Archive for the ‘სემ როკუელი’ Tag

Fantastic message for thirsty People

სამთვიანი პაუზის შემდეგ ბლოგზე ვბრუნდები. ჟურნალი “ტაბულა” გახურდა. აგერ უკვე მეხუთე ნომერი გამოვა ორშაბათს და მეც გადავწყვიტე ნელ–ნელა ბლოგისთვისაც მოვიცალო.

პირველ პოსტზე ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ ჩემ საყვარელ თემატიკაზე, კინოზე, გადავწყვიტე დამეწერა.

2009 წელი მოულოდნელად კარგი გამოდგა კინოსამყაროში. ამდენი კარგი პროექტი ერთ წელს, ბოლოს როდის გამოვიდა არ მახსოვს(1999 არ ვთვლი). გთავაზობთ შარშან გამოსული საუკეთესო ფილმების ჩემეულ ათეულს.

10)Hangover

უდაოდ წლის საუკეთესო კომედია. მარტო ზაკ გალიფიანაკისის პერსონაჟი ღირს ერთ ფილმად. აი გემოვნებიანად განადაღებული ფილმია, ბევრი სასაცილო მომენტით და საკმაოდ ორიგინალური სიუჟეტით.

რომ არა ეს ნამუშევარი In the loop დაიკავებდა მეათე ადგილს, არანაკლებ მაგარი ბრიტანული კომედია.

9)Serious Man

კოენებს კინო უყვართ. მაგარი კიდიათ ყველაფერი გარდა იმისა, რომ თავი და მაყურებელი ასიამოვნონ. ფილმის დასაწყისი და დასასრული იმდენად ფენომენალურია, რომ ადამიანს გინდება გაგიჟდე, მაგრამ არ გამოგდის. საოცარი ფილმია შავზე უშავესი იუმორითა და ებრაული სულით.

8)District 9 / Moon

ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფილმი, რომლებსაც მხოლოდ ჟანრი, sci– fi, აერთიანებთ. ორი დამწყები რეჟისორის ნეილ ბლომკამპისა და დანკან ჯონსის გენიალური ფილმები. District 9 ძალიან ორიგინალური სიუჟეტის მქონე ფილმი, 30 მილიონად გადაღებული დიდებული სპექტაკლი, რომლის მთავარი პერსონაჟი ვიკუს ვან დე მერვეა(ოსკარებზე ძალიან დაიჩაგრა მთავარი როლის შემსრულებელი). Moon, indie კინოს ზეიმია. მინიმალისტურ სტილში გადაღებული ფილმი, კლინტ მანსელის მუსიკისა და სემ როკუელის კარიერის საუკეთესო პერფომენსის წყალობით, ბოლო ათწლეულების ერთ–ერთი საუკეთესო “კოსმოსური ოდისეაა”.

7)Messanger

რატომ მოიგო ამდენი ოსკარი Hurt Locker–მა როცა არსებობს ეს სულისშემძვრელი ფილმი?!

ძლიერი რეჟისურა სურდათ – Messanger უკეთესია

მსახიობების თამაში – ვუდი ჰარელსონი და ბენ ფოსტერის გვერდით, რენე და მაკი საცოდავები არიან

ორიგინალური სიუჟეტი – Messanger თავისი სიუჟეტითა და დინამიურობით, სიმძიმითა და სხვის სულში ხელების ფათურით, Hurt Locker–ს აშკარად განაღმულსა და გაუპატიურებულს ტოვებს. ყოველ სცენაში “ახალი ამბავი” სწორედ მაშინ მოდის როცა ეს საჭიროა.

წლის ერთ–ერთი ყველაზე დაჩაგრული ფილმი. უბრალოდ უნდა ნახოთ. პირველი სცენა ჯობია მთლიანად ბიგელოუს ფილმს.

6)Watchmen

სნაიდერი გიჟია! 300 საკულტო ფილმია, იმდენად საკულტო რომ რამისაა ყველაფერი მილერის კომიქსების ეკრანიზაციის ესთეტიკით გადაიღონ. აი Watchmen სრულიად და სხვა დონე და საფეხურია. გრაფიკული ნოველა ადაპტირებული კინოდ, ისე რომ სუპერგმირი თავად ხდები. ფერების საოცარი პალიტრა და ალტერნატიული სამყარო რომელიც შენ დოქტორ მანჰეტენივით ღმერთი ხარ.

5)Inglourious Basterds

I think this might just be my masterpiece. ამ სიტყვებს ლეიტენანტი ალდო რეინი ამბობს ფილმის ბოლოს და ტარანტინოს სათქმელს ზუსტად გადმოსცემს. “ნაბიჭვარმა” კვენტინმა, მართლაც შედევრი გადაიღო. უდაო და მეორე მსოფლიო ომის დარი. კრისტოფ უოლცის თამაშზე არაფერს ვიტყვი, უხერხულია. მიდი კვენტინ Kill Bill 3 გადაიღე, კიდევ ერთხელ დაგვიბრუნე პატარძალი და ანიმე ერთად.

4)Fantastic Mr.Fox

თანამედროვეობის ერთ–ერთი საუკეთესო რეჟისორის უეს ანდერსონის მცდელობა, კარიერაში პირველად გადაეღო ანიმაციური ფილმი დასრულდა… Fantastic ეს ყველაზე ცოტაა რითაც შეიძლება ეს ნამუშევარი შევამკოთ. არც ვიცი რას გავუსვა ხაზი, რეჟისურას, ულამაზეს ანიმაციას, პერსონაჟებს თუ ალექსანდრ დესპლატის მუსიკას. იცით როგორი ნამუშევრების რიცხვს მიეკუთვნება ეს ფილმი, აი ზედმეტი ლაპარაკი რომ არ უნდა, უბრალოდ უნდა უყურო და დატკბე მანამდე სანამ სიამოვნებისგან კომაში არ ჩავარდები.

3)Thirst

ჩან ვუკ პარკის მორიგი მცდელობა კინომოყვარულებს უკვდაბის წყლით მოუკლას წყურვილი. ეს რეჟისორი ერთ–ერთი ჩემი ფავორიტია და აგერ უკვე წლებია იმედებს არასოდეს მიცრუებს ხოლმე. რაც მტავარია ნელ–ნელა იზრდება, არაფერს არ ერიდება კინოში – სიმბოლოების, ფერების, მუსიკისა და შავი იუმორის გამოყენებით, ოდნავ პროვოკაციული გზებით საოცარ სურათებს იღებს. ფილმი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!!!!!

2)Ponyo

Pixar როგორ მიყვარს პოსტებზე მეტყობა ხოლმე, მაგრამ ჰაიაო მიაძაკის(სტუდიო Ghibli–სტან ერთად) ერთი ხელის მოსმით შეეძლო და ეხლაც შეუძლია 3d ტექნოლოგიები, კომპიუტერულ მამაძაღლობები დაგავიწყოს, მეტიც პატარა სოუსკედ გაქციოს და შენი პონიოს ძიებაში წლები გაგატარებინოს. ეს არის მულტფილმი რომელაც უბრალოდ არ ჰყავს უარყოფითი პერსონაჟი, რომელმაც არ იცის რა არის ცუდი და ბოროტება, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს ასხივებს.

1)Where the wild things are


ეჰჰ. როგორი ძნელია ამ ფილმზე საუბარი. რატომღაც ფილმის გამსოვლამდე მეგონა, რომ ძალიან მომეწონებოდა და ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ჩემს მეგობარს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მე გავგიჟდი, მეგობრებმა კი უბრალოდ კარგი ფილმის სტატუსი აკმარეს სპაიკ ჯონზის ნამუშევარს. ფილმში არაფერზე არ გავამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ვიტყვი ერთს ეს ჩემთვის ძალიან ახლობელი ფილმია და მგონია რომ ყველას ასეთი შეგრძნება ექნება. მნიშნელობა არ აქვს ვინ ხარ და რა ხარ. მაქსი, ქეროლი და კერენის მუსიკა შენთვისაც შენი სხეულის ნაწილი იქნება ვიცი. All is L….

და რამდენიმე საინტერესო ნომინაცია

ყველაზე ზედმეტად დაფასებული ფილმი: Hurt locker

ყველაზე დაუფასებელი : Lovely Bones

სულ ცოტა დააკლდათ ჩემ ათეულში შესასვლელად: Fish Tank(უეწველი ნახეთ ეს ფილმი), Up in the air

წლის “რას გვერჩი ჯეიმს ქემერონ” ფილმი: Avatar

წლის უდიდესი იმედგაცრუება: Public enemies(15 წუთზე მეტს ვერ ვუყურე), Land of the lost(პირველი შემთხვევა როცა უილ ფერელის კომედიაზე არც კი გამეღიმა)

წლის მეტი აღარ მინდა ესეთი ყლინჯობა, მადლობთ საკამრისზე მეტად გავიტანჯე და ძალიან გტხოვთ ნუ აწამებთ კინომოყვარულებს და ეგება თავი შევიკავოთ აწი მაინც ფილმი: New moon და ყველა თვალაითობა ფილმი.

პ.ს I’m Back :d

ნიკა ესებუა

The Dark Side of the Moon

1973 წელს Pink Floyd–მა თავისი, კომერციულად ყველაზე მომგებიანი ალბომი,The Dark Side of the Moon გამოუშვა. 2112 წელს სემ ბელმა(სამ როკუელი) პირადად იგემა საკუთარ ტყავზე მთვარის ბნელი მხარე.

ახალბედა რეჟისორი დანკან ჯონსი გვიხატავს მომავალს, XXII საუკუნეს, კომპანია Lunar Industries მთვარეზე  ჰელიუმ 3–ის მოპოვებითაა დაკავებული. რომელსაც დედამიწაზე ენერგიის წარმოებისთვის იყენებს. კომპანიას ერთადერთი თანამსრომელი ჰყავს მთვარეზე, სემ ბილი, რომელსაც სამწლიანი ვადის გასვლამდე 2 კვირა აქვს დარჩენილი.

პირველივე კადრში სადაც სემი ჩანს მას აცვია ყვითელი მაისური რომელზეც მსხვილი შრიფტით წერია WAKE ME. სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება სემის “გამოღვიძება”. წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც მარტოა მთვარეზე, ჰყავს ერთადერთი თანამოსაუბრე გერტი, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, უვლის ყვავილებს, აკეთებს მაკეტს, წერს და დედამიწაზე გზავნის ვიდეოებს თავისი მეუღლისა და პატარა ბავშვისთვის. სემ როკუელი მოახერხა და ეკრანთან მიმაჯაჭვა თავისი პერფომენსით. მეც მთვარეზე ვიყავი, მეც ვიჯექი ჰარვესტერში, მეც შემემთხვა ინციდენტი რომლის შემდეგაც მეორე მე, ჩემი თავი ვნახე.

დანკან ჯონსს კი არა უფრო დიდ რეჟისორებს გაუჭირდებოდათ 5 მილიონად sci-fi–ს გადაღება, რომელიც ასე რეალისტიკური და მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისთვის. ატმოსფეროს შექმნაში უდიდეს როლს თამაშობს კლინტ მენსელის მუსიკა და დეკორაციები რომლებმაც რატომღაც სტელნი კუბრიკის 2001: A Space Odyssey გამახსენა. საერთოდ რეჟისორს ეტყობა, რომ “კოსმოსური ოდისეის” დიდი მოყვარულია, სემ ბელი დეივ ბოუმენს მახსენებს, გერტი კი HAL 9000-ს.

ნამუშევარი საკმაოდ მძიმე საყურებელია, რიგ ეპიზოდებში რეჟისორს ეტყობა გამოუცდელობა და ერთფეროვან არაფრისმომცემ კადრებსა და მომენტებს გვთავაზობს, თუმცა სემ როკუელის საქებრად უნდა ითქვას რომ oscar worth პერფომენსი აჩვენა. საოცრად გადმოსცა ადამიანის სახე რომლის ერთადერთი “მტერი” კოსმოსში მისივე თავია. გერტი რომელსაც კევინ სპეისი ახმოვანებს, იდუმალი რობოტია, იგი თავის განცდებსა და ემოციებს სმაილებით გადმოსცემს და მთელი ფილმის ვერ ხვდები ეკრანის მიღმა რომელზეც ყვითელი ფიგურები ერთმანეთს ეცვლებიან რა იმალება,  ადამიანის ეს ქმნილება ვის მხარეზეა. რეჟისორმა შექმნა პერსონაჟი რომლის თითოეული ნაბიჯის გასაგებად თავის მტვრევა გიწევს მაყურებელს.

ძალიან ძნელი გამოდგა ამ ფილმზე დაწერა, არ მინდოდა დამესპოილერებინა და ამიტომაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდს არ განვიხილავ, რომელსაც მეგობრების ვიწრო წრეში საწურში გავატარებ. :დ

ფილმი ბოლო წლების ერთ–ერთი საუკეთესო Sci-Fi ნამუშევარია, მინიმალური ბიუჯეტით გადაღებული ფილმი, რომელიც წლების შემდეგაც შეძლებს და მიიზიდავს მაყურებელს.

9/10

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)