Archive for the ‘ჭამა’ Tag

სასურველია გაიღიმო

მაგარი მშიერი შესვენებაზე გამოვარდი “იმედიდან”, იქვე “ნიკორას” fast food ჯიხურია, მაგარს აქებდნენ მსახიობები და სცენარისტები და ვიფიქრეთ(მე და ირაკლიმ A.k.A ანტონა პაპა) ვეწვიოთ და დავაგემოვნოთ რამეთქო.

15 წუთი ველოდეთ ორ ჰამბურგერს და გამყიდველი ისეთი სახით მიყურებდა ეს დრო მეგონა თავის სისხლსა და ხორცს მიხვევდა პურში.

მომსახურების დონე ჩვენს ქვეყანაში რომ ძალიან დაბალია ეს არავისთვის არ იქნება სიახლე. საუბარი არ მაქვს იმაზე ვინ რამდენად იცის თავისი საქმე(კონსულტანტები გვყავს ხშირ შემთხვევაში ინტელექტით შეშის დონის), მე მინდა ყურადღება გავამახვილო კლიენტისადმი დამოკიდებულებაზე.

თბილისში მომღიმარი და თბილად მოსაუბრე გამყიდველი, რომ ნახო ან აფთიაქში უნდა შეხვიდე(PSP ან Aversi) ანდა McDonald’s-ში. დანარჩენი რა ადგილსაც არ უნდა ეწვიო ყველაფრის სურვილს დაგიკარგავენ. კაფეებში მენიუ ზლაზვნით მოაქვთ, კითხვებზე პასუხის გაცემა ოფიციანტებს მაგრად ეზარებათ, არადა ფულს სწორედ მაგაში უხდიან და ვგონებ “ვაჟნობა” საჭირო არ არის.

ტანსაცმლის მაღაზიებში საერთოდ ქვის ხანაა. პეკინზე განსაკუთრებით. ვერაფერს ვერ შეეკითხები კონსულტანტ/გამყიდველს. “ზედ აწერია ფასი”, “ვერ ხედავ რომ არ გვაქვს” და ასეთი ფრაზები გიშორებენ თავიდან, არადა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამუშაოდ იმიტომ აიყვანეს რაღაცა გაყიდოს და არა იმიტომ კლიენტს თავი და მაღაზია შეაზიზღოს.

რატომ უნდა ყველას უზრდელი ითამაშოს, მაშჲნ როცა ეს საჭირო საერთოდ არ არის. რა საჭიროა სერიოზული და “90-იანი წლების ძველი ბიჭი” ვარ ხმით საუბარი მაშჲნ როცა ეს ანტირეკლამას გიკეთებს.  საქართველოში როგორ ემსახურებიან ისე, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გამყიდველმა გააკეთოს სასამართლოში უჩივლებენ ალბათ და მინიმუმ სამსახურს დააკარგვინებენ. ან უფროსები არ ჰყავთ რომ შეამოწმონ როგორ მუშაობენ მათი ქვეშევრდომები ან ვინმე ნაცნობი, არა ჰომო ერექტუსი ან ნეანდერტალერი რომ თანამედროვე ადამიანი ასე არ უნდა იქცეოდეს, რომ ჯერ კლიენტს უნდა მომესახურო და მესიჯის წერა მერე უნდა დაამთავრო, უნდა შეეცადო საქონელი მისთვის მიმზიდველი გახადო და არა “ხო ხედავ არ გვაქვს” უპასუხო.

ხო ნუ მარტო მაკდონალდსი და აფთიაქებში არ არის ნორმალური მომსახურება, პოსტის ბოლოსკენ რამოდენიმე მაღაზია და კაფეც გამახსენდა, თუმცა მთლიან სურათს ეს ვერაფერს შველის.

Fringo

ერთ კვირაზე მეტია ჩემს ბლოგზე არაფერი დამიწერია. ყველაფერი ერთმანეთზე დაეწყო – გამოცდები,თსუ-ს  რა?სად?როდის?-ის ჩემპიონატი, დალევები და მოკლედ დრო(თავი) არ მქონდა, რომ რაიმე დამეწერა.

ორი დღის წინ, უნივერსიტეტში ყოფნისას, შიმშილის გრძნობამ მიბიძგა ორგანიზმი დამეპურებინა. მეგობრებმა დავიწყეთ სჯა-ბაასი სად წავსულიყავით. რადგან ფული იმდენი გვქონდა, რომ თავისუფლად შეგვეძლო არ გვენერვიულა იმაზე, რომ მობილურების დატოვება მოგვიწევდა სადმე ამიტომაც ვარიანტების განხილვა დავიწყეთ. McDonald’s, coffee.ge და Act(art) cafe ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა ჩემი რჩევით Fringo-ს მივაშურეთ.

ჭავჭავაძის 22 ნომერში “ყავის სახლი” იყო ხოლმე. ეს ბოლო ერთი თვეა მის ადგილას რაღაც მწვანე ფერში გაწყობილი კაფე წამოჭიმეს. არც არავინ აქებდა და არც აძაგებდა ამ fast food “ტოჩკას”. ხოდა მეც გადავწყვიტე თავად შემემოწმებინა როგორი იყო.

მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ქათმის მწვადი, ტვისტერი, სხვადასხვანაირი ბურგერები, სენდვიჩები და სალათები, ასევე სპეციალური, ექსპრესს მენიუ  და ინგლისური საუზმე.

მე ექსპრესს მენიუ ავიღე რომელშიც ჩიქენჩიზბურგერი შედიოდა, პატარა კოკა-კოლა და კარტოფილი მექსიკურად(5 ლარი ღირს ეს მენიუ!!!) და ჩიზბურგერი ავიღე კიდევ.

5 წუთში ყველაფერი მზად იყო, მანამდე საპირფარეშო შევამოწმე. საერთოდ ტუალეტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ყოფილა შემთხვვები  მისი უარგისობის გამო, ესა თუ ის ზავიძენია ამითვალწუნებია. Fringo-ში ყველაფერი რიგზე იყო.

ექსპრესს მენიუ ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, იგივეს თქმა შემიძლია ჩიზბურგერზე. მაკდონალდსის ბურგერებს ბევრად ჯობია, უფრო დიდიცაა,გემრიელიც და ნოყიერიც.

იმ დღეს მეორეჯერაც ვეწვიე. მინდოდა რაც სეიძლება მეტი რამ გამესინჯა, რომ უკეთესად შემემოწმებინა ავ-კარგიანობა ამ ადგილისა. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო:ტვისტერი, ლორის სენდვიჩი, ქათმის სენდვიჩი, ქათმის ფრთებიცა და მწვადიც, ერთადერთი რაც არ მომეწონა ეს ინგლისური საუზმე იყო რომელშიც ლორი(ან სოსისი), შემწვარი კვერცხი და ლობიო შედის.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი Fringo-თი. მაკდონალდსმა ჩემი და ჩემი მეგობრების სახით კლიენტები დაკარგა და იმედი მაქვს კიდევ ბევრი ადამიანი შეემატება Fringo-ს მუდმივ კლიენტთა რიცხვს. მერე მაინც იკადრებენ მაკდონალდსში და ნორმალურ ფასებს დაადებენ თავიანთ პროდუქციას. ჭყონიას კაფეში რა ფულიც მინდა, რომ უბრალოდ შიმშილი აღარ ვიგრძნო, აქ იმ ფასად 3 კაცი სიკვდილის პირას მივა იმდენს შეჭამს.

მოკლედ ეწვიეთ Fringo-ს თავად დააგემოვნეთ, იმედი მაქვს თქვენც ისევე მოგეწონებათ როგორც მე.

ასევე შეგიძლიათ სახლში შეუკვეთოთ, 2 თუ 3 ლარი ემატება  მთლიანად.

თუ პიცა.გე-დან შეკვეთისას მინიმუმ 20 ლარის პროდუქცია უნდა იყიდოთ, აქ მინიმალური ზღვარი 6 ლარია(ცენტრში მცხოვრებთათვის) და 10(გარეუბანში).

ტელეფონის ნომერია 252-252

პ.ს იმედი მაქვს გამოცდებს გადავაგორებ თსუ-ში 😀

Windows-ის გადაყენება პოლიტიკურად

3-4 დღის წინ სახლში მოსულ ნიუსი დამხვდა ოჯახში, რომ გვერდით კორპუსში უნდა გადავსულიყავი ვინდოუსის გადასაყენებლად. იმ ოჯახთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს და უარის თქმა არც გამიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ დაღლილი გახლდით გადავედი და შევუდექი საქმეს. C დისკს ვაფორმტებდი როდესაც ოჯახის თავმა მომიბოდიშა და მითხრა, რომ თუ არ მეწყინებოდა გვერდით ოთახში გავიდოდა და ტელევიზორს უყურებდა. აქ ერთბაშად რამდენიმე დამძიმდა სიტუაცია. ჯერ ეს ერთი “თუ არ გეწყინება ნიკას” თქმა არ იყო საჭირო. ვერ ვიტან ასეთ ფრაზებს, “თქვენის ნებართვით”, “თუ არ გეწყინება”, “ბოდიში და”, “შენ ხარ ჩემი ბატონი” და ა.შ ეს და მათი მსგავსი ფრაზები არის, არაფრის მომცემი სირობები, არც არავის აინტერესებს გეწყინება თუ არა, არც ნებათვას გთხოვს ვინმე და მითუმეტეს არც ბატონად გთვლის მთქმელი. მოკლედ ძალიან გადავუხვიე თემას. ეს ფრაზა ჯანდაბას თქვა, მერე რა, ეგ არც იყო დიდი პრობლემა, უბრალოდ გასვლილას მითხრა, რომ გუბაზ სანიკიძისთვის უნდა ეცქირა, რომელიც კავკასიიის პირდაპირ ეთერში გამოდიოდა.

“ნამდვილი ჯიგარი ქართველია, ჭამა იცის, დალევაც, დარტყმა და ისტორიაც, ქალებიც უყვარს, სამშობლოც. იცოდე მაგაზე ნაკლები ქართველი არ უნდა იყო”.

ბლინ!!!! დისკი დაფორმატდა, დავიწყე ვიდოუსის დაყენება+ფიქრი. ადრე არასოდეს ყოფილა ჩემი მეტრი გუბაზ სანიკიძე, ეხლა კი, ერთი ხელის მოსმით ჩემს კუმირად აქცია ამ კაცმა. რა ვქნა? დალევა მიყვარს, ქალებიც, ჭამასაც ვცდილობ ხოლმე. დარტყმა არაა ჩემი სტიქია, ისტორიის ცოდნაშიც არ ვარ საუკეთესოთა შორის, საქართველო მიყვარს, მაგრამ ჩემებურად(ყველას თავისებურად უყვარს რათქმაუნდა). ჯიგარი ქართველი ვარ? რას ნიშნავს ჯიგარი ქართველობა საერთოდ. მიშას გინებას? კარავში ცხოვრებას? აქციებზე დგომას? რადიკალური პოზიციის არჩევას? ვერ ვიქნები ჯიგარი რომ ორივე მხარის ავსა და კარგზე ვისაუბრო? დიალოგის გზით პრობლემების მოგვარებას, რომ დავუჭირო მხარი დავცილდები გუბაზის ხატებას? გრეჩიხა უმცროსი, რომ ჩემთვის ცუდი შოუმენია და სხვა არაფერი ამით სამოთხისაკენ მიმავალ გზას ვიბღალავ?

20-25 წუთი დარჩა საქმის ბოლომდე მიყვანამდე. ენები არჩეული მაქვს და სასაათო სარტყელშიც თბილისზე შევაჩერე ყურადღება. ფიქრს განვაგრძობ. რატომ მოსწონს ხალხს გუბაზ სანიკიძე? არა შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ეს მეტისმეტად მეჩვენა მე ბეცს. საერთოდ არ მიყვარს ვინმეს ხატს რომ ქმნიან. მუდამ ანტისიმპატიებით ვიყავი განწყობილი სხვადასხვა კერპებისა და “აი ეს არის ნამდვილი ვაჟკაცებისადმი”. ეხლა ჩემს ნაცნობს რაც არ უნდა ველაპარაკო და რა არგუმენტირებული მაგალითები არ უნდა დავუდო გუბაზ სანიკიძის შესახებ, მისთვის ლევანის ძე, კვლავაც დარჩება “ჯიგარ ქართველად”. ისევე როგორც ვიღაცითვის “მიშა მაგარიად”, “ალასანია ახალ ტალღად” და გია გაჩეჩილაძე “წმინდა გიორგიდ”. ასეთი ხატები უხშობენ ნორმალურად აზროვნების უნარს იმ ხალხს, რომელნიც ასე ამაყობენ საკუთარი რადიკალობითა და სამშობლოს სიყვარულით.

დავაყენე ვინდოუსი. ვიფიქრე ეხლა პატარას წავეკამათები მეთქი კომპიუტერის პატრონს, ორი სამი წინადადების შემდეგ ოთახში, მისი მეუღლე შემოვიდა და მომიყვა ამბავი, იმის შესახებ, რომ 9 აპრილს თუ 10-ში არ მახსოვს ზუსტად, მოკლედ დიდი აქცია რომ იყო იმ დღეს, 1,5 მილიონი ქართველი იყო აქციაზე.

გამიტყდა უცებ ჩემი თავის. ნეო მეგონა ჩემი თავი, მატრიცაში დაბრუნებული მას შემდეგ რაც ეზიარა რეალურ სამყაროს.   აღარაფერი არ მითქვამს, გარდა იმისა, რომ სკაიპი და ოპერა ოფიციალური საიტიდან გადმოეწერათ და კომპიუტერი პირდაპირ შნურიდან არ გამოერთოთ აწი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ქართული ომები ეპიზოდი V: ავოიეე მიშას Wedding-ია

დღეს ქორწილს გადავრჩი. არა მე არ მომყავდა ცოლი და არც ჩემს მოტაცებას აპირებდა ვინმე. უბრალოდ ნათესავს მოუყვანია ცოლი და ოჯახი დაპატიჟებული ვართ. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით მე ქორწილში წამსვლელთა სიის მიღმა დავრჩი. ჯერ ეს ერთი “ოფიციალური” ქართული ქორწილები არაა ჩემი სტიქია,მეორეც ცეკვა არ მიყვარს, მესამე წვერის გაპარსვას ვერ ვიტან, ბოლოს სწორედ ქორწილში, რომ ვიყავი მაშინ გავიპარსე(2007 წლის ნოემბერი), ასე რომ მიზეზები მრავლად მაქვს, რომ სახლში დარჩენა მერჩივნოს “ვაგონი მიქრისზე” ცეკვას ან “ნათიას დაგარქმევზე” ნუგზარის გოგოს გამოცეკვებას.
გავკადნიერდები და მათ ვისაც უყვარს ტრადიციული ქორწილები მივცემ რამდენიმე რჩევას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს ქორწილში, რა წესები არ უნდა დაარღვიოს და რომლები ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს.

რჩევები მამაკაცებს:
1) თეთრი პერანგი
აუცილებელია მამაკაცს ეცვას თეთრი პერანგი. მიზეზი ისაა, რომ როდესაც ალკოჰოლი ტვინში მიაწვება და გაწითლდება რიგითი მსმელი, თეთრ ფონზე კარგად გამოჩნდება მისი სახე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქალის გამოცეკვების დროს გაშმაგებულ სახემიღებული, თეთრი პერანგით ანგელოზისა და ეშმაკის სინთეზს მოახდენს.
2) ორი ცხვირსახოცი
აუცილებელია ჯიბით ორი ცხვირსახოცის წაღება. ერთი ცხვირს მოემსახურება, მეორე კი დასველებისა და გაწურვის შემდეგ კისერს გააგრილებს და შეხსნილ პერანგს ერთგვარ აქსესუარად მოემსახურება. პიროვნების გაგრილებასთან ერთად, ასეთი სველი ცხვირსახოცი, პატრონს კისრის ადგილას, “საროჩკის” გაშავებისგანაც დაიცავს.
3) კასტეტი
კასტეტი წაიმძღვარეთ ქორწილში უცილობლად. დამიჯერეთ თქვენს დეიდაშვილს ვინმე აუცილებლად შეხედავს ფეხებზე, რომელიც მოკლე კაბიდან უჩანს, ან საერთოდ შეურაცხადი გამოჩნდება ვინმე რომელიც მას საცეკვაოდ გამოიწვევს და თქვენ როგორც ნამდვილ ქართველს მოგიწევთ ეს პიროვნება სამაგალითოდ დასაჯოთ. რათქმაუნდა ეს გარჩევა მხოლოდ თქვენსა და იმ პიროვნებას შორის არ მოგვარდება, ეს პრობლემა გლობალურად იქცევა და მასების ჩართვას გამოიწვევს. რესტორნის(ან სეფის. გააჩნია ფული რამდენი აქვთ სიმამრ-მამათილს) უკან პრობლემის მოგვარებისას, კი კასტეტი დიდ სამსახურს გაგიწევთ.
4) პრეზერვატივი

თავდაცვის ეს საშუალება სასურველია წაიყოლო ქორწილში. თუ სიძის მხრიდან ხარ პატარძლის ბანაკში, თუ პატარძლის დაახლოებული პირი ხარ მაშინ სიძის “სასტავში”, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსანი, რომელსაც ორ ჭიქაში მოუყომარებ ყველაფერს, ერთს “მშვიდობითზე” ეცეკვები და მერე ტუალეტში გაიყვან. ხოდა ბავშვის მამობა არ გინდა მემგონი.
5) ცეკვა
ცეკვაზე უარი არ თქვათ. ჯერ ეს ერთი ვიდეო სელებრითი ვერ გახდები, მეორეც საოცარ შანს უშვებ ხელიდან სასიძო ნომერი 1-ის სახელი მოიპოვო.
ცეკვის ცოდნა არ არის ყველაფერი, მთავარია იცოდე როდის იცეკვო, ვის ეცეკვო და როგორ დაიწყო ცეკვა.
ელოდები ყველაზე ცეცხლოვან მელოდიას. დგები სკამიდან უახლოვდები მარტო მჯდომ მანდილოსანს რომელსაც არავინ ეცეკვება და მის წინ ხელებს შლი, კეცავ, ხტუნავ, ბორგავ, მოკლედ კრუნჩხვების შეტევა გემართება პლიუს თვალები გადმოყრილი გაქვს და პირი დაფჩენილი. ქალი ტაშს უკრავს და არ ტოკდება, შენ კვლავ აგრძელებ დაწოლას. ქალს სხვა მდედრები უახლოვდებიან და წამოაგდებენ. ოპაა. აქ უკვე ტაშს შემოკრავთ და როკვას იწყებთ, ძალიან ნუ იაქტიურებთ ქალსაც მიეცით შანსი შლაკების განთავისუფლდეს, ცელულუტის “მოერიოს”. ამ ცეკვის შემდეგ 15 მაგიდიდან 13-ზე თქვენზე საუბრობენ. 3 მაგიდაზე “აუ რა ბიჭი იყო, მემგონი სუხიშვილებში ცეკვავს” საუბარი მიდის. 5-ზე “ეს ბიჭი ჩემი ლალისთვის მინდა” დიალოგია გამართული. 4 მაგიდაზე “იცნობ? აუ გამაცანი რა მეც” ბაასია. უკანასკნელ მაგიდაზე კი “ეს გიას ბიჭია, ნამდვილი ვაჟკაცი ქართველია ენაცვალოს მურთაზი ბიძია”.

რჩევები მანდილოსნებს:
1) კარგი ბიჭის დაა-ს ინსტიტუტი

თუ ვინმე მოგიახლოვდებათ და ცეკვას გთხოვთ, ძალიან მაგრად აცემინეთ რომელიმე ნათესავს თუ თქვენი კავალერი კვლავ დაბრუნდები ე.ი ნამდვილად მოსწონხართ და სერიოზულად გიყურებთ, თუ არადა არ ყოფილა თქვენი ღირსი.
2) ხელთათმანი
როდესაც თქვენი მეუღლე, შეყვარებული, მამა ან უბრალოდ ნაცნობი რწყევას დაიწყებს შუბლის დაჭერა მოგიწევთ, ხოდა ათასი ბაქტერია და მიკრობია, თან ღმერთმა იცის რამდენი ასეთი შუბლის დაჭერა მოგიწევთ და ჯობია თავი დაიცვათ.
3) უცხო სიტყვათა ლექსიკონი
როდესაც ის ვიზეც გული შეგტკივათ გატყვრება მის მიწასთან გასასწორებლად ახალი ფრაზებისა და გამოთქმების გამოყენება დაგჭირდებათ. აბა ეხლა ვისღა ააგდებ ნამუსზე quote-ეებით “შენ გაგისკდა მუცელი” , “ჭირი ჭამა შენმა პირმა” და ა.შ
იმედია ცოტა დაგეხმარეთ. მე კი ჩემს თავს ვუსურვებ ისეთ ქორწილებში მეაროს როგორსაც მე გავაკეთებდი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

ტერი გილიამის “მანჩესტერი”

დღეს დილით გაღვიძებისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. მთელი დღე სახლში უნდა ვყოფილიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენი ხანიც მსურდა იმდენს დავიძინებდი. დავიმუხტე თუ არა საყვარელ საქმის კეთება გადავწყვიტე, ანუ ფილმის ყურება და თან ჭამა.  არც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ტერი გილიამის ფილმი Tideland მენახა. საერთოდ გილიამი მომწონს ძალიან, აქვს ის თვისება რომელსაც რეჟისორში ყველაზე მეტად ვაფასებ. ატმოსფეროს შექმნა შეუძლია ისეთის რომელიც ნებისმიერს მიიზიდავს და ჩაითრევს ფილმში. მისი პირქუში, სურეალისტური, ან სულაც ფუტურისტული ფილმების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. Monty Python-ის ფილმები კი ერთ-ერთი საუკეთესო კომედიების სერიაა ჩემი აზრით. Tideland ნანახი არ მქონდა.

მეზარებოდა რატომღაც, თან მეგობრების 90%-ს უარყოფითი შეფასება ჰქონდა მიცემული ფილმისთვის. ყველაფრის მიუხედავად ფილმი მაინც ვნახე და ვინანე კიდევაც. ძალიან სუსტი ნამუშევარია, არა ამას სუსტი არ ჰქვია, ეს უბრალოდ სირობაა. საერთოდ არაფერი არ ხდება ფილმში, ძალიან მძიმე საყურბელია და ტერი გილიამისთვის გაცვეთილი მომენტებია ნამუშევარიში. ისეთი კადრები რომლებიც ამ რეჟისორის სხვა ფილმებში უკვე მინახავს. არცერთი გმირი არ მომეწონა, მაგარი მეკიდა ვის რა მოუვიდოდა და საერთოდ ბოლომდე რატომ ვუყურე ვერ ვხვდები. რომ არა Fisher King გილიამს შევაგინებდი კიდევაც, მაგრამ ამ ფილმის რეჟისორობა მას უხილავ დაცვას სძენს, რომლის გამოც ენა არ მიბრუნდება შევაგინო გილიამს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტერი გილიამის მიერ ჩემი ხასიათის მიფურთხებას მანჩესტერმა ზედ დაუმატა ამაზრზენი თამაში. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ(უფრო ამერიკულ სპორტის სახეობებს ვწყალობ), მაგრამ დღეს მაინც ძალიან მინდოდა “ეშმაკების” მოგება. ეჰჰ არ გამიმართლა აქაც. იხმარეს ფერგიოსონის ბიჭები და საბოლოოდ დამიკარგეს ყველაფრის ხალისი .გილიამის გადაღებული ფილმს ჰგავდა მანჩესტერის თამაში, არანაირი ემოცია არ იყო ფეხბურთელების თამაშში და არანაირი სურვილი მიეღწიათ რამისთვის.

წავალ ეხლა ჩავრთავ Fisher King-ს. გილიამს ისევ თავიდან შევიყვარებ და ჩემს თავსაც ცხოვრების ხალისს დავუბრუნებ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)