Archive for the ‘სურათი’ Tag

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი საქართველოდან

სიცხე მაქვს და თავი მისკდება 2 დღეა. ძალიან მეზარებოდა რამის დაწერა ამიტომაც 140 სიტყვით შემოვიფარგლები, ნუ რაც უფრო მეტს ვწერ ეხლა მით უფრო იზრდება ეს რიცხვი. ::დ

1)

ეს არის შემთხვევა, როდესაც ქართული ენის უშრეტი სიყვარული ერწყმის ელემენტარულ კულტურის ნორმებს და მიიღება მამულიშვილი რომლებიც ყველაფერზე წავა სიწმინდის დასაცავად.

2)

ქართველებს ხშირად გვჩვევია მარიაჟობა. გვიყვარს როდესაც ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებას ვახდენთ, აგერ ნათელი მაგალითი ამისა.  პიროვნება რომელიც არაერთ ენას ფლობს, თან უმაღლეს დონეზე, აკეთებს რეკლამას.

3)

მას შემდეგ რაც თბილისში არ გაამართლეს შვეიცარიულმა, ბერძნულმა, თურქულმა, მშვიდმა, ჩალისფერმა, ჩახუჭუჭებულმა, ქანჩმომარჯვებულმა და პირშიჩალაგამოვლებულმა პურებმა, სრულიად ახალი სახეობის “გაბრაზებული პურებით” შეგვეძლება პირის ჩატკბარუნება/ჩაკოკლოზინება.:დ თან ბრაზობ მიშაზე, ოპოზიციაზე, ანდაც გლობალურ დათბობაზე და გაბრაზებულ პურს ჭამ პარალელურად, რითაც ხაზს უსვამ შენს განწყობას.

4)

სამწუხაროა რომ ამ დაწესებულების აბონიმენტი ძალიან ძვირი ღირს. არადა მუდმივ კლიენტად გახდომაც ძნელია, წარმოუდგინეთ ცალკე უფროსობას უნდა უცინო ცალკე მიმტანებს, მოკლედ ძნელად მისაღწევია ჩიხირთმა და ხაში.

5)

მიხარია რომ ტრეფიკინგთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის აღმოიფხვრა საქართველოში. ამ ფოტოს რომ ვუყურებ ვხვდები, რომ მყარი ნაბიჯებით მივიწევთ წინ, ევროკავშირისაკენ.

6)

არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ უბრალოდ მაინტერესებს რა დაწესებულებაზეა გაკრული ეს ფურცელები.

Funny pics

დღეს ინტერნეტში ხეტიალისას რამდენიმე სახალისო სურათს წავაწყდი. იმედი მაქვს თქვენც მოგეწონებათ

1)დასაფასებელია ამ პიროვნების სურვილი თავისი მშობლებისა თუ მეგობრების თვალში დარჩეს უმწიკვლო არსებად, ბიჭად რომელიც პორნოებს არასოდეს უყურებს. არადა ვინ იცის რომ მავანი ჭაბუკი Vampire porn-ზე იზრდება

2)ვინ იცის იქნებ ჩემი ტვინიც ზუსტად ასეთია.

3)ამის შემქმნელს სამსახურში ავიყვანდი, მნიშჳნელობა არ აქვს რომელი ფირმის ხელმძღვანელი ვიქნებოდი. უბრალოდ მინდა რომ ასეთი კრეატიული ადამიანის გვერდით ვმუშაობდე.

4)არადა ხალხს რომ ჰკითხო ღმერთი გვიხსნის გაჭირვებისა და სიკვდილის კლანჭებიდან. აგერ ეშმაკი გაცილებით უკეთესი სტატისტიკით სიცოცხლის შენარჩუნების ამბავში

5)ნუ დაიზარებთ და წაიკითხეთ, ძალიან ძალიან სასაცილო რამაა.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)