Archive for the ‘სმა’ Tag

ფრაზები რომლებიც მომავლის იმედს არ მაკარგვინებენ

2-3 დღის წინ ოჯახს ნათესავი გვეწვია.  ნუ მამაჩემა ეგრევე არაყი ჩააცივა, ნახევარ საატში სუფრა გაიშალა და სმა გარდაუვალი იყო. მამაჩემისთვის დალევა ცუდია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე არ დალიოს და მის მაგივრად ორმაგ დოზებს ვიღებ ხოლმე. ამჯერადაც წელებზე შევიდგი ფეხი და კიდევ ერთხელ გავწიე ეს ჭაპანი.

შეზახორსებულმა ნათესავმა უცებ ისეთი ფრაზა ისეროლა(დაბლა უფრო კონკრეტულად), რომ ეგრევე პოსტის იდეა დამებადა. უფრო სწორედ მსგავს თემაზე პოსტი უკვე დაწერილი მაქვს და ეხლა მისი გაგრძელების ჟინმა შემიპყრო.

1) თქვენის ნებართვით …

დაგტოვებთ, ვუპასუხებ, დაგისხამთ, ბლა ბლა ბლა. სინამდვილეში არავინ არაფერს არ გეკითხება, უბრალო პირფერობაა და ვითომ ზრდილობიანად თავის წარმოჩენა.

2) შენ ხარ ჩემი ბატონი

აი ამ ფრაზას საერთოდ ვერ ვწვდები. კი მესმის, რომ საქართველო ხშირად იყო გარესე მტრის მბრძანებლობის ქვეშ, გასაგებია რომ თავმდაბლები ვართ და კდემამოსილნი, მაგრამ ვგონებ არაა საჭირო ასე ტრაკში შეძრომა.

3)ბოდიში და…

არ ვიცი თქვენ შესწრებიხართ თუ არა სცენას, როდესაც ერთი ადამიანი რაღაც ისტორიას ყვება და სრულიად უადგილო ადგილას ბოდიშს იხდის ხოლმე. მაგ: “გზაზე მიდიოდა გოგო და ბიჭი  ხოდა, ბოდიში ქალბატონებთან და უცებ ამ გოგომ ბიჭს უბწკინა” ან რამე ასეთ სტილში.  ძალიან გვიყვარს ეს ბოდიშები და მადლობები, სამწუხაროა რომ ხშირად ვერც კი ვხვდებით სად და როდის უნდა ვთქვათ.

4)რა ღირს შენი დამპალი …

ბაზარში ბოლოს 5-6 წლის წინ ვიყავი. ადრე საკმაოდ ხშირად დავდიოდი ხოლმე, ვხასილობდი.  ძალიან ხშირად მესმოდა ფრაზა რა ღირს შენი დამპალი კარტოფილი, პომიდორი ან რავი რაღაც. თუ დამპალია რაღასღა ყიდულობსთქო ვფიქრობდი სულ. ან წარმოიდგინეთ გამყიდველის მორალური მდგომარეობა :დ

5)კაცური კაცი

ამ ფრაზით ალბათ ხაზს ესმევა იმას, რომ გაფასებს და ნამდვილ მამაკაცად მიგიჩნევს ვიღაცა უცნობი ადამიანი, რომელიც ზღვის სანაპიროზე საათს გეკითხება. მას მიაჩნია, რომ შენში მამაკაცურმა საწყისებმა სწორი განვითარება ჰპოვა და კაცური კაცი ხარ, მაშინ როცა ბედის უკუღმართობით შეიძლებოდა ქალური კაცი ყოფილიყავი.

6)(ყლეზე)დაიკიდე მოგეშვება

ვინ თუ არა ნამდვილი მეგობარი შეეცდება შენს ასე დამშვიდებას. არ მესმის რატომ ვღელავთ და ვნერვიულობთ ადამიანები ამდენს. როგორი იოლია დაკიდება, თან თურმე გეშვება მაგაზე. რომ წარმოვიდგენ საზარდულზე დაკიდებულ პრობლემებს ვხვდები, რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა.

7)როგორც გინდა ისე გამიგე

აი ესაა ფრაზა რომელიც ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ სუფრაზე ძალიან ხშირად მესმოდა სტუმრის მხრიდან და გადამაწყვეტინა კიდევაც ამ პოსტის დაწერა.  ლოოლ ყველა ისედაც ისე იგებს როგორც უნდა. ანდა თუ ხვდები ისედაც, რომ სირობას ამბობ ბარემ ნუ იტყვი, თუმცა ვგონებ ამ ფრაზით თავის დასაძვრენ ხვრელს იტოვებს ადამიანი. თუ რამეა გეტყვის შენ მე ვერ გამიგეო.

და ბოლოს ორიოდე სახალისო ფოტო, რომელსაც ინტერნეტში წავაწყდი

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

Windows-ის გადაყენება პოლიტიკურად

3-4 დღის წინ სახლში მოსულ ნიუსი დამხვდა ოჯახში, რომ გვერდით კორპუსში უნდა გადავსულიყავი ვინდოუსის გადასაყენებლად. იმ ოჯახთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს და უარის თქმა არც გამიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ დაღლილი გახლდით გადავედი და შევუდექი საქმეს. C დისკს ვაფორმტებდი როდესაც ოჯახის თავმა მომიბოდიშა და მითხრა, რომ თუ არ მეწყინებოდა გვერდით ოთახში გავიდოდა და ტელევიზორს უყურებდა. აქ ერთბაშად რამდენიმე დამძიმდა სიტუაცია. ჯერ ეს ერთი “თუ არ გეწყინება ნიკას” თქმა არ იყო საჭირო. ვერ ვიტან ასეთ ფრაზებს, “თქვენის ნებართვით”, “თუ არ გეწყინება”, “ბოდიში და”, “შენ ხარ ჩემი ბატონი” და ა.შ ეს და მათი მსგავსი ფრაზები არის, არაფრის მომცემი სირობები, არც არავის აინტერესებს გეწყინება თუ არა, არც ნებათვას გთხოვს ვინმე და მითუმეტეს არც ბატონად გთვლის მთქმელი. მოკლედ ძალიან გადავუხვიე თემას. ეს ფრაზა ჯანდაბას თქვა, მერე რა, ეგ არც იყო დიდი პრობლემა, უბრალოდ გასვლილას მითხრა, რომ გუბაზ სანიკიძისთვის უნდა ეცქირა, რომელიც კავკასიიის პირდაპირ ეთერში გამოდიოდა.

“ნამდვილი ჯიგარი ქართველია, ჭამა იცის, დალევაც, დარტყმა და ისტორიაც, ქალებიც უყვარს, სამშობლოც. იცოდე მაგაზე ნაკლები ქართველი არ უნდა იყო”.

ბლინ!!!! დისკი დაფორმატდა, დავიწყე ვიდოუსის დაყენება+ფიქრი. ადრე არასოდეს ყოფილა ჩემი მეტრი გუბაზ სანიკიძე, ეხლა კი, ერთი ხელის მოსმით ჩემს კუმირად აქცია ამ კაცმა. რა ვქნა? დალევა მიყვარს, ქალებიც, ჭამასაც ვცდილობ ხოლმე. დარტყმა არაა ჩემი სტიქია, ისტორიის ცოდნაშიც არ ვარ საუკეთესოთა შორის, საქართველო მიყვარს, მაგრამ ჩემებურად(ყველას თავისებურად უყვარს რათქმაუნდა). ჯიგარი ქართველი ვარ? რას ნიშნავს ჯიგარი ქართველობა საერთოდ. მიშას გინებას? კარავში ცხოვრებას? აქციებზე დგომას? რადიკალური პოზიციის არჩევას? ვერ ვიქნები ჯიგარი რომ ორივე მხარის ავსა და კარგზე ვისაუბრო? დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებას, რომ დავუჭირო მხარი დავცილდები გუბაზის ხატებას? გრეჩიხა უმცროსი, რომ ჩემთვის ცუდი შოუმენია და სხვა არაფერი ამით სამოთხისაკენ მიმავალ გზას ვიბღალავ?

20-25 წუთი დარჩა საქმის ბოლომდე მიყვანამდე. ენები არჩეული მაქვს და სასაათო სარტყელშიც თბილისზე შევაჩერე ყურადღება. ფიქრს განვაგრძობ. რატომ მოსწონს ხალხს გუბაზ სანიკიძე? არა შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ეს მეტისმეტად მეჩვენა მე ბეცს. საერთოდ არ მიყვარს ვინმეს ხატს რომ ქმნიან. მუდამ ანტისიმპატიებით ვიყავი განწყობილი სხვადასხვა კერპებისა და “აი ეს არის ნამდვილი ვაჟკაცებისადმი”. ეხლა ჩემს ნაცნობს რაც არ უნდა ველაპარაკო და რა არგუმენტირებული მაგალითები არ უნდა დავუდო გუბაზ სანიკიძის შესახებ, მისთვის ლევანის ძე, კვლავაც დარჩება “ჯიგარ ქართველად”. ისევე როგორც ვიღაცითვის “მიშა მაგარიად”, “ალასანია ახალ ტალღად” და გია გაჩეჩილაძე “წმინდა გიორგიდ”. ასეთი ხატები უხშობენ ნორმალურად აზროვნების უნარს იმ ხალხს, რომელნიც ასე ამაყობენ საკუთარი რადიკალობითა და სამშობლოს სიყვარულით.

დავაყენე ვინდოუსი. ვიფიქრე ეხლა პატარას წავეკამათები მეთქი კომპიუტერის პატრონს, ორი სამი წინადადების შემდეგ ოთახში, მისი მეუღლე შემოვიდა და მომიყვა ამბავი, იმის შესახებ, რომ 9 აპრილს თუ 10-ში არ მახსოვს ზუსტად, მოკლედ დიდი აქცია რომ იყო იმ დღეს, 1,5 მილიონი ქართველი იყო აქციაზე.

გამიტყდა უცებ ჩემი თავის. ნეო მეგონა ჩემი თავი, მატრიცაში დაბრუნებული მას შემდეგ რაც ეზიარა რეალურ სამყაროს.   აღარაფერი არ მითქვამს, გარდა იმისა, რომ სკაიპი და ოპერა ოფიციალური საიტიდან გადმოეწერათ და კომპიუტერი პირდაპირ შნურიდან არ გამოერთოთ აწი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ქართული ომები ეპიზოდი V: ავოიეე მიშას Wedding-ია

დღეს ქორწილს გადავრჩი. არა მე არ მომყავდა ცოლი და არც ჩემს მოტაცებას აპირებდა ვინმე. უბრალოდ ნათესავს მოუყვანია ცოლი და ოჯახი დაპატიჟებული ვართ. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით მე ქორწილში წამსვლელთა სიის მიღმა დავრჩი. ჯერ ეს ერთი “ოფიციალური” ქართული ქორწილები არაა ჩემი სტიქია,მეორეც ცეკვა არ მიყვარს, მესამე წვერის გაპარსვას ვერ ვიტან, ბოლოს სწორედ ქორწილში, რომ ვიყავი მაშინ გავიპარსე(2007 წლის ნოემბერი), ასე რომ მიზეზები მრავლად მაქვს, რომ სახლში დარჩენა მერჩივნოს “ვაგონი მიქრისზე” ცეკვას ან “ნათიას დაგარქმევზე” ნუგზარის გოგოს გამოცეკვებას.
გავკადნიერდები და მათ ვისაც უყვარს ტრადიციული ქორწილები მივცემ რამდენიმე რჩევას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს ქორწილში, რა წესები არ უნდა დაარღვიოს და რომლები ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს.

რჩევები მამაკაცებს:
1) თეთრი პერანგი
აუცილებელია მამაკაცს ეცვას თეთრი პერანგი. მიზეზი ისაა, რომ როდესაც ალკოჰოლი ტვინში მიაწვება და გაწითლდება რიგითი მსმელი, თეთრ ფონზე კარგად გამოჩნდება მისი სახე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქალის გამოცეკვების დროს გაშმაგებულ სახემიღებული, თეთრი პერანგით ანგელოზისა და ეშმაკის სინთეზს მოახდენს.
2) ორი ცხვირსახოცი
აუცილებელია ჯიბით ორი ცხვირსახოცის წაღება. ერთი ცხვირს მოემსახურება, მეორე კი დასველებისა და გაწურვის შემდეგ კისერს გააგრილებს და შეხსნილ პერანგს ერთგვარ აქსესუარად მოემსახურება. პიროვნების გაგრილებასთან ერთად, ასეთი სველი ცხვირსახოცი, პატრონს კისრის ადგილას, “საროჩკის” გაშავებისგანაც დაიცავს.
3) კასტეტი
კასტეტი წაიმძღვარეთ ქორწილში უცილობლად. დამიჯერეთ თქვენს დეიდაშვილს ვინმე აუცილებლად შეხედავს ფეხებზე, რომელიც მოკლე კაბიდან უჩანს, ან საერთოდ შეურაცხადი გამოჩნდება ვინმე რომელიც მას საცეკვაოდ გამოიწვევს და თქვენ როგორც ნამდვილ ქართველს მოგიწევთ ეს პიროვნება სამაგალითოდ დასაჯოთ. რათქმაუნდა ეს გარჩევა მხოლოდ თქვენსა და იმ პიროვნებას შორის არ მოგვარდება, ეს პრობლემა გლობალურად იქცევა და მასების ჩართვას გამოიწვევს. რესტორნის(ან სეფის. გააჩნია ფული რამდენი აქვთ სიმამრ-მამათილს) უკან პრობლემის მოგვარებისას, კი კასტეტი დიდ სამსახურს გაგიწევთ.
4) პრეზერვატივი

თავდაცვის ეს საშუალება სასურველია წაიყოლო ქორწილში. თუ სიძის მხრიდან ხარ პატარძლის ბანაკში, თუ პატარძლის დაახლოებული პირი ხარ მაშინ სიძის “სასტავში”, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსანი, რომელსაც ორ ჭიქაში მოუყომარებ ყველაფერს, ერთს “მშვიდობითზე” ეცეკვები და მერე ტუალეტში გაიყვან. ხოდა ბავშვის მამობა არ გინდა მემგონი.
5) ცეკვა
ცეკვაზე უარი არ თქვათ. ჯერ ეს ერთი ვიდეო სელებრითი ვერ გახდები, მეორეც საოცარ შანს უშვებ ხელიდან სასიძო ნომერი 1-ის სახელი მოიპოვო.
ცეკვის ცოდნა არ არის ყველაფერი, მთავარია იცოდე როდის იცეკვო, ვის ეცეკვო და როგორ დაიწყო ცეკვა.
ელოდები ყველაზე ცეცხლოვან მელოდიას. დგები სკამიდან უახლოვდები მარტო მჯდომ მანდილოსანს რომელსაც არავინ ეცეკვება და მის წინ ხელებს შლი, კეცავ, ხტუნავ, ბორგავ, მოკლედ კრუნჩხვების შეტევა გემართება პლიუს თვალები გადმოყრილი გაქვს და პირი დაფჩენილი. ქალი ტაშს უკრავს და არ ტოკდება, შენ კვლავ აგრძელებ დაწოლას. ქალს სხვა მდედრები უახლოვდებიან და წამოაგდებენ. ოპაა. აქ უკვე ტაშს შემოკრავთ და როკვას იწყებთ, ძალიან ნუ იაქტიურებთ ქალსაც მიეცით შანსი შლაკების განთავისუფლდეს, ცელულუტის “მოერიოს”. ამ ცეკვის შემდეგ 15 მაგიდიდან 13-ზე თქვენზე საუბრობენ. 3 მაგიდაზე “აუ რა ბიჭი იყო, მემგონი სუხიშვილებში ცეკვავს” საუბარი მიდის. 5-ზე “ეს ბიჭი ჩემი ლალისთვის მინდა” დიალოგია გამართული. 4 მაგიდაზე “იცნობ? აუ გამაცანი რა მეც” ბაასია. უკანასკნელ მაგიდაზე კი “ეს გიას ბიჭია, ნამდვილი ვაჟკაცი ქართველია ენაცვალოს მურთაზი ბიძია”.

რჩევები მანდილოსნებს:
1) კარგი ბიჭის დაა-ს ინსტიტუტი

თუ ვინმე მოგიახლოვდებათ და ცეკვას გთხოვთ, ძალიან მაგრად აცემინეთ რომელიმე ნათესავს თუ თქვენი კავალერი კვლავ დაბრუნდები ე.ი ნამდვილად მოსწონხართ და სერიოზულად გიყურებთ, თუ არადა არ ყოფილა თქვენი ღირსი.
2) ხელთათმანი
როდესაც თქვენი მეუღლე, შეყვარებული, მამა ან უბრალოდ ნაცნობი რწყევას დაიწყებს შუბლის დაჭერა მოგიწევთ, ხოდა ათასი ბაქტერია და მიკრობია, თან ღმერთმა იცის რამდენი ასეთი შუბლის დაჭერა მოგიწევთ და ჯობია თავი დაიცვათ.
3) უცხო სიტყვათა ლექსიკონი
როდესაც ის ვიზეც გული შეგტკივათ გატყვრება მის მიწასთან გასასწორებლად ახალი ფრაზებისა და გამოთქმების გამოყენება დაგჭირდებათ. აბა ეხლა ვისღა ააგდებ ნამუსზე quote-ეებით “შენ გაგისკდა მუცელი” , “ჭირი ჭამა შენმა პირმა” და ა.შ
იმედია ცოტა დაგეხმარეთ. მე კი ჩემს თავს ვუსურვებ ისეთ ქორწილებში მეაროს როგორსაც მე გავაკეთებდი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)