Archive for the ‘სიმღერა’ Tag

სტუდენტური სესხი მშობლებისათვის

დღეს თიბისი ბანკში ვიყავი. სესხის გამოტანა უნდა მამაჩემს ხოდა ვარკვევდი რაღაცეებს. სტუდენტური სესხის შესახებ ვკითხე ბანკის თანამშრომელს მეთქი, როგორ და რანაირად უნდა გამოვიტანოთქო ხოდა ძალიან მაგარი რაღაც მითხრა. სტუდენტური სესხის, რომ აიღო მუშაობის გარდა 20 წლისაც უნდა იყო. ლოოლ 20 წლისას სტუდენტური სესხი რაღაც მინდა 3 კურსი დახურული მექნება უკვე.  სტუნდენტი რომც მუშაობდეს, რაც არ უნდა მაგარი ხელფასი ჰქონდეს ვერ იღებს ბანკისგან სესხს, თუ კი 20-ის არაა. მშობლები თუ უმუშევარი გყავს ან საერთოდ არ გყავს ვერ გისწავლია და ეგაა(თუ ხელზე იმდენი ფული არ გაქვს რომ პირდაპირ გადაიხადო). საინტერესოა მარტო ჩვენს ქვეყანაშია ასე თუ საზღვარგარეთაც ასეთი “მაგარი” წესია. განვადებები რომ არ შეიძლებოდა 20 წალმდე ეგ ვიცოდი და კიდევ გამართლება აქვს, მაგრამ სწავლა რაღა უბედურებაა.

p.s ეს სიმღერა განწყობისთვის. დღეს რაღაც ამოვიჩემე ეს ტრეკი და “არ ვახარებ”.

Advertisements

Regina Spektor and Florence Welch(album reviews)

დააახლოებით ერთი თვის წინ ჩემს-ერთ ერთ პოსტი Regina Spektor-ისა და Florence and the Machine-ს upcoming ალბომებს მივუღძვენი. ორივეს ალბომი “დავამუშავე” უკვე და ჩემს შაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.

Regina Spektor – Far (გადმოიწერე)

ბოლო ორი კვირაა “ჩემს ჩარტებში” მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ეს რუსული წარმოშობის მომღერალი. Far ჩემი აზრით იმ დონის ნამუშევარი არ არის როგორიც Begin to Hope-ია თუმცა Indie pop-ის მოყვარულებს მაინც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. სპეკტორი არ ღალატობს საყვარელ კლავიშებს და მის მუსიკაში მთავარია დგილი კვლავაც პიანინოს უჭირავს, მელოდიებითა და ჟღერადობით წინა ალბომის მსგავსია, თუმცა ალბომის მოსმენისას სულაც არ გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც ძველსა და უკვე მობეზრებულს უსმენ. ამ გოგოს აქვს ძალა თავისი ხმით მოაჯადოოს ნებისმიერი. ალბომის პირველი ტრეკი არ მომეწონა საშინლად. ალბათ იმიტომ, რომ Fidelity-ს დონის ტრეკს ველოდი.

პირველი იმედგაცრუების შემდეგ ნელ-ნელა მომიბრუნდა გული, რეჯინამ “გაახურა” ალბომი და მეც ნელ-ნელა ჩავიძირე მასში. Eet, Blue lips, Machine, laughing with, Folding chair და ბოლოს ბუუუმ Man of a thousand Faces . კმაყოფილი დავრჩი ალბომით. იცის ამ გოგომ თავისი საქმე, მიხარია, რომ დროის სვლასთან ერთად რეჯინას სიმღერები კომეციული მუსიკის ჭაობში არ ვარდება, უფრო სწორედ სპეკტორი არ აგდებს, ის კვლავ indie-სა და alternative-ს ერთგული რჩება.

7/10

Florence and the Machine – Lungs (გადმოიწერე)

ფლორენს უელჩი(Welch) და მისი ბენდი ახალბედები არიან მუსიკის სამყაროში. Lungs მათი სადებიუტო ალბომია და მოხარული ვიქნები, თუ ამ დონის კომპოზიციებს გამოაცხობენ მომავალშიც. Rabbit Heart(Raise It Up)-ის  მოსმენის შემდეგ, რომელიც ბოლო 3 თვის ყველაზე მოსმენადი ტრეკია ჩემს “ჩარტებში”, მოუთმენლად ველოდი მთლიან ალბომს და აგერ უკვე 2 კვირაა სიამოვნებით ვუსმენ ფლორენსის გასაოცარ ხმას. სუპერ ალბომია. პოპ ალბომებისთვის არადამახასიათებელი კარგი ლირიკებითა და ფლორენსის განუმეორებელი ვოკალით, მის შესაძლებლობებში დარწმუნება თუ გსურთ პირველ რიგში Hospital Beds მოუსმინეთ(cold war kids-ის სიმღერის ქავერია). ეს ტრეკი ალბომში არ შედის, მაგრამ მე ავტვირთე მასთან ერთად.

რამდენიმე ფავორიტ სიმღერას გამოვყოფ ალბომში:Rabbit Heart (Raise It Up), Drumming Song, You’ve Got the Love, Hurricane Drunk, I’m Not Calling You a Liar. ბლინ ყველა სიმღერის დაწერა მინდა : D ერთი დონის სიმღერებითაა დაკომპლექტებული მთლიანად ალბომი. 2009 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია.

9/10

აუცილებლად მოუსმინეთ ორივე ალბომს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ქართული ომები ეპიზოდი V: ავოიეე მიშას Wedding-ია

დღეს ქორწილს გადავრჩი. არა მე არ მომყავდა ცოლი და არც ჩემს მოტაცებას აპირებდა ვინმე. უბრალოდ ნათესავს მოუყვანია ცოლი და ოჯახი დაპატიჟებული ვართ. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით მე ქორწილში წამსვლელთა სიის მიღმა დავრჩი. ჯერ ეს ერთი “ოფიციალური” ქართული ქორწილები არაა ჩემი სტიქია,მეორეც ცეკვა არ მიყვარს, მესამე წვერის გაპარსვას ვერ ვიტან, ბოლოს სწორედ ქორწილში, რომ ვიყავი მაშინ გავიპარსე(2007 წლის ნოემბერი), ასე რომ მიზეზები მრავლად მაქვს, რომ სახლში დარჩენა მერჩივნოს “ვაგონი მიქრისზე” ცეკვას ან “ნათიას დაგარქმევზე” ნუგზარის გოგოს გამოცეკვებას.
გავკადნიერდები და მათ ვისაც უყვარს ტრადიციული ქორწილები მივცემ რამდენიმე რჩევას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს ქორწილში, რა წესები არ უნდა დაარღვიოს და რომლები ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს.

რჩევები მამაკაცებს:
1) თეთრი პერანგი
აუცილებელია მამაკაცს ეცვას თეთრი პერანგი. მიზეზი ისაა, რომ როდესაც ალკოჰოლი ტვინში მიაწვება და გაწითლდება რიგითი მსმელი, თეთრ ფონზე კარგად გამოჩნდება მისი სახე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქალის გამოცეკვების დროს გაშმაგებულ სახემიღებული, თეთრი პერანგით ანგელოზისა და ეშმაკის სინთეზს მოახდენს.
2) ორი ცხვირსახოცი
აუცილებელია ჯიბით ორი ცხვირსახოცის წაღება. ერთი ცხვირს მოემსახურება, მეორე კი დასველებისა და გაწურვის შემდეგ კისერს გააგრილებს და შეხსნილ პერანგს ერთგვარ აქსესუარად მოემსახურება. პიროვნების გაგრილებასთან ერთად, ასეთი სველი ცხვირსახოცი, პატრონს კისრის ადგილას, “საროჩკის” გაშავებისგანაც დაიცავს.
3) კასტეტი
კასტეტი წაიმძღვარეთ ქორწილში უცილობლად. დამიჯერეთ თქვენს დეიდაშვილს ვინმე აუცილებლად შეხედავს ფეხებზე, რომელიც მოკლე კაბიდან უჩანს, ან საერთოდ შეურაცხადი გამოჩნდება ვინმე რომელიც მას საცეკვაოდ გამოიწვევს და თქვენ როგორც ნამდვილ ქართველს მოგიწევთ ეს პიროვნება სამაგალითოდ დასაჯოთ. რათქმაუნდა ეს გარჩევა მხოლოდ თქვენსა და იმ პიროვნებას შორის არ მოგვარდება, ეს პრობლემა გლობალურად იქცევა და მასების ჩართვას გამოიწვევს. რესტორნის(ან სეფის. გააჩნია ფული რამდენი აქვთ სიმამრ-მამათილს) უკან პრობლემის მოგვარებისას, კი კასტეტი დიდ სამსახურს გაგიწევთ.
4) პრეზერვატივი

თავდაცვის ეს საშუალება სასურველია წაიყოლო ქორწილში. თუ სიძის მხრიდან ხარ პატარძლის ბანაკში, თუ პატარძლის დაახლოებული პირი ხარ მაშინ სიძის “სასტავში”, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსანი, რომელსაც ორ ჭიქაში მოუყომარებ ყველაფერს, ერთს “მშვიდობითზე” ეცეკვები და მერე ტუალეტში გაიყვან. ხოდა ბავშვის მამობა არ გინდა მემგონი.
5) ცეკვა
ცეკვაზე უარი არ თქვათ. ჯერ ეს ერთი ვიდეო სელებრითი ვერ გახდები, მეორეც საოცარ შანს უშვებ ხელიდან სასიძო ნომერი 1-ის სახელი მოიპოვო.
ცეკვის ცოდნა არ არის ყველაფერი, მთავარია იცოდე როდის იცეკვო, ვის ეცეკვო და როგორ დაიწყო ცეკვა.
ელოდები ყველაზე ცეცხლოვან მელოდიას. დგები სკამიდან უახლოვდები მარტო მჯდომ მანდილოსანს რომელსაც არავინ ეცეკვება და მის წინ ხელებს შლი, კეცავ, ხტუნავ, ბორგავ, მოკლედ კრუნჩხვების შეტევა გემართება პლიუს თვალები გადმოყრილი გაქვს და პირი დაფჩენილი. ქალი ტაშს უკრავს და არ ტოკდება, შენ კვლავ აგრძელებ დაწოლას. ქალს სხვა მდედრები უახლოვდებიან და წამოაგდებენ. ოპაა. აქ უკვე ტაშს შემოკრავთ და როკვას იწყებთ, ძალიან ნუ იაქტიურებთ ქალსაც მიეცით შანსი შლაკების განთავისუფლდეს, ცელულუტის “მოერიოს”. ამ ცეკვის შემდეგ 15 მაგიდიდან 13-ზე თქვენზე საუბრობენ. 3 მაგიდაზე “აუ რა ბიჭი იყო, მემგონი სუხიშვილებში ცეკვავს” საუბარი მიდის. 5-ზე “ეს ბიჭი ჩემი ლალისთვის მინდა” დიალოგია გამართული. 4 მაგიდაზე “იცნობ? აუ გამაცანი რა მეც” ბაასია. უკანასკნელ მაგიდაზე კი “ეს გიას ბიჭია, ნამდვილი ვაჟკაცი ქართველია ენაცვალოს მურთაზი ბიძია”.

რჩევები მანდილოსნებს:
1) კარგი ბიჭის დაა-ს ინსტიტუტი

თუ ვინმე მოგიახლოვდებათ და ცეკვას გთხოვთ, ძალიან მაგრად აცემინეთ რომელიმე ნათესავს თუ თქვენი კავალერი კვლავ დაბრუნდები ე.ი ნამდვილად მოსწონხართ და სერიოზულად გიყურებთ, თუ არადა არ ყოფილა თქვენი ღირსი.
2) ხელთათმანი
როდესაც თქვენი მეუღლე, შეყვარებული, მამა ან უბრალოდ ნაცნობი რწყევას დაიწყებს შუბლის დაჭერა მოგიწევთ, ხოდა ათასი ბაქტერია და მიკრობია, თან ღმერთმა იცის რამდენი ასეთი შუბლის დაჭერა მოგიწევთ და ჯობია თავი დაიცვათ.
3) უცხო სიტყვათა ლექსიკონი
როდესაც ის ვიზეც გული შეგტკივათ გატყვრება მის მიწასთან გასასწორებლად ახალი ფრაზებისა და გამოთქმების გამოყენება დაგჭირდებათ. აბა ეხლა ვისღა ააგდებ ნამუსზე quote-ეებით “შენ გაგისკდა მუცელი” , “ჭირი ჭამა შენმა პირმა” და ა.შ
იმედია ცოტა დაგეხმარეთ. მე კი ჩემს თავს ვუსურვებ ისეთ ქორწილებში მეაროს როგორსაც მე გავაკეთებდი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Eurovision Sირ Contest

alter/vision-მა სულ გადამავიწყა, თუ რატომ ჩატარდა საერთოდ ეს ფესტივალი. საქართველოს ევროვიზიაზე არ დაშვებამ, ამ კონკურსისადმი ქართველების ინტერესი გაანელა. მე, სიმართლე ითქვას, არც არასოდეს არ ვუყურებდი და მხოლოდ გამარჯვებულის გამოსვლას ვუსმენდი ხოლმე, წელს ეგეც არ გამიკეთებია. თუმცა დღეს გადავწყვიტე მაინც მენახა, რომელმა ქვეყანამ რა ჰქმნა. დავჯექი და ფინალში გასულ ყველა კომპოზიციას მოვუსმინე. როგორც მოსალოდნელი იყო სიმღერების 90% ნაგავი აღმოჩნდა, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ვიცოდი რომ აქ მომღერლები რაღაც გასაოცარ სიმღერებს არ შეასრულებდნენ და არც ჩემ mp4-ს შემატებდნენ რაიმეს, მაგრამ ასეთი უხარისხო და დაბალი დონის თუ იქნებოდა სიმღერები არ ველოდი, სულ იმას ამბობენ ყოველწლიურად დონე მაღლა იწევსო და რა ვიცი ეს თუ საერთოდ რამეზე მაღლა დგას და მალადეც სხვა კონკურსებს. ბოლომდე არც მომისმენია უმეტესობა კომპოზიციებისა.

გამარჯვებული ნორვეგიის წარმოამდგენელი Alexander Rybak გახდა სიმღერით Fairytale, რომელიც თვითონ დაუწერია ყმაწვილს. გვარიდან მიხვდებოდით, რომ ეს პიროვნება წარმოშობით სკანდინავიელი არაა. იგი ბელორუსიის შვილია, თუმცა 4 წლის ასაკიდან ნორვეგიის მიწაზე დატანტალებს და შესაბამისად მისი სახელითაც გამოვიდა. აი Arash რატომ გამოვიდა აზერბაიჯანის სახელით ეს ვერ გავიგე. ვიკიპედიაზე წერია, რომ ეს საქართველოში ერთობ პოპულარული მომღერალი, ირანელ-შვედი ყოფილა. ნუ შვედი, რომ იქნებოდა ეს გარეგნობიდანაც ეტყობოდა აი ირანელის კი არაფერი აცხია თითქოს. როგორც ჩანს შუალედი თეირანსა და სტოკჰოლმს შორის ბაქო არის არაშისთვის. მეორე ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა ძალიან მაგარი დუტი გაუშვა ევროვიზიაზე, მშობლიური ჰანგებისა და ამერიკული პოპ მუსიკის ჰარმონიულმა შერწყმამ, ინგა და ანუშ არშაკინიანებს, საკმაოდ მაღალი, მეცხრე ადგილი მოაპოვებინა. ეს პატრიცია კაასი რამ გადარია ამ სიბერეში არ ვიცი, ქალი საფრანგეთის სახელით გამოვიდა ევროვიზიაზე, კონკურსზე სადაც ბრიტანელები,ესპანელები, გერმანელები და სხვა, მუსიკაში ხმა რომ ამოეღებათ ისეთი ქვეყნები , იგივე საფრანგეთი, კაიფის პონტში უშვებენ, თვითონაც რომ არ იცნობენ ისეთ მომღერლებს. შემიძლია ყველაზე ცალ-ცალკე დავწერო, მაგრამ არც მე მაქვს სურვილი და ეჭვი მეპარება ვინმეს აინტერესებდეს. მე პირადად მომხე ვარ, რომ არასოდეს არ გავიდეს საქართველო ამ კონკურსზე. რამდენიმე თვალსაჩინო გამოსვლის ვიდეოს შემოგთავაზებთ.

5) Kejsi Tola – Albania

აუცილებლად უყურეთ ამ კლიპს. ალბათ იცით, რომ ევროვიზიის ფინალურ ეტაპზე გასულ ყველა სიმღერას ვიდეო კლიპს უღებენ, საკუთარ ქვეყანაში რათქმაუნდა. ამ კლიპის ნახვის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ ალბანეთი ჩემი ოცნების ქვეყანა არაა. ასეთი კლიპები საქართველოში 90-იანების პირველი ნაწილის შემდეგ არ მინახავს,ელიავა, რომ მოკლეს იმ წელს გამოვიდა ბოლო კლიპი ამ სტილში.

4) Sakis Rouvas – Greece

სიმღერა ისეთია ვროვიზიას, რომ უყვარს, მასას იტაცებს და ვინ იცის იქნებ მოეგო კიდევაც ეს კონკურსი, რომ არა ფერფომენსი რომელიც საკის რუივას თუ რაღაც ეგეთ გვარიანს ჰქონდა. ძალიან ბევრი ვიცინე ამ გამოსვლაზე, Modern Talking-ის შემდეგ ასეთი პლასტიკა და მოქნილობა არ მქონდა მე ნანახი, აააჰ ხო ნუ Boney M-ის ყმაწვილს არ ვთვლი, რომელმაც შეცვალა მუსიკის სამყარო და მამაკაცი როგორც სექსუალური იარაღი ისე წარმოაჩინა. ბოლომდე თუ არ ნახავთ ვიდეოს 0:34-0:39-მდე მაინც ნახეთ აუცილებლად, ჩემი ფავორიტი ადგილია საკისის გამოსვლაში.

3) Niels Brinck – Denmark

ეს ძალიან ცუდი ადამიანია. ცუდი იმიტომ, რომ ისეთ სიმღერას მღერის რომელიც ერთი-ერთზე გავს დასაწყისით სხვა სიმღერას, ძალიან ცუდი იმიტომაა, რომ ეს სიმღერა The Calling-ის Wherever You Will Go-ს ჰგავს. წარმოიდგინეთ, ადამიანი პლაგიატი ხდები, ნუ თითქმის პლაგიატი და იმის მაგივრად, რაიმე ნორმალური სიმღერა აირჩიო და იმის ჩონჩხზე ააგო შენი სიმღერა, რაღაც უბედურებას ირჩევ.

2) Inga and Anush – Armenia

ამაზე კომენტარი არ მაქვს. უბრალოდ უყურეთ. 1:31-იდან რაღაც საოცრებაა, მანამდე უბრალოდ ძლიერი სიმღერაა.

1) Alexander Rybak – Norway

ესეც გამარჯვებული. რეკორდი მოხსნა თან ყველაზე მეტი ხმა მიიღო ევროვიზიის ისტორიაში და ყველაზე დიდი უპირატესობით დაამარცხა მეორეადგილოსანი. რავი შეიძლება იმსახურებდა კიდევაც გამარჯვებას, ამდენი საშჳნელი სიმრერის ფონზე ამას მუსიკა მაინც ჰქონდა ნორმალური, ნუ ვოკალი და ლირიკები ჯანდაბას, საშინელი მაინც არ იყო.

მე მინდა რომ საქართველომ არასოდეს არ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსზე და ჩვენმა მთავრობამ მთელი ფული და ენერგია დაახარჯოს Alter/vision-ის მსგავს ფესტივალს ან თავად ამ ფესტივალის განვითარებასა და დახვეწას.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)