Archive for the ‘მგზავრობა’ Tag

Sweet home

დღეს დავბრუნდი მშობლიურ თბილისში. ძალიან მეზარება დალაგებულად წერა, ამიტომაც ისე დავწერ როგორაც არ მეზარება.

1)კოღოებმა შემჭამეს სამეგრელოში. სისხლს  მწოვენ და მწოვენ პლიუს ფსიქიკურ შეშლილობას მკიდებენ ხოლმე, მუდამ ყურთან წუილებენ და მთელი ღამე არ მაძინებენ

2)მიხარია რომ დალევა აღარ მომიწევს. მარტო ჩემი ძმის ჩაბარების სადღეგრძელო სამი განსხვავებულით მაქვს ნათქვამი სხვადასხვა სუფრებზე. მაგისტრატურაზე ჩაბარება გადავიფიქრე, ციროზით სიკვდილს მირჩევნია ნაკლებ განათლებული სამაგიეროდ მოხუცი მოვკვდე

3) გზაში ერთ-ერთ დაწესებულებაზე ასეთი წარწერა ვნახე “იყიდება მზა, შემწვარი ხაჭაპური”.  მაინტერესებდა შემჭვარი ხაჭაპური როგორი იყო, მაგრამ გასინჯვა ვერ გავბედე.

4)უნივერსიტეტში საგნები ამირჩიეს მეგობრებმა. ეხლა არჩეული საგნიდან საბოლოოდ 4 მაინც თუ შემრჩება კარგია, დაიწყება ეხლა ეს იმას ემთხვევა ეს ამასო და მომიწევს სხვა რაღაცეების აღება.

5)როდესაც ქალაქიდან გავდივარ უსაფრთხოების ღვედს ვიკეთებ ხოლმე მანქანაში, ხალხი ისე მიყურებდა სხვა მანქანებიდან გზაზე რომ შემრცხვა ჩემი თავის. მეგონა რაღაც ცუდს ჩავდიოდი.

დღეს კოღოები არ მიკბენენ, ღვინოს არ დავლევ, გზაში არ დავიწვები და საერთოდ მიხარია რომ დავბრუნდი. არადა სულ სამი დღით ვიყავი წასული :დ

რაღაც ეს სიმღერა გამახსენდა ამ პოსტის წერისას,  მისი ტექსტი მიტრიალებდა თავში. No one laughs at God in bed when mosquitos are sucking blood from them ესეთი რამეც უნდა მიმატებინა ტექსტში :დ

Regina Spektor -Laughing with

”იმპორტული” პოსტი

გუშინ დილაუთენია მამაჩემმა გამაღვიძა, სამი თავისუფალი დღე მაქვს და სამეგრელოში წავიდეთო. ყოველ წელს ჩავდივარ ხოლმე დასავლეთში, 5-7 დღით იდეაში დასასვენებლად.

მგზავრობის უმეტესობა მანქანაში მეძინა. მუსიკის თანხმებით ვხედავდი სიზმრებს, ერთი სურამში გამეღვიძა აი პურები რომ იყიდება იქ, ნაზუქებთან ერთად. 500 მეტრიანი მონაკვეთი რომ არის შექმნილი, სადაც რამდენიმე ათეული ქალი ხელს იქნევს, რომელშიაც ან პური უჭირავს, ან ნაზუქი.

ძალიან მიყვარს რიკოთზე გაკეთებული ხაჭაპურები. ოღონდ მართლა. აი ყველი რომ თითქმის არ აქვს, არც ცხიმი და არც არაფერი. დედაჩემის მეგრულ ხაჭაპურს მირჩევნია, რომელსაც ყველი ასკდება ხოლმე. სულ მაგაზე მეჩხუბება დედა ყველაფერი უბედურება და საზიზღობა გიყვარსო. საერთოდ გარეთ გაკეთებული ყველაფერი უფრო მიყვარს, ვიდრე მშობლიურ სახლში დამზადებული. არა დედაჩემი ძალიან ძალიან მაგარი მზარეულია, უბრალოდ მუღამი აქვს ”იმ ცუდის” ჭამას.

ჩავედი ზუგდიდში. ვნახე ჩემები. მაგრადაც დავლიე როგორც წესია. 2-3 დისკუსია გავმართე სხვადასხვა თემებსა თუ პრობლემებზე. კბილებით ვიცავდი ფაქტს რომ ქართველები არ ვჯიშდებით, რომ გოგო მოტაცების შემდეგ არაა აუცილებელი დარჩეს თუ არ უნდა იმ ბიჭთან ყოფნა, ზვიადი რომ არ არის დიადი პოლიტიკოსი და ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ პირჯვრის წერასა და ღმერთისათვის შეთხოვნას ჩემ გოგოს სამუშაო უშოვე და საქართველო გააბრწყინეო, ჯობია ხელი გაანძრიოს მისმა გოგომ ტვინთან ერთად, ნუ თუ ძალიან უნდა სხვა სხეულის ნაწილებიც ჩართოს საქმეში და ისე იშოვოს სამსახური.

ნაწყენი წავიდა სუფრიდან რამდენიმე კაცი. ჩემი წვერები და შორტი არ მოეწონათ(ძალიან ”ევროპულიაო” ) . დაფლეთილია უბედური და რაღაცეები მაქვს ამოქარგული :დ

კოღოებმა როგორც ყოველთვის შემიკიკინეს. დაახლოებით 5-6 ნაკბენი მაქვს უკვე, ღამე ყურთან მიბზუიან დილით კიდევ მკბენენ სადაც ხორცი მიჩანს ყველგან.

დღეს ჩემი ძმის ჩაბარებასთან დაკავშირებით სმა-ჭამა იმართება და ვინ თუ არა მე უნდა დავლიო ბლომად. მამაჩემისთვის დალევა არ შეიძლება და მე ვარ ოჯახის სახე. :დ

ორშაბათს თბილისში ვარ ისევ და იმედია ”იმედიდან” დარეკავენ ამ დღეებში.

პ.ს დაახლოებით ესეთი ვარ ეხლა სამეგრელოში. არა გარეგნულად(ჩაცმას ვგულისხმობ, თორემ ისე ისევ ასეთი ვარ არ გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია), არამედ ”სულიერად”, არა უფრო ”სიმბოლურად” .  მე და ფერდინანდებს კიდევ ერთი ომი გვწყურია. :დ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

რომ გადახვალ გააჩერე!

დღეს დოდკას ბლოგზე ამ პოსტის გაცნობის შემდეგ რატომღაც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე დავიწყე ფიქრი, მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებზე, ნელ-ნელა ნათლად დავხატე გონებაში ის სურათი რომელიც უმეტესად წარმოგვიდგება ხოლმე “მარშუტკით” , ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობისას. ხოდა გადავწყვიტე ჩამომეწერა ის რამდენიმე ერთობ გავრცელებული ქმედებათა სია, რომელთა “ ჩადენაც” საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რბილად რომ ვთქვათ არ არის სასურველი. 5)მობილური – იყო დრო მობილურზე საუბარი მარიაჟობად ითვლებოდა. მახსოვს “მარშუტკაში” მობილურის დანახვაზე ხალხი იშმუშნებოდა და ჩურჩული იწყებოდა. ეხლა მობილური არავის უკვრის, მაგრამ ზოგი ამ მშვენიერი გამოგონების დანიშნულებას მაინც ვერ ხვდება. მავანნი ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ტელეფონით. კაცი იფიქრებს ვინმეს აინტერესებს, ნუგზარას დაბადების დღეზე ვინ რამდენი დალია, ან ის ფაქტი რომ გულიკოს ქვისლი არ არის ბედის საჩუქარი. არიან ისეთები რომლებიც “ნაუშნიკების” დანიშნულებას ვერ ჩაწვდნენ ბოლომდე და ამიტომ სასურველ აუდიო ფაილს თანამგზავრთა მთელ ჯგუფს ასმენინებენ. კი კარგია “ბლატნოი”(ბლატნოი – ბიჭი რომელიც გოგოს გაჟიმავს და მეორე დღეს მთელმა საძმაკაცომ იცის.ავტორის შენიშნვა) სიმღერების მოსმენა ბარათაშილის ხიდზე,მეტიც საოცარი შეგრძნებაა როდესაც მღძოლის ფრაზას:”კალხოზნიკზე ხომ არავინ ჩადის”, ერწყმის შუფუტინსკის რომელიმე სიმღერა(თუ შუფუტინსკი “ბლატნოი” არ არის მე მაპატიეთ), მაგრამ ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ რომ მირჩევნია Kasabian-ის British Legion-ს მოვუსმინო, რა ვიცი კაცია და გუნება.

4)მრწამსი – ქართველები ძალიან “მორწმუნენი” ვართ. პირჯვრის გადაწერა მგზავრობისას. ეს ფენომენი ალბათ ყველას შეგვიმჩნევია. უმეტესად “მარშუტკით” ვმგზავრობ და დავკვირვებივარ, რომ ბარათაშვილის ხიდის მიახლოებისას ხალხი ფაცი-ფუცს იწყებს. ყურსასმენები გამოაქვთ ყურებიდან და იწყება მასიური პირჯვრისწერა. როდესაც მარშუტკა სავსეა ერთობ მძიმე პროცესია. მოსახვევში შესვლისას შანსი იმისა, რომ ვინმეს იდაყვი სახეში იგრძნოთ საკმაოდ დიდია.

3)დეოდორანტი – მოახლოვდა ზაფხული დ სულ უფრო მძიმე იქნება სამარშუტო ტაქსიში გაჩერება, აღარაფერს ვამბობ მეტროსა და ავტობუსზე.ფანჯრიდან თავგაყოფილი სახეები მომრავლდება ვიცი ეგ მე. მახსოვს რამდენიმე წლის წინ ამაზე სიუჟეტიც გავიდა ტელევიზორში, მემგონი “პოსკრიპტუმში”. არ ვიცი რატომ ,მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დაბანა-ჩაბანვის ინსტიტუტი არც ისე კარგად მუშაობს. თუ ევროპის სხვა სახელმწიფოში რიგითი მოქალაქე დილა-საღამოს იღებს შხაპს, საქართველოში საშუალო სტატისტიკური ქართველი 3-4 დღეში ერთხელ ბანაობს. ყოველ შემთხვევაში ტრანსპორტები უკეთესის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევენ. ბოლო წლებია იღლიების მოვლა მეტ-ნაკლებად ისწავლა ქალმაც და კაცმაც, თორემ მახსოვს “ქალი ხომ არ ვარ იღლია რომ გავიპარსოს” ეპოქაში სველი დადიოდა ნახევარი თბილისი. თუმცა ვახტანგ გორგასლის სუსტ წერტილთან დაკავშირებით ინციდენტები მაინც საკმაოდ მრავლადაა. დეოდორანტი კიბოს აჩენსო ამბობენ. მე პირადად მირჩევნია მე გამიჩნდეს მეტასტაზა, ვიდრე სხვას გავუჩინო ფილტვების სიმსივნე. 2)ძმათა კვლა – არ მესმის რა აუცილებელია ის ადამიანი ხეიბრად აქციო, რომელიც ცდილობს მგზავრობის ფული გადაგიხადოს. გაგუდვა, ხელის დაჭერა, მაისურის გაწელვა და პადკატი ეს ის გავრცელებული ხერხებია რომლითაც არაერთხელ შევუჩერებივართ მე პირადად ან ჩემს თვალწინ რიგითი მოქალაქე. ძალიან კარგია, რომ ქართველებს ასე გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ მე მირჩევნია ეს სიყვარული სხვაგან დავინახო და არა სამარშუტო ტაქსიში “დამკარგავ იცოდე-სა” და “ბავშვებს გაფიცებ იცოდეს” ძახებით. ორგაზმი არ არის აუცილებელი განიცადო იმით, რომ ნაცნობის გადახდილ ლარს გამოართმევ მძოლს და შენსას მისცემ.

1)ფეხები – პრობლემა რომელიც უბრალოდ მთრგუნავს. არ ვიცი მარტო მე ვარ ესე თუ ბევრი არის კიდევ ჩემსავით, მაგრამ ვერ ვიტან როდესაც ტრანსპორტში მგზავრი ფეხსაცმელს იხდის, ან თუნდაც ქუსლს ყოფს და ტკაცუნს იწყებს ტუფლის. ამაზე არაესთეტიური არ ვიცი არის თუ არა რამე. სუნი რომ დავივიწყოთ საერთოდ, გახეხილი ქუსლებისა და სოკოიანი ფრჩხილების ხილვა არ მგონია სიამოვნებდეს ვინმეს. ვცდილობ თვალი ავარიდო ხოლმე, მაგრამ ერთი დანახვაც კი საკმარისია რომ ღამეული კოშმარი გარანტირებული მქონდეს. ფეხის დასვენება კარგია, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ასე შთამაგონეს მე. მოკლედ ზაფხულის წარმატებით გადატანას გისურვებთ ყველას. 😀 და მეგობრული რჩევის სახით ფანჯარასთან დაჯდომისაკენ მოგიწოდებთ. გამოაღეთ ბოლომდე და მიეცით განცხრომას თავი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)