Archive for the ‘უნივერსიტეტი’ Tag

სუნიანი ტანსაცმელი, კიანუ რივზი და ტელფონის ზარი

პირველი სექტემბერი პირველ იანვარზე უფრო მეტად ცვლიდა ადამიანთა ცხოვრებას საქართველოში. 4-5 წელია სწავლის გადაწევამ და საზღვაო სეზონის გახანგრძლივებამ დააკარგვინა მას ეს ფუნქცია. არადა რამდენი რაღაც ხდებოდა ხოლმე პირველ რიცხვში.

1)სკოლის დაწყება ანუ სუნიანი ტანსაცმლები

პირველში სკოლა იწყებოდა და აბა რომელი ბავშვი იკადრებდა პირველ დღეს კლასელებთან გამოცხადებულიყო ისეთი ტანსაცმლით რომელიც თუნდაც ერთხელ ეცვა მანამდე სადმე. მახსოვს სუნს ვგრძნობდი სიახლისას სკოლაში. ბაზრობის, ბოტასის სპეციფიკურ სუნს, ახალი ჯემპრისა თუ მაღაზიაში ნაყიდი მაისურის “არომატს” . ვერასოდეს ვერ ვიტანდი ამ ტრადიციას, ყოველთვის ვცდილობდი აგვისტოში გამეცვითა ყველაფერი, ან გვიან მეყიდა.

ეხლა უნივერსიტეტშიც იგივე ხდება პრინციპში. სუნი სუნად დარჩა.

2)ყვავილები და ბანბანერკა

დამრიგებელს ყვავილებს ვინც არ აჩუქებდა ის არ აფასებდა თავის აღმზრდელს.  ხოლო ყვავილებთან ერთად ბანბანეკრასაც თუ მიართმევდა მასწავლებელს ამით ხაზს გაუსვამდა იმ უდიდეს სიყვარულს რომლითაც ის იყო აღვსილი.

3) ახალი გადაცემები

გაცილებით მეტი სიახლე იყო ხოლმე ტელევიზიებში ყოველწლიურად. ახალი იდიოტური სერიალები, ასევე მცდელობები კარგი შოუებისა თუ გადაცემების გაკეთების.

ეხლა ეს ყველაფერი ხან როდის ხდება და რან როდის. ერთი ისევ ისე დარჩა 2 სექტემბერს კიანუ რივზის დაბადების დღეა. ეს ბიჭი ნეოს როლისთვის დაიბადა, თორემ დანარჩენი მაგისგან მსახიობი არ გამოვა არაფრით, მაგაზე მეტ ემოციას ეკრანზე შეშა აჩვენებს ხოლმე.

პ.ს ამ წამს დოდკამ დამირეკა და ხვალ იმედსა შინა დაგვიბარეს ეს ყველაფერი ვილის ორატორული გამოსვლის ფონზე მითხრა. გამიხარდა ერთობ, ეტყობა ღამის შოუს სტუდიას, რომ მართლა სიახლე სჭირდებოდათ და უბრალოდ არ მაინუნობდნენ, როგროც ამას საქართველოს ტელევიზიებში სხვადასხვა გადაცემებში აკეთებენ ხოლმე.

Advertisements

Sweet home

დღეს დავბრუნდი მშობლიურ თბილისში. ძალიან მეზარება დალაგებულად წერა, ამიტომაც ისე დავწერ როგორაც არ მეზარება.

1)კოღოებმა შემჭამეს სამეგრელოში. სისხლს  მწოვენ და მწოვენ პლიუს ფსიქიკურ შეშლილობას მკიდებენ ხოლმე, მუდამ ყურთან წუილებენ და მთელი ღამე არ მაძინებენ

2)მიხარია რომ დალევა აღარ მომიწევს. მარტო ჩემი ძმის ჩაბარების სადღეგრძელო სამი განსხვავებულით მაქვს ნათქვამი სხვადასხვა სუფრებზე. მაგისტრატურაზე ჩაბარება გადავიფიქრე, ციროზით სიკვდილს მირჩევნია ნაკლებ განათლებული სამაგიეროდ მოხუცი მოვკვდე

3) გზაში ერთ-ერთ დაწესებულებაზე ასეთი წარწერა ვნახე “იყიდება მზა, შემწვარი ხაჭაპური”.  მაინტერესებდა შემჭვარი ხაჭაპური როგორი იყო, მაგრამ გასინჯვა ვერ გავბედე.

4)უნივერსიტეტში საგნები ამირჩიეს მეგობრებმა. ეხლა არჩეული საგნიდან საბოლოოდ 4 მაინც თუ შემრჩება კარგია, დაიწყება ეხლა ეს იმას ემთხვევა ეს ამასო და მომიწევს სხვა რაღაცეების აღება.

5)როდესაც ქალაქიდან გავდივარ უსაფრთხოების ღვედს ვიკეთებ ხოლმე მანქანაში, ხალხი ისე მიყურებდა სხვა მანქანებიდან გზაზე რომ შემრცხვა ჩემი თავის. მეგონა რაღაც ცუდს ჩავდიოდი.

დღეს კოღოები არ მიკბენენ, ღვინოს არ დავლევ, გზაში არ დავიწვები და საერთოდ მიხარია რომ დავბრუნდი. არადა სულ სამი დღით ვიყავი წასული :დ

რაღაც ეს სიმღერა გამახსენდა ამ პოსტის წერისას,  მისი ტექსტი მიტრიალებდა თავში. No one laughs at God in bed when mosquitos are sucking blood from them ესეთი რამეც უნდა მიმატებინა ტექსტში :დ

Regina Spektor -Laughing with

სტუდენტური სესხი მშობლებისათვის

დღეს თიბისი ბანკში ვიყავი. სესხის გამოტანა უნდა მამაჩემს ხოდა ვარკვევდი რაღაცეებს. სტუდენტური სესხის შესახებ ვკითხე ბანკის თანამშრომელს მეთქი, როგორ და რანაირად უნდა გამოვიტანოთქო ხოდა ძალიან მაგარი რაღაც მითხრა. სტუდენტური სესხის, რომ აიღო მუშაობის გარდა 20 წლისაც უნდა იყო. ლოოლ 20 წლისას სტუდენტური სესხი რაღაც მინდა 3 კურსი დახურული მექნება უკვე.  სტუნდენტი რომც მუშაობდეს, რაც არ უნდა მაგარი ხელფასი ჰქონდეს ვერ იღებს ბანკისგან სესხს, თუ კი 20-ის არაა. მშობლები თუ უმუშევარი გყავს ან საერთოდ არ გყავს ვერ გისწავლია და ეგაა(თუ ხელზე იმდენი ფული არ გაქვს რომ პირდაპირ გადაიხადო). საინტერესოა მარტო ჩვენს ქვეყანაშია ასე თუ საზღვარგარეთაც ასეთი “მაგარი” წესია. განვადებები რომ არ შეიძლებოდა 20 წალმდე ეგ ვიცოდი და კიდევ გამართლება აქვს, მაგრამ სწავლა რაღა უბედურებაა.

p.s ეს სიმღერა განწყობისთვის. დღეს რაღაც ამოვიჩემე ეს ტრეკი და “არ ვახარებ”.

საგნების არჩევა

სწავლა 21 სექტემბერს იწყება გავიგე. თსუ-ში რომელი საგნის სწავლა გინდა და რომელ ლექტორთან სტუდენტი თავად ირჩევ. ყოველ წელს დიდი ომია სასურველ ლექტორთან ლიმიტირებულ ადგილებზე ჩასაწერად. დილით ადრე ადგომა, შუაღამემდე კომპთან ჯდომა, აი ეხლა გაიხსნება საგანი და დავრეგისტრირდების ძახილში. როგორც წესი ჩემს ფაკულტეტზე(სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა) საგნების დაგდებას ბაზაში ყოველთვის აგვიანებენ, მინიმუმ 3-4 დღით ამიტომაც ეს დღეები კომპიუტერთან უნდა გაატარო სტუდენტმა თუ გინდა ქებულ და ე.წ “კარგ” ლექტორთან(ებთან) მოხვდე.

საგნების არჩევა 24 აგვისტოს იწყებაო გავიგე, ხოდა დღეს უნივერსიტეტს ვეწვიე, ტუტორების დახმარებით არასოდეს ვსარგებლობ ხოლმე, მაგათვის რომ დამეჯერებინა ეხლა რა საგნები მექნებოდა გავლილი არც კი ვიცი. მეორადი საერთოდ არ ავიღე თავის დროზე, რათა სრული თავისუფლება მქონოდა და მესწავლა ის საგნები რომლებიც მაინტერესებდა. მხოლოდ ჩემი სპეციალობის, ჯურნალისტიკის, სავალდებულო საგნების გასაგებად მივდივარ ხოლმე თსუ-ში სწავლის დაწყებამდე.

როგორც მოსალოდნელი იყო საგნების არჩევის დაწყება 7 დღით გადაიდო, რადგან სწავლა 21 სექტემბრის ნაცვლად 5 ოქტომბერს იწყება(10 დღის შემდეგო დაახლოებით).

სახლში დაბრუნებულმა დავიწყე საგნების ჩამოწერა, რომელთაგანაც 6-ს ავირჩევ და ვისწავლი მეხუთე სემესტრში, წელს ანუ. საგნებს იმის მიხედვით ავირჩევ, თუ როგორ მეცლება(მუშაობა თუ დავიწყე საღამოს საათებში რომელი ლექციებიც იქნება იმას დავესწრები) . ჩემდა “სასიხარულოდ” ყველა საგნის გამოცდა მაღლივში გადაიტანეს, ჯერ-ჯერობით არაფერი შემტენვია ორი წლის მანძილზე და დიდი სურვილი მაქვს არც ეხლა შემეტენოს.

ორშაბათამდე ცხრილს თუ გააკეთებენ კარგი იქნება, რომ გავიგო რომელი საგანი რომელ საათზეა და ავირჩიო შემდეგ.

მანამდე აგერ ჩემი შესაძლო საგნების ჩამონათვალი(თანმიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება):

რეკლამა სამაუწყებლო მედიაში*

ფოტოჟურნალისტიკა*

რეკლამა პრესაში

რეკლამის თეორია და პრაქტიკა

კულტურის გაშუქება მედიაში

ინტერკულტურული კომუნიკაციები*

მედიის კვლევის მეთოდები

ინტეგრირებული მარკეტინგ-კომუნიკაცია*

ბეჭდური მედია

ტელეგადაცემის მომზადება

რადიოგადაცემის მომზადება

უცხო ენა(ახალი რამე)

იაპონური ენა*

იაპონური კულტურა

კინო-ტელე რეჟისურის საფუძვლები 2

კინო-ტელე მონტაჟი

თეატრისა და კინოს ისტორია

თანამედროვე ტელე-კინო რეჟისურა

ტექნოლოგია და ხელოვნება*

სოციოლოგიის შესავალი(მაგრად თუ გავიჭედე ცხრილშჲ მაშინ :დ)

პ.ს ფიფქით 6 ფავორიტი საგანი მაქვს მონიშნული

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)