Archive for the ‘ხელი’ Tag

ქართველ ხალხზე ხელი ასწიეს?!

დღეს გიორგობაა. ჩემი უახლოესი ძმაკაცის დაბადების დღე. შესაბამისად ოჯახში არ ვიყავი და ის ამბები რაც ამ საღამოს მოხდა მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გავიგე. ტელევიზორს ვუყურებდი და შემდეგ ვიდეოების მოქექვა დავიწყე, რომ მენახა რა და როგორ მოხდა. რადიოს ვუსმენდი მანამდე, არ ვიცი რომელი იყო “მარშუტკაში” იყო ჩართული და იქ ისეთი ამბები გამოაცხადეს, რომ თმები ყალყზე დამიდგა. დუბინკებით სცემეს ხალხიო, გაზი გაუშვესო, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი შეათრის განყოფილებაში და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენესო. სახლში მოსულმა ტვ ჩავრთე. “კავკასიას” ვუყურებდი, ვიფიქრე თუ რაიმე საშინელი მოხდა ესენი აჩვენებენთქო.

ერთადერთი რაც მე ვნახე “მაესტროსა” და “კავკასიის” მეირ აგდაღებულ მასალაში იყო ის რომ პატარა გრეჩიხა გადაძვრა გისოსებზე და რათქმაუნდა დაიჭირეს და შეიყვანეს განყოფილებაში და ის რომ ხალხმა დაუწყო პოლიციელებს დროშის ტარებისა და ჯოხების სროლა. საპასუხოდ კი მხოლოდ თავიანთი “იარაღი” მიიღეს. რასაც ესროდნენ უკანვე იგივე უბრუნდებოდათ, თან ისე რომ არცერთ პოლიციის თანამშრომელსა და სპეცნაზელს არ გადმოუკვეთია ზღურბლი და თავიანთი ტერიტორია. ვიმეორებ ეს ყველაფერი “კავკასიაზე” ვნახე და არა რომელიმე სხვა არხზე.

ეხლა გამოვლენ ოპოზიციის წარმომადგენელები და იტყვიან ქართველ ხალხზე ხელი აიწიაო. ძალიან მაინტერესებს ის პოლიციის თანამშრომელი რა ეროვნებისა? რატომ არ უშვებენ იმის შესაძლებლობას რომ ადამიანებმა შეიძლება სხვანაირად იფიქრონ და სხვა მხარი დაიჭირონ, ან შეიძლება თავიანთი საქმე პირნათლად შეასრულონ და არ მისცენ რიგით მოქალაქეს სხვის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის უფლება, თან რაც მთავარია ხალხი იქ სრულიად უაზრო და აბსურდული მიზეზით იყო მისული. დაიჭირეს პიროვნებები რომლებმაც ჟურნალისტს ფიზიკური და მორალური ზიანი მიაყენეს და მე ღრმად მწამს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი მოქალაქეები ისჯებიან და რატომ ხდება რომ მასა რომელსაც დემოკრატია რეჟიმი სწყურია ცდილობს, შეიჭრას პოლიციაში და ერთმანეთის მიყოლებიით დააღვიოს რამდენიმე კანონი. სამწუხაროდ ჯერ არანაირი ვიდეო არ მაქვს როგროც კი ვიშოვი დავდებ. დიდი იმედი ამქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, მსგავსი პროვოკაციები ნებისმიერი მხრიდან ამაზრზენია და მხოლოდ და მხოლოდ ხალხს დააზარალებს, სამწუხაროა, რომ ამას ვერ ხვდებიან ის ახალგაზრდები დღეს რომ ჯოხებს ესროდნენ პატრულის თანამშრომლებს და მთელი სულითა და გულით აგინებდნენ სპეცნაზს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements