Archive for the ‘კალათბურთი’ Tag

His Airness

მაიკლ ჯორდანი NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს. გაგიკვირდებათ კალათბურთი მეფე აქამდე მანდ რატომ არ იყოო, მაგრამ NBA-ს თავისი წესები და კანონები აქვს, ერთობ უცნაური და შესაბამისად “მისი უჰაერესობა” მხოლოდ 2009 წელს გახდა დიდების დარბაზის წევრი.  ეს მხოლოდ ფურცელზე და ფორმალურად, თორემ ემჯეი დიადია 1984 წლიდან, როგორც კი NBA-ში პირველი თამაში ითამაშა, უკვდავი კი 2003 წელს გახდა როდესაც საბოლოოდ წავიდა კალათბურთიდან.

მაიკლი არც ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა და არც ძალიან რეკლამირებადი კალათბურთელი იყო. დრაფტზე მესამე ნომრად აირჩია ჩიკაგო ბულსმა და ალბათ მისი ყველაზე ტავგადაკლული ფანიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ბიჭი თავის ეპოქას შექმნიდა ილინოისის შტატში.

ჯორდანმა 6-ჯერ მოიგო NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი, ექვსივეჯერ სუპერფინალების უძვირფასესი მოამაშე გახდა. ამას გარდა არაერთხელ იყო NBA-ს ბომბარდირი და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი მათ შორის რეგულარული ჩემპიონატის MVP(5-ჯერ). ემჯეის არ ჰქონდა ისეთი სტატისტიკა როგორიც ოსკარ რობერტსონს ან უილტ ჩემბერლენს, ამის მიზეზი არის ეპოქაში სხვაობა. უილტი და ოსკარი დაცვაზე აცრილ კალათბურთით ერთობოდნენ 60-70-იანებში, მაშინ როდესაც ჯორდანს ნიუ-იორკის, იუტას, სიეტლისა და პორტლენდის დაცვის ბარიერის დაძლევა უწევდა.

დღეს მაიკლი სცენაზე ასვლისას ატირდა. ეს მსახიობის ცრემლები არ იყო, ეს იმ ადამიანის სიხარული და სევდა იყო რომელმაც შეძლო და მეფის ტიტული დაიმსახურა. ძნელად მოიძებნება ადამიანი რომელსაც შეუძლია ემჯეიზე ცუდი თქვას. ჰოკეის ჰყავს თავისი მეფე უეინ გრეცკი რომელსაც ნახევარი NHL ვერ იტანდა, ფეხბურთში პელეა რომელის მეფობაც მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაგბს ჰქონდა შანსი ჰყოლოდა თავისი ჯორდანი, მაგრამ ჯონა ლომუს თირკმლებმა უმტყუნეს.

ვუყურებდი მაიკლს და ვგრძნობდი რომ კალათბურთში რაღაც ძალიან კარგი სრულდებოდა,მიდიოდა და ეს კარგი თავად ემჯეი იყო. ვისაც ჩემსავით უყვარს კალათბურთი ალბათ დაახლოებით იგივე იგრძნო, მნიშჳნელობა არ აქვს ვისი გულშემატკივარი იყო ჩიკაგოსი თუ ვაშინგტონის, თუნდაც იუტასი ან ფინიქსის გუნდების რომლებიც “ჯორდანის გამო ვერ გახდნენ ჩემპიონები”, სწორედ მაიკლმა დატოვა ჩარლზ ბარკლი, ჯონ სტოქსტონი, კარლ მელოუნი, შონ კემპი და კიდევ ბევრი დიდი მოთამაშე ჩემპიონის ბეჭდის გარეშე. ყველასთვის ერთობ სენტიმენტალური მომენტი იყო მისი უჰაერესობის დღევანდელი გამოსვლა. ბევრი კობის ადარებს ჯორდანს, აგერ ლებრონი მოდისო რომელიც ემჯეიძე დიდი იქნებაო, მაგრამ მხოლოდ კალათში ბურთის სროლა და ჩემპიონის ბეჭდების მოგროვება არ არის კალათბურთი, კობისაც და ლებრონსაც ჯორდანამდე ბევრი უკლიათ ძალიან ბევრი.

წელს ჯორდანის გარდა დიდების დარბაზში სან-ანტონი სპურსის ლეგენდა დევიდ “ადმირალ” რობინსონი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ჯონ სტოქსტონი და იუტას ლეგენდარული მწვრთნელი ჯერი სლუნი შეიყვანეს.

ალბათ არაფერს ისე არ უხდება თავისი სლოგანი(ერთ-ერთი) როგორც NBA-ს. place Where amazing happens ბლინ ხორცშესხმული amazing არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია.

Advertisements

სპორტული უიქენდი

შაბათ-კვირა სპორტის სხვადასხვა სახეობას მივუძღვენი. NHL-ის 2009/10 წლების სეზონზე აღმოსავლეთი და დასავლეთ კონფედერაციების მიმოხილვა დავწერე, კალათბურთში საქართველოს ნაკრების მოგებით გავიხარე და კალაძის ორ ავტოგოლზე მაგრად ვიცინე.

ბელარუსიასთან თამაშამდე 2 ქულით მოგებაც გამახარებდა. უფრო კარგი გუნდი მეგონა ჰყავდათ სლავებს. წელს ყველაზე კარგად სწორედ ამ თამაშში ითამაშეს ბიჭებმა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ მეტოქის პროვოკაციას არ წამოეგო არც ზაზა და არც ბოისა არადა მაგრად ურტყეს ამ ორს. თან ზაზას ამბავი რომ ვიცი, სულ ვიღაცას ეჩხუბება და გამიკვირდა ასე დინჯად რომ ითამაშა 40 წუთი. ელისაც შეეძლო თავი მოეთოკა, მაგრამ ეგ არაფერი. გუნდი დაცვაში კარგად გამოიყურებოდა და შეტევაშიც გააზრებული კომბინაციები საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიხილე. ასეთი თამაშით A დივიზიონში გადასვლა და  ადგილის შენარჩუნება შეგვიძლია. გადასვლით აგერ 9-ში ოფიციალურად გადავალთ შენარჩუნება კი ვნახოთ მერე.

ფეხბურთის ყურებას საერთოდ არ ვაპირებდი. პირველი ტაიმი არ ვნახე, მეორეში გულმა არ გამიძლო, ჩემმა ძმამ მითხრა 0-0ია და ნორმალურად ვთამაშობთო. გავედი და კალაძემ თავი გაიგიჟა. დაიბრდღვა ყველაფერი. დღეს გაზეთებში ვკითხულობდი, გვერდში დავუდგეთ გუნდის კაპიტანს ვის არ მოსვლია ასეო ისაო და ესაო. ლოოლ 2 გოლი სულ ერთ კაცს აქვს მემგონი გატანილი თავის კარში, პიერ ისას დაჟე ერთი არ ჩაუთვალეს თუ არ ვცდები. მოდი ეხლა და დაუდექი გვერდში და არ დასცინო.

აი რამდენი წელია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წვალებას ვუყურებ მოედანზე. ფეხბურთის თამაში ბოლოს არარც მახსოვს როდის ვიხილე. მაგრად მეშლება ნერვები, რომ ყველაზე დიდი ფული ამ სპორტის სახეობაში იხარჯება, მაშინ როცა სხვა გუნდურ სპორტის სახეობებში გაცილებით პერსპექტიული გუნდები გვყავს. რაგბისტებმა ორი მსოფლიო ითამაშეს, კალათბურთელები A დივიზიონშჲ გადავიდნენ, წყალბურთელები კაცობენ ხოლმე. არ მესმის რომელი ბრაზილია საქართველოა, რომ ფეხბურთი ნომერ პირველ სპორტად ითვლება, რამე წარმატება მაინც გვქონდეს ან ტრადიციები. ერთხელ თასების მფლობელთა თასი ვის არ მოუგია, მაგრამ კი არ გადარეულა ხალხი.  ლივერპულსაც უგებდნენ გუნდები და ინტერსაც, ყიფიანის დონის მოთამაშეებიც ჰყავდათ, მაგრამ 25-30 წლის წინანდელი შედეგებით და იმ დროის დაბრუნების იმედით არ ცხოვრობენ.

ნერვები მეშლება რომ ხალხი ფეხბურთზე სტადიონზე დადის კალათბურთზე კი სულ ერთხელ შევავსეთ სპორტის სასახლე, ნუ რაგბზე არ ვლაპარაკობ რუსეთი თუ არ ჩამოვიდა 10 000 კაცი არ იკრიბება ხოლმე. კი მესმის ფეხბურთი უფრო უყვარს ხალხს, მაგრამ დავიჯერო ის რასაც 11(მინიმუმ) ქართველი მოედანზე აკეთებს ფეხბურთი ჰქვია?

ისეთი დაღლილი ვარ ძალიან მეზარება წერის გაგრძელება. აქ გავჩერდები დღეს. ხვალისთვის საკმაოდ საინტერესო ტემა მაქვს და იმაზე მინდა დალაგებული პოსტის დაწერა. მთავარია დღევანდელივით დაღლილი არ დავბრუნდე სახლში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

როგორც იქნა!

2001 წლიდან კალათბურთს ვუყურებ. 2001 წლის NBA-ს ფლეი-ოფებიდან მოყოლებული (ფილადელფია-ტორონტოს მეორე თამაში) ეს სპორტის სახეობა ჩემთვის საუკეთესოა, წლების სვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო ღრმად ვრწმუნდები ამაში.

საქართველოს ნაკრები რამდენი წელია B დივიზიონში წვალობს ხან ფინეთთან წააგეს, ხან მაკედონიასთან შარშან შვედებთან გასვლაზე დამარცხების სემდეგ გაირთულეს ამ შესარჩევისთვისც საქმე. არადა შემადგენლობით ყოველთვის ვჯობდით მეტოქეს ნბა-ს მოთამაშე(ები), დაბალანსებული შემადგენლობა, მაგრამ მთავარი გვაკლდა. ეს მთავარი კი დაცვაში თამაშია. ისევე როგროც ნებისმიერ სპორტის სახეობაში დაცვა იგებს ტიტულებს, შეტევა კი მაყურებელთა გულებს მხოლოდ. აი წელს მოუმატეს ბიჭებმა დაცვაში და შედეგი სახეზეა. ფლეი-ოფში ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. თან იმდენი მოახერხა გუნდმა, რომ პირველზე გავიდა და შედარებით იოლ მეტოქეს, ბელარუსს შეხვდება, თანაც მოედნის უპირატესობა ექნება.

მიხარია რომ რაგბის გარდა სხვა გუნდურ სპორტის სახეობებშიც რაღაცას მივაღწიეთ, ნუ ფლეი-ოფი ჯერ არაფერი არაა, მაგრამ გული მიგრძნობს ბელარუსს მოვუგებთ.  კარგი გუნდი გვყავს მარტო ზაზა ფაჩულიაზე არაა ყველაფერი დამოკიდებული. 4-5 კაცი რეგულარულად აგროვებს 10 და მეტ ქულას.  სკამზე ნორმალური მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც მანუჩარ მარკოიშვილი მიემატება. აბ ბიჭს ტრამვა აქვს, თორემ სერიოზული ძალაა. სანიკიძე და ცინცაძე როგორც მოთამაშეები ძალიან გაიზარდნენ, შეტევაში ნაყოფიერ თამაშთან ერთად დაცვაში კარგი თამაშიც ისწავლეს. ელისი გუნდს ავსებს ზუსტად იმას აძლევს რაც ჭირდება, მომაკვდინებელ სამიანებსა და ჩაჭრებს, რომლებიც fast break point-ებს გვაღებინებს.

დღევანდელი თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მივიღე გამარჯვებით. ასე ბოლოს რა სპორტული თამაში გამიხარდა აღარც მახსოვს, მემგონი საქართველო – ნამიბია რაგბის მსოფლიოზე იყო უკანასკნელი სასიხარულო ფაქტი ქართულ გუნდურ სპორტის სახეობებში.

იმედია ა ლიგაში ვიქნებით მომავალ წელს და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ ჯამლეტ ხუხაშვილი დაანებებს კომენტაორობას თავს, მეც დამასვენებს და კიდევ უამრავ მაყურებლესაც თავისი უაზრო, გაუთავებელი ლაპარაკითა და რეპლიკებით. ჩინებული ჩინებულის გარდა სხვა რაღაცაც არის კალათბურთი, ისეთი რომ ფეხბურთზე გაცილებით ლამაზი საყურებელია. (ფეხბურთს იმიტომ ვადარებ რომ სპორტის მეფედ ითვლება)

ჩემი სამი დღე

დოდკასა და ყვავასთან წაიკითხავდით(დოდისთან ანხავდით კიდევაც), რომ ტელეკომპანია “იმედი” და “ნი2 ნიუსი” ვცდილობთ ვითანამშრომლოთ და ეს ყველაფერი მეტ-ნაკლები წარმატებით გამოგვდის კიდევაც.

იუმორის გრძნობის ნაკლებობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ საქმე-საქმეზე, რომ მიდგა ხუმრობების დაწერაზე მაგრად გავიჭედე. ძნელი ყოფილა როცა ესე გავალებენ 20 წუთში ამა და ამ თემაზე დაწერე ხუმრობებიო. პირველად რომ წავიკითხე ჩემი “ნამუშევარი” თავი მეზიზღებოდა გაცინება კი არა არც კი გამღიმებია :დ თან ყველაზე ცუდი ის იყო, რომ პირველს მომიწია წაკითხვა სასტავში(ჯანელიძის მერე, ეგ არ ითვლება) ხოდა რაღაც დაძაბული ვიყავი.

მეორე დღე ბევრად უკეთესი იყო. ჩვენი ორივე ვიდეო მოეწონათ, რომელსაც უახლოეს მომავალში იხილავთ ნიორის საიტზე და ხუმრობები ყველას უკეთესი გვქონდა.

დღევანდელ დღესაც არაუშავდა. მე პირადად “შუა ქალაქზე” მუსაობა უფრო გამიოლდა ვიდრე “ღამის შოუსთვის” ხუმრობების წერა.

კვირის ბოლოს საბოლოოდ გაირკვევა რა და როგორ იქნება, იმედია ნიორელებს დაგვიტოვებენ ყველას.

*****

დღეს კალათბურთს ვუყურე(ჩემი ფავორიტი სპორტის სახეობაა) საქართველო – ირლანდიას და ვისიამოვნე ნამდვილად. პროგრესირებს აშკარად გუნდი. ადრე თუ 2-3 მოთამაშეზე იყო ყველაფერი დამოკიდებული ეხლა 5-6 კაცია ვისაც შეუძლია გადამწყვეტ მომენტში თავის თავზე სროლის აღება. სანიკიძე და ცინცაძე მომეწონა მაგრად, დაცვაში კარგად მოძრაობენ ბიჭები და შეტევაშიც ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

პერიმეტრიდან კარგად ვუტევთ, სამწამიანში ცოტა ნორმალურ ცენტრთან ან მძიმე ფორვარდთან მაგრად გაუჭირდებათ ამ თამაშით ჩვენი ნაკრების “მაღლებს” ფონს გასვლა. ფაჩულია იყო ყველაზე ცუდი ამ თამაშში, ცუდად ისროდა როგორც საშუალო დისტანციიდან ასევე საჯარიმოებს.

დაცვაში უნდა მოვუმატოთ, მეტოქეს ძალიან ბევრი მოხსნის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ საკუთარ ფარზე და ეგეთი რაღაც დაგვღუპავს.

თამაშით კმაყოფილი ვარ, მთავარია მომავალ მეტოქეებსაც იგივე ვუქნათ.

**********

დღეს გავიგე, რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბენდის Interpol-ის ვოკალისტს,პოლ ბენქსი, სოლო ალბომი გამოუშვია. რათქმაუნდა ეგრევე ვეცი ტორენტებს და სასწრაფო წესით გადმოვიწერე ნამუშევარი. აქაც ავტვირთავდი, მაგრამ ვორდპრესი ისევ დამბანს :დ თუ ვინმეს გსურთ მომწერეთ მეილზე და გამოგიგზავნით ატვირთული ალბომის ლინკს.

პირველივე ტრეკის მოსმენისას მივხვდი თუ როგორ მომნატრებია Interpol-ი. ლოოლ რაღაც რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ ნაღდი Post-punk revival-ს მე სწორედ ამ ჯგუფში ვგრძნობ და მისი სამივე ალბომი ჩემი ჩარტების ლიდერი იყო სხვადასხვა დროს.

პოლ ბენქსის ალბომს Julian Plenti … Is Skyscraper ჰქვია. ჯულიან პლენტი ფსევდონიმად აიღო ბენქსმა და სწორედ ამ სახელითა და გვარით ჩაწერა ეს ალბომი. მთლიანობაში კარგი ალბომია, ნუ Interpol-ის ნამუშევრებთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ ზოგიერთმა ტრეკი არანორმალურად მომეწონა. ეს სამი კი ჩემი ფავორიტია: Games for days, Unwind, Girl on the sporting News. ეს უკანასკნელი კი სექსის დროს იქნება საოცრება. არსებობს ტრეკები რომლებიც სწორედ სექსუალური აქტის დასამშვენებლად იქმნება და Girl on the sporting News 10/10-ს იმსახურებს ასეთ ტრეკებში.

ესეც პირველი ვიდეოკლიპი

Julian Plenti – Games For Days

მთლიანად ალბომის შეფასება: 7.5/10

**********

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)