Archive for the ‘რეკლამა’ Tag

სიმსივნე, კოკა–კოლა და დრო რომელიც დისნეის სჭირდება

ბლოგის უდიდესი მტრები: 1. მეგობრები 2. სამუშაო.

ძალიან მინდა უფრო ხშირად და ინტენსიურად განვაახლო ჩემი ბლოგი, მაგრამ არ გამომდის.

წუწუნს შევწყვეტ და პირდაპირ ჩემს ახალ პოსტზე გავაკეთებ მცირედ შესავალს. მინდა რამდენიმე გენიალური რეკლამა გაგიზიაროთ, AD–ები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ ოსკარზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში.

1)

ამ რეკლამის ნახვის შემდეგ, მზად ვარ ამ აზიურ კომპანიაში არა თუ თავი დავიზღვიო, არამედ სულიც მივყიდო მათ. 95 წამში ჩატეული ისტორია, რომელიც ძალიან მიმზიდველი და ემოციურია. ერთ–ერთი ყველაზე სევდიანი რეკლამა რომელიც ოდესმე მინახავს.

2)

აი რატომ არის დისნეი ჯადოსნური, მაგიური კომპანია. დიადი უოლტის გვარის გაგონებაზე, ხომ ყველას რაღაცა ძველი – მშვენიერი, ახლობელი, ლამაზი გვაგონდება. რა მნიშვნელობა აქვს რა არის ეს დონალდ დაკის ხმა, მიკი მაუსის წიკვინი, დამბოს ყურები, სებასტიანის სიმღერა თუ რაიმე სხვა. ფაქტია, რომ დისნეი უკვდავია.

3)

გაიხსენეთ პეპსის რეკლამები. რამდენ ფულია დახარჯული, უამრავი ცნობილი ადამიანი და ფსევდო სანახაობაა შექმნილი. ეხლა დაძაბეთ გონება და კოკა–კოლას რეკლამები გაიხსენეთ –  თეთრი დათვები, სანტა კლაუსი.

ეს თქვენთვის, ალბათ ნაკლებად ცნობილი რეკლამა ნათლად გვიჩვენებს რა არის კოკა–კოლა. პეპსი მუდამ “მე ოდესმე კოკა–კოლას დავეწევი” ბრენდად დარჩება.

4)

ამ რეკლამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. უყურეთ და დატკბით გენიალური ისტორიით.

ეს ის არ არის რაც შენ გგონია

ფილმებში ძალიან ხშირად მესმის ფრაზა :” ეს ის არ არის რაც შენ გგონია, ნება მომეცი აგიხსნა ყველაფერი.”  ვიღაცა გარბის, ვიღაცა მისდევს. ნახევარი საათი გაურკვევლობაში მიდის ფილმი, ბოლოს კი ორივე ხვდება, რომ სირები არიან და ჯობდა ერთმანეთისთვის მოესმინათ.

ნერვები მეშლება ხოლმე ეგეთ საქციელზე. უცებ გაქცევებზე, როდესაც არ აცლი ადამიანს აგიხსნას თავისი ქმედება. რაღაც ეპიზოდში შეუსწრებ, თვალს მოკრავ თუ რაც არის და დასკვნებს იმით აკეთებ. ნუ არ ვგულისხმობ ისეთ მომენტებს, როდესაც სახლში ადრე დაბრუნებულს გხვდება სცენა – შენი ცოლი ზემოდან წამოჯდომია ვიღაცა მამარს და “ქვას-ქვაზე” არ ტოვებს.

საუბარი, მეორე ადამიანის მოსმენა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია. თავს თუ ვერ გაიმართლებს, შენ მაინც იქნები მშვიდად, რომ ყველაფერი იცი. თან გაქცევითა და არ მოსმენით, საშუალებას აძლევ იმ ადამიანს “ტყუილი” ალიბი შეიქმნას. მოსაფიქრებლად რაც უფრო დიდ დროს მისცემ მით უარესი შენთვის.

აგერ 5 ძალიან სახალისო რეკლამა, თუ რატომ არ უნდა განვსაჯოთ ადამიანი სწრაფად და დაუფიქრებლად.

მორალი : ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. : დ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

My name is Exaybachay

ბოლო დღეებია რეკლამებმა ძალიან გამიტაცეს. რამდენიმე პოსტი დავწერე კიდევაც ამასთან დაკავშირებით. გუშინ “კანის კინოფესტივალის” მორიგი კონკურსანტების ყურებისას ერთ ისეთ რეკლამას წავაწყდი, რომ არ შემეძლო მასზე ცალკე პოსტი არ გამეკეთებინა.

Child Friendly

ძალიან მომეწონა რეკლამა. ისეთი რეალისტიკურია ყველაფერი, რომ მეც რეკლამის გმირად ვიგრძენი თავი.  ფიქრებში ჩავიძირე. ჩემი ბლოგი გამახსენდა და გამეცინა ჩემთვის. Dead man-იდან ერთი მონაკვეთი გამახსენდა ჯონი დეპის გმირი, უილიამ ბლეიკი, mr.nobody-ს ეკითხება თუ რა ჰქვია მას, რაზეც “არაფერი” პასუხობს:

“My name is Exaybachay. He Who Talks Loud, Saying Nothing. “

შემიძლია ეხლა ვთქვა მე ამ რეკლამის პერსონაჟი არ ვათქო, მაგრამ იგივე წარმატებით სხვას შეუძლია მითხრას, რომ სწორედ მე მხედავს რეკლამაში.

რამდენს  ვწერ მე და არამარტო მე, სხვადასხვა ქართულ პრობლემებსა და საკითხებზე, იდეაში როგორ გვინდა, რომ ყველაფერი შევცვალოთ, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში ვაძლევთ კი მისაბაძ მაგალითს ბავშვებს, ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს, მეგობრებს, მეზობლებს, ჩვენი ცინიზმის ობიექტებს?  თუ ჩვენც უბრალოდ “არაფერი” ვართ. ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ არაფერს ვამბობთ?

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Cool commercials. part 2

სახლიდან არც ისე ხშირად გავდივარ. მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარია მაინც სიზარმაცე და სიცხეა. სახლში ან ვკითხულობ, ან კომპში რაღაცას ვუყურებ. “კანის კინოფესტივალის” ტრიუმფატორი რეკლამების ყურებამ გამიტაცა, 2008, 2007 და 1994-95 წლების საუკეთესო რეკლამები ვნახე. უმეტესობა  არაფრად ვარგა, თუმცა არის რამდენიმე გამორჩეული  ნამუშევარი. cool add-ებზე დავწერე ადრე  და ეს პოსტი გააგრძელებაა იმ რეკლამების.

1)AXE MIX 3

AXE-ს როგორც ყოველთვის ძალიან კარგი რეკლამებით გვამარეგებს ხოლმე.

2)Buenos Aires Independent Film Festival

კინოს “ხამი” კი ვარ, მაგრამ ამ ფესტივალზე არც არაფერი მსმენოდა. გადავხედავ ეხლა გამარჯვებულებს ვინ იცის იქნებ ისეთი კარგი ფილმები იმარჯვებენ, როგორიც ეს რეკლამაა.

3)Zazoo

პრეზერვატივების რეკლამები ხშირად იკრძალება ხოლმე, ამ რეკლამი ნახვის შემდეგ მიხვდებით თუ რატომ ხდება ეს : D უხამსი და პახაბნი არაფერია,  პირიქით PG რეიტინგი აქვს და ბავშვებმაც კი უნდა ნახონ ჩემი აზრით : D

4) Hansaplast

აი რატომ ყოფილა ზოგიერთი ბავშვი გათამამებული, მე კიდევ სად არ ვეძებდი მიზეზს.

5)Dove

ამ რეკლამამ 2007 წელს “კანის კინოფესტივალზე”  მთავარი ჯილდო მიიღო. ძნელია ჟიურის არ დაეთანხმო, მე პირადად სურვილი გამიჩნდა ცალკე პოსტი მივუძღვნა იმ პრობლემას რომელიც ამ რეკლამაშია ნაჩვენები.

რა აზრი აქვს ასეთ ტყუილს?

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Cool commercials

დღეს მთელი დღეა სახლში ვარ, ჯერ “ჰობიტის” ქართული ვერსიის კითხვა დავიწყე, მაგრამ გული ვერაფრით დავუდე, ცუდი თარგმანია ძალიან. ტოლკიენის კი არა მადონას დაწერილს უფრო გავს. მერე გამახსენდა, რომ კომპში “კანის კინოფესტივალზე” ნაჩვენები და გამარჯვებული რეკლამები მქონდა გადმოწერილი. 1994-იდან 2008 წლის ჩათვლით. ჩავუჯექი და რამდენიმე წლის ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ვუყურე, მსურს რამდენიმე მათგანი თქვენც გაგიზიაროთ და პლიუს რამდენიმე უბრალოდ სახალისო რეკლამის ლინკიც დავდო.

1)Fed Ex-ის ძალიან მაგარი რეკლამა. კარგია რომ კრეატიული იდეები, “ფიტომალის” პიარშიკებს გარდა სხვასაც მოსდის თავში

2) renault logan-ის რეკლამა რომელიც თავისი ფინალით თქვენს მანქანას გაგაყიდინებთ და რენოს შეგაძენინებთ. : D

3)ამ რეკლამების სერიას სახელად ჰქვია გამოიღვიძე ტაილანდო. რამდენიმე სერიის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოშიც არ გვაწყენდა მსგავსი სასმელი.

4)Axe ყოველთვის გამოირჩეოდა დასამახსოვრებელი და სახალისო რეკლამებით, რომელიც მამაკაცებს უქმნიდა ილუზიას, რომ დეოდორანტზე ერთი თითის დაჭერით ისინი ყველაზე სასურველი არსებები გახდებოდნენ პლანეტა დედამიწაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მცდელობაა ამ ილუზიის შექმნისა

5)JAPP ასეთი შოკოლადი თუ არსებობდა ისიც არ ვიცოდი, მაგრამ ამ რეკლამის შემდეგ არ დამავიწყდება ნაღდად, ძალიან ბევრი ვიცინე.

6)Doritos ყველაზე მაგარი ჩიფსია, ეს კი ძალიან მააგრი რეკლამა.

7)Crest კბილის პასტა ყოფილა, სამწუხაროა რომ ქართულ ტელეკომპანიებზე მისი რეკლამა არასოდეს მინახავს, უყურეთ და დატკბით მისი რეკლამებით.

8 ) honda civic – ამ კლიპში რასაც ნახავთ ყველაფერი ნამდვილი და რეალურია.

9) და ბოლოს ყველაზე ლამაზი კლიპი რომელიც კი ოდესმე მინახავს.

Schweppes

გაგრძელება იქნება…

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

პოსტ-წვიმისეული განწყობა

დღეს საშინელი დღე მქონდა. წვიმა მიყვარს, მაგრამ დღეს ძალიან გავილუმპე, მერე საცობში მოვყევი საშინელში, სადაც ჩემი მარშუტკის მძღოლი თავისი ხაზის სხვა მომუშავეს ეჩხუბა რატომ მიწელავ არ არის ეს კაცური საქციელიო. ჩემს წინ მთვრალი ქალი იჯდა, რომელიც მემგონი ბოდავდა(ყურებში ნაუშნიკები მეკეთა და პირის მოძრაობა შევამჩნიე მხოლოდ). მოკლედ სახლში მოსულს არაფრის ტავი არ მქონდა და გადავწყვიტე ხასიათზე მოსასვლელად რაიმე სახალისო მეპოვა ინეტში. რამდენიმე ძალიან კარგ “რაღაც-რაღაცას”(კოხორელის ხმით) წავაწყდი  და ბარემ აქ დავდებ იქნებ სხვასაც ასეთი რთული დღე ჰქონდა. 1)ეს ქალი არის ყველაზე ოპტიმისტი მშობელი მთელს მსოფლიოში : D 2)ვალენტინობას მეც ასეთი რაღაც უნდა გავაკეთო. მსურველები უბრალოდ მოხევენ ფურცელს, უი ხო ტელეფონის ნომერი აკლია მანდ, უფრო კარგი იქნებოდა მაგით.

3) საქართველოში ყვითელი ლურჯზე დიდი არის ალბათ.

4)წარმოიდგინეთ რომ ქალს რჩევას ნამდვილი “მამაკაცი აძლევს”. აი რა სურათს მივიღებდით.

5)ამ ფოტოზე ბევრი ვიცინე, ძალიან კარგი გაკეთებულია.

6) ამ სურათზე მოვკვდი და მეორედ დავიბადე. სუპერი იყო

ანუ როდის ჯობია კინოში ზასაობას ფილმის ცქერაIII-July

როგორც კინომანს ივლისი მიყვარს ძალიან. სანამ შემოდგომაზე “დავიტვირთები” დრამებითა და “მე ოსკარი მინდა” ფილმებით, მანამდე ზაფხულში დადებითან ვიმუხტები ხოლმე. ივლისი კი ყველაზე მეტად მახარებს ხოლმე სუპერ ბლოკბასტერებით.

Public Enemies(JULY 3rd) – მაიკ მანს ყველაზე კარგად კრიმინალური დრამების გადაღება ეხერხება და გამიხარდა რომ სწორედ ამ ჟანრში აპირებდა ფილმის გადაღებას. სიხარულის გრძნობამ კიდევ უფრო მოიმატა როდესაც გავიგე, რომ ფილმში მთავარ როლებს ჯონი დეპი და კრისტიან ბეილი შეასრულებდნენ. ეს იქნება ფილმი 30-იანი წლების ყველაზე ცნობილ ამერიკელ მძარცველზე ჯონ დილინჯერზე, რომელის საოცარ ისტორიას იმედია არანაკლებ საოცრად გადმოგვცემენ ამ პროექტის საშუალებით.

Ice Age: Dawn of the Dinosaurs(JULY 3rd) – იოოო. დიდი გამყინვარების “სასტავი” ბრუნდება. მანი, დიეგო, ელი და რათქმაუნდა სკრატი ყველაზე მაგარი მღრღნელი მსოფლიოში. საძმო იურულ პერიოდში ხვდება, სადაც დინოზავრებთან მოუწევთ “ჭიდილი”. მთავარია მულტფილმი სასაცილო იყოს და ვისაც უნდა იმას ებრძოლონ. რათქმაუნდა ჩვენს კინოთეატრებში ეს ანიმაციური ფილმი გამოვა ამაზრზენად ნათარგმნი, რათა ნებისმიერ კინომანს დაეკარგოს მისი კინოში ნახვის სურვილი.

Brüno(JULY 10th) – ალბათ ყველამ იცით ბორატი. თუ არ იცით მაშინ დაასრულეთ თქვენი სიცოცხლე თვითმკვლელობით. საშა ბარონ კოენმა იცის როგორ უნდა დასცინოს ხალხს, ჩვეულებებსა თუ ტრადიციებს და თავისი პერსონაჟით ბრუნო ის ამჯერად შეეცდება მოდის სამყაროს “მანკიერი” მხარეები დაგვანახოს. ბრუნო გეია რომელიც უახლესი მოდის ტენდეციების ძიებაში არაერთ სასაცილო ისტორიაშჳ ხვდება. ფილმი “ბორატის” სტილშია გადაღებული, ანუ ნახევრად დოკუმენტური კადრებითა და სცენებით. ეს კი ფილმს უფრო სასაცილოდ აქცევს.

Harry Potter and the Half-Blood Prince(JULY 17th) – მამაძაღლი პოტერი ბრუნდება. ტრეილერი შთამბეჭდავი აქვს. იეტისმა მემგონი მიაგნო ფორმულას რომლის მიხედვითაც წარმატებით შეიძლება პოტერის ეკრანიზება. ამ ფილმს არ ჭირდება ბევრი რეკლამირება და ა.შ fantasy-ს  მოყვარულებმა კინოში უნდა უყუროთ ასეთ სანახაობას.

(500) Days of Summer(JULY 17th) – ფილმი რომელიც “განწირულია” გოგოების გულის დასაპყრობად. ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტი, რომელიც ასე ძლიერ იზიდავს სუსტი სქესის თინეიჯირებს. მიზეზი რატომაც ამ ფილმს ვნახავ არის ის, რომ მთავარი პერსონაჟი ძალიან ჰგავს ჰიტ ლეჯერს.

The Ugly Truth(JULY 24th) – წლის წინ ჯერალდ ბატლერს მამამისიც ვერ ცნობდა სახლში, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური მსახიობია. ფილმში ქალების მუსუსის როლს ასრულებს რომელიც თავის თანამშრომელს მამაკაცის შებმაში ეხმარება. მერე როგორც მოსალოდნელია ერთმანეთი შეუყვარდებათ ალბათ. ტრეილერი სახალისო აღმოჩდა და მემგონი ღირს ყურება.

Funny People(JULY 31st) – არც ტრეილერის ნახვა არ მჭირდება, არც სიუჟეტის გაგება და არც იმის თუ ვინ თამაშობს ფილმში. მას შემდეგ რაც გავიგე რომ ფილმის რეჟისორი ჯუდ აპატოუა, ეს ფილმი ავტომატურად most anticipation ფილმთან რიცხვში ჩავწერე. ჯუდ აპატოუს დამსახურებაა რომ არსებობს ისეთი კომედიები როგორებიცაა: Step Brothers, Forgetting Sarah Marshall, Walk Hard: The Dewey Cox Story, Knocked Up, The 40 Year Old Virgin და ა.შ რა ვიცი რომელიმე თუ არ გაქვთ აქედან ნანახი აუცილებლად ნახეთ, რაღაც არანორმალურად სასაცილო ფილმებია. “ტონკი” ხუმრობებითა და წარმოუდგენელი სიტუაციებით.

გაგრძელება იქნება… აგვისტო და ტარანტინო გველოდება წინ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)