდ არაა შურაცმყოფელი. ამით შენ ადამიანს ეუბნები, რომ ის შენი საუკეთესო მეგობარი და დამცველია. გიცავს ტრიპერისგან, შიდსისგან და სხვა უამრავი ვენერული დაავადებისაგან, არის ძალიან მრავალფეროვანი და ნაირსურნელოვანი. მოკლედ ეს გამოთქმა ბედის უკუღმართობის გამო იქცა საძაგებელ წინადადებად.

8 )“დღეს ისე როგორც არასდროს გვჭირდება ერთად დგომა”.

ეს წინადადება იმდენად ხშირად მესმის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. რომ ყოველ დღე ისე როგორც არასდროს მინდა ყველაფერი ისე იყო როგორც არასდროს. საქართველო შვეიცარიის მსგავსი სახელმწიფო იყოს შიკოლადის წარმოებითა და ჭყინტი ყველით განთქმული.

მეტს თავს არ შეგაწყენთ. ეს გამოთქმები გამახსენდა ეხლა უცებ. თორემ ამისთანა უამრავია.  მარტო “ტრაკში ტყნ##რი, 10 შაური” რად ღირს. გულში გხვდება ადამიანს პირდაპირ და თვალწინ ლოყებაღაჟღაჟებული ყმაწვილი წარმოგიდგება, 10 შაურით ხელში, რიგში რომ ცქმუტავს ანალური სექსის მოლოდინში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

რომ გადახვალ გააჩერე!

დღეს დოდკას ბლოგზე ამ პოსტის გაცნობის შემდეგ რატომღაც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე დავიწყე ფიქრი, მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებზე, ნელ-ნელა ნათლად დავხატე გონებაში ის სურათი რომელიც უმეტესად წარმოგვიდგება ხოლმე “მარშუტკით” , ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობისას. ხოდა გადავწყვიტე ჩამომეწერა ის რამდენიმე ერთობ გავრცელებული ქმედებათა სია, რომელთა “ ჩადენაც” საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რბილად რომ ვთქვათ არ არის სასურველი. 5)მობილური – იყო დრო მობილურზე საუბარი მარიაჟობად ითვლებოდა. მახსოვს “მარშუტკაში” მობილურის დანახვაზე ხალხი იშმუშნებოდა და ჩურჩული იწყებოდა. ეხლა მობილური არავის უკვრის, მაგრამ ზოგი ამ მშვენიერი გამოგონების დანიშნულებას მაინც ვერ ხვდება. მავანნი ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ტელეფონით. კაცი იფიქრებს ვინმეს აინტერესებს, ნუგზარას დაბადების დღეზე ვინ რამდენი დალია, ან ის ფაქტი რომ გულიკოს ქვისლი არ არის ბედის საჩუქარი. არიან ისეთები რომლებიც “ნაუშნიკების” დანიშნულებას ვერ ჩაწვდნენ ბოლომდე და ამიტომ სასურველ აუდიო ფაილს თანამგზავრთა მთელ ჯგუფს ასმენინებენ. კი კარგია “ბლატნოი”(ბლატნოი – ბიჭი რომელიც გოგოს გაჟიმავს და მეორე დღეს მთელმა საძმაკაცომ იცის.ავტორის შენიშნვა) სიმღერების მოსმენა ბარათაშილის ხიდზე,მეტიც საოცარი შეგრძნებაა როდესაც მღძოლის ფრაზას:”კალხოზნიკზე ხომ არავინ ჩადის”, ერწყმის შუფუტინსკის რომელიმე სიმღერა(თუ შუფუტინსკი “ბლატნოი” არ არის მე მაპატიეთ), მაგრამ ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ რომ მირჩევნია Kasabian-ის British Legion-ს მოვუსმინო, რა ვიცი კაცია და გუნება.

4)მრწამსი – ქართველები ძალიან “მორწმუნენი” ვართ. პირჯვრის გადაწერა მგზავრობისას. ეს ფენომენი ალბათ ყველას შეგვიმჩნევია. უმეტესად “მარშუტკით” ვმგზავრობ და დავკვირვებივარ, რომ ბარათაშვილის ხიდის მიახლოებისას ხალხი ფაცი-ფუცს იწყებს. ყურსასმენები გამოაქვთ ყურებიდან და იწყება მასიური პირჯვრისწერა. როდესაც მარშუტკა სავსეა ერთობ მძიმე პროცესია. მოსახვევში შესვლისას შანსი იმისა, რომ ვინმეს იდაყვი სახეში იგრძნოთ საკმაოდ დიდია.

3)დეოდორანტი – მოახლოვდა ზაფხული დ სულ უფრო მძიმე იქნება სამარშუტო ტაქსიში გაჩერება, აღარაფერს ვამბობ მეტროსა და ავტობუსზე.ფანჯრიდან თავგაყოფილი სახეები მომრავლდება ვიცი ეგ მე. მახსოვს რამდენიმე წლის წინ ამაზე სიუჟეტიც გავიდა ტელევიზორში, მემგონი “პოსკრიპტუმში”. არ ვიცი რატომ ,მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დაბანა-ჩაბანვის ინსტიტუტი არც ისე კარგად მუშაობს. თუ ევროპის სხვა სახელმწიფოში რიგითი მოქალაქე დილა-საღამოს იღებს შხაპს, საქართველოში საშუალო სტატისტიკური ქართველი 3-4 დღეში ერთხელ ბანაობს. ყოველ შემთხვევაში ტრანსპორტები უკეთესის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევენ. ბოლო წლებია იღლიების მოვლა მეტ-ნაკლებად ისწავლა ქალმაც და კაცმაც, თორემ მახსოვს “ქალი ხომ არ ვარ იღლია რომ გავიპარსოს” ეპოქაში სველი დადიოდა ნახევარი თბილისი. თუმცა ვახტანგ გორგასლის სუსტ წერტილთან დაკავშირებით ინციდენტები მაინც საკმაოდ მრავლადაა. დეოდორანტი კიბოს აჩენსო ამბობენ. მე პირადად მირჩევნია მე გამიჩნდეს მეტასტაზა, ვიდრე სხვას გავუჩინო ფილტვების სიმსივნე. 2)ძმათა კვლა – არ მესმის რა აუცილებელია ის ადამიანი ხეიბრად აქციო, რომელიც ცდილობს მგზავრობის ფული გადაგიხადოს. გაგუდვა, ხელის დაჭერა, მაისურის გაწელვა და პადკატი ეს ის გავრცელებული ხერხებია რომლითაც არაერთხელ შევუჩერებივართ მე პირადად ან ჩემს თვალწინ რიგითი მოქალაქე. ძალიან კარგია, რომ ქართველებს ასე გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ მე მირჩევნია ეს სიყვარული სხვაგან დავინახო და არა სამარშუტო ტაქსიში “დამკარგავ იცოდე-სა” და “ბავშვებს გაფიცებ იცოდეს” ძახებით. ორგაზმი არ არის აუცილებელი განიცადო იმით, რომ ნაცნობის გადახდილ ლარს გამოართმევ მძოლს და შენსას მისცემ.

1)ფეხები – პრობლემა რომელიც უბრალოდ მთრგუნავს. არ ვიცი მარტო მე ვარ ესე თუ ბევრი არის კიდევ ჩემსავით, მაგრამ ვერ ვიტან როდესაც ტრანსპორტში მგზავრი ფეხსაცმელს იხდის, ან თუნდაც ქუსლს ყოფს და ტკაცუნს იწყებს ტუფლის. ამაზე არაესთეტიური არ ვიცი არის თუ არა რამე. სუნი რომ დავივიწყოთ საერთოდ, გახეხილი ქუსლებისა და სოკოიანი ფრჩხილების ხილვა არ მგონია სიამოვნებდეს ვინმეს. ვცდილობ თვალი ავარიდო ხოლმე, მაგრამ ერთი დანახვაც კი საკმარისია რომ ღამეული კოშმარი გარანტირებული მქონდეს. ფეხის დასვენება კარგია, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ასე შთამაგონეს მე. მოკლედ ზაფხულის წარმატებით გადატანას გისურვებთ ყველას. 😀 და მეგობრული რჩევის სახით ფანჯარასთან დაჯდომისაკენ მოგიწოდებთ. გამოაღეთ ბოლომდე და მიეცით განცხრომას თავი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)