Archive for the ‘თავისუფლება’ Tag

ქართული ომები ეპიზოდი VI:ვალენტინობის ხიბლი

განერვიულებულს გაგეღვიძა. მაღვიძარას თუ დავუჯერებთ ჯერ მხოლოდ 7:34 AM არის. ბლინ ჯერ მთელი ღამე არ დაგეძინა, ეხლა კი ასე ადრე გაიღვიძე. არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა. კი შენი პირველი ვალენტინობაა შეყვარებულან ერთად, მაგრამ მაინც გოგომ არ უნდა შეგატყოს, რომ ღელავ, მდედრები ძლიერსა და თავდაჯერებულ ბიჭებს ყვარობენ.

ადექი, კომპიუტერს მიუჯექი. იქნებ რამე მოგწერა მანამ სანამ გეძინა. შენს “ადნაკლასნიკებზე”(ადნაკლასნიკები – ქართველების მიერ დოსტოევსკის ”ძმები კარამაზოვების” შემდეგ რუსების უდიადეს ქმნილებად აღიარებული ნაწარმი. ავტ.შენიშვნა) შეხვედი. ახალი მესიჯი არ არის, მის პროფაილსაც ესტუმრე. როგორ გიყვარს მისი ფოტოების თვალიერება, 1,3 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე მობით გადაღებული სურათების ცქერა. ფოტოებით დიდი ორიგინალური არ ჩანს შენი სატრფო, პიკების უმეტესობა სარკის წინ, საკუთარი თავის დაფიქსირებითაა გადაღებული. კიდევ ერთი 5+ მომატებია მის მთავარ ფოტოს. სიამაყით გაიჯგიმე, შენი დიაცს უკვე 13 5+ აქვს. კომენტარებსაც გადაავლე თვალი, “რა ლამაზი სახე გაქვს პაწო” – ჰმმ ეს უკვე ნაცემი გყავს, “არ მინდა ბანალურად გეჩვენო, მაგრამ უმშვენიერესი ხარ, ვით ბულბული რომელიც  გალობს.” – ამას ებაზრე და გაიასნდა ყველაფერი, მეტს აღარ შეაწუხებს შენს სატრფოს ფრინველების თემატიკით. “wow, nice pics honey” – ინგლისურის სპეციალისტიც დამუშავებულია, მხოლოდ cool-სა და candy-ს ამბობს უცხო ენაზე. ახალი კომენტარები არაა.

აბაზანში შეხვედი, წვერს იპარსავ და ფიქრობ იმაზე თუ რა ბრწყინვალე დღე გელის წინ. ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდი. ორი ძმაკაცის მობილური დაალომბარდე, ნაშას ცეპი გაუწიე და გაყიდე , პლიუს მამასაც გამოართვი ფული. მოკლედ მაყუთი შეკრულია და მაგარ დროს გაატარებ დღეს. ტანსაცმლის შერჩევა ეს ყველაზე რთული საქმეა, ნახევარი საათი ტრიალებ სარკის წინ ,ბოლოს კი არჩევანს მაინც მიმზიდველი მამაკაცის იმიჯის შექმნაზე აკეთებ. შლაქსი ჯინსები, დიდბალთიანი ქამარი რომელზეც არწივია გამოსახული, ზედაც კონტექსტიდან რომ არ ამოვარდე არწივის თემატიკაშია გაწყობილი, არმანის მაისურიზეა საუბარი, რომელსაც ჯერ კიდევ ზეგ აქვს “მე ახალი ნაყიდი ვარ” სუნი. ფეხზე შავი ფეხსაცმელი, რომლის ცხვირიც ბოინგს გავს, რომელიც ეს ესაა გასაფრენი ზოლიდან აიჭრა ცაში. თმას დიდხანს ივარცხნი ბოლოს როგორც იქნა სასურველ ბილიკს ხედავ თავზე რომელიც თმის გაყოფის შედეგად წარმოიშვა, სათვალეებს იკეთებ(ზუსტად ისეთს კობრას რომ უკეთია ფილმში) და სახლიდან გადიხარ.

თავისუფლების მეტროს წინ დგახარ. ვარდი ნაყიდია, ოქროს სამაჯურიც. 10 წუთი დაიგვიანა მან მხოლოდ. ერთმანეთი გადაკოცნეთ(გადაკოცნა – საქართველოში ლოყის გაუბედურების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, გამოიყენება ვინმესთვის შენი მისდამი ახლო ურთიერთობის გამოსახატავად. ავტ. შენიშვნა). საჩუქარი უკვე მის ხელშია,მეორე ხელი შენს იღლიაში, თქვენ სეირნობთ. ბიჭის ან ბიჭების ჯგუფის დანახვაზე სერიოზულ როჟას კერავ, უნდა ანახო ყველას ვინაა აქ მამა.

ხინკლის სახლში სხდებით. საგულდაგულოდ ნაყიდ “პარლამენტს” იღებ ჯიბიდან და მაგიდაზე აგდებ. გადის დრო და ხინკალს ჭამთ, კიდევ გადის დრო და “ალექსანდროვში” ზასაობთ. ეუბნები რომ ძალიან გიყვარს და მართლაც ძალიან გიყვარს, მასთან სექსზე არასოდეს გიფიქრია ეს კი მხოლოდ ისეთ ქალთან მოგდის, რომელსაც როგორც მომავალ ცოლს ისე უყურებ. ბედნიერი ბრუნდები სახლში.

შენ ნამდვილი ვალენტინი ხარ.

ფილმი გახმოვანებულია  ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito) მიერ.

Advertisements

ქართველ ხალხზე ხელი ასწიეს?!

დღეს გიორგობაა. ჩემი უახლოესი ძმაკაცის დაბადების დღე. შესაბამისად ოჯახში არ ვიყავი და ის ამბები რაც ამ საღამოს მოხდა მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გავიგე. ტელევიზორს ვუყურებდი და შემდეგ ვიდეოების მოქექვა დავიწყე, რომ მენახა რა და როგორ მოხდა. რადიოს ვუსმენდი მანამდე, არ ვიცი რომელი იყო “მარშუტკაში” იყო ჩართული და იქ ისეთი ამბები გამოაცხადეს, რომ თმები ყალყზე დამიდგა. დუბინკებით სცემეს ხალხიო, გაზი გაუშვესო, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი შეათრის განყოფილებაში და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენესო. სახლში მოსულმა ტვ ჩავრთე. “კავკასიას” ვუყურებდი, ვიფიქრე თუ რაიმე საშინელი მოხდა ესენი აჩვენებენთქო.

ერთადერთი რაც მე ვნახე “მაესტროსა” და “კავკასიის” მეირ აგდაღებულ მასალაში იყო ის რომ პატარა გრეჩიხა გადაძვრა გისოსებზე და რათქმაუნდა დაიჭირეს და შეიყვანეს განყოფილებაში და ის რომ ხალხმა დაუწყო პოლიციელებს დროშის ტარებისა და ჯოხების სროლა. საპასუხოდ კი მხოლოდ თავიანთი “იარაღი” მიიღეს. რასაც ესროდნენ უკანვე იგივე უბრუნდებოდათ, თან ისე რომ არცერთ პოლიციის თანამშრომელსა და სპეცნაზელს არ გადმოუკვეთია ზღურბლი და თავიანთი ტერიტორია. ვიმეორებ ეს ყველაფერი “კავკასიაზე” ვნახე და არა რომელიმე სხვა არხზე.

ეხლა გამოვლენ ოპოზიციის წარმომადგენელები და იტყვიან ქართველ ხალხზე ხელი აიწიაო. ძალიან მაინტერესებს ის პოლიციის თანამშრომელი რა ეროვნებისა? რატომ არ უშვებენ იმის შესაძლებლობას რომ ადამიანებმა შეიძლება სხვანაირად იფიქრონ და სხვა მხარი დაიჭირონ, ან შეიძლება თავიანთი საქმე პირნათლად შეასრულონ და არ მისცენ რიგით მოქალაქეს სხვის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის უფლება, თან რაც მთავარია ხალხი იქ სრულიად უაზრო და აბსურდული მიზეზით იყო მისული. დაიჭირეს პიროვნებები რომლებმაც ჟურნალისტს ფიზიკური და მორალური ზიანი მიაყენეს და მე ღრმად მწამს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი მოქალაქეები ისჯებიან და რატომ ხდება რომ მასა რომელსაც დემოკრატია რეჟიმი სწყურია ცდილობს, შეიჭრას პოლიციაში და ერთმანეთის მიყოლებიით დააღვიოს რამდენიმე კანონი. სამწუხაროდ ჯერ არანაირი ვიდეო არ მაქვს როგროც კი ვიშოვი დავდებ. დიდი იმედი ამქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, მსგავსი პროვოკაციები ნებისმიერი მხრიდან ამაზრზენია და მხოლოდ და მხოლოდ ხალხს დააზარალებს, სამწუხაროა, რომ ამას ვერ ხვდებიან ის ახალგაზრდები დღეს რომ ჯოხებს ესროდნენ პატრულის თანამშრომლებს და მთელი სულითა და გულით აგინებდნენ სპეცნაზს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

მაშინ როდესაც მეზობლად რევოლუცია ცხოვრობს

არც ისე დიდი ხანია ჩემი ბლოგი გავაკეთე და მაქსიმალურად ვერიდებოდი რაიმეს დაწერას პოლიტიკაზე. მაგრამ ის რაც დღეს ვნახე ეს უკვე უბრალოდ “პოლიტიკა” არ არის. მე პირადად მიმაჩნია რომ ვიდეომასალა რომელიც დღეს გავრცელდა ნამდვილად არ არის მონტაჟი და რეალურად იგეგმებოდა ეს ყველაფერი. არც გამკვირვებია დიდა რუსეთისაგან, ახალი აქ ხომ არც არაფერია.  ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარმა გამაღიზიანა ძალიან. გამორიცხავს ყოველგვარ ამბოხებას ძიძიგური. ზვიადი ნამდვილად არ არის ის პიროვნება რომელსაც რამის გამორიცხვა შეუძლია ამ კონკრეტულ სიტუაციაში და ზედმეტ ლაპარაკს ჯობია დაელოდოს მოვლენების განვითარებას.  ნინო ბურჯანაძის გამოსვლა საერთოდ საოცრება იყო. ეს ქალი რაც ოპოზიციაში გადავიდა მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი ერთადერთი შეცდომა არის ის რომ ადრე არ თქვა რაღაც მიშაზე. არ უნდა მიხვდეს რომ თუ რაიმე იცის დროზე უნდა თქვას ან გაგვაფრთხილოს ჩვენ, “უგუნური” ხალხი. გია ყარყარაშვილი საერთოდ ცალკე თემაა. წარმოშობით მეგრელი ვარ და ხშირად მომისმენია ისტორიები აფხაზეთის ომთან დაკავშირებით სადაც ყარყარაშვილი ძალიან ცუდ კონტექსტში იყო მოხსენიებული. არანაირი მორალური უფლება არ მაქვს იმ ათობით ადამიანს არ დავუჯერო. ძალიან საინტერესო იქნება რას წარმოადგენს დღეს საღამოს ყარყარაშვილი, როგორც ამბობს ვიდეო მასალა აქვს. თუ მართლაც ფლობს რაიმე ღირებულს საინტერესო იქნება ხილვა.

უბრალოდ ძალიან არ მინდა დროში უკან დაბრუნება. არ მინდა გამოვიარო ის რაც ვნახე და ის რასაც მიყვებოდნენ. არც უშუქობა მინდა, არც ლამფის შუქზე ჯოკრის თამაში, ტალონებით ნაყიდი პურიც არ მიზიდავს დიდად, ქუჩაში უშიშრად სიარულსაც შეეჩვია თითქოს ხალხი, არც 3 კოლგოტის ჩაცმაა “მოდაში” , რომ ფული რაც შეიძლება ღრმად შეინახო, 78% საპონის სუნს გადავეჩვიეთ, ლიფტით სიარული და სუპერმარკეტებში პროდუქტის ყიდვა ყოველდღიური მოვლენა გახდა, რამდენიც არ უნდა იძახოს ოპოზიციამ სიტყვის თავისუფლება არ არის, მაინც ამბობ იმას რაც გინდა და აკეთებ ისე როგროც მოგეპრიანება. არ მაქვს სურვილი ვაკუუმში ვიცხოვრო, უცხოეთად რუსეთი და ბელარუსია ითვლებოდეს მხოლოდ და 48 მანეთად ვგრიალებდე სლავ ქალებში. მე იმ ხალხის გამკვირვებია 50 000 რომ ყიდიან საქართველოს. გინების სურვილი არ მაქვს, მეცოდებიან მართლა ოღონდ. მეცოდებიან რომ ვერ გრძნობენ ვერაფერს. არ აქვთ სიყვარული და უბრალო პატივისცემა თავიანთი სამშობლოსი. არც ეკლესიური ვარ და არც უდიდეს პატრიოტად ვითვლები, მაგრამ ვიცი ის ფასი რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადაიხადეს იმისათვის, რომ აქამდე მოსულიყო საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამიტომ ვიცი რომ თავისუფლების ფასი არაფერი არ არის.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)