Archive for the ‘თოვლის ბაბუა’ Tag

საახალწლო პოსტი მათთვის ვისაც უყვარს თონესთან პურის რიგში დგომა

რამდენიმე საათში ახალი წელი დადგება. მე გადავწყვიტე წერილი მიმეწერა თოვლის ბაბუისთვის და შემეწუხებინა რამდენიმე თხოვნით.

ეს სურათის პირდაპირი ლინკი, აქ თვალები რომ არ დაითხაროთ კითხვით.

ყველას გილოცავთ 2010 წელს. დიდი იმედი მაქვს ჩემთვის ეს წელი წინა წლებზე უკეთესი და გამორჩეული იქნება. იმავეს გისურევბთ თქვენ. ბევრი საინტერესო მოვლენა, მხიარულება, დასამახსოვრებელი მომენტები და ბედნიერი ეპიზოდები. ეს პირველი ახალი წელია რომელსაც ბლოგერის რანგში ვხვდები, განსხვავება არ იგრძნობა : დ

ბავშვობის “მახინჯი” ფიქრები – Imeme

დოდკამ ახალი იდეა გვტყორცნა ბლოგსამყაროს და მეც დიდი სიამოვნებით ვერთვები მემეს სამყაროში. თუ რატომ და რისთვის ამაზე მე არ ვისაუბრებ, ყველა დადებითი მხარე დოდკამ თავის პოსტში ჩამოაყალიბა რომელშიაც მე დამთაგა.

ბავშვობაში მეგონა რომ:

1)კოცნაობა(რომელსაც ლუბლუწაობას ვეძახდი) საკმარისი იყო ბავშვის გაჩენისათვის.

2)სამოთხე მეგონა ადგილი სადაც ხალხი ლომებთან და ველური სამყაროს ბინადრებთან ერთად ისვენებს საღამოობით, დილით კი ანგელოზებთან ერთად ბარავენ გარეთ.

3)ტელევიზორში თუ რამე კარგი გადიოდა და ან მე ან ჩემი ძმა სახლში არ ვიყავით(ანუ დუეტი თუ არ იყო შემდგარი). ან მე ან ის სხვა, არხზე გადავრთავდით ხოლმე Tvს. ვუნახავდით ხოლმე კარგ ფილმსა თუ პროგრამას ერთმანეთს, დაბრუნების შემდეგ ერთად რომ გვეყურებინა. სამწუხაროდ “არ ინახავდა” ჩვენი ტელევიზორი არაფერს(ოჰ ეს სლავიტუჩები)

4) თოვლის ბაბუა იყო ნაბოზარი. ერთხელ მოვიდა და მეუბნება საჩუქრები გინდაო. იასნად კი მეთქი. ხოდა თუ საჩუქრები გინდა სოსკაში გამიცვალეო(3 წლის ვიყავი ან 4-ის მოკლედ სოსკაზე შემჯდარი ვიყავი), მეც საჩქურებზე და ტკბილეულზე უარი ვერ ვთქვი და მივეცი სოსკა. იმ დღესვე მომბეზრდა საჩუქარიც და ტკბილეულიც დავამთავრე. იმავე ღამეს მოკვდა ჩემში თოვლის ბაბუა როგორც პიროვნება. მას შემდეგ აღარასოდეს მოსულა ჩემთან ეგ სპეკულანტი.

5) მარშუტკის მძღოლს ხურდა ყოველთვის უნდა დაებრუნებინა. ერთხელ 55-ით ვმგზავრობდი(5-6 წლის ვიქნებოდი), რომელიც მაშინ 25 თეთრი ღირდა. ხოდა დედამ ფული მომცა(50 თეთრი) და მეც სიხარულით მივაწოდე მძღოლს. მან ხურდა დამიბრუნა(ერთის გადავიხადეთ). სახლში რომ ვბუნდებოდით, მძოლის მიერ მოცემული ხურდა სხვა მძღოლს მივეცი(25 თეთრი) ხოდა ველოდები როდის დამიბრუნებს ხუდას. დედაჩემი ჩავიდა დაბლა და მელოდება, მე ვიდექი ასე რამოდენიმე წამი და შემდეგ მძღოლმა მკითხა რა გინდაო, მე შემრცხვა და ჩავედი, ვერაფერი ვუთხარი.

ველი ბავშვობის მოგონებებზე პოსტებს(ვთაგავ) შემდეგი სამეულისაგან:

თათუშკას

ჰიუსტონს(კოსმიურ ჯვაროსანს)

ტომუშკას(Katten Försvann)