Archive for the ‘პენისი’ Tag

პენისით მარიაჟობა და მამაკაცის ძუძუ

ბლოგზე დაბრუნებულმა გადავხედე ბოლო დღეების search term-ებს(რამდენზეც მიმიწვდა ხელი) და რათქმაუნდა საოცარ საძიებო ფრაზასა თუ სიტყვას გადავაწყდი.

* როდესაც შეყვარებული გაბრაზებულია რა უნდა

რათქმაუნდა ამ კითხვაზე პასუხი ჩემს ბლოგზეა. ნებისმიერ შეყვარებულ სუბიექტს შეიძლება მხოლოდ ერთი, კონკრეტული მიზეზი ამოძრავებდეს და ამ მიზეზის გასაგებად არ არის აუცილებელი მასთან დალაპარაკება, უკეთესია დასერჩოთ გუგლიში და გაიგოთ რა სურს თქვენს მეორე ნახევარს.

*ძველებური ქართული სექსი

მე როგორც ნამდვილი ქართველი მოწადინებული ვარ ტრადიციები შევინარჩუნოთ ყველაფერში. სუფრა იქნება ეს თუ სექსი არ აქვს მნიშვნელობა. აბა გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით, რამდენ თქვენგანს ჰქონია ძველებური, ლაზათიანი სექსუალური აქტი. ეუჰ არადა რა მუღამი აქვს.

*კიდევ ქალიშვილი ხარ სურათი

მაგრად მაინტერესებს ეს რას ნიშნავს. რას ეძებდა რიგითი მოქალაქე. არ ვიცი ალბათ სახეზე აქვს მდედრს ქალიშვილობის დაკარგვა აღბეჭდილი.

*მინეტი გამიკეთეს

წარმოიდგინეთ ორგაზმის შემდეგ ემოციები. არსებობს ორი ვარიანტი ან აღფრთოვანებულია და ყველას უნდა გაანდოს თავისი კარგი ხასიათის მიზეზი ან პირიქით ძალიან დაითრგუნა ორალური სექსით და ეხლა გუგლის მკლავებში ქვითინებს(შეიძლებოდა სიტყვა აღსარებაც მეხმარა, უბრალოდ არ გამოვიყენე).

*რას ნიშნავს ერექცია

ქართულ განმარტებით ლექსიკოში თუ დავუჯერებთ, ერექცია ეს არის მამაკაცის სასქესო ორგანოს მდგომარეობა როდესაც ის გაჩერებაზე მოკლეკაბიან გოგოს ხედავს ან მეგობრის შეყვარებულის დაქალი ეუბნება, რომ ჭკვიანური გამომეტყველება აქვს.

*პენისით მარიაჟობა

Woooooow. აი ეს არის ყველა დროის ყველაზე მაგარი სერჩ თერმი. წარმოიდიგინეთ სცენა უბანში რიგითი ჯეელი თავისი პენისით, როგორ მარიაჟობს, დაახლოებით მანქანის გასაღების სტილში ეპყრობა სარცხვენალს და აღფრთოვანებული სახეებით გარშემორტყმულ წრეში ეშმაკურად იღიმის.

p.s და ბარემ აქვე რამდენიმე სახალისო ვიდეოს დავაგდებ Family Guy-დან

რას ნიშნავს მამაკაცის ძუძუ :დ

თავი რომ იტალიელად იგრძნოთ საკმარისია……..   ულვაში

მსოფლიოში ყველაზე ამორალური ცხვარი

Advertisements

Powergenitalia+Penisland=Therapistfinder

ზედიზედ ორი დღეა საშინელ წვიმაში ვყვები და სახლში მოსულს მიჩნდება დაუოკებელი სურვილი, გაფუჭებული განწყობა როგორმე გამოვიკეთო. დღეს ინეტში ძიებისას წავაწყდი ყველაზე “ორიგინალურ”, ამორალურ და “პახაბნ” საიტების დასახელებებს. პირდაპირ საქმეზე გადავალ და შემოგთავაზებთ ათეულს.

5)Powergenitalia – http://www.powergenitalia.com

მემგონი ყველა დამეთანხმებით, რომ თუ გსურს კომპანია წარმატებული იყოს ის მამაკაცის სიამაყესთან უნდა გააიგივო, მითუმეტეს თუ შენი კომპანია Power Generator-ებს აწარმოებს იტალიაში. მძლავრი გენიტალიები აი რა გამოიმუშავებს უიდეს ენერგიას.

4)Therapistfinder – http://www.therapistfinder.com

გსურს თერაპისტი? რა მოგდის პირველი თავში? რატქმაუნდა გაუპატიურება. შენს კლავიატურაზე კრეფ წინადადებს: მოძალადის(გაუპატიურების მოსურნის) მპოვნელი წერტილი ქომ, და სულ მალე, შენ ისეთ თერაპიას ჩაგიტარებენ როგორიც არასოდეს გღირსებია.

3)Penisland – http://www.penisland.net

წერა გინდათ და კალამი არ გაქვთ. მამაკაცი ხარ და თანდაყოლილი კალამი ” არ წერს”. მდედრთა სქესს მიეკუთვნები და სასურველ “პენ-ს” ვერ არჩევ. რა უნდა ჰქნა ამ დროს? რათქმაუნდა პენისის მიწა(სამყარო,მხარე) უნდა ჩაწერო ძიებაში და სულ მალე ჯერ არნახულ ცხოვრების ხაზებს გამოიყვან სასურველი Pen-ის-ით.

2)expertsexchange – http://www.expertsexchange.com

პროგრამისტი თუ ხარ და გინდა მოსაზრებებისა და იდეების გაცვლა, “შენისთანებთან”  კონტაქტი და ურთიერთობა, რათქმაუნდა თავში მხოლოდ ერთი საიტი მოგდის. ექსპერტსექსჩეინჯი.

1) whorepresents –  http://www.whorepresents.com

ბოზები წარმოგიდგენენ. საიტს რომ ასე დაარქმევ ან სუპერ მენჯერი უნდა იყო, ან პირიქით ყველაზე ცუდი შენს საქმეში. საიტი ბოზებთან და სიძვებთან არაფერ შუაშია. ამ საიტის მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ ამა თუ იმ ვარსკვლავს რომელი აგენტი წარმოადგენს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)