Archive for the ‘პეპსი’ Tag

სიმსივნე, კოკა–კოლა და დრო რომელიც დისნეის სჭირდება

ბლოგის უდიდესი მტრები: 1. მეგობრები 2. სამუშაო.

ძალიან მინდა უფრო ხშირად და ინტენსიურად განვაახლო ჩემი ბლოგი, მაგრამ არ გამომდის.

წუწუნს შევწყვეტ და პირდაპირ ჩემს ახალ პოსტზე გავაკეთებ მცირედ შესავალს. მინდა რამდენიმე გენიალური რეკლამა გაგიზიაროთ, AD–ები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ ოსკარზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში.

1)

ამ რეკლამის ნახვის შემდეგ, მზად ვარ ამ აზიურ კომპანიაში არა თუ თავი დავიზღვიო, არამედ სულიც მივყიდო მათ. 95 წამში ჩატეული ისტორია, რომელიც ძალიან მიმზიდველი და ემოციურია. ერთ–ერთი ყველაზე სევდიანი რეკლამა რომელიც ოდესმე მინახავს.

2)

აი რატომ არის დისნეი ჯადოსნური, მაგიური კომპანია. დიადი უოლტის გვარის გაგონებაზე, ხომ ყველას რაღაცა ძველი – მშვენიერი, ახლობელი, ლამაზი გვაგონდება. რა მნიშვნელობა აქვს რა არის ეს დონალდ დაკის ხმა, მიკი მაუსის წიკვინი, დამბოს ყურები, სებასტიანის სიმღერა თუ რაიმე სხვა. ფაქტია, რომ დისნეი უკვდავია.

3)

გაიხსენეთ პეპსის რეკლამები. რამდენ ფულია დახარჯული, უამრავი ცნობილი ადამიანი და ფსევდო სანახაობაა შექმნილი. ეხლა დაძაბეთ გონება და კოკა–კოლას რეკლამები გაიხსენეთ –  თეთრი დათვები, სანტა კლაუსი.

ეს თქვენთვის, ალბათ ნაკლებად ცნობილი რეკლამა ნათლად გვიჩვენებს რა არის კოკა–კოლა. პეპსი მუდამ “მე ოდესმე კოკა–კოლას დავეწევი” ბრენდად დარჩება.

4)

ამ რეკლამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. უყურეთ და დატკბით გენიალური ისტორიით.