Archive for the ‘თამადა’ Tag

ჩემი ოცნებაა!!!

მე ვოცნებობ ხოლმე. დიახ მეგობრებო ჩემნაირი ბგე ვაჟკაცი დროს უთმობს ფუჭ(ვინ იცის) ოცნებებს. მე მიხარია, რომ ალბათ პირველი ვარ ვინც ვაჟკაცობა და ოცნება ერთმანეთს დაუპირისპირა. ეს სხვა დროისთვის, ეხლა კი მინდა ჩემი ოცნებებისა და სურვილების მცირე ჩამონათვალი გაგაცნოთ.

მე ძალიან მინდა/ჩემი ოცნებაა

1)საქართველოში გოგოები ფეხებს კარგად იპარსავდნენ და შავ წერტილებს არ ვხედავდე ხოლმე

2)მდედრები ძუძუებს შორის თმას რამეს უხერხებდნენ. არაა სასიამოვნო, როცა მომავალი ბავშვების დედა ბანჯგვლით მიტოლდება და მამარცხებს ხოლმე.

3) ტაქსისტები ჩუმად ისხდნენ მანქანაში. საქართველოს გადარჩენის უეჭველი გეგმები და ფაიზაღი გზები მიშას გადაგდებისა არ მაინტერესებს დიდად

4)საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფუნქციონირება შეწყვიტოს, ოფიციალურად.

5)საზოგადოებრივი ტელევიზიის სლოგანი “არხი განწყობისათვის” მაგივრად შეიცვალოს “ჩვენ გადაცემების გაკეთება არ ვიცით”

6)”თენდება გვიან” და “ყავა და ლუდის” ყველა სეზონი ნახოს ორივე სერიალის რეჟისორმა. იქნებ მიხვდნენ, რომ სატანას ემსახურებიან

7)მარშუტკის მძღოლები სულ არ წუწუნებდნენ, ბენზინს არ ასხამდნენ როცა მე ავდივარ მაშინ, სასურველია არც ზეთი გამოცვალონ და არც სვეჩები, ნუ თუ იკაცებენ და მანქანას დაქოქავენ ავლაბრამდე მადლობელი ვიქნები მხოლოდ.

8)მთელ მსოფლიოში მშვიდობა სუფევდეს. ეს ისე ვითომ მის მსოფლიოს შესარჩევ კონკურსზე ვარ. არავინ არ იცის რა ხდება, მუდამ ფორმაში ყოფნას ვცდილობ.

9)შალვა ნათელაშვილთან, ბოკერიასთან, სააკაშვილთან, ძმებ გაჩეჩილაძეებთან, სანიკიძესთან ერთად სუფრაზე დამსვა. მარტო ჩვენ რომ ვიყოთ პლიუს აქუაბრდია თამადად. სადღეგრძელოები მაინტერესებს მარტო.

10)უცხოეთში ყოველ მეორე კვირას ჩვენი თანამოქალაქეები თავს არ გვჭრიდნენ ძარცვითა და სირობებით.

11)Red Hot Chili Peppers-მა ახალი ალბომი გამოუშვას

12)Interpol-მა და Strokes-მაც ბარემ იგივე ქნას

13)საქართველოში ჩემი საყავრელი ბენდებიდან 3 მაინც ჩამოვიდეს

14)“ალანიამ” HDTV ხარისხით მაინც გაუშვას ფილმები. გვესმის რომ ბიტკომეტს მაგრად ხმარობენ და Ts და SCR ხარისხით ფილმებს სწრაფად ტრეულობენ, მაგრამ Tv-ში არც ისე კარგი საყურებელია მაგ ხარისხით ფილმები.

15)ყველაფერზე არ ასიგნალებდნენ მძღოლები.

16)ტანსაცმლის მაღაზიაშებში კონსულტანტები(გამყიდვლები) იღიმებოდნენ. ტანსაცმლის საყიდლად შევდივარ, მათ შესაბმელად ხო არა.

17) უპატრონო ძაღლები ერთდროულად ააალდნენ მთელს საქართველოში და დაიფერფლონ

18)Coldplay არ ითვლებოდეს ყველაზე კარგ ჯგუფად, Prison Break საუკეთესო სერიალად, “კოხორი” ყველაზე მაგარ ვიდეოდ, გუბაზ სანიკიზე ყველაზე დიდ პატრიოტად, Twilight ნორმალურ(მითუმეტეს კარგ) ფილმად და ლელა კაკულია წინასწარმეტყველად.

19)დაინგრეს სტერეოტიპი მუსიკის აზრზე არ ხარ თუ PInk Floyd ან Led Zeppelin არ მოგისმენია(არუსმენდი ან უსმენ), პაზოლინი, ბერტოლუჩი, ანტონიონი ან ბერგმანი თუ არ გიყვარს კინო არ იცი რა არის,  მარკესი თუ არ გიყვარს, დოსტოევსკის მამას თუ არ ეძახი ლიტერატურა შენთვის უცხო ხილია.(პირველი ვარიანტი)

20)დაინგრეს სტერეოტიპი მუსიკის აზრზე არ ხარ თუ Velvet Underground ან Radiohead არ მოგისმენია. ჯარმუში, კუბრიკი, ჰიჩკოკი ან ბარტონი თუ არ გიყვარს კინო არ გაგისინჯავს. კამიუსა და ვიანს თუ არ იცნობ ბორისას ლიტერატურაში ჩაინიკი ხარ, აჰჰ ხო კუნდერა გამომრჩა კიდევ. (მეორე ვარიანტი)

კარგი იქნება ეს 20 პუნქტი თუ შესრულდება, მანამდე კი სამი დღით თბილის ვემშვიდობები, ან ორით ვინ იცის.

პ.ს ეს სიმღერა მიყვარს მომავალი 3 დღე მაინც. დღეს ვიგემე პირველად და ძლიერ მომწონს.

Joanna Newsom – Peach Plum Pear

პ.ს 2 ძალიან ბევრი ტაგი გავუკეთე ამ პოსტს. მაინტერესებდა როდის მომბეზრდებოდა : ))))

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

არ გავცვლი სალსა კლდეებსა…

ქართველ ახალგაზრდას რომ ჰკითხო მას ბედმა დასცინა, რომ საქართველოში გაჩნდა. შურს ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების და სწავლას აუცილებლად საზღვარგარეთ გააგრძელებს. საცხოვრებლად დარჩენაზეც არ ამბობს ბევრი უარს. არადა არაა ეს ჩვენი ბეჩავი სახელმწიფო ასე ჩამოსაწერი. საქართველოს აქვს უამრავი ის პლიუსი რომლითაც ის კონკურენციას თავისუფლად გაუწევს ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს და მე სწორედ ამ პლიუსებზე მსურს ამ პოსტში ვისაუბრო.

1)ძმობა

სხვაგან სად თუ არა საქართველოში შეგიძლია ადამიანს, მთელი თვე გაატარო რესტორანში ისე რომ ერთი ლარიც არ დახარჯო. ვინ დაგადებინებს ფულს გულითაც რომ გინდოდეს. ძმაკაცები ხომ ფულის გადახდისას ერთმანეთს ხოცავენ. უფასო ჭამა ეს ისაა რაზეც უარს არავინ არ ამბობს. 2)ნაგავი

სადაც გინდა და როცა გინდა მაშინ ყრი ნაგავს. არავინ არ გაჯარიმებს და ვინმეს შლეგი თუ არ შეგეჩეხა, არც შენიშვნას არ მოგცემს არავინ.

3)მეუღლე

საქართველოში შეგიძლია დრო არ დახარჯო ოცნების ადამიანის ძიებაში. მეზობლები, დედ-მამა, მამიდა, ბიცოლა, მამიდაშილები, ბიძაშვილები და ა.შ ყველა ეს ხალხი შენთვის სასურველ პიროვნებას გიპოვიან და შეგახვედრებენ. მერე გოგოს და ბიჭს თუ ერთმანეთი მოეწონათ წინ რა უდგას ქორწილს. “არაა ცუდი ბიჭი, მთავარია ძლიერი ოჯახიდანაა და ჩვენც წავეშველებით ცოტას. მთავარია არ სვამს და არ იკეთებს”. ასეთი ფრაზით დასრულდება გარიგება.

4)ქალიშვილი

შეგიძლია იყო 25-29 წლის ქალიშვილი და იამაყო ამით. მეტიც შეგიძლია ამაზე “პაემნებში” წერო და მიიზიდო მამაკაცები. საქართველო ანტიკური, ხელთუქმნელი და ხელშეუხებელი ვაგინები ძვირად ფასობს.

5)მეზობელი

საქართველო არის ქვეყანა სადაც შეგიძლია მეზობელთან დღის ნახევარი გაატარო, მთელი სამეზობლო გაჭორო, გამოართვა მარილი, კვერცხი, შაქარი, ნემსი, ფენი, კაბა და ა.შ მოკლედ მეზობლის სახლი შენს სახლად იქციო.

6)გრიალი

შეგიძლია ღამის სამ საათამდე თავი ურტყა იატაკს და ისე იცეკვო, მართალია მეზობლები ხმას გაიგებენ და დაძინებასაც ვერ შეძლებენ, მაგრამ ნუ ღელავ არ გიჩივლებენ და არც პატრულს გამოუძახებენ. ბოზი ხომ არ არის ეგ რომ გააკეთოს, შენთვის ერთობი რა.

7)თამადა

მართალია თამადა ბასკებსაც ჰყავთ, მაგრამ ჩვენისგან განსხვავებით,ხშირად, ის ერთობ ლოიალური პიროვნებაა. ჩვენ გვყავს თამადები რომლებიც ჩვენს ღირსებას ბოლომდე შეინარჩუნებენ, სტუმარს ჩასვრამდე აჭმევენ საჭმელს და სწორი ნაწლავის გაშეშებამდე ასმევენ ღვინოს. სტუმარს ისე ჩაეხუტება როგორც დედა ეხუტებოდა პირველი კლასის ზეიმზე და ისთ ამბებს მოუყვება, როგორიც თავის დროზე ტოლკიენსაც კი არ მოსვლია აზრად. 8)სტუმარი

უცხოეთიდან ა.შ.შ-ში სტუმარი რომ ჩამოგდის რა უნდა გააკეთო? დისნეი ლენდით ვერავის ვეღარ გააოცებ, ჰოთ დოგი ყველგან იყიდება და მაკდონალდში ყლა ყოფილა. აბა წარმოიდგინეთ სქართველოში ჩამოდის უცხოელი. ტრაპთან ხორუმს უცეკვებთ მეგობრები, ჩამოვა თუ არა ხაჭაპურს ჩატენი პირში, ჩასვამ მანქანაში და ეგრევე მცხეთაში ყველა ტაძარს აჩვენებ, მერე სახინკლეში ხინკალით გაუვსებ სტომაქს და ქართული ვაზის ცრემლებს დააჭაშნიკებინებ, მოსაღამოებულზე ჩაკრულოს უმღერებ და კაცს გაგიჟებულს გაუშვებ.

9)ალკოჰოლი და თამბაქო

სრულწლოვანი არ ხარ? რა პრობლემაა. საქართველოში თუ გინდა 9 წლის იყავი მაინც მოგყიდიან ნებისმიერ არაყსა და სიგარეტს. ნუ ეხლა თუ ვინმე “სტროგი” გამყიდველი შეგხვდათ, შეგეკითხებათ ვისთვის გინდაო, ხოდა ერთი ტყუილი კი უნდა თქვათ როგორმე.

10)მარიაჟი(ცინიზმი)

სად თუ არა საქართველოში შეგიძლია ა.შ.შ მიწასთან გაასწორო. შენ ხომ მისი ასაკის მუხა გიდგას ეზოში, სად თუ არა საქართველოში შეგიძლია დასცინო ჩინელებს ისინი ხომ მწერებივით მრავლდებიან და ჩვენ რომ მაგათი ანხევარი ვიყოთ მსოფლიოს მბრზანებლები ვიქნებოდით.

11)ერთის ფენომენი

“ერთი კრუგი დამსვი რა”, “ერთი ხელი მათამაშე რა”, “ერთი დამარტყმევინე გთხოვ”, “ერთი წამით რაღაცას ვიზამ” და ა.შ საქართველო გვაძლევს საშუალებას გვქონდეს მინიმუმ “ერთი” შანსი რათა თავი წარმოვაჩინოთ. 12)ბრენდი

ჩვენი სამშობლოში ჩამოსული ჯორჯო არმანი, დომენიკო დოლჩე ან სტეფანო გაბანა დარწმუნებული ვარ პირს დააღებდა. ჩვენთან ხომ ამ პიროვნებათა ნაღვაწი ქუჩასი ყოველ მეშვიდე გამვლელზე გვხვდება. საქართველოში, ისე როგორც არსად, ხელმისაწვდომია მსოფლიო დონის ბრენდები:”არმანი”, “დოლჩე და გაბანა”, “ვერსაჩე”, “გუჩი” და ა.შ იმდენად ხელმისაწვდომი და ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ბაზრობებზე 10-15 ლარად 2-3 წყვილ მაისურს იყიდი კაცი ამ ბრენდების ნიშნით.

13)დედის გინება არსად ისე ხშირად და ისე მთელი არსებით არ მოიხსენიებენ საკუთარ მშობელს როგორც საქართველოში. ასევე აღსანიშნავია რომ დედის დახმარებით ადამიანთა შორის ნდობა და ურთიერთგაგება სუფევს. საკმარისია ერთი დაგინება და შენი ყველას სჯერა.     მოკლედ მეგობრები კარგად დაფიქრდით სანამ გადაწყვეტთ სადმე წასვლას საცოვრებლად, სანამ თქვენს სამშობლოს აძაგებთ და აკნინებთ. მერე რა რომ აქციებია და არეულობა, ყველაფერი მოგვარდება და ჩვენ “ისევ ის ერთიანი ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით 1121 წელს დიდგორის ბრძოლა, რომ მოიგო თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ”.

მე ვრჩები საქართველოში.შენ?

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ქართული ომები ეპიზოდი II:კაცური ნაბიჯები

1)პირველი ბავშვი ეყოლათ ცოლ-ქმარს. თუ ბიჭია ოჯახში დიდი ზარ-ზეიმია, თუ გოგოა ქმარი ცოლს ნაწყენი თვალებით შეხედავს და გააფრთხილებს, რომ შემდეგში არ “შეცდეს” და დაბადოს პირმშო საზარდულით. საბედნიეროდ ბიჭია. თოფი აუცილებლათ გავარდება, გატყვრომაც გარდაუვალია, შეიძლება ვინმეც იცემოს, გააჩნია ხასიათსა და სიმთვარელს.

2)ბავშვი 2-3 წლისაა, მშობლები ამბობენ რომ ყველაზე ნიჭიერი ბავშია. 96 დღისა აკუტაგავას კითხულობდა, 7 თვის რომ იყო ლექსებს გურამ საღარაძესავით კითხულობდა. დაანებეთ თავი, ეხლა მაინც არაფერს არ გეტყვით, მორცხვია ისევე როგორც ყველა ბავშვი.

3)სკოლაში შეიყვანეს, მეგობრებს მშობლები ურჩევენ. “დედა მიშიკოს რომ აქვს ეგეთი მანქანა მინდა”. “მიშიკოს რას ედრები შვილო დედამის შუბა აცვია.” შუბა სიმდიდრის ნიშანია, ჯიპივითაა მარტო ბობოლებს აქვთ(ჰყავთ). 90-იანი წლებია. სკოლაში კარგად სწავლობს. მესამე კლასში ძალიან უნდა, რომ პოლიციელი გამოვიდეს. ეს სურვილი სადღაც მეექვსე კლასში იკარგება, ნელ-ნელა სწავლას უკლებს, კარგი მოსწავლიდან ნიჭიერ ბიჭად იქცევა რომელიც ზარმაცობს და ტრადიციულ ჩარჩოში ჯდება”ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი”. ეს ხომ ქართველების ჯვარია რომელსაც გოლგოთისაკენ მიმავალ გზაზე ყველანი ვატარებთ. “საშინლად ნიჭიერები” ვართ, მაგრამ “სამწუხაროდ ზარმაცები”.

4)13 წლისაა. სკოლას ბირჟა ანაცვლებს, ჟიულ ვერნს გოჩა მანველიძე, უფროსს “ვზროსლი”, კლეჩატ შარვალს შავი ტილოს შარვალი, ჩნდება გინების უაზრო მოთხოვნილება(მოთხოვნილება -საქართველოში შარდის დადინებასთან ასოცირებული სიტყვა, სხვა ფუნქცია დაკარგული აქვს. ავტორის შენიშვნა), გრევი, თავანი, მაზიანი და ა.შ. პლანის გემო გაგებულია, არ დაბოლებულა მაგრამ “გაუსწორდა”. ნელ-ნელა ხდება პაპსავიკი და სნობი. მოსწონს ის რაც ყველას მოსწონს და დასცინის იმას რაც “საძმოში” მიუღებელია.

5)მამამ თავის ძმაკაცს ფული მისცა. დღეს ქალებში წავა. თავისი აზრით უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა. ცვლილებები კვლავ მრავლადაა. სექსი შეცვალა ტყნ###მა, მდედრმა მის თვალში მუტაცია განიცადა, ეხლა უკვე არსებობენ “დაიკოები” და “აუ ამას რას მივარჭობდი” გოგოები, წიგნები მთლიანად გაქრნენ. დისქავერის არსებობა არც სმენია, საყვარელი სერიალი Prison Break-ია, მეგობრებს თითქმის არ ეკამათება გადაწყვეტილებების სისწორეში, სამაგიეროდ ხშირად კამათობს მანქანებზე, ფეხბურთსა და იარაღზე.ბორდელში მივიდა. ბოზს რათქმაუნდა აგინებს, ასე ასწავლეს. ცოლს ქალიშვილს მოიყვანს ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია(ამბავი – საქართველოში სექსუალური ისტორიები რომლისაც თავად ნარატორებსაც არ სჯერათ თუმცა მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ავტორის შენიშვნა) . შეყვარებული ჰყავს, თან სკაიპში გოგოებს აბამს, აბა პიდარასტი ხომ არ არის შეყვარებულის ერთგული რომ იყოს?! ცოლთან სექსი მარტო სარეცელში ექნება, ისიც ღამე და ისიც ერთ პოზაში, სხვა პოზაში მარტო სიძვასთან შეიძლება ურთიერთობა. აგინებს იმას ვინც რაიმე “სიახლის” შემოტანას ცდილობს სექსუალურ ცხოვრებაში. საყვარელი გამოთქმაა – “იმ ტუჩებით მერე ბავშვებს როგორ უნდა აკოცოს?!” …

სამწუხაროდ გაგარძელება იქნება.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ქართული ომები

ეპიზოდი I : ვაზისუბანი – ერთი ნახვით შეყვარება ანუ ისტორია ფობიებით შექმნილი სამოთხისა
ბერძნული მითოლოგიის თანახმად ოლიმპოს მთა საბერძნეთში მდებარეობდა, სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ. შილიფად ეცვათ, ბასანოჩკები უყვარდათ მაგრად და ჩვენი ღმერთისგან განსხვავებით, რბილად რომ ვთქვათ, თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდნენ(მოწევა მავნებელია ნებისმიერის ჯანმრთელობისთვის, ეს ისე ვიცოდეთ მაინც). ვაზისუბანს თავისი ოლიმპოს მთა აქვს და მას მახათას ეძახიან. პოპულარულია ადგილია, არა ღმერთები არ ცხოვრობენ, სამაგიეროდ სამონასტრო კომპლექსი შენდება. ვაზისუბნის მოსახლეობის იმედი სწორე დეგ კომპლექსია. ნებისმიერი გეტყვით, რომ პროექტის დასრულების შემდეგ თავისუფლების მოედნისაკენ პირდაპირ გზას გაიყვანენ და ბინების ფასი გაძვირდება, ვაზისუბანი თბილისის გულად იქცევა და ვინ იცის იქნებ მაკდონალდსის ფილიალიც კი გახსნან აქ.(მე მინდა ყველა ჭეშმარიტ მეგრელს მივუსამძიმრო თემურ ჭყონიას მიერ კოკა-კოლის გაყიდვის ფაქტი).
მახათის მთა ზემოდან დაჰყურებს ვაზისუბანს. მზის ლაჟვარდი სხივებით გაცისკროვნებულ არემარეს გულში იხუტებს და თავის სითბოს აფრქვევს, საამო სურნელის გაბრუებული ბავშვები ციბრუტებივით დახტიან და უხარიათ ცხოვრება, შლეგი სიყვარულით შეშლილი ჩიტუნები კი წრეში ბურთს თამაშობენ(ამ აბზაცის დაწერის შემდეგ თვითმკვლელობა ვცადე.. ასეთი სიტყვებით ვაზისუბნის მოხსენიება მხოლოდ შეურაცხადს ხელეწიფება).

ეს სურათი არ არის ვაზისუბანში გადაღებული(იმედია) თუმცა სულისკვეთება ამ ჭეშმარიტად ქართული უბნისა აქვს.

ვაზისუბანში ყველაფერია რაც კი ადამიანს ჭირდება ბედნიერი ცხოვრებისთვის. არის მაღაზიები, სამარშუტო ტაქსები, პოპული, კარგი ბიჭები, ბოზები, ძონძების მაღაზია, მთვრალი ადამიანის სიმღერით გამოწვეული გინების სურვილი და შუაღამისას “დრიფტინგი” შუა ქუჩაში(მანქანის გამარიაჟების ერთ-ერთი ხერხი. ავტორის შენიშვნა), არის ინტერნეტ, არის პლანი, არის “ტრუხა” პლანიც, გარჩევებიც არის ქუჩაში, “არასპრავედლივი” ხელიც ხვდება ხალხს და წონაშიც ატყუებენ შაქრის ყიდვისას. ჩასარიცხი აპარატებიც არიც და ვენერული დაავადების მატარებელი ადამიანიც, მესამე ჭიქა აქაც წასულებია და დედის სადღეგრძელოზე აქაც ფეხზე დგება ყველა. კაი ბიჭის და(და მდედრობითი სქესის ადამიანი რომელთანაც საერთო დედა ან მამა გყავს, სასურველია ორივე. ავტორის შენიშვნა) აქაც დაცულია “პაკლონიკებისაგან” და ქალიშვილად სიკვდილისთვის არის გამზადებული.
ყველა დედის ოცნებაა ქალიშვილი ვაზისუბანში ეზრდებოდს. აქ გოგონა ყველაფერს ერიდება. რადგან ბოზის სტატუსი ალბათ არ ეპიტნავება. ვაზისუბანში კი სიძვის დიაცი ხარ თუ გაკეთებ შემდეგს: ღამის 12-ის მერე მიხვალ სახლში, უფრო ბოზი თუ ბიჭი მიგაცილებს, კიდევ უფრო ბოზი თუ ის ბიჭი მანქანით მიგიყვანს. ბოზი ხარ თუ სექსუალურად გაცვია(გამომწვევი და ვულგარული სხვა სიტყვებია). მოკლედ ყველა პირობაა შექმნილი, რათა კდემამოსილი და ღაწვშეფაკლული გაიზარდო, დიდრონი კულულებით და ნუშისჭრილიანი თვალებით, მარწყვივით ტუჩებითა და ქსოვის საოცარი ნიჭით. სკოლაშიც კარგი ნიშნები გეყოლება და უნივერსიტეტშიც ჩააბარებ. მიშასაც აგინებ და ჩაცმაზედ დიდი პრეტენზია არ გექნება(პრეტენზია ძალიან საჭირო მოთხოვნილება რომელიც ჰუმანოიდს გააჩნია. ავტორის შენიშვნა).
ბიჭები კარგები არიან. იცინიან, ხუმრობენ, ქალებზეც ლაპარაკობენ, მანქანებზეც და იარაღზეც. გლობალური დათბობა მტრედის ჯიში ჰგონიათ, ნეო-რეალიზმი საფეხბურთო კლუბ რეალის ქართული ვარიანტი, საყავრელი ფილმი “სისხლიანი სპორტია” და მაიკლ სკოფილდობაზე ოცნებობენ, რომ ციხიდან გაიქცნენ როცა დრო მოვა. დრო კი აუცილებლად მოვა და ამას თვითონაც გრძნობენ. ნატოში შესვლაზე როცაა კამათი აქ განიხილება დეიდა ნატოს ანუსი და არა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური მიზანი. ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგო, უფრო მეტს უნდა მეუღლედ ისეთი რომელიც მასზე უტვინო იქნება(იმბიცილი), ყველს უნდა ქალიშვილი რათა სანუკვარ დღეს სისხლი დაღვარონ და ამით თავიანთი კაცობა დაამტკიცონ. ერთი პოზა იქნება მათსა და ცოლს შორის მუდამ, ნებისმიერ სხვა ფორმა სექსისა დასჯადია და “პიდარასტული”, ცოლი ბოზი არ არის, რომ როცა გაგიხარდება მაშIნ გქონდეს მასთან სექსი, ან ისეთ ფორმებსა და ფანტაზიებში როგორც გინდა.
ასაკში შესული ხალხი უფრო მარტივია. ვერ იტანენ პროგრესაა და ცვლილებებს. უკრაინასა და რუსეთში გულაობაში გატარებულ წლებს მისტირიან, გრძელთმიან ბიჭებს ეხუმრებიან პარიკმახერი ხო მარ მოგიკვდათი, ცირკები არიან(ცირკი ადგილი სადაც ჯამბაზი ცდილობს ხალხის გაცინებას. ავტორის შენიშვნა). საოცარია ქართული სუფრა სადაც ბომონდია ვაზისუბნის შეყრილი. აქ თამადა მეფეა. ყველა ჭამს თავიდან, არავინ მოცდება მაგ საქმეს, თუ ფული აქვთ დადებული მითუმეტეს. კანტი-კუნტად ჭიქებს ეთამაშება ხალხი, აი თამადაც წამოიმართება ხოლმე მუდამ ნიჰილისტია სუფრის ბელადი. დადაისტური იდეებით შებყრობილი და იმპრესიონისტულ ჭრილში ხედავს გამოსავალს საქართველოს გადარჩენისას. აქ ერთი ისტორია გამახსენდა:
ვაზისუბნის მეორე მიკრო-რაიონში შევაბიჯე. ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შევუხვიე და გარაჟიდან სიმღერის ხმა მომესმა. შემთხვევით ერთ-ერთმა სუფრის წევრმა დამინახა და შიგნით შემიპატიჟეს. “შემთხვევას ზედმეტსახელად ჰქვია განგება” ასე უთქვამს ნაპოლეონ ბონაპარტს და მეც განგების მსხვერპლი აღმოვჩნდი. სუფრის გარშემო 6 ადამიანი იჯდა. სახეზე ყველას ეტყობოდა, რომ ალკოჰოლს მათი ტვინი გაეჟღინდა და შესაბამისად თხოვნაზე შემესვა განსხვავებული როგორც შემოსწრებულს, უარის თქმა არ იქნებოდა ჭკვიანური ნაბიჯი. დავლოცე სუფრაზე მსხდომნი რასაც ჩემი გულში ჩახუტება მოჰყვა. თამადის ფეხზე წამოჭრამ ყველა დააშოშმინა. გული მიგრძნობდა, რომ ისეთი სადღეგრძელოს დრო იყო მოსული სადაც ჩემი თამადობით სხვა “ჩემნაირები” დაილოცებოდნენ და ამიტომ გავიტრუნე. უპატივცემულობაში, რომ არ ჩამოერთმია თამადას. სადღეგრძელო სადღაც 15 წუთს გაგრძელდა. უამრავი პაუზით, პირის გაწკლაპუნებით, კბილში გაჩხერილი “ჩიჩიას” ძიებითა თუ სხვა შეფერხებებით. სადღეგრძელოში თამადამ დაგმო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, ცრემლი მოადგა დავით აღმაშენებელლის გახსენებაზე. ვაჟა, ილია და აკაკი მსოფლიოს უდიდეს მწერალთა ტრიუმვირატად გამოაცხადა. მე გადმომცა ქვეყნის გასაღებები და მომავალი, როგორც თავად აღნიშნა აქამდე თვითონ და მისმა თაობამ ატარა ეს ტვირთი და ეხლა მე და ჩემს მეგობრებს უნდა შეგვენარჩუნებინა ის კაცობა, მეობა და ტრადიციები რომლებიც მათ შემოგვინახეს. სამწუხაროდ თამადის 15 წუთიან გამოსვლას, 5 სხვა ორატორიც გამოხმაურა და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შევძელი ბოდიშის მოხდით თავი დამეღწია იქაურობისთვის.
თავი მოგაბეზრეთ ალბათ. ხოდა მოვრჩები ეხლა. ეს ყველაფერი არ არის რაც ვაზისუბანზე შეიძლებოდა თქმულიყი. ვაზისუბანი მეტია ვიდრე ოდენ უბანი(უბანი ადგილი სადაც ხალხი კომპაქტურადაა დასახლებული და წრეში ბურთი ეროვნული სპორტია. ავტორის შენიშვნა)

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)