Archive for the ‘კანის კინოფესტივალი’ Tag

Signs

გენიალური 12 წუთიანი ნამუშევარი რომელმაც 2009 წლის კანის კინოფესტივალზე  ლომი მოიგო. Signs ასე ჰქვია პატრიკ ჰიუზის ფილმს.  მოკლე ისტორია ბიჭზე რომელსაც უჭირს საზოგადოებასთან ინტეგრირება, ნაკლებად კომუნიკაბელურია და ალბათ ამიტომაც მისი ცხოვრება ერთი დიდი რუტინაა, ერთადერთი მოქმედი პერსონაჟით, რომელიც თვითონაა. თუმცა ერთ დღესაც მის ცხოვრებაში ჩნდება გოგონა, რომელთან ურთიერთობაც ალბათ ერთ–ერთი უმშვენიერესი რამაა რაც წელს კინოფილმებში ვიხილე. ამ 12 წუთში მეტი სიყვარული, სითბო და სილამაზეა ვიდრე notebook–ისა და walk to remember–ის ტიპის ფილმებში, 2 სათი რომ იმას ცდილობენ იაფფასიან მომენტებზე გატირონ.

დატკბით

და მუსიკაც როგორი მშვენიერია

Advertisements

My name is Exaybachay

ბოლო დღეებია რეკლამებმა ძალიან გამიტაცეს. რამდენიმე პოსტი დავწერე კიდევაც ამასთან დაკავშირებით. გუშინ “კანის კინოფესტივალის” მორიგი კონკურსანტების ყურებისას ერთ ისეთ რეკლამას წავაწყდი, რომ არ შემეძლო მასზე ცალკე პოსტი არ გამეკეთებინა.

Child Friendly

ძალიან მომეწონა რეკლამა. ისეთი რეალისტიკურია ყველაფერი, რომ მეც რეკლამის გმირად ვიგრძენი თავი.  ფიქრებში ჩავიძირე. ჩემი ბლოგი გამახსენდა და გამეცინა ჩემთვის. Dead man-იდან ერთი მონაკვეთი გამახსენდა ჯონი დეპის გმირი, უილიამ ბლეიკი, mr.nobody-ს ეკითხება თუ რა ჰქვია მას, რაზეც “არაფერი” პასუხობს:

“My name is Exaybachay. He Who Talks Loud, Saying Nothing. “

შემიძლია ეხლა ვთქვა მე ამ რეკლამის პერსონაჟი არ ვათქო, მაგრამ იგივე წარმატებით სხვას შეუძლია მითხრას, რომ სწორედ მე მხედავს რეკლამაში.

რამდენს  ვწერ მე და არამარტო მე, სხვადასხვა ქართულ პრობლემებსა და საკითხებზე, იდეაში როგორ გვინდა, რომ ყველაფერი შევცვალოთ, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში ვაძლევთ კი მისაბაძ მაგალითს ბავშვებს, ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს, მეგობრებს, მეზობლებს, ჩვენი ცინიზმის ობიექტებს?  თუ ჩვენც უბრალოდ “არაფერი” ვართ. ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ არაფერს ვამბობთ?

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Cool commercials. part 2

სახლიდან არც ისე ხშირად გავდივარ. მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარია მაინც სიზარმაცე და სიცხეა. სახლში ან ვკითხულობ, ან კომპში რაღაცას ვუყურებ. “კანის კინოფესტივალის” ტრიუმფატორი რეკლამების ყურებამ გამიტაცა, 2008, 2007 და 1994-95 წლების საუკეთესო რეკლამები ვნახე. უმეტესობა  არაფრად ვარგა, თუმცა არის რამდენიმე გამორჩეული  ნამუშევარი. cool add-ებზე დავწერე ადრე  და ეს პოსტი გააგრძელებაა იმ რეკლამების.

1)AXE MIX 3

AXE-ს როგორც ყოველთვის ძალიან კარგი რეკლამებით გვამარეგებს ხოლმე.

2)Buenos Aires Independent Film Festival

კინოს “ხამი” კი ვარ, მაგრამ ამ ფესტივალზე არც არაფერი მსმენოდა. გადავხედავ ეხლა გამარჯვებულებს ვინ იცის იქნებ ისეთი კარგი ფილმები იმარჯვებენ, როგორიც ეს რეკლამაა.

3)Zazoo

პრეზერვატივების რეკლამები ხშირად იკრძალება ხოლმე, ამ რეკლამი ნახვის შემდეგ მიხვდებით თუ რატომ ხდება ეს : D უხამსი და პახაბნი არაფერია,  პირიქით PG რეიტინგი აქვს და ბავშვებმაც კი უნდა ნახონ ჩემი აზრით : D

4) Hansaplast

აი რატომ ყოფილა ზოგიერთი ბავშვი გათამამებული, მე კიდევ სად არ ვეძებდი მიზეზს.

5)Dove

ამ რეკლამამ 2007 წელს “კანის კინოფესტივალზე”  მთავარი ჯილდო მიიღო. ძნელია ჟიურის არ დაეთანხმო, მე პირადად სურვილი გამიჩნდა ცალკე პოსტი მივუძღვნა იმ პრობლემას რომელიც ამ რეკლამაშია ნაჩვენები.

რა აზრი აქვს ასეთ ტყუილს?

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Cool commercials

დღეს მთელი დღეა სახლში ვარ, ჯერ “ჰობიტის” ქართული ვერსიის კითხვა დავიწყე, მაგრამ გული ვერაფრით დავუდე, ცუდი თარგმანია ძალიან. ტოლკიენის კი არა მადონას დაწერილს უფრო გავს. მერე გამახსენდა, რომ კომპში “კანის კინოფესტივალზე” ნაჩვენები და გამარჯვებული რეკლამები მქონდა გადმოწერილი. 1994-იდან 2008 წლის ჩათვლით. ჩავუჯექი და რამდენიმე წლის ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ვუყურე, მსურს რამდენიმე მათგანი თქვენც გაგიზიაროთ და პლიუს რამდენიმე უბრალოდ სახალისო რეკლამის ლინკიც დავდო.

1)Fed Ex-ის ძალიან მაგარი რეკლამა. კარგია რომ კრეატიული იდეები, “ფიტომალის” პიარშიკებს გარდა სხვასაც მოსდის თავში

2) renault logan-ის რეკლამა რომელიც თავისი ფინალით თქვენს მანქანას გაგაყიდინებთ და რენოს შეგაძენინებთ. : D

3)ამ რეკლამების სერიას სახელად ჰქვია გამოიღვიძე ტაილანდო. რამდენიმე სერიის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოშიც არ გვაწყენდა მსგავსი სასმელი.

4)Axe ყოველთვის გამოირჩეოდა დასამახსოვრებელი და სახალისო რეკლამებით, რომელიც მამაკაცებს უქმნიდა ილუზიას, რომ დეოდორანტზე ერთი თითის დაჭერით ისინი ყველაზე სასურველი არსებები გახდებოდნენ პლანეტა დედამიწაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მცდელობაა ამ ილუზიის შექმნისა

5)JAPP ასეთი შოკოლადი თუ არსებობდა ისიც არ ვიცოდი, მაგრამ ამ რეკლამის შემდეგ არ დამავიწყდება ნაღდად, ძალიან ბევრი ვიცინე.

6)Doritos ყველაზე მაგარი ჩიფსია, ეს კი ძალიან მააგრი რეკლამა.

7)Crest კბილის პასტა ყოფილა, სამწუხაროა რომ ქართულ ტელეკომპანიებზე მისი რეკლამა არასოდეს მინახავს, უყურეთ და დატკბით მისი რეკლამებით.

8 ) honda civic – ამ კლიპში რასაც ნახავთ ყველაფერი ნამდვილი და რეალურია.

9) და ბოლოს ყველაზე ლამაზი კლიპი რომელიც კი ოდესმე მინახავს.

Schweppes

გაგრძელება იქნება…

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)