Archive for the ‘მთავრობა’ Tag

Windows-ის გადაყენება პოლიტიკურად

3-4 დღის წინ სახლში მოსულ ნიუსი დამხვდა ოჯახში, რომ გვერდით კორპუსში უნდა გადავსულიყავი ვინდოუსის გადასაყენებლად. იმ ოჯახთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს და უარის თქმა არც გამიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ დაღლილი გახლდით გადავედი და შევუდექი საქმეს. C დისკს ვაფორმტებდი როდესაც ოჯახის თავმა მომიბოდიშა და მითხრა, რომ თუ არ მეწყინებოდა გვერდით ოთახში გავიდოდა და ტელევიზორს უყურებდა. აქ ერთბაშად რამდენიმე დამძიმდა სიტუაცია. ჯერ ეს ერთი “თუ არ გეწყინება ნიკას” თქმა არ იყო საჭირო. ვერ ვიტან ასეთ ფრაზებს, “თქვენის ნებართვით”, “თუ არ გეწყინება”, “ბოდიში და”, “შენ ხარ ჩემი ბატონი” და ა.შ ეს და მათი მსგავსი ფრაზები არის, არაფრის მომცემი სირობები, არც არავის აინტერესებს გეწყინება თუ არა, არც ნებათვას გთხოვს ვინმე და მითუმეტეს არც ბატონად გთვლის მთქმელი. მოკლედ ძალიან გადავუხვიე თემას. ეს ფრაზა ჯანდაბას თქვა, მერე რა, ეგ არც იყო დიდი პრობლემა, უბრალოდ გასვლილას მითხრა, რომ გუბაზ სანიკიძისთვის უნდა ეცქირა, რომელიც კავკასიიის პირდაპირ ეთერში გამოდიოდა.

“ნამდვილი ჯიგარი ქართველია, ჭამა იცის, დალევაც, დარტყმა და ისტორიაც, ქალებიც უყვარს, სამშობლოც. იცოდე მაგაზე ნაკლები ქართველი არ უნდა იყო”.

ბლინ!!!! დისკი დაფორმატდა, დავიწყე ვიდოუსის დაყენება+ფიქრი. ადრე არასოდეს ყოფილა ჩემი მეტრი გუბაზ სანიკიძე, ეხლა კი, ერთი ხელის მოსმით ჩემს კუმირად აქცია ამ კაცმა. რა ვქნა? დალევა მიყვარს, ქალებიც, ჭამასაც ვცდილობ ხოლმე. დარტყმა არაა ჩემი სტიქია, ისტორიის ცოდნაშიც არ ვარ საუკეთესოთა შორის, საქართველო მიყვარს, მაგრამ ჩემებურად(ყველას თავისებურად უყვარს რათქმაუნდა). ჯიგარი ქართველი ვარ? რას ნიშნავს ჯიგარი ქართველობა საერთოდ. მიშას გინებას? კარავში ცხოვრებას? აქციებზე დგომას? რადიკალური პოზიციის არჩევას? ვერ ვიქნები ჯიგარი რომ ორივე მხარის ავსა და კარგზე ვისაუბრო? დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებას, რომ დავუჭირო მხარი დავცილდები გუბაზის ხატებას? გრეჩიხა უმცროსი, რომ ჩემთვის ცუდი შოუმენია და სხვა არაფერი ამით სამოთხისაკენ მიმავალ გზას ვიბღალავ?

20-25 წუთი დარჩა საქმის ბოლომდე მიყვანამდე. ენები არჩეული მაქვს და სასაათო სარტყელშიც თბილისზე შევაჩერე ყურადღება. ფიქრს განვაგრძობ. რატომ მოსწონს ხალხს გუბაზ სანიკიძე? არა შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ეს მეტისმეტად მეჩვენა მე ბეცს. საერთოდ არ მიყვარს ვინმეს ხატს რომ ქმნიან. მუდამ ანტისიმპატიებით ვიყავი განწყობილი სხვადასხვა კერპებისა და “აი ეს არის ნამდვილი ვაჟკაცებისადმი”. ეხლა ჩემს ნაცნობს რაც არ უნდა ველაპარაკო და რა არგუმენტირებული მაგალითები არ უნდა დავუდო გუბაზ სანიკიძის შესახებ, მისთვის ლევანის ძე, კვლავაც დარჩება “ჯიგარ ქართველად”. ისევე როგორც ვიღაცითვის “მიშა მაგარიად”, “ალასანია ახალ ტალღად” და გია გაჩეჩილაძე “წმინდა გიორგიდ”. ასეთი ხატები უხშობენ ნორმალურად აზროვნების უნარს იმ ხალხს, რომელნიც ასე ამაყობენ საკუთარი რადიკალობითა და სამშობლოს სიყვარულით.

დავაყენე ვინდოუსი. ვიფიქრე ეხლა პატარას წავეკამათები მეთქი კომპიუტერის პატრონს, ორი სამი წინადადების შემდეგ ოთახში, მისი მეუღლე შემოვიდა და მომიყვა ამბავი, იმის შესახებ, რომ 9 აპრილს თუ 10-ში არ მახსოვს ზუსტად, მოკლედ დიდი აქცია რომ იყო იმ დღეს, 1,5 მილიონი ქართველი იყო აქციაზე.

გამიტყდა უცებ ჩემი თავის. ნეო მეგონა ჩემი თავი, მატრიცაში დაბრუნებული მას შემდეგ რაც ეზიარა რეალურ სამყაროს.   აღარაფერი არ მითქვამს, გარდა იმისა, რომ სკაიპი და ოპერა ოფიციალური საიტიდან გადმოეწერათ და კომპიუტერი პირდაპირ შნურიდან არ გამოერთოთ აწი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

No! თუნდაც 10 წუთით ვუთხრათ პოლიტიკას

დავიღალე ძალიან.  ზუსტად ერთი თვეა საქართველოს “გადარჩენას” ცდილობს ოპოზიცია და მთავრობა ცალ-ცალკე, სხვადასხვანაირი მეთოდებითა და საშუალებებით. ერთი თვე არის ამაზრზენი და გულისამრევი გახდა თბილისი და ამაში დამნაშავე ორივე მხარე არის. ვინ მეტად და ვინ ნაკლებად ეს უკვე სხვა საქმეა. ხალხი ვისაც ნორმალურად ცხოვრება გვინდა, გვინდა არჩევნების გზით გადავწყვითოთ ვინ მოვიდეს და ვინ წავიდეს ვისჯებით. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას ნამდვილი ქართველი ისაა ვინც აქციაზე დგას და მხარს უჭერს ქვეყნის წინსვლასო. მე სიტყვა წინსვლა ალბათ ცოტა სხვანაირად მესმის და ამიტომაც თავს ვიკავებ აქციაზე დროის ხარჯვით.

დღეს მივუჯექი კომპიუტერს და უბრალოდ იუტუბიში რაიმე funny ვიდეოს ძებნა დავიწყე. ბედმა გამიღიმა. ძალიან მაგარ ვიდეოს წავაწყდი. თითქოს ძალიან სულელური და უბრალოა, მაგრამ რაღაც დადებითად დამმუხტა და ის 4 წუთ-ნახევარი როდესაც ამ ფილმს ვუყურებდი მაგარი მეკიდა რა ხდებოდა საქართველოში. აგერ თქვენ ეს “ნარკოტიკი” და იქნებ თქვენზეც იმოქმედოს.

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ რაღაც მუღამზე მოვედი და search

გავაგრძელე. შედეგი შთამბეჭდავი იყო. South Park-ის დიდი მოყვარული ვარ და ამ მულტსერიალის სტილში სასაცილო ანიმაციების(არა გრაფიკულად არამედ შინაარსობრივად) აღმოჩენა ჩემთვის ჯეკ პოტის მოხსნის ტოლფასი იყო.

Seth MacFarlane’s Cavalcade of Cartoon Comedy presents:

მარიო ყველას გითამაშიათ ალბათ. პრინცესაც გადაგირჩენიათ ან გიცდიათ მაინც. ხოდა აგერ გთავაზობთ იმ ნანატრ დიალოგს რომელიც ბოლოში დგება ხოლმე და  არავის არ უნახავს.

ეს ვიდეო გოგოებს ეღძვნებათ “პრინცის” მოლოდინში რომ თავს იხმობენ ქალიშვილად. სუპერ სასაცილოა

ბობ დილანისა და პოპეის შეხვედრა არ გექნებათ ნანახი :))

ზოგიერთი მშობელი აყვანილ შვილს ვერ უმხელს თავის ნამდვილ ისტორიას. აგერ ისტორია ოჯახისა რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვართ და განა რაიმე მნიშვნელობა აქვს იმას ვის რამხელა ძუძუ აქვს, მთავარია სითბო და სიყვარული რომელსაც მშობლისგან იგრძნობ.

უჰჰ მე კარგად ვიცინე და იმედია თქვენ გაერთობით ცოტას. Seth MacFarlane’s Cavalcade of Cartoon Comedy-ს პირველ სეზონს ვიწერ უკვე და თუ ვინმეს მოეწონება ზემოთ დადებული ვიდეოები ავუტვირთავ სადმე მთლიან სეზონს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)