Archive for the ‘პატრული’ Tag

არ გავცვლი სალსა კლდეებსა…

ქართველ ახალგაზრდას რომ ჰკითხო მას ბედმა დასცინა, რომ საქართველოში გაჩნდა. შურს ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების და სწავლას აუცილებლად საზღვარგარეთ გააგრძელებს. საცხოვრებლად დარჩენაზეც არ ამბობს ბევრი უარს. არადა არაა ეს ჩვენი ბეჩავი სახელმწიფო ასე ჩამოსაწერი. საქართველოს აქვს უამრავი ის პლიუსი რომლითაც ის კონკურენციას თავისუფლად გაუწევს ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს და მე სწორედ ამ პლიუსებზე მსურს ამ პოსტში ვისაუბრო.

1)ძმობა

სხვაგან სად თუ არა საქართველოში შეგიძლია ადამიანს, მთელი თვე გაატარო რესტორანში ისე რომ ერთი ლარიც არ დახარჯო. ვინ დაგადებინებს ფულს გულითაც რომ გინდოდეს. ძმაკაცები ხომ ფულის გადახდისას ერთმანეთს ხოცავენ. უფასო ჭამა ეს ისაა რაზეც უარს არავინ არ ამბობს. 2)ნაგავი

სადაც გინდა და როცა გინდა მაშინ ყრი ნაგავს. არავინ არ გაჯარიმებს და ვინმეს შლეგი თუ არ შეგეჩეხა, არც შენიშვნას არ მოგცემს არავინ.

3)მეუღლე

საქართველოში შეგიძლია დრო არ დახარჯო ოცნების ადამიანის ძიებაში. მეზობლები, დედ-მამა, მამიდა, ბიცოლა, მამიდაშილები, ბიძაშვილები და ა.შ ყველა ეს ხალხი შენთვის სასურველ პიროვნებას გიპოვიან და შეგახვედრებენ. მერე გოგოს და ბიჭს თუ ერთმანეთი მოეწონათ წინ რა უდგას ქორწილს. “არაა ცუდი ბიჭი, მთავარია ძლიერი ოჯახიდანაა და ჩვენც წავეშველებით ცოტას. მთავარია არ სვამს და არ იკეთებს”. ასეთი ფრაზით დასრულდება გარიგება.

4)ქალიშვილი

შეგიძლია იყო 25-29 წლის ქალიშვილი და იამაყო ამით. მეტიც შეგიძლია ამაზე “პაემნებში” წერო და მიიზიდო მამაკაცები. საქართველო ანტიკური, ხელთუქმნელი და ხელშეუხებელი ვაგინები ძვირად ფასობს.

5)მეზობელი

საქართველო არის ქვეყანა სადაც შეგიძლია მეზობელთან დღის ნახევარი გაატარო, მთელი სამეზობლო გაჭორო, გამოართვა მარილი, კვერცხი, შაქარი, ნემსი, ფენი, კაბა და ა.შ მოკლედ მეზობლის სახლი შენს სახლად იქციო.

6)გრიალი

შეგიძლია ღამის სამ საათამდე თავი ურტყა იატაკს და ისე იცეკვო, მართალია მეზობლები ხმას გაიგებენ და დაძინებასაც ვერ შეძლებენ, მაგრამ ნუ ღელავ არ გიჩივლებენ და არც პატრულს გამოუძახებენ. ბოზი ხომ არ არის ეგ რომ გააკეთოს, შენთვის ერთობი რა.

7)თამადა

მართალია თამადა ბასკებსაც ჰყავთ, მაგრამ ჩვენისგან განსხვავებით,ხშირად, ის ერთობ ლოიალური პიროვნებაა. ჩვენ გვყავს თამადები რომლებიც ჩვენს ღირსებას ბოლომდე შეინარჩუნებენ, სტუმარს ჩასვრამდე აჭმევენ საჭმელს და სწორი ნაწლავის გაშეშებამდე ასმევენ ღვინოს. სტუმარს ისე ჩაეხუტება როგორც დედა ეხუტებოდა პირველი კლასის ზეიმზე და ისთ ამბებს მოუყვება, როგორიც თავის დროზე ტოლკიენსაც კი არ მოსვლია აზრად. 8)სტუმარი

უცხოეთიდან ა.შ.შ-ში სტუმარი რომ ჩამოგდის რა უნდა გააკეთო? დისნეი ლენდით ვერავის ვეღარ გააოცებ, ჰოთ დოგი ყველგან იყიდება და მაკდონალდში ყლა ყოფილა. აბა წარმოიდგინეთ სქართველოში ჩამოდის უცხოელი. ტრაპთან ხორუმს უცეკვებთ მეგობრები, ჩამოვა თუ არა ხაჭაპურს ჩატენი პირში, ჩასვამ მანქანაში და ეგრევე მცხეთაში ყველა ტაძარს აჩვენებ, მერე სახინკლეში ხინკალით გაუვსებ სტომაქს და ქართული ვაზის ცრემლებს დააჭაშნიკებინებ, მოსაღამოებულზე ჩაკრულოს უმღერებ და კაცს გაგიჟებულს გაუშვებ.

9)ალკოჰოლი და თამბაქო

სრულწლოვანი არ ხარ? რა პრობლემაა. საქართველოში თუ გინდა 9 წლის იყავი მაინც მოგყიდიან ნებისმიერ არაყსა და სიგარეტს. ნუ ეხლა თუ ვინმე “სტროგი” გამყიდველი შეგხვდათ, შეგეკითხებათ ვისთვის გინდაო, ხოდა ერთი ტყუილი კი უნდა თქვათ როგორმე.

10)მარიაჟი(ცინიზმი)

სად თუ არა საქართველოში შეგიძლია ა.შ.შ მიწასთან გაასწორო. შენ ხომ მისი ასაკის მუხა გიდგას ეზოში, სად თუ არა საქართველოში შეგიძლია დასცინო ჩინელებს ისინი ხომ მწერებივით მრავლდებიან და ჩვენ რომ მაგათი ანხევარი ვიყოთ მსოფლიოს მბრზანებლები ვიქნებოდით.

11)ერთის ფენომენი

“ერთი კრუგი დამსვი რა”, “ერთი ხელი მათამაშე რა”, “ერთი დამარტყმევინე გთხოვ”, “ერთი წამით რაღაცას ვიზამ” და ა.შ საქართველო გვაძლევს საშუალებას გვქონდეს მინიმუმ “ერთი” შანსი რათა თავი წარმოვაჩინოთ. 12)ბრენდი

ჩვენი სამშობლოში ჩამოსული ჯორჯო არმანი, დომენიკო დოლჩე ან სტეფანო გაბანა დარწმუნებული ვარ პირს დააღებდა. ჩვენთან ხომ ამ პიროვნებათა ნაღვაწი ქუჩასი ყოველ მეშვიდე გამვლელზე გვხვდება. საქართველოში, ისე როგორც არსად, ხელმისაწვდომია მსოფლიო დონის ბრენდები:”არმანი”, “დოლჩე და გაბანა”, “ვერსაჩე”, “გუჩი” და ა.შ იმდენად ხელმისაწვდომი და ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ბაზრობებზე 10-15 ლარად 2-3 წყვილ მაისურს იყიდი კაცი ამ ბრენდების ნიშნით.

13)დედის გინება არსად ისე ხშირად და ისე მთელი არსებით არ მოიხსენიებენ საკუთარ მშობელს როგორც საქართველოში. ასევე აღსანიშნავია რომ დედის დახმარებით ადამიანთა შორის ნდობა და ურთიერთგაგება სუფევს. საკმარისია ერთი დაგინება და შენი ყველას სჯერა.     მოკლედ მეგობრები კარგად დაფიქრდით სანამ გადაწყვეტთ სადმე წასვლას საცოვრებლად, სანამ თქვენს სამშობლოს აძაგებთ და აკნინებთ. მერე რა რომ აქციებია და არეულობა, ყველაფერი მოგვარდება და ჩვენ “ისევ ის ერთიანი ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით 1121 წელს დიდგორის ბრძოლა, რომ მოიგო თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ”.

მე ვრჩები საქართველოში.შენ?

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)