Archive for the ‘ფოტო’ Tag

Photo კონკურსი

Tjorven-მა(ლილიანი) ახალი ძალიან საინტერესო პროექტი გამოაცხო, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარია ფოტოაპარატს როგორც ნივთს იცნობდეთ და გქონდეთ ორი ხელიდან რომელიმეზე, ერთი თითი მაინც(სასურველია ცოტა მეტიც, მოხერხებულობისათვის) რათა სურათი გადაიღოთ. რაც მთავარია ყოველი თემის გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი. მე როგორც ფოტოგრაფიის შვილთან, კინოსთან დაახლოებული პიროვნება ლილიანმა ჟიურის წევრად მიმიწვია და იმედი მაქვს გავამართლებ იმედებს, თუ რასაც ეძახიან.

ეწვიეთ საიტს და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Visual splendor

ჩემი ლაშქრობის შესახებ დავწერე უკვე, მაგრამ მინდა ფოტოებიც გაგიზიაროთ. ეს ფოტოები გადაღებულია “კარაველი”, დავით მარუხიანის A.K.A  DaveBrudeck-ის (პირადი საიტი) მიერ და ზუსტად გადმოსცემს იმ ატმოსფეროს რომელიც იქ, იმ მთებში, იყო. ისეთი რთული იყო მარშრუტი, რომ ყველაფერი ბნელად და პირქუშად გეჩვენება, თუმცა საკმარისია მოდუნდე და თვალი მოავლო ბუნებას, რომ შენს გარშემო არამიწიერი სილამაზე გადაიშლება.

მადლობა  DaveBrudeck-ს ასეთი ფოტოებისთვის.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

გაწკლაპუნებით სექსი ანუ ერექციის დამთრგუნველი

Search Engine Terms-ის დახედვისას დღეს სიცილი ამიტყდა. ეს არც პირველად მომხდარა და ვეჭვობ არც უკანასკნელად. საოცარ რაღაცეებს ეძებს ხოლმე ხალხი და მინდა რამდენიმე მათგანი თქვენც გაგაცნოთ, ჩემი კომენტარებით. სამწუხაროდ ყველა დღის ვერ ვნახე(დამეზარა) და მხოლოდ უკანასკნელ თვეს დასერჩილ “გენიალურ ფრაზებს” გაგაცნობთ.

1)სეფის ქალები
არ მეგონა თუ ქართველ ხალხს სეფის ქალების პრობლემა გვქონდა, აი რა მოგვიტანა ამ ამერიკანიზაციამ და უბედურებამ, გვავიწყდება ის რითაც ძლიერნი ვართ.
2)სამი.სექსუალური.გოგო
ვაფასებ ამ ადამიანს. მან იცის რა უნდა, მას ჭირდება სამი პიროვნება, თან გოგო და რაც ყველაზე მთავარია სექსუალური. თავს ვიმშვიდებ რომ ჯოკრის სათამაშოდ ეძებს ახალგაზრდებს მხოლოდ და მხოლოდ.
4)გაწკლაპუნებით სექსი(ჩემი ფავორიტი)
ლოლ. ჩემი ოცნებაა მქონდეს წკლაპუნა სექსი. გოთვერნული მქონია, ტყლაშუნაც მაგრამ აი გაწკლაპუნებით კი ვერასოდეს ვისიამოვნე.
5)შეიძლება თუ არა მამაკაცებში ნძრევა
ეს პატრიოტი უნდა იყოს. რომელსაც აწუხებს საქართველოში წამოჭრილი პრობლემები. აი იგი სვამს რიტორიკულ შეკითხვას და პასუხის ძიებაში რატომღაც ჩემს ბლოგზე შემოდის.

6)სად ცხოვრობენ ქართველი ბოზები
ვგონებ ქველმოქმედი და ეგზომ სულგრძელი ადამიანი ეწვია faukclub-ს. მისი გული დათუთქულია იმაზე ფიქრით რომ სიძვანი ამა ქვეყნისანი გარეთ იყინებიან და კერია არ აქვთ სადაც შეიძლება გათბენ. ამ შეიძლება მიამიტობით ვფიქრობ მე ასე და ამ პერსონას უბრალოლ ზედმეტი 100 ლარი აქვს დასახარჯი და “ინსტრუმენტის” გასავარჯიშებლად ეძებს “ინსტრუქტორს”
7)ცოლის გაუპატიურება ქმრის თვალწინ
აუ აი ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. სკოლაში იყო ჩემთან ერთი პაცანი. პორნოების დიდი მოყვარული და ხელმარჯვე ოსტატი. რაღაც პორნოს ნახავდა მოვიდოდა სკოლაში და იწყებდა. აუ ძმამ და გაჟიმა მე მაგათი დედა შევეციო, ანდა დედა შვილმა სამზარეულოში მოტყნა ფუ მაგათიო. არადა ლოოოლ, თვითონ მონიტორს აუბედურებდა მაგათ ყურებაში ყველაზე ცუდი ისაა რომ ის მარტო არ არის , არაერთი იდენტური ყმაწვილი დაიარება თბილისის ქუჩებში
8)თბილისში ყლე გოგოები დადიან
პესმისტი მაგრამ ასეთი არ მინახავს. მაგრამ ეტყობა რომ გულით წერს და მართლა ეგრე ფიქრობს.
9)modi aicie kaba
რამდენჯერ ვუთხარი გრეჩიხას ჩემ ბლოგზე არ შემოსულიყო, მაგრამ ჯიუტი ბიჭია.
10)ერექციის დამთრგუნველი(ჩემი ფავორიტი)
თუ ბიჭმა დასერჩა მე მინდა მის მეგობრებს მივმართო. ყმაწვილებო წაიყვანეთ სადმე თქვენი ამხანაგი გააცანით ვინმე გოგო, ასე ვთქვათ დააჯახეთ ვინმეს, თქვენ არ გაწუხებთ მისი ერექცია?! დაფიქრდით როგორ მოიქცეოდა ის თქვენს ადგილას? განა ასე გაჭირვებაში მიგაგდებდათ?!
თუ გოგომ დასერჩა ვიზიარებ შენს მწუხარებას.ვერაფრით გიშველი, მხოლოდ ერთს გირჩევ ილოცე გულმხურვალედ.
11)ნებისმიერს მივცემ
მე მინდა ამ გოგოს ვუთხრა რომ მადლიერი ქართველი ერი ამას არ დაუვიწყებს არასოდეს, ვინ იცის იქნებ აიყოლიოს კიდევაც სხვები და მასშტაბური სახე მისცეს ამ ყველაფერს.
12)სექსის შემდეგ ფრაზებიდა
რესფექთ ამ სიტყვების დამსერჩავს. კაცია რა. ქალი შეაბა, ყველაფერი ხუთიანზეა, ორგაზმი არ აკლიათ, ჩაცმა და დახურვა კიდევ, ერთი ეგაა რომ სექსის შემდეგ ითრგუნება არ იცის ქალს რა უთხრას, ხოდა აი საყავრელი ადამიანისთვის რას არ გააკეთებ ადამიანი. დიდება შენ ინტერნეტო.

13)მერე ანალურად მთხოვა
მიხარია რომ ვიღაცამ გაბედა და ანალური სექსი შესთავაზა პარტნიორს. არაუშავს მეგობარო დღეს დაიბნა შენი მეწყვილე და დასერჩა როგორ უნდა მოქცეულიყო, სამაგიეროდ ხვალ მზად იქნება ყველაფრისთვის.
14)ჰიტლერის უკანასკნელი წუთები
ძალიან დიდხანს ვიფიქრე როგორ მოხვდა ეს ადამიანი ჩემთან. რაღაცა არსებობს
15)ქართული მინეტი
მიყვარს ტრადიციული ხალხი. მომწონს რომ XXI საუკუნის ფერხულში ვებმევით ნელ-ნელა ჩვენც. ძველსა და ახალს ერთმანეთს ვურევთ და ქართულ მინეტს ვიღებთ სანაცვლოდ. მეფური ჯილდოა ღმერთმანი

მიხარია რომ საქართველოში სექსი არაა მთავარი თემა.

p.s ეს ფოტოები რაღაც ზუსტად ასახავს იმ “ემოციებს” , რომელიც ამ დასერჩილ სიტყვებზე შეიძება გქონდეს ადამიანს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ქართული ომები ეპიზოდი VI:ვალენტინობის ხიბლი

განერვიულებულს გაგეღვიძა. მაღვიძარას თუ დავუჯერებთ ჯერ მხოლოდ 7:34 AM არის. ბლინ ჯერ მთელი ღამე არ დაგეძინა, ეხლა კი ასე ადრე გაიღვიძე. არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა. კი შენი პირველი ვალენტინობაა შეყვარებულან ერთად, მაგრამ მაინც გოგომ არ უნდა შეგატყოს, რომ ღელავ, მდედრები ძლიერსა და თავდაჯერებულ ბიჭებს ყვარობენ.

ადექი, კომპიუტერს მიუჯექი. იქნებ რამე მოგწერა მანამ სანამ გეძინა. შენს “ადნაკლასნიკებზე”(ადნაკლასნიკები – ქართველების მიერ დოსტოევსკის ”ძმები კარამაზოვების” შემდეგ რუსების უდიადეს ქმნილებად აღიარებული ნაწარმი. ავტ.შენიშვნა) შეხვედი. ახალი მესიჯი არ არის, მის პროფაილსაც ესტუმრე. როგორ გიყვარს მისი ფოტოების თვალიერება, 1,3 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე მობით გადაღებული სურათების ცქერა. ფოტოებით დიდი ორიგინალური არ ჩანს შენი სატრფო, პიკების უმეტესობა სარკის წინ, საკუთარი თავის დაფიქსირებითაა გადაღებული. კიდევ ერთი 5+ მომატებია მის მთავარ ფოტოს. სიამაყით გაიჯგიმე, შენი დიაცს უკვე 13 5+ აქვს. კომენტარებსაც გადაავლე თვალი, “რა ლამაზი სახე გაქვს პაწო” – ჰმმ ეს უკვე ნაცემი გყავს, “არ მინდა ბანალურად გეჩვენო, მაგრამ უმშვენიერესი ხარ, ვით ბულბული რომელიც  გალობს.” – ამას ებაზრე და გაიასნდა ყველაფერი, მეტს აღარ შეაწუხებს შენს სატრფოს ფრინველების თემატიკით. “wow, nice pics honey” – ინგლისურის სპეციალისტიც დამუშავებულია, მხოლოდ cool-სა და candy-ს ამბობს უცხო ენაზე. ახალი კომენტარები არაა.

აბაზანში შეხვედი, წვერს იპარსავ და ფიქრობ იმაზე თუ რა ბრწყინვალე დღე გელის წინ. ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდი. ორი ძმაკაცის მობილური დაალომბარდე, ნაშას ცეპი გაუწიე და გაყიდე , პლიუს მამასაც გამოართვი ფული. მოკლედ მაყუთი შეკრულია და მაგარ დროს გაატარებ დღეს. ტანსაცმლის შერჩევა ეს ყველაზე რთული საქმეა, ნახევარი საათი ტრიალებ სარკის წინ ,ბოლოს კი არჩევანს მაინც მიმზიდველი მამაკაცის იმიჯის შექმნაზე აკეთებ. შლაქსი ჯინსები, დიდბალთიანი ქამარი რომელზეც არწივია გამოსახული, ზედაც კონტექსტიდან რომ არ ამოვარდე არწივის თემატიკაშია გაწყობილი, არმანის მაისურიზეა საუბარი, რომელსაც ჯერ კიდევ ზეგ აქვს “მე ახალი ნაყიდი ვარ” სუნი. ფეხზე შავი ფეხსაცმელი, რომლის ცხვირიც ბოინგს გავს, რომელიც ეს ესაა გასაფრენი ზოლიდან აიჭრა ცაში. თმას დიდხანს ივარცხნი ბოლოს როგორც იქნა სასურველ ბილიკს ხედავ თავზე რომელიც თმის გაყოფის შედეგად წარმოიშვა, სათვალეებს იკეთებ(ზუსტად ისეთს კობრას რომ უკეთია ფილმში) და სახლიდან გადიხარ.

თავისუფლების მეტროს წინ დგახარ. ვარდი ნაყიდია, ოქროს სამაჯურიც. 10 წუთი დაიგვიანა მან მხოლოდ. ერთმანეთი გადაკოცნეთ(გადაკოცნა – საქართველოში ლოყის გაუბედურების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, გამოიყენება ვინმესთვის შენი მისდამი ახლო ურთიერთობის გამოსახატავად. ავტ. შენიშვნა). საჩუქარი უკვე მის ხელშია,მეორე ხელი შენს იღლიაში, თქვენ სეირნობთ. ბიჭის ან ბიჭების ჯგუფის დანახვაზე სერიოზულ როჟას კერავ, უნდა ანახო ყველას ვინაა აქ მამა.

ხინკლის სახლში სხდებით. საგულდაგულოდ ნაყიდ “პარლამენტს” იღებ ჯიბიდან და მაგიდაზე აგდებ. გადის დრო და ხინკალს ჭამთ, კიდევ გადის დრო და “ალექსანდროვში” ზასაობთ. ეუბნები რომ ძალიან გიყვარს და მართლაც ძალიან გიყვარს, მასთან სექსზე არასოდეს გიფიქრია ეს კი მხოლოდ ისეთ ქალთან მოგდის, რომელსაც როგორც მომავალ ცოლს ისე უყურებ. ბედნიერი ბრუნდები სახლში.

შენ ნამდვილი ვალენტინი ხარ.

ფილმი გახმოვანებულია  ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito) მიერ.