Archive for the ‘მამა’ Tag

”იმპორტული” პოსტი

გუშინ დილაუთენია მამაჩემმა გამაღვიძა, სამი თავისუფალი დღე მაქვს და სამეგრელოში წავიდეთო. ყოველ წელს ჩავდივარ ხოლმე დასავლეთში, 5-7 დღით იდეაში დასასვენებლად.

მგზავრობის უმეტესობა მანქანაში მეძინა. მუსიკის თანხმებით ვხედავდი სიზმრებს, ერთი სურამში გამეღვიძა აი პურები რომ იყიდება იქ, ნაზუქებთან ერთად. 500 მეტრიანი მონაკვეთი რომ არის შექმნილი, სადაც რამდენიმე ათეული ქალი ხელს იქნევს, რომელშიაც ან პური უჭირავს, ან ნაზუქი.

ძალიან მიყვარს რიკოთზე გაკეთებული ხაჭაპურები. ოღონდ მართლა. აი ყველი რომ თითქმის არ აქვს, არც ცხიმი და არც არაფერი. დედაჩემის მეგრულ ხაჭაპურს მირჩევნია, რომელსაც ყველი ასკდება ხოლმე. სულ მაგაზე მეჩხუბება დედა ყველაფერი უბედურება და საზიზღობა გიყვარსო. საერთოდ გარეთ გაკეთებული ყველაფერი უფრო მიყვარს, ვიდრე მშობლიურ სახლში დამზადებული. არა დედაჩემი ძალიან ძალიან მაგარი მზარეულია, უბრალოდ მუღამი აქვს ”იმ ცუდის” ჭამას.

ჩავედი ზუგდიდში. ვნახე ჩემები. მაგრადაც დავლიე როგორც წესია. 2-3 დისკუსია გავმართე სხვადასხვა თემებსა თუ პრობლემებზე. კბილებით ვიცავდი ფაქტს რომ ქართველები არ ვჯიშდებით, რომ გოგო მოტაცების შემდეგ არაა აუცილებელი დარჩეს თუ არ უნდა იმ ბიჭთან ყოფნა, ზვიადი რომ არ არის დიადი პოლიტიკოსი და ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ პირჯვრის წერასა და ღმერთისათვის შეთხოვნას ჩემ გოგოს სამუშაო უშოვე და საქართველო გააბრწყინეო, ჯობია ხელი გაანძრიოს მისმა გოგომ ტვინთან ერთად, ნუ თუ ძალიან უნდა სხვა სხეულის ნაწილებიც ჩართოს საქმეში და ისე იშოვოს სამსახური.

ნაწყენი წავიდა სუფრიდან რამდენიმე კაცი. ჩემი წვერები და შორტი არ მოეწონათ(ძალიან ”ევროპულიაო” ) . დაფლეთილია უბედური და რაღაცეები მაქვს ამოქარგული :დ

კოღოებმა როგორც ყოველთვის შემიკიკინეს. დაახლოებით 5-6 ნაკბენი მაქვს უკვე, ღამე ყურთან მიბზუიან დილით კიდევ მკბენენ სადაც ხორცი მიჩანს ყველგან.

დღეს ჩემი ძმის ჩაბარებასთან დაკავშირებით სმა-ჭამა იმართება და ვინ თუ არა მე უნდა დავლიო ბლომად. მამაჩემისთვის დალევა არ შეიძლება და მე ვარ ოჯახის სახე. :დ

ორშაბათს თბილისში ვარ ისევ და იმედია ”იმედიდან” დარეკავენ ამ დღეებში.

პ.ს დაახლოებით ესეთი ვარ ეხლა სამეგრელოში. არა გარეგნულად(ჩაცმას ვგულისხმობ, თორემ ისე ისევ ასეთი ვარ არ გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია), არამედ ”სულიერად”, არა უფრო ”სიმბოლურად” .  მე და ფერდინანდებს კიდევ ერთი ომი გვწყურია. :დ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

მსოფლიოში საუკეთესო …?

World’s Greatest Dad-ს ვუყურე დღეს. ფილმი ორი მიზეზით ვნახე. 1)საქმე არ მქონდა არაფერი და პირველი ეს ფილმი შემეჩეხა კინოების ძიებისას.2) მიყვარს როდესაც ცნობილი ჰოლივუდელი თამაშობს ხოლმე Indie ფილმში მთავარ როლს.

რობინ უილიამსზე როგორც კომიკოსზე არასოდეს მეცინებოდა დიდად. ნუ Flubber ბავშვობაშჲ ვის არ უყვარდა, ნუ აღარაფერს ვამბობ Jumanji-ისა და Hook-ზე. ასაკის მატებასთან ერთად უილიამსი როგორც მსახიობი ისე უფრო დავაფასე და მომეწონა. ჯერ იყოდა Good Morning, Vietnam-ში იმუშავა მაგრად, შემდეგ საქართველოში საკულტო ფილმ Dead Poets Society-ში ჩაატარა მასტერკლასი, ამას ტერი გილიამის Fisher King-ში მოჰყვა დაუვიწყარი პერის თამაში, ბოლოს იყო გას ვან სენტის Good Will Hunting. ამის შემდეგ რობინ უილიამსი ნელ-ნელა გაფუჭდა, ედი მერფიზაცია განიცადა, სულ უფრო და უფრო ცუდ ფილმებშჲ დაიწყო მონაწილეობის მიღება და სულ უფრო ნაკლებად მიჩნდებოდა სურვილი მისი მონაწლიეობით ფილმები მენახა.

დღეს ზემოთნახსენები ოირ მიზეზის გამო უახლეს ფილმს მისი მონაწილეობით, World’s Greatest Dad-ს ვუყურე და ….

ფილმის მთავარი პერსონაჟი ლენსი(უილიამსი) ლუზერია. ძალიან ცუდი მამა, არშემდგარი მწერალი და ფარჩაკი პოეზიის მასწავლებელია. შვილს ეზიზღება, პატივს არ სცემს მშობელს, მის გაკვეთილებზე არავინ დადის, მისი მცდელობა დაიბეჭოდს მისი წიგნი 4-ჯერ უშედეგოდ დასრულდა. მის შვილს კაილს Spy Kids-ში რომ ბანდერასის ბაღანას თანაშობდა ის ბიჭი თამაშობს. საზიზღარი პერსონაჟია კაილი. მძრეველა, აზაბოჩენი ბიჭი. მისი ტვინი მხოლოდ ვაგინაზე,ანუსზე, სექსა და პეტინგზე ფიქრობს.

ერთ დღეს ყველაფერი იცვლება. კაილი შემთხვევით თავს მოიკლავს(როგორ და რანაირად არ გეტყვით).

უილიამსის პერსონაჟი გადაწყვეტს თვითმკვლელობას დაამსგავსოს ყველაფერი და შექმნას მითი თითქოს კაილი გენიოსი მწერალი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა მამა, ბევრს ფიქრობდა ცხოვრებასა და პრობლემებზე. აი სწორედ აქ იწყება ისტორია რომელიც გენიალურად ვითარდება. რეჟისორი არაჩვეულებრივად კარგად დასცინის თვითმკვლელობის შემდეგ კულტად ქცეული პიროვნებების ფენომენს. რა ცოტაა საჭირო ყველაზე საზიზრარი და შეუმჩნეველი ადამიანიდან გაქციონ მისაბაძ მაგალითად, შენი ფოტოები ყელსაბამით დაჰქონდეთ, შენ ნაწერებს ყოველდღე კითხულობდნენ, გახდე most influential პიროვნება.

გულისამრევია რობინ უილიამსის პერსონაჟის საქციელი. მას სურს თავისი მკვდარი შვილისაგან მიიღოს ის რაც ცოცხალმა არ მისცა. მას სურს იამაყოს თავისი პირმშოთი რომელიც ანტიპოდია იმ ადამიანისა რომელსაც თავად ძერწავს ეხლა მისივე ხორცის ნარცენებით, მისი გვამით. კაილს ეზიზღებოდა მუსიკა და კინო. მომღერალს რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა ლენსმა მის საყავრელ მომღერლად აქცია, იმიტომ რომ მას უნდოდა ასე ყოფილიყო. კაილი არასოდეს სცემდა პატივს ლენსის საყვარელს, უილიამსის პერსონაჟმა კი ყველაფერი ისე გააკეთა, რომ საპირისპიროდ გამოჩენილიყო. მან ახალი კაილი შექმნა.

ლენსი სუპერ პოპულარული გახდა. გმირი მამის სტატუსი მალევე მოიპოვა და მისი შვილის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნაზე უამრავი ხალხი მოგროვდა. იმ სკოლაში ხსნიდნენ კაილის სახელობის ბიბლიოთეკას საიდანაც კაილს საერთოდ გაგდებას უპირებდნენ სუიციდამდე. თავიდან ძნელია შენს გამოგონილ სამყაროში იცხოვრო, მერე სიტკბოს გრძნობ ცოტახანი, ბოლოს კი გზიზღდება ყველაფერი. განსაკუთრებით კი შენი თავი.

მსოფლიოში საუკეთესო მამა მხოლოდ თავისი შვილისთვის არ იყო საუკეთესო, იმ ადამიანისთვის ვისაც მართლა სჭირდებოდა მისი მამობა. არადა მისმა ნაწერმა არაერთ ახალგაზრდას გაუწია მამობა და მოაბრუნა ამქვეყნად.

მთელი ისტორია ერთ მუშტადაა შეკრული და შესანიშნავადაა გადმოცემული. უილიამსისა და შვილის ურთიერთობა, უილიამსის საყვარელთან კავშირი, ეჭვიანობა, შვილის სიკვდილი და სკოლის ატმოსფერო. ის ამაზრზენი და საზიზღარი სურათი თუ როგორ იქმნება კერპი გარდაცვლილი ადამიანისაგან. მარკ ფოსტერის ფილმი გამახსენდა  Stay. ფილმში რაიან გოსლინგის პერსონაჟის საყვარელი მხატვარი არის ბიჭი რომელიმაც 21 წლის ასაკში თავი მოიკლა, მანამდე კი ყველა თავისი ნამუშევარი გაანადგურა და სწორედ ამით იქცა საკულტო მხატვრად, ადამიანი რომლის ერთი ნახატიც კი არავის უნახავს. სწორედ ასეთ აბსურდულ იდიოტობებზე ძალიან ძალიან შავად ხუმრობს ფილმის რეჟისორი, ჩემთვის აქამდე უცნობი ბობკეტ გოლდუეითი(ვერც დავიმახსოვრებ ამის სახელს).

რობინ უილიამსის პერსონაჟის ეს სიტყვები მომეწონა ძლიერ.

“მე მეგონა რომ ყველაზე ცუდია ამ ცხოვრებაში მარტო დარჩე, სინამდვილეში ყველაზე ცუდია  დარჩე ადამიანებთან რომლებთანაც თავს მარტოსულად გრძნობ”

უყურეთ არ ინანებთ. გოლზე დევს და გადმოიწერეთ.

8/10

ფრაზები რომლებიც მომავლის იმედს არ მაკარგვინებენ

2-3 დღის წინ ოჯახს ნათესავი გვეწვია.  ნუ მამაჩემა ეგრევე არაყი ჩააცივა, ნახევარ საატში სუფრა გაიშალა და სმა გარდაუვალი იყო. მამაჩემისთვის დალევა ცუდია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე არ დალიოს და მის მაგივრად ორმაგ დოზებს ვიღებ ხოლმე. ამჯერადაც წელებზე შევიდგი ფეხი და კიდევ ერთხელ გავწიე ეს ჭაპანი.

შეზახორსებულმა ნათესავმა უცებ ისეთი ფრაზა ისეროლა(დაბლა უფრო კონკრეტულად), რომ ეგრევე პოსტის იდეა დამებადა. უფრო სწორედ მსგავს თემაზე პოსტი უკვე დაწერილი მაქვს და ეხლა მისი გაგრძელების ჟინმა შემიპყრო.

1) თქვენის ნებართვით …

დაგტოვებთ, ვუპასუხებ, დაგისხამთ, ბლა ბლა ბლა. სინამდვილეში არავინ არაფერს არ გეკითხება, უბრალო პირფერობაა და ვითომ ზრდილობიანად თავის წარმოჩენა.

2) შენ ხარ ჩემი ბატონი

აი ამ ფრაზას საერთოდ ვერ ვწვდები. კი მესმის, რომ საქართველო ხშირად იყო გარესე მტრის მბრძანებლობის ქვეშ, გასაგებია რომ თავმდაბლები ვართ და კდემამოსილნი, მაგრამ ვგონებ არაა საჭირო ასე ტრაკში შეძრომა.

3)ბოდიში და…

არ ვიცი თქვენ შესწრებიხართ თუ არა სცენას, როდესაც ერთი ადამიანი რაღაც ისტორიას ყვება და სრულიად უადგილო ადგილას ბოდიშს იხდის ხოლმე. მაგ: “გზაზე მიდიოდა გოგო და ბიჭი  ხოდა, ბოდიში ქალბატონებთან და უცებ ამ გოგომ ბიჭს უბწკინა” ან რამე ასეთ სტილში.  ძალიან გვიყვარს ეს ბოდიშები და მადლობები, სამწუხაროა რომ ხშირად ვერც კი ვხვდებით სად და როდის უნდა ვთქვათ.

4)რა ღირს შენი დამპალი …

ბაზარში ბოლოს 5-6 წლის წინ ვიყავი. ადრე საკმაოდ ხშირად დავდიოდი ხოლმე, ვხასილობდი.  ძალიან ხშირად მესმოდა ფრაზა რა ღირს შენი დამპალი კარტოფილი, პომიდორი ან რავი რაღაც. თუ დამპალია რაღასღა ყიდულობსთქო ვფიქრობდი სულ. ან წარმოიდგინეთ გამყიდველის მორალური მდგომარეობა :დ

5)კაცური კაცი

ამ ფრაზით ალბათ ხაზს ესმევა იმას, რომ გაფასებს და ნამდვილ მამაკაცად მიგიჩნევს ვიღაცა უცნობი ადამიანი, რომელიც ზღვის სანაპიროზე საათს გეკითხება. მას მიაჩნია, რომ შენში მამაკაცურმა საწყისებმა სწორი განვითარება ჰპოვა და კაცური კაცი ხარ, მაშინ როცა ბედის უკუღმართობით შეიძლებოდა ქალური კაცი ყოფილიყავი.

6)(ყლეზე)დაიკიდე მოგეშვება

ვინ თუ არა ნამდვილი მეგობარი შეეცდება შენს ასე დამშვიდებას. არ მესმის რატომ ვღელავთ და ვნერვიულობთ ადამიანები ამდენს. როგორი იოლია დაკიდება, თან თურმე გეშვება მაგაზე. რომ წარმოვიდგენ საზარდულზე დაკიდებულ პრობლემებს ვხვდები, რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა.

7)როგორც გინდა ისე გამიგე

აი ესაა ფრაზა რომელიც ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ სუფრაზე ძალიან ხშირად მესმოდა სტუმრის მხრიდან და გადამაწყვეტინა კიდევაც ამ პოსტის დაწერა.  ლოოლ ყველა ისედაც ისე იგებს როგორც უნდა. ანდა თუ ხვდები ისედაც, რომ სირობას ამბობ ბარემ ნუ იტყვი, თუმცა ვგონებ ამ ფრაზით თავის დასაძვრენ ხვრელს იტოვებს ადამიანი. თუ რამეა გეტყვის შენ მე ვერ გამიგეო.

და ბოლოს ორიოდე სახალისო ფოტო, რომელსაც ინტერნეტში წავაწყდი

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

The Angry Sheep

რევოლუციური ფილმი. კინოკომპანია G.G.N films-ისა და Vazisubani entertainement-ის პირველი საკულტო ნამუშევარი. მხატვრული ესკიზი რომელმაც შეძრა კინოსამყარო.  ფილმის Underground-ში წარმატების შემდეგ, Warner Bros.-მა იყიდა ფილმე ყველა უფლება და ა.შ.შ-ის კინოგაქირავებაში ჩაუშვა ფილმი.

ეს არის ნამდვილი ქართული ისტორია მამა-შვილის ურთიერთობასა და პრობლემებზე. შვილის როლს მე ვასრულებ და თუ გავითვალისწინებთ იმ ჯილდოებსა და პრემიებს რომელიც ამ როლისათვის მივიე ერთობ წარმატებულად გამომდის გონებაშეშლილი(მიზეზთა და მიზეზთა გამო) ყმაწვილის თამაში. ჩემი ეკრანული პარტნიორი, ნამდვილ ცხოვრებაში ჩემი ახლო მეგობარი და ძმაკაცია. მას ამ ამპლუაში ადაპტირებისათვის, ასე ვთქვათ სხვა ტყავში გახვევისათვის, 4 თვე დაჭირდა. მან ეს 16 კვირა პედოფილებთან გაატარა  ორგანიზაციაში სახელწოდებით NAMBLA (North American Man/Boy Love Association).

სანამ ფილმს წარმოგიდგენდეთ მინდა რამდენიმე ნაწყვეტი შემოგთავაზოთ სხვადასხვა კინოკრიტიკოსის ინტერვიუდან. მე, თქვენმა მონა-მორჩილმა(ყველაზე ყ*ე ფრაზა)  ვთარგმნე ინგლისურიდან, შეძლებისდაგვარად ზუსტად.

“უცნაური, საზარელი ამბავი შურისძიებისა, მსახიობების ძლიერი პერფომენსი და რეჟისორის ბნელი ხედვა ჩვენი სამყაროსი ქმნის ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს”

Chicago Reader

“პროვოკატიული, შოკისმომგვრელი, შვაიუ იუმორითა და თავბრუდამხვევი სცენარით. ოსკარის ღირსი ფერფომენსი და მუსიკა რომელიც მთელი ფილმი ტანში გივლის”

Dubai today

ეს არ ვთარგმნე

“Bold performances and sensitive, spot-on direction make watching this difficult tale of trauma and abuse a thought-provoking, resonant experience.”

Daily Xoni

“რამაშკის პირშიგამოვლებსავით უსიამოვნო, ზვიად გამსახურდის სიკვდილივით მძჲმე და ნუგზარ ერგემლიძის სიმღერებივით საზარელი. Movie of ages. უცხოს შემდეგ ყველაზე “ჟუტკი” ატმოსფეროსმქონე ნამუშევარი, “კოსმოსური ოდისეის” სიდიადითა და  “კრიმინალური საკითხავისებრი” იუმორით.

“ასავალ დასავალი”

ეს კი თავად ფილმი

პ.ს ტიტრებში Sun სპეციალურად წერია.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)