Archive for the ‘რა?სად?როდის?’ Tag

Untitled

ძალიან დაღლილი ვარ. ორი დღეა დილიდან საღამომდე სადღაც დავბოდიალობ ან რაღაცას ვაკეთებ. მართალია სულ გონებრივი სამუშაოთი ვარ დაკავებული, მაგრამ დამიჯერეთ ფიზიკურზე არანაკლებ დამღლელია ტვინით მუშაობა.

იმედში კიდევ ერთი თჳე მომიწევს საბოლოო პასუხისათვის ცდა. ოქტომბრის დასაწყისისთვის ან კარისკენ მიმითითებენ ან კონტრაქტზე მომაწერინებენ ხელს. არადა მაგრად მინდოდა უკვე დამეწყო მუშაობა, სწავლა მეწყება და ცხრილს ზუსტად შევუთავსებდი, თუ საჭირო იქნებოდა შედარებით “არაპოპულარულ”  ლექტორებს ავირჩევდი, სმააგიეროდ ლექციებს არ გავაცდენდი. ეხლა კი არ ვიცი რა ვქნა. საგნები დავარეგისტრირე ისე :

1)ბეჭდური მედია

2)მედიის კვლევის მეთოდები

3)იაპონური ენა

4)ინტეგრირებული მარკეტინგ კომუნიკაციები

5)მას.კომუნიკაციის შესავალი

6)ძნელად აღსაზრდელი ბავშვის ფსიქოლოგია

თითქმის კმაყოფილი ვარ საგნებით. ყოველ შემთხვევაში საინტერესო სახელები მაინც აქვთ.

ეს დღეები რაღაც ძალიან უცნაურად მიდის. ჯერ 31-ში ან 1-ში ველოდი იმედიდან ზარს და მაშინ როცა პესიმისტურად განვეწყვე 2-ში დაგვიძახეს ni2-ის ხალხს, მერე საგნებზე დავიტანჯე, ამას რა?სად?როდის? სტუდენტური Top10-ის მოახლოებაც დაემთხვა, კვირას(ზეგ)  პირველი ტურია უკვე და დღეს ვივარჯიშეთ “ინტეგრალმა”.  მინიმუმ რა?სად?როდის?-ის ტურნირის მოგებას ვგეგმავთ, მაქსიმუმ ჰეთ-რიკის გაკეთებას, რა?სად?როდის?თან ერთად ბრეინ რინგისა და ერუდიტ სექსტეტის მოგებას.  ყველაზე მაგარი კი მესიჯი იყო რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღე ადამიანისაგან ვინც ალბათ ყველაზე უცნაური მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი პიროვნება ვისთანაც კი ოდესმე კონტაქტი მქონია, იმდენად ამოუცნობია მისი ნებისმიერი ნაბიჯი, რომ არანორმალურ სიამოვნებას მგვრის მასთან ურთიერთობა. არადა ხშირად ნაბიჯები ჩემთვის არც ისე სასიამოვნოა :დ

ტრანსპორტში იმდენად დიდ დროს ვატარებ, რომ ჩემს მპ-40ს დავწვავ მალე.

პ.ს  ეს ტრეკი გამახსენდა ეხლა წერისას. 2009 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ქმნილებაა.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2009

დღეს დილაუთენია გამაღვიძა ხმაურმა ჩემს საძინებელში. კომპთან იჯდა მთელი ოჯახი. ჩემმა ძმა თსუ-ში მოხვდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. დაფინანსების ამბავი არ იცის ჯერ, 30-50%-იანი გრანტი თუ იქნება კარგია.

არ ვიცი ან 90-იანები ვიყავით ჭკვიანები ან 91-92-იანები არიან ფარჩაკები. სხვაობა საკმაოდ დიდია ქულებში. მე რომ ორი წლის წინ ქულები ავიღე (315)რომელიც თავის დროზე უბრალოდ კარგი შედეგი იყო , წელს სასწაულად ითვლებოდა. ჩემი უნარების 77 ქულით წელს 100%-იან გრანტს კი არა სამაჩაბლოს დაბრუნების ხემოწერილ დოკუმენტს მივიღებდი.

არადა აბიტურიენტები ბლომად იყვნენ, თითქოს ემზადებოდნენ კიდევაც, ტესტები ვნახე და არაფრით არ იყო ძველებზე რთული. ინგლისური და ქართული უფრო იოლადაც კი მეჩვენა.

პრობლემა მემგონი იმაშია, რომ წიგნებს საერთოდ არ კითხულობენ ბავშვები, შესაბამისად ლოგიკური აზროვნება და ინტელექტი არ აქვთ განვითარებული და უნარებში მაგრად უჭირთ.

რა?სად?როდის? ვთამაშობ და მანდაც ძალიან ცოტაა 91-92იანი, ძალიან ცოტაა კი არა მხოლოდ ერთს ვიცნობ ეგეთს, კარგ მოთამაშეს. ადრე ვხუმრობდით მეგობრები 90-იანი წლების ბავშვები ოქროს თაობა ვართო. ახალგაზრდა გუნდებში ყველაზე მეტნი 90-იანები და 89-იანები ვართ სუპერლიგის მოთამაშეები. :დ

ფაქტია რომ სკოლებში განათლების რეფორმებია გასატარებელი. თან ისეთი, რომელსაც ეფექტი ექნება, თორემ 2-3 წელიწადში 4 000 ჩაჭრილი კაცი კი არა(25 ქულა ვერ გადალახეს მინიმუმ ერთ საგანში) 8 000 გვეყოლება.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ამიერკავკასიის ჩემპიონატის შედეგები

დავბრუნდი ბათუმიდან. ამიერკავკასიის ჩემპიონატი აზერბაიჯანის გუნდმა მოიგო, მოიგო რა გააუბედურა სხვა გუნდები 72-იდან 62 კითხვა აიღეს აზერებმა და შანსი არ დაუტოვეს მეტოქეებს. შარშანდელთან შედარებით ქართული გუნდები უკეთესად გამოვიდნენ. 2008 წელს ათეულში ერთი ქართული გუნდიც არ ყოფილა, წელს კი ერთბაშად 6 მოხვდა(ან 5) . ჯობია ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოვყვე 23-ში დილით ბათუმისკენ გავემგზავრეთ “თსუ-1” და “თსუ-2”. “ინტეგრალისა” და “ორადრუინის” ბაზაზე შექმნილი ორი გუნდი. ბათუმში ბოლო 3-4 წლის წინ ვიყავი და გალამაზებული დამხვდა. ბევრი რამ Sეიცვალა, ბევრიც მუტაციის პროცესშია, ხალხი ბევრი არ იყო, ამინდები არ ვარგოდა დიდად. სამაგიეროდ “რა?სად?როდის?-ის” თამაშით მივიღე სიამოვნება, ასეთ კითხვებზე არასოდეს მითამაშია. ბრწყინვალე პაკეტი იყო, არცერთი “გრობი” არ ყოფილა 72! შეკითხვაში, აბსოლიტურად ყველა კითხვის აღება შეიძლებოდა მთავარი იყო ლოგიკური აზროვნება და ის მინიმალური ცოდნა რომელიც რა?სად?როდის?-ის მოთამაშეს მოეთხოვება. “თსუ 1”(მთავარი გუნდი) ნორმალურად გამოვედით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდის ნახევრისთვის ეს პირველი ამიერკავკასიის ჩემპიონატი იყო, საშუალო ასაკი 20 კი ყველაზე დაბალი იყო მონაწილე გუნდებს შორის. საბოლოოდ მეოცე ადგილზე გავედით, 43(42) გუნდს შორის. საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ვარ, გამიჭირდა რუსულად ასეთ დონეზე თამაში.

თამაშის გარეთ ცხოვრებას რაც შეეხება, ზღვაზე ერთხელ ძლივს გავედი ამინდების გამო. ფასები ნორმალურია ბათუმში, არც ბინები ღირს ძვირი და არც სასტუმროს ნომრები, ყველანაირი გართობა ხელმისაწვდომია და ე.წ ცეცხლის ფასები არ ადევს არაფერს.

დავბრუნდი და უახლოესი ორი კვირა(მინიმუმ) თბილისში ვიქნები და ჩემი ბლოგის გაუბედურებული სტატისტიკის ამოქაჩვას შევეცდები მთელი ძალებით.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ამიერკავკასიის ჩემპიონატზე

ხვალ დილით ადრე მივემგზავრები ქალაქ ბათუმს. რა?სად?როდის?-ში ამიერკავკასიის ჩემპიონატი იმართება და მონაწილეობის მისაღებად. Tsu 1 და Tsu 2 მივემგზავრებით რათა ახლგაზრდებმა გავუსინჯოთ გემო ამიერკავკასიის ჩემპიონატის ხიბლს. ეს ჩემი პირველი თამაში იქნება მსგავს ტურნირზე, აქამდე საქართველოსა და თბილისის ჩემპიონატებით შემოვიფარგლებოდი.

არ ვიცი უკან როდის დავბრუნდები, თუ მოვახეხე იქიდან ბლოგზე დაერა რამის დავწერ თუ არადა დაბრუნებულზე შევთხზავ ახალ პოსტებს. იმედი მაქვს რომელიმე ქართული გუნდი გახდება ჩემპიონი. ჩვენ ახალგაზრდები კი თავს არ შევირცხვენთ : )