Archive for the ‘ზაფხული’ Tag

Cool commercials. part 2

სახლიდან არც ისე ხშირად გავდივარ. მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარია მაინც სიზარმაცე და სიცხეა. სახლში ან ვკითხულობ, ან კომპში რაღაცას ვუყურებ. “კანის კინოფესტივალის” ტრიუმფატორი რეკლამების ყურებამ გამიტაცა, 2008, 2007 და 1994-95 წლების საუკეთესო რეკლამები ვნახე. უმეტესობა  არაფრად ვარგა, თუმცა არის რამდენიმე გამორჩეული  ნამუშევარი. cool add-ებზე დავწერე ადრე  და ეს პოსტი გააგრძელებაა იმ რეკლამების.

1)AXE MIX 3

AXE-ს როგორც ყოველთვის ძალიან კარგი რეკლამებით გვამარეგებს ხოლმე.

2)Buenos Aires Independent Film Festival

კინოს “ხამი” კი ვარ, მაგრამ ამ ფესტივალზე არც არაფერი მსმენოდა. გადავხედავ ეხლა გამარჯვებულებს ვინ იცის იქნებ ისეთი კარგი ფილმები იმარჯვებენ, როგორიც ეს რეკლამაა.

3)Zazoo

პრეზერვატივების რეკლამები ხშირად იკრძალება ხოლმე, ამ რეკლამი ნახვის შემდეგ მიხვდებით თუ რატომ ხდება ეს : D უხამსი და პახაბნი არაფერია,  პირიქით PG რეიტინგი აქვს და ბავშვებმაც კი უნდა ნახონ ჩემი აზრით : D

4) Hansaplast

აი რატომ ყოფილა ზოგიერთი ბავშვი გათამამებული, მე კიდევ სად არ ვეძებდი მიზეზს.

5)Dove

ამ რეკლამამ 2007 წელს “კანის კინოფესტივალზე”  მთავარი ჯილდო მიიღო. ძნელია ჟიურის არ დაეთანხმო, მე პირადად სურვილი გამიჩნდა ცალკე პოსტი მივუძღვნა იმ პრობლემას რომელიც ამ რეკლამაშია ნაჩვენები.

რა აზრი აქვს ასეთ ტყუილს?

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

შვარცნეგერით გახარებული ანუ რისი ცქერა ღირს კინოში

ადრე დავწერე პოსტების სერია ზაფხულის ბლოკბასტერების სეზონის შესახებ. გადავწყვიტე რომელ ფილმებსაც ვნახავ, თან ჩემი შთაბეჭდილებებიც დავწერო, ჩემი მოკრძალებული აზრით ღირს თუ არა ფილმის ნახვა.

X-Men Origins: Wolverine ჰიუ ჯეკმანი 2000 წელს გავიცანი. ტანზე ეტყობოდა ქალებში მეტად პოპულარული გახდებოდა, სახეზე კი ნიჭიერი მსახიობის შთაბეჭდილება დატოვა. 6 წლის შემდეგ მან დამარწმუნა თავის ნიჭიერებაში როდესაც, ჯერ ვუდი ალენის ფილმში(the scoop) ითამაშა, შემდეგ არონოფსკის Fountain-ში ერთბაშად სამი პერსონაჟის როლი შეასრულა და 2006 წელი Prestige-ში ბეილთან სუპერ დაპირისპირებით დააასრულა. სამივე ფილმში უმაღლეს დონეზე შეასრულა თავისი მოვალეობა და იმედი მქონდა, რომ Wolverine-ც კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ ფილმმა იმედები გამიცრუა. ბავშობაში კომიქსებს სისტემატიურად ვკითხულობდი და სამი პერსონაჟი მიყვარდა გამორჩეულად. Wolverine, Daredevil და Capitan America. Daredevil-ზე რბილად, რომ ვთქვა სუსტი ფილმი გადაიღეს თავის დროზე, მაგრამ არ მეგონა თუ Wolverine უფრო ბანძი აღმოჩნდებოდა. ძალიან სუსტი სცენარი. Tv show-ებისთვის დამახასიათებელი დიალოგები და 90-იანი წლების შესაფერისი სპეცეფექტები. Heroes რომ არის სერიალი, მაგას უფრო კარგი CGI(კომპიუტერული) ეფექტები აქვს. ნუ კარგი ფილმი ბანძია იმიტომ, რომ რეჟისორია სირთა მბრძანებელი, მაგრამ მე ჰიუ ჯეკმანმა უფრო დამწყვიტა გული. Wolverine ყველაზე გულჩვილი და მტრებისადმი ლოიალურად დამოკიდებულ პიროვნებად წარმოაჩინა. იმენა თინეიჯერების საყვარელ სუპერგმირად აქცია ამხელა ფილარმონია კაცი.

4/10

Angels and Demons რატომ იღებს ასეთ ფილმებს რონ ჰოვარდი? ან რა უნდა ტომ ჰენკს? ისეთი იდიოტური ფლოთი არ აქვს ფილმს როგორიც Da Vinci Code-ს აქვს, მაგრამ არც ეს უქნია ღმერს(ჰაჰა ღმერთი ამ ფილმთან დაკავშჲრებით რაღაც არ ჯდება). გულისამრევია რომ ჰენქსის დონის მსახიობი და ჰოვარდისნაირი რეჟისორი ფულის გამო ასეთ პროექტებში მონაწილეობას თანხმდებიან.

3/10

Terminator Salvation არასოდეს მეგონა თუ არნოლდ შვარცნეგერის ეკრანზე გამოჩენას ოვაციებით შევხვდებოდი, მეტიც მისმა დუნდულების დანახვამ კინოთეატრში ჩვენი(მეგობრების) ღრიალი გამოიწვია რომელიც, 20-30 წამი გაგარძელდა. ბლინ მაინცდამაინც კომპიუტერით გაკეთებული შიშველი შვარცი უნდა გამოჩნდეს, რომ გაგეჭვიძოს კაცს?!. ფილმს აკლია მთავარი, სული არ აქვს, ის სული რომლითაც თავის დროზე ჯეიმს კამერონმა შექმნა ამ ფილმის პირველი და მეორე ნაწილი. ფილმში კომპიუტერული ეფექტების გარდა არაფერი ვარგა. უკვე მილიონჯერ ნანახი რობოტებისა და ადამიანის ბრძოლა, უამრავი სროლა და უაზრო დიალოგებია. ბანალური ფინალი და კიდევ უფრო ბანალური სიუჟეტი. კრისტიან ბეილი 10 წუთი ჩანს სულ ეკრანზე. რეჟისორი რომ MCG იქნება აბა რას უნდა ელოდე კაცი. არადა ტრეილერის მერე, მაგარი იმედი მქონდა კარგ პოპკორნ მუვის ვნახავთქო.

5.5/10

Up(ქართულად)

“კოხორა” რომ გაახმოვანებს პერსონაჟს რა უნდა იყოს ის გახმოვანება. ერტადერთი ნაკლი სწორედ ქართული დუბლირება იყო, დანარჩენი ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მულტფილმში. Pixar-ის პროდუქცია სხვანაირი არც სეიძლებოდა ყოფილიყო. პირველი 40 წუთი არაამქვეყნიური საოცრებაა. ძალიან სევდიანი და ლამაზი, შემდეგ ერთგვარ კალაპოტში ჯდება მულტფილმი და სამწუხაროდ რეჟისორი, არც ცდილობს ნამუშევრის, ამ კალაპოტიდან ამოგდებას . მთლიანობაში კარგი მულტფილმია, თუმცა თითქმის ყველა პიქსარის ქმნილება გაცილებით მიმზიდველი და კარგი საყურებელია.

8/10

Transformers: Revenge of the Fallen

ეს ფილმი სახლში არ ნახოთ. კინოდან გამოსულმა, რომ ვიფიქრე რა შთაბეჭდილება მექნებოდა ეს სახლში, რომ მენახა, ძალიან გამიხარდა ბილეთში ფულის დახარჯვა. ფილმს აქვს ყველაფერი რაც summer ბლოკბასტერს ჭირდება. შეუჩერებელი ექშენი,რობოტები, იუმორი, მეგან ფოქსი, დაკა-დუკი და ისევ მეგან ფოქსი. სიუჟეტი ბანალური და გაცვეთილია, მაგრამ who cares. ფილმის ერთადერთი მინუსი ქრონომეტრაჟია. 150 წუთი ასეთი ფილმისთვის ძალიან დიდია.

8/10

გაგრძელება იქნება

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Good News for People Who Love Bad News

Alter vision რომ დაიწყო იმ დღეს ჩემმა მეგობარმა მახარა, რომ საქართველოს კინოთეატრებიდან ახალი ამბავი ჰქონდა.  ამ ფესტივალმა სულ გადამავიწყა, ეს კარგი ამბავი. მოკლედ რა ხდება, ალბათ შეამჩნიეთ, მას შემდეგ რაც რუსეთიდან შეწყდა ფილმების ჩამოტანა და ჩვენი კინოთეატრები ინგლისიდან ფილმების ჩამოტანასა და თავად გახმოვანებას შეუდგნენ, უკან-უკან წავიდა საქმე. გახმოვანების ხარისხი ძალიან დაბალი არის, ახალი ფილმების ჩამოტანას ვერ ახერხებენ, ძვირი ჯდება თურმე ხოდა უფარჩაკესი გახმოვანებით გვიწევს ფილმების ყურება, იმ ფილმების რომლებიც 2-3 თვის წინ გამოვიდა ა.შ.შ.-ის კინოთეატრებში.

ახალი და თანაც კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ფილმების ნაწილი კვლავაც რუსეთიდან შემოვა და ისევ რუსული გახმოვანებით გავა “ამირანსა” და “რუსთაველში”. ცუდია რომ რუსულ ენაზე ფილმის გაშვებას ნატრულობ კაცი საქართველოში, მაგრამ რა ვქნა ვერ ისწავლეს ჩვენებმა გახმოვანება, ინგლისური ვერსიები კი ვერ შემოაქვთ თავის დროზე.

მოკლედ იმედი მაქვს ზაფხულის ბლოკბასტერებს დროზე ჩამოიტანენ და კინოში წასვლის ხალისს დამიბრუნებენ. ბოლოს კინოში მემგონი ჯეიმს ბონდზე ვიყავი მას შემდეგ არაფერი ნორმალური არ გამოსულა კინოში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

პოპკორნის სეზონი ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერა IV- August

ეს გახლავთ Popcorn movies რიგით მეოთხე და უკანასკნელი ნაწილი.  იმედია ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფილმებიდან, ნებისმიერი სიიდან რომელიმემ მაინც დაგაინტერესათ და გაგიჩინათ სურვილი კინოთეატრს ეწვიოთ ან სახლში ცხელი ზაფხულის რომელიმე დღეს ეკრანს მიეჯაჭვოთ.

აგვისტო:

G.I. Joe: The Rise of Cobra(AUGUST 7th) – ბავშვობაში G.I. Joe-ს სათამაშოებზე ვოცნებობდი ხოლმე. ეჰჰ რა დრო იყო. აგერ დრო მოვიდა და ფილმსაც იღებენ უკვე. რეჟისორი სტივენ სომერსი იქნება, მუმიებისა და ვან ჰელსინგის გადაღებით გამოწრთობილი პიროვნება. სამსახიობო ანსამბლი ისეთია ერთხელ ნახვის სურვილს ნამდვილად ტოვებს. ჩანინგ ტატუმი, მარლონ უეინსი, სიენა მილერი, კრისტოფერ ეკლესტოუნი და ა.შ. ტრეილერი მომეწონა თორემ ამ ფილმს არც დავდები აქ, თუმცა CGI(კომპიუტერული ეფექტები) საკმაოდ ნურმალური ჩანს და თუ ფლოთი არ იქნება სტივენ სიგალის ფილმების მსგავსი ღირს ერთხელ ნახვა.

Final Destination: Death Trip(AUGUST 14th) – დარწმუნებული ვარ ბევრს ამ ფრენჩაიზის პირველი სამი ნაწილიდან ერთ-ერთი მაინც გინახავთ. ფილმები საკმაოდ საინტერესო იდეით. სიკვდილს გადარჩენილ ადამიანებს როგორ დასდევს სიკვდილი რათა დაამტკიცოს ქართული გამონათქვამი:”რაც შუბლზე გაწერია ვერ აცდები”. რამდენად ხარისხიანია ფილმები ეს უკვე სხვა საკითხია. მესამე ძალიან ცუდი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ მეოთხეში რაიმე ახალს და საინტერესოს შემოგვთავაზებენ ფილმის შემქმნელები. უიჰ სულ დამავიწყდა ფილმის 3D იქნება და სრული ეფექტის მისაღებად სათვალეებით, კინოთეატრებში ცქერა იქნება აუცილებელი.

Taking Woodstock(AUGUST 14th) – სიტყვა ვუდსტოკი ალბათ ყველასთვის თავისუფლებასთან, ჰიპებთან, როკენროლის ღმერთებთან და უბრალოდ გენიალურ მუსიკასთან ასოცირდება. ენგ ლი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეჟისორია. ამ კაცს თანაბარი სიძლიერით შეუძლია გადაიღოს დრამა, ფენტეზი, ექშენი და უბრალოდ რაც მოუნდება ის. მოკლედ აგვისტოს ცხელ დღეებში ამ ფილმით გაგრილება არავის არ აწყენს.

Inglourious Basterds(AUGUST 21st) – იოოოოოოოოოოო. კვენტინ ტარანტინო ბრუნდება. 90-იანების საკულტო პიროვნებად ქცეული ტარანტინო თავისი ოცნების ფილმით გვიბრუნდება. ეს არის პროექტი რომელზედაც კვენტინი არაერთი წელია მუშაობს და როგორც იქნა დაადგა საშველი მის გადაღებას. ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი შეასრულებს. რაღაც აფეთქების მოლოდინში უნდა ვიყოთ. გული მიგრძნობს ან ძალიან მაგარი ფილმი შემრჩება ხელში, ანდა ტარანტინოს ყველაზე ნაგავი ნამუშევარი.

H2(AUGUST 28th) – რობ ზომბი ჰელოუინით ბრუნდება. პახმელიაზე სანახავი ფილმი იქნება. ბევრი სისხლი და შეშის ემოციით მსახიობები.

The Boat That Rocked(AUGUST 28th) – 28 აგვისტოდან ბრიტანელი “ამხანაგები” გვიწვენ თავიანთ კატერზე. სადაც ყველაფერი არის რაც ადამიანს სურს. სექსი, მუსიკა, როკი, მოსაწევი, თავისუფლება, გარყვნილება, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი და გემა არტენტონი. უბრალოდ ბრიტანული კომედია რომელიც მინიმუმ 90 წუთით გაგვიხალისებს ცხოვრებას და დაგვასევდიანებს იმაზე ფიქრით როგორი უნდა იყოს ნამდვილი რადიოს წამყვანი. ესეც ზაფხულის ცხელი სეზონის ანონსი. შემოდგომის დადგომასთან ერთად ოსკარების ციებ-ცხელებით დაგიბრუნდებით.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერაIII-July

როგორც კინომანს ივლისი მიყვარს ძალიან. სანამ შემოდგომაზე “დავიტვირთები” დრამებითა და “მე ოსკარი მინდა” ფილმებით, მანამდე ზაფხულში დადებითან ვიმუხტები ხოლმე. ივლისი კი ყველაზე მეტად მახარებს ხოლმე სუპერ ბლოკბასტერებით.

Public Enemies(JULY 3rd) – მაიკ მანს ყველაზე კარგად კრიმინალური დრამების გადაღება ეხერხება და გამიხარდა რომ სწორედ ამ ჟანრში აპირებდა ფილმის გადაღებას. სიხარულის გრძნობამ კიდევ უფრო მოიმატა როდესაც გავიგე, რომ ფილმში მთავარ როლებს ჯონი დეპი და კრისტიან ბეილი შეასრულებდნენ. ეს იქნება ფილმი 30-იანი წლების ყველაზე ცნობილ ამერიკელ მძარცველზე ჯონ დილინჯერზე, რომელის საოცარ ისტორიას იმედია არანაკლებ საოცრად გადმოგვცემენ ამ პროექტის საშუალებით.

Ice Age: Dawn of the Dinosaurs(JULY 3rd) – იოოო. დიდი გამყინვარების “სასტავი” ბრუნდება. მანი, დიეგო, ელი და რათქმაუნდა სკრატი ყველაზე მაგარი მღრღნელი მსოფლიოში. საძმო იურულ პერიოდში ხვდება, სადაც დინოზავრებთან მოუწევთ “ჭიდილი”. მთავარია მულტფილმი სასაცილო იყოს და ვისაც უნდა იმას ებრძოლონ. რათქმაუნდა ჩვენს კინოთეატრებში ეს ანიმაციური ფილმი გამოვა ამაზრზენად ნათარგმნი, რათა ნებისმიერ კინომანს დაეკარგოს მისი კინოში ნახვის სურვილი.

Brüno(JULY 10th) – ალბათ ყველამ იცით ბორატი. თუ არ იცით მაშინ დაასრულეთ თქვენი სიცოცხლე თვითმკვლელობით. საშა ბარონ კოენმა იცის როგორ უნდა დასცინოს ხალხს, ჩვეულებებსა თუ ტრადიციებს და თავისი პერსონაჟით ბრუნო ის ამჯერად შეეცდება მოდის სამყაროს “მანკიერი” მხარეები დაგვანახოს. ბრუნო გეია რომელიც უახლესი მოდის ტენდეციების ძიებაში არაერთ სასაცილო ისტორიაშჳ ხვდება. ფილმი “ბორატის” სტილშია გადაღებული, ანუ ნახევრად დოკუმენტური კადრებითა და სცენებით. ეს კი ფილმს უფრო სასაცილოდ აქცევს.

Harry Potter and the Half-Blood Prince(JULY 17th) – მამაძაღლი პოტერი ბრუნდება. ტრეილერი შთამბეჭდავი აქვს. იეტისმა მემგონი მიაგნო ფორმულას რომლის მიხედვითაც წარმატებით შეიძლება პოტერის ეკრანიზება. ამ ფილმს არ ჭირდება ბევრი რეკლამირება და ა.შ fantasy-ს  მოყვარულებმა კინოში უნდა უყუროთ ასეთ სანახაობას.

(500) Days of Summer(JULY 17th) – ფილმი რომელიც “განწირულია” გოგოების გულის დასაპყრობად. ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტი, რომელიც ასე ძლიერ იზიდავს სუსტი სქესის თინეიჯირებს. მიზეზი რატომაც ამ ფილმს ვნახავ არის ის, რომ მთავარი პერსონაჟი ძალიან ჰგავს ჰიტ ლეჯერს.

The Ugly Truth(JULY 24th) – წლის წინ ჯერალდ ბატლერს მამამისიც ვერ ცნობდა სახლში, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური მსახიობია. ფილმში ქალების მუსუსის როლს ასრულებს რომელიც თავის თანამშრომელს მამაკაცის შებმაში ეხმარება. მერე როგორც მოსალოდნელია ერთმანეთი შეუყვარდებათ ალბათ. ტრეილერი სახალისო აღმოჩდა და მემგონი ღირს ყურება.

Funny People(JULY 31st) – არც ტრეილერის ნახვა არ მჭირდება, არც სიუჟეტის გაგება და არც იმის თუ ვინ თამაშობს ფილმში. მას შემდეგ რაც გავიგე რომ ფილმის რეჟისორი ჯუდ აპატოუა, ეს ფილმი ავტომატურად most anticipation ფილმთან რიცხვში ჩავწერე. ჯუდ აპატოუს დამსახურებაა რომ არსებობს ისეთი კომედიები როგორებიცაა: Step Brothers, Forgetting Sarah Marshall, Walk Hard: The Dewey Cox Story, Knocked Up, The 40 Year Old Virgin და ა.შ რა ვიცი რომელიმე თუ არ გაქვთ აქედან ნანახი აუცილებლად ნახეთ, რაღაც არანორმალურად სასაცილო ფილმებია. “ტონკი” ხუმრობებითა და წარმოუდგენელი სიტუაციებით.

გაგრძელება იქნება… აგვისტო და ტარანტინო გველოდება წინ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)