Archive for the ‘სკოლა’ Tag

სუნიანი ტანსაცმელი, კიანუ რივზი და ტელფონის ზარი

პირველი სექტემბერი პირველ იანვარზე უფრო მეტად ცვლიდა ადამიანთა ცხოვრებას საქართველოში. 4-5 წელია სწავლის გადაწევამ და საზღვაო სეზონის გახანგრძლივებამ დააკარგვინა მას ეს ფუნქცია. არადა რამდენი რაღაც ხდებოდა ხოლმე პირველ რიცხვში.

1)სკოლის დაწყება ანუ სუნიანი ტანსაცმლები

პირველში სკოლა იწყებოდა და აბა რომელი ბავშვი იკადრებდა პირველ დღეს კლასელებთან გამოცხადებულიყო ისეთი ტანსაცმლით რომელიც თუნდაც ერთხელ ეცვა მანამდე სადმე. მახსოვს სუნს ვგრძნობდი სიახლისას სკოლაში. ბაზრობის, ბოტასის სპეციფიკურ სუნს, ახალი ჯემპრისა თუ მაღაზიაში ნაყიდი მაისურის “არომატს” . ვერასოდეს ვერ ვიტანდი ამ ტრადიციას, ყოველთვის ვცდილობდი აგვისტოში გამეცვითა ყველაფერი, ან გვიან მეყიდა.

ეხლა უნივერსიტეტშიც იგივე ხდება პრინციპში. სუნი სუნად დარჩა.

2)ყვავილები და ბანბანერკა

დამრიგებელს ყვავილებს ვინც არ აჩუქებდა ის არ აფასებდა თავის აღმზრდელს.  ხოლო ყვავილებთან ერთად ბანბანეკრასაც თუ მიართმევდა მასწავლებელს ამით ხაზს გაუსვამდა იმ უდიდეს სიყვარულს რომლითაც ის იყო აღვსილი.

3) ახალი გადაცემები

გაცილებით მეტი სიახლე იყო ხოლმე ტელევიზიებში ყოველწლიურად. ახალი იდიოტური სერიალები, ასევე მცდელობები კარგი შოუებისა თუ გადაცემების გაკეთების.

ეხლა ეს ყველაფერი ხან როდის ხდება და რან როდის. ერთი ისევ ისე დარჩა 2 სექტემბერს კიანუ რივზის დაბადების დღეა. ეს ბიჭი ნეოს როლისთვის დაიბადა, თორემ დანარჩენი მაგისგან მსახიობი არ გამოვა არაფრით, მაგაზე მეტ ემოციას ეკრანზე შეშა აჩვენებს ხოლმე.

პ.ს ამ წამს დოდკამ დამირეკა და ხვალ იმედსა შინა დაგვიბარეს ეს ყველაფერი ვილის ორატორული გამოსვლის ფონზე მითხრა. გამიხარდა ერთობ, ეტყობა ღამის შოუს სტუდიას, რომ მართლა სიახლე სჭირდებოდათ და უბრალოდ არ მაინუნობდნენ, როგროც ამას საქართველოს ტელევიზიებში სხვადასხვა გადაცემებში აკეთებენ ხოლმე.