Archive for the ‘animation’ Tag

ოთხი მოკლემეტრიაჟიანი მულტფილმი:Reach a star

მინდა წარმოგიდგინოთ ოთხი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. თითოეული გამორჩეული და ჩემის აზრით შთამბეჭდავია თავის ჟანრში.

1)KJFG

ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს ეს სათაური რომლითაც მთელი სერიაა დასათაურებული დათვის, მგლისა და კურდღლის ისტორიებისა.  ბრემენელი მუსიკოსებისა და ქართველი სოფლის “მშენებლების” საუცხოო სიმბიოზს ჰგავს ეს რუსული ანიმაცია. სულ რაღაც ორი წუთი გრძელდება ფილმი, თუმცა ეს დრო სრულიად საკმარისია გულიანად სიცილისა და პერსონაჟების შესაყვარებლად. მათი მოძრაობის მანერა და გამოხედვები ყველაზე ცუდ შემთხვევაში გაგაღიმებთ.

2)Kiwi

არსებობს ასეთი ფრინველის სახეობა – კივი. ამ ჯიშის ფრთოსნებს ფრენა არ შეუძლიათ. მულტფილმის მთავარი პერსონაჟის ოცნებაა თუნდაც ერთხელ გაფრინდეს და ის ამას ყველაზე ორიგინალური მეთოდით აკეთებს. ძალიან მაგარი სცენარია და მთლიანად ფარავს იმ ფაქტს, რომ ანიმაცია ძალიან ცუდია.

მომხიბვლელი ისტორიაა სევდიანი ფინალით.

3)Partly Cloudy

სტუდია Pixar–ზე არერთხელ დამიწერია და მიტქვამს, რომ ვაღმერთებ ამ კომპანიას თავისი ქმნილებების გამო. სრულმეტრაჟიან მულტფილმებს რომ თავი დავანებო, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები არანაკლებ მაღალხარისხოვანი და დახვეწილი გაკეთებულია.

ეს მულტფილმი ძალიან ემოციური გამოდგა ჩემთვის. პატარა ბავშვივით ვხტუნავდი სავარძელში ფილმის ყურებისას, ფინალზე ტაში შემოვცხე სიხარულისაგან და კიდევ ერთხელ დავლოცე პიქსარის თანამშრომელთა ტვინები.

4) REACH

Wow. mind blowing creation.  ძალიან ლამაზი და ჭკვიანურად გაკეთებული მულტფილმი. თითოეული დეტალი აღტაცებას იწვევს მულტფილმში, დაწყებული გარემოდან დამტავრებული მთავარი პერსონაჟით. ისტორია ოცნებაზე რომელიც ასე ახლოსაა ხოლმე და ასე ძნელია მისწვდე. ალბათ უკეთესია ვარსკვლავის მოწყვეტისას დაიწვა ვიდრე მიწიდან მის ცქერაში სიბერემ შეგჭამოს და შენი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მეორე კურსზე დალეული ორი ლიტრი ლუდი იყოს ან სამსახურში თანამშრომელთან წაგებული “ვირი ვარ და ვყვირივარ”. ბრავო შემქმნელს.

Advertisements