Archive for the ‘arctic monkeys’ Tag

2009 წლის 10 საუკეთესო ალბომი

2009 წელი მიიწურა თითქმის. უკვე თამამად შემიძლია წლის საუკეთესო ალბომები დავასახელო. კარგი წელი იყო, ბევრი იმედისმომცემი შემსრულებელი გამოჩნდა სცენაზე, ბევრმა ჩემა ფავორიტმა ბენდმა ახალი ალბომი გამოუშვა, მიუხედავად იმისა რომ უმეტესობამ იმედები გამიცრუა მაინც დადებითი მოვლენა იყო.
წარმოგიდგენთ წლის 10 საუკეთესო ალბომს, ბოლოს კი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.
ძალიან გამიჭირდა 10 საუკეთესოს ამორჩევა 17–20 ძალიან მაგარ ალბომთან მომიწია შეტაკება.

10)Telepathe – Dance Mother
Telepathe – Chrome’s on It

ამ ჯგუფს 2–3 წელია ვიცნობ. კარგი EP-ები ჰქონდათ და სადებიუტო ალბომიც არ გააფუჭეს. ეს დუეტი აქცენტს electronics–ზე აკეთებს, საერთოდ წელს თითქმის ყველა კარგ ალბომში არა გიტარა არამედ electronic დომინირებს. დრამის ხმა “სანატრი გახადა” 2009 წელმა. ალბომი ძალიან კარგად იწყება, პირველივე ტრეკიდან(So fine) მელისა ლივოდაისი(იმედია ამ ვოკალისტის გვარს სწორად ვწერ) გაინტერესებს თავისი ხმით და 40 წუთის შემდეგ ხვდები რომ მთელ ალბომს ერთი ამოსუნთქვით მოუსმინე. Dance mother ნამდვილად ღირს მოსმენად They can feel the real bang bang ბოლოს და ბოლოს.

9)The Horrors – Primary Colours
The Horrors – Who Can Say

ეს არის 45 წუთი უკან მომავალში. Bauhaus, Ramones, Stranglers დამატებული XXI საუკუნის სუნელები და შედეგად მიღებული გემრიელი ალბომი. 2–3 დაბალი დონის ტრეკია Horrors–ის ახალ ალბომში, თუმცა მთლიანობაში ეს არაფერს ვნებს ნამუშევარს.

8)Florence & the Machine – Lungs
Florence And The Machine – Drumming song

ლილი ალენმა მუსიკიდან მივდივარო, ხოდა კარგადაც მოიქცა ბრიტანეთს ამიერიდან ახალი დედოფალი ჰყავს, ფლორენს უელჩის სახით. ეს გოგონა თავისი ბენდითა და სადებიუტო ალბომით, წლის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ფლორენსის ძლიერი ხმა და არაჩვეულებრივი მუსიკა ალბომს წლის ერთ–ერთ საუკეთესო ნამუშევრად აქცევს. “This is a gift it comes with a price” მღერის ფლორენსი და მართალიცაა. ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ “საჩუქარს” ინგლისელი გოგონა.

7)The Big Pink – A Brief History of Love


The Big Pink – Velvet

Dominos! სწორედ ეს ტრეკი მოვისმინე პირველი ამ ჯგუფის შემოქმედებიდან და WOW.Dominos შემდეგ მთელი ალბომი გადმოვიწერე და უცებ Velvet–ს შევეჯახე. საოცარი ტრეკია, ერთდროულად კოსმიური ჰარმონიის მატარებელი და ერექციის გამომწვევია. კიდევ ერთი დებიუტანტების ნახელავი ჩემს ათეულში.

6)Wild Beasts – Two Dancers


Wild Beasts – Hooting & Howling

მულტივოკალური ჯგუფი გასცდა indie rock–ისა და electronic–ის ჩარჩოებს. ეს აღარც Dream pop–ია და არც indie pop. საკმარისია ერთი ტრეკის Hooting & Howling-ის მოსმენა რომ შეგიყვარდეთ ბენდი. ეხლაც ყურში ჩამესმის

“A crude art, a bovver boot ballet equally elegant and ugly
I was as thrilled as I was appalled, courting him in fisticuffing waltz”

5)Phoenix – Wolfgang Amadeus Phoenix

Phoenix – Lisztomania

ეს ბენდი ალბათ ყველამ იცით. If I Ever Feel Better მაინც გექნებათ მოსმენილი. ძალიან მაგარი ფრანგული ბენდია ფენიქსი. რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში ტომას მარსსა(ვოკალი) და კომპანიას მუზის “შემოტევა” ჰქონდათ. ალბომში 2 ისეთი ტრეკია დეკადის საუკეთესოებში შესაყვანად არ დაგენანება ადამიანს. Lisztomania და 1901 არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა დაამტკიცო ადამიანმა საკუთარი გენიალურობა.

4)Air – Love 2

Air – Love

ნიკოლას გოდინისა და ჯან ბენუა დუ(ა)ნკელი დუეტი, რომელმაც თავი ჯერ კიდევ 90–იანები ბოლოს დაიმკვიდრა. ფრანგი ელექტრონავტების ახალ ალბომს ძლიერ ველოდი და… ღირდა ამად. მე 46 წუთი ალისა ვიყავი, საოცრებათა სამყაროში დავძრწოდი და სიყვარულს ვეძებდი. მე ის თითოეულ ტრეკში ვიპოვე და დღემდე მიყვარს.

3)The xx – xx

The xx – Night time

დებიუტანტების ცვენაა წელს ჩემს ათეულში. ჯგუფი არც ძლიერი ვოკალისტებით გამოირჩევა და არც მუსიკაა რევოლუციური ან ინსტრუმენტალურად რთულად შესასრულებელი. გოგო და ბიჭი ჩურჩულებენ 45 წუთის განმავლობაში, უბრალოდ ეს ჩურჩული მიმზიდველია და გინდა ჭორიკანა გახდე, უსმინო მათ მუდამ. Crystalized, Shelter, Night Time ჩემი ფავორიტი ტრეკებია ალბომიდან. დიდი იმედი მაქვს როგორც The XX–ის ასევე სხვა დებიუტანტი ბენდებისა, რომ არ გაიუფეჭებენ თავს და ამავე დონეზე განაგრძობენ მოღვაწეობას.

2)White lies – To Lose My Life…


White lies – Death

პირველივე ტრეკზე Joy Division გამახსენდა, შემდეგ იყო Franz Ferdinand, Interpol და The Cure. წარმოიდგინეთ ნამუშევარი სადაც ეს მუსიკოსები არიან გაერთიანებული და გიყვენიან სიცოცხლის დაკარგვის ისტორიას, შენ იღიმი დასაწყისსი, შემდეგ იცინი, ტირი, ყვირი, გიჟდები და ბოლოს სთხოვ შენი სიცოცხლე წაიღონ. ოღონდ კიდევ ერთხელ მოგასმენინო Death-ს, The price of love–სა ან To lose my life–ს. ესენიც დებიუტანტები არიან და იმედია post-punk revival–ისა და post rock–ის პირმშო თავს არ შეირცხვენს მომავალში.

1)Yeah yeah yeahs – It’s Blitz!



9 ძალიან კარგი ალბომის შესახებ დავწერე მაღლა, ერთი მაგდენი საერთოდ ვერ მოხვდა სიაში, თუმცა Yeah yeah yeahs–ის “დაბომბვასთან” შედარებით ყველა ეს ალბომი ერთად აღებულიც კი არაფერია. Muse, Kasabian, Arctic Monkeys ამ ჯგუფებმა წელს ძალიან გამიცრუეს იმედები, არადა მათგან უფრო მეტად ველოდი საოცრეაბს ვიდრე კარენ ოუსა, ნიკ ზინერისა და ბრაიან ჩეისისაგან. ამ ჯგუფს ორი გენიალური ალბომი ჰქონდა It’s Blitz–ამდე და რატომღაც მცირე ჩავარდნას ველოდი, ვერ წარმომედგინა რომ ბენდი შეძლებდა Fever to Tell–სა და Show Your Bones–ის სიმაღლეების კიდევ ერთხელ დალაშქვრას. სამკაციანი ბენდი აქამდე ერთი გიტარითა და დრამით გადიოდა ფონს, ზინერი მიხვდა რომ საჭირო იყო სიახლე წარსულიდან. YYY–სთვის კლასიკურ Indie pop–ს, art punk–ს დაემატა dance punk, 70–80–იანების დისკოს “რექვიემები”. შედეგი უნიკალურია.
წლის საუკეთესო ალბომი.

“Flow sweetly, hang heavy
You suddenly complete me
You suddenly complete me”

წლის საუკეთესო ალბომი :Yeah yeah yeahs – It’s Blitz!

წლის დებიუტანტი :White lies – To Lose My Life…

წლის საუკეთესო hip hop ალბომი : Jay-Z – The Blueprint 3
წლის საუკეთესო პოპ ალბომი :Florence & the Machine – Lungs
წლის საუკეთესო electronic ალბომი :MSTRKRFT – Fist of God
MSTRKRFT – Heartbreaker (feat. John Legend)


წლის ზედმეტად დაფასებული ალბომი :Animal Collective – Merriweather Post Pavilion. Lady Gaga(The Fame/The Fame Monster). Dirty Projectors – Bitte Orca. La Roux – La Roux.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Advertisements

ჩემი მუსიკალური საუკუნე

ადრე დავწერე რომ წლის ბოლოსკენ ნელ-ნელა დავიწყებდი საუკუნის საუკეთესოების ჩემეული ვერსიების გამოვლენა/დასახელებას.  სანამ ფილმებს, სპორტსმენებსა თუ სხვა რამეს შევეხები მუსიკით მსურს გავხსნა სეზონი.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ჩემი აზრით 2000-2009 საუკეთესო ალბომებს. ეს რეიტინგი ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სუბიექტურ გემოვნებაზეა დაფუძნებული.იმის გამო რომ მხოლოდ Top 10-ის გაკეთება გადავწყვიტე ძალიან ბევრი კარგი(ჩემთვის) ალბომი დამეჩაგრა, თუმცა არაუშავს ჩემი საყვარელი ალბომები მაინც ყველა ადგილზეა :დ

უახლოეს მომავალში 10 საუკეთესო სიმღერასა და მუსიკალურ ჯგუფს შემოგთავაზებთ. შემდეგ კი როგორც პოსტის დასაწყისში აღვნიშნე სხვა სფეროებში გადავინაცვლებ.

12)UNKLE – War stories(2007)

When things explode

UNKLE, Venetian Snares და Amon Tobin ერთ წელს გავიცანი. გადაწყვეტილი მქონდა electronic-ის სხვადასხვა განხრა შემესწავლა, უფრო სწორედ რაიმე ახალი მეპოვა საკუთარი თავისთვის რადგან ერთფეროვნებით ძალიან დაღლილი ვიყავი. სწორედ მაშინ გამოჩნდა ეს ჯადოსნური ალბომი. ალბომიერთმანეთისაგან სრულიად გასხვავებული ტრეკებისაგან შედგება, ყოველი მომდევნო კომპოზიცია “უცხო ხილია”. სხვადასხვა ვოკალებითა და ჟღერადობით, ნამუშევარი თითქმის უნაკლოა. უდაოდ დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია. Burn My Shadow UNKLE.

11)Grinderman – Grinderman(2007)

No Pussy Blues

ნიკ ქეივი მაიკლ პეტონთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მუსიკოსია. მუდამ რაღაცა ახლის ძიებაშია და თავს არაერთ ჟანრსა თუ მუსიკალურ მიმართულებაში ცდის ხოლმე.  სოლო ალბომები, მუსიკა ფილმებისათვის(უორენ ელისთან ერთად), Bad Seeds-თან მრავალწლიანი ისტორია და ა.შ

თუმცა პროექტ Grinderman ვერაფერი შეედრება. არამქვეყნიური სიმღერების კრებულია. ალბომი პატარა ბავშვივითაა,  ორი ძალიან “ხმაურიანი” ტრეკით იწყება, მერე კი თითქოს ნელ-ნელა იზრდება და სერიოზულდება ბოლოში მელოდიური და რიგ მომენტებში მელანქოლიური ხდება. პოსტ-კლიმაქსური განწყობა შეინიშნება შიგადაშიგ. :დ ქეივი კი ყველგან შეუდარებელია

I wrote a song with a hundred lines,
I picked a bunch of dandelions,
I walked her through the trembling pines,
But she just even then didn’t want to. She just never wants to.

10)Radiohead  –  In rainbows(2007)

Radiohead-ის თაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ, ვერც იმას ვიგებდი რატომ ჰქონდა მოზარდ-ახალგაზრდობას ასე ტომ იორკზე და მის საძმოზე გაჭედილი. ერთადერთი რაც მუდამ მომწონდა ამ ჯგუფის შემოქმედებაში ეს ჯონი გრინვუდის way of playing guitar იყო. ამ ბიჭმა იცის როგორ უნდა დაუკრას და 2-3 კაცი თუ შეედრება სულ ნიჭსა და იმპროვიზაციში.

თუმცა დადგა 2007 წელი და  In rainbows-მა მომნუსხა. ერთი ამოსუნთქვით მოსასმენი ალბომია, სულ რომ გეზიზღებოდეს ეს ბრიტანული ჯგუფი მაინც ძალიან გაგიჭირდება 15 Step-ის მოსმენის დაწყების შემდეგ გამორთო ფლეერი, შემდეგ ნელ-ნელა შეყვები Radiohead-ს ალისას სამყაროში ჯერ Weird Fishes/Arpeggi დაგამუშავებს, შემდეგ Reckoner ახალ სიცოცხლეს გაჩუქებს და ბოლოს Jigsaw Falling into Place დედამიწაზე დაგაბრუნებს, მხოლოდ კი არ დაგანარცხებს არამედ დაგანახებს თუ რატომაა Radiohead ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი.

9)Red Hot Chili Peppers – By the way(2002)

ამ ჯგუფს ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ეს არის ბენდი რომელიც ლაივშჲ ჩემი აზრით საუკეთესოა. ჯონ ფრუშანტიმ(გიტარა), ენტონი კიედისმა(ვოკალი), ჩად სმიტმა(დრამი) და ფლი ბალზარიმ(ბასი)   ერთად ძალიან დიდი გზა გამოიარეს. ყველაფერს გაუსინჯეს გემო, პოპულარობას, დაცემას, ტკივილილს, ნარკოტიკებს, rehab-სა და საუკეთესო მეგობრების დაკარგვას.

By the way პირველი alternative ალბომია RHCP-ისასაგნ. უფრო სწორედ თავიდან ბოლომდე სწორედ ამ მუსიკალური განხრის საუკეთესო ტრადიციებში გაწყობილი ნამუშევარია. Californiacation-ის წარმატების შემდეგ ბიჭებმა ტემპი არ დააგდეს და სწორი მიმართულებით განაგრძეს მუშაობა. თავიანთი ახალგაზრდობისაგან განსხვავებით ნაკლებს მღერიან ვაგინაზე, სექსა და ნარკოტიკებზე. მეტი კომპოზიცია ეძღვნება სიყვარულსა და მეგობრობას. By the way ერთგვარი დღიურია რომელშიც პეპერსების ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები წერია.

8)Bloc Party – Silent alarm(2005)

I can’t eat, I can’t sleep,I can’t sleep, I can’t dream ასე იწყება ალბომი და დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის ისტორია.

Bloc Party-ის პირველი და ყველაზე სრულყოფილი ნამუშევარი. კელე ოკერეკემ(ვოკალი), რასელ ლისაკმა(გიტარა),  დრამერმა მეტ ტონგმა და ბასისტმა გორდონ მოუქსმა აიღეს ყველაფერი საუკეთესო რაც The Strokes ჰქონდა, დაამატეს ცოტა “წარსულის მუსიკა” და ცოტა “მომავლის ჟღერადობა”, შედეგად მიიღეს 13 ბრწყინვალე ტრეკი. ლირიკები დიდი სიღრმითა და ფილოსოფიით არ გამოირჩევა, არც მუსიკააა უშანგის დამთრგუნველი, მაგრამ იმდენად მელოდიური და სასიამოვნო ჟღერადობისა რომ ნებისმიერს მოაწონებს თავს.
7)Yeah Yeah Yeahs – It’s Blitz(2009)

ძალიან გამიჭირდა YYY-ს რომელიმე ალბომებიდან რომელიმე ერთის დაწერა საუკეთესოდ. სამივე ალბომი თითქმის ერთნაირად მომწონს და ყველას თავისი ხიბლი აქვს. თუმცა წლევანდელი ალბომი მაინც გამორჩეულია. Dance punk-ისა, indie rock-ისა და Pop-ის ჩჳეულ ელემენტებს 60-70-იანების ჟღერადობა დაემატა და ჯგუფმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სრულყოფილებისაკენ. თუ Heads Will Roll-ში კერენ ოუ ცეკვის ხასიათზე გაყენებს, Hysteric-ში მისი ვოკალი მთლიანად იცვლება, კერენთან ერთად “ჩუმ ჲსტერიკაში” ვარდები რომელსაც ალბომის მოწონებით გამოწვეული ეიფორია ჰქვია. ამ ალბომზე ჩემი რევიუ შეგიძლიათ აქ ნახოთ.

6)Klaxons – Myths of near future(2007)

It’s Not Over Yet

ერთადერთი მიზეზი რატომაც New rave მიყვარს არის Klaxons. ლონდონში ჩამოყალიბებულმა ბენდმა რევოულიცა მოახდინეს ბრიტანეთის electronic music world-ში. ექსპერიმენტების ჟგუფმა ის შედეგი გამოიღო, რომ Klaxons-მა სრულიად ახალ მიმდინარეობას მუსიკაში, New rave-ს, დაუდო საფუძველი, რომელიც დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე “პაპსა” განხრაა მუსიკაში.

Myths of near future ჯერ-ჯერობით ერთადერთი სრულფასოვანი ალბომია Klaxons-ის შემოქმედებაში. ნამუშევარი სრულიად ამართლებს თავის სახელს, ტრეკები თითქოს მართლაც მომავლიდანაა გამოგზავნილი, XXI საუკუნის ჰომოსაპიენსისთვის გაუგებარ სემანტიკაში გაწყობილი, მაგრამ ამავედროს საოცრად ჰარმონიულად შერწყმული ჩვენს სამყაროს.

5) Arctic Monkeys – Whatever People Say I Am, That’s What I’m Not(2006)

2006 წელს ცინგლიანმა ბავშვებმა შეფილდიდან შეძრეს დიდი ბრიტანეთი, შემდეგ კი მთელი მსოფლიო. ალექს ტერნერი 20 წლის იყო  როდესაც Oasis-ის რეკორდი დაამხო მისმა ბენდმა და ყველაზე სწარაფ-გაყიდვადი სადებიუტო ალბომი წარუდგინა სამყაროს. ალბომი ყველაზე დრაივიანი ნამუშევარია, ჩემს საყვარელ კრებულებში. I Bet You Look Good on the Dancefloor-ის, The View from the Afternoon-ისა ან From the Ritz to the Rubble მოსმენისას ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელია.  სამწუხაროა რომ Arcit Monkeys-მა მიატოვა თავისი ფესვები და სრულიად სხვა მიმართულებით ეძებს განვითარებას, არადა სწორედ ეს ალბომია ამ ჯგუფის ნამდვილი სახე.

4)Arcade Fire – Neon bible(2007)

Neon Bible live in an elevator

Funeral-ს თავისუფლად შეეძლო ამავე პოზიციაზე ყოფილიყო, უბრალოდ მაინც Neon Bible ვამჯობინე. ამ ალბომის live ვერსია მაქვს მოსმენილი და კინაღამ ინსულტი მივიღე სიამოვნებისაგან.  ძალიან მრავალფეროვანია Arcade Fire-ს მუსიკა. ეს ჯგუფი კი არა ოკესტრია რომელიც ყველაზე “ადამიანურ” სიმღერებს მღერიან. სიკვდილზე, ნეონის ბიბლიაზე, შავ სარკეებსა და ოკეანის ხმაურზე.

My body is a cage
That keeps me from dancing with the one I love
But my mind holds the key

მღერის უინ ბატლერი და ამას ისე აკეთებს რომ თავს სწორედ მის ადგილას წარმოიდგენ, სწორედ შენ ხარ ის ვინც ვენც თავისი სხეულიდან გამოთავისუფლებას ცდილობს, მაგრამ ვერ პოულობს გასაღებამდე მისასვლელ გზას, იმ გასაღებამდე რომელიც მის გონებაშია.

3)Interpol – Turn on the Bright Lights (2002)

Obstacle 1

ერთ-ერთი პირველი ჯგუფი რომელსაც Indie სამყაროდან მოვუსმინე. ეხლაც მახსოვს ის დღე ეს ალბომი რომ გადმოვწერე,  ჩავრთე და პირველი ტრეკის მაგივრად რატომღაც  მეშვიდე სიმღერა Obstacle 2 ჩავრთე და…

ალბომში ორი Obstacle არის, ეს ორი “დაბრკოლება” post punk revival-ის ნამდვილი შედევრებია. ჯგუფის სიმღერები ეგრევე Joy Division-ს გაახსენებს მსმენელს, თუმცა ჩემთვის პირადად Joy-ს  “ნავაროჩენი” ვარიანტია Interpol, უფრო ახლობელი და საყავრელი მუსიკით.

2)The strokes – Roon on fire(2003)

What Ever Happened

კასაბლანკასი, ვალენსი, ფრაიტური, ჰემონდი და მორეტი. ეს არის ხუთეული რომელსაც ყველაზე დიდი Influence აქვს ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე. ისევე როგორც XXI საუკუნის ბენდების ძალიან დიდი ნაწილზე. Indie rock-ის გაპოპულარულება სწორედ ამ ჯგუფს უკავშირდება და მის ალბომს Is This It(2001). თუმცა მე მათი მეორე ნამუშევარი Roon on fire უფრო მეტად მომწონს, არ ვიცი რატომ მაგრამ ყველაფერი უფრო მიმზიდველია ჩემთვის Kiss me now that I’m older, I won’t try to control you ამბობს კასაბლანკასი და ვინ იცის რამდენ გოგოს ატყუებს :დ

1)Tv on The Radio – Desperate Youth, Blood Thirsty Babes

არც დავფიქრებულვარ პირველ ალბომზე. მიუხედავად იმისა, რომ Tv on the radio-ს ყველა ნამუშევარი ძალიან მნიშჳნელოვანი და ძჳირფასია ჩემთვის, ჩემი სუბიექტური აზრით 21-ე საუკუნის საუკეთესო ნამუშევარი მაინც ეს ალბომია.  არანაირი ჩარჩოები, ჟანრი, რაიმე ფორუმულა ან ფაბულა რომელსაც მიჰყვება  ტუნდე ადებიმპე, დეივ სიტეკი, კიპ მელოუნი, ჯალილ ბენტონი და ჯერარდ სმიტი. ყოველი ახალი კომპოზიცია ახალი გამოწვევაა, ახალი სიტყვა და ნაბიჯი მუსიკაში. ყოველგვარი კომეციის ფეხებზე დაკიდებით, დისკების გაყიდვის უკანა პლანზე გადაწევით და art rock-ის ზეიმის მოსაწყობად ყველაფერს აკეთებს ეს ბენდი. ეს ალბომი არის 48 წუთიანი ნირვანა ჩვენს საცოდავ სამყაროში.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Editors-ის იმედად

წელს ალბომების უმეტესობამ რომელსაც ველოდი ან იმედები გამიცრუა. ან საერთოდ არ ვარგოდა, ანდა წინა ნამუშევრებს ბევრად ჩამორჩებოდა. Kasabian, Muse, Arctic Monkeys სწორედ ასე “მომექცნენ”. Editors წლის ერთ-ერთი უკანასკნელი იმედია.

ეს ჯგუფი 2007 წელს აღმოვაჩჲნე. ნუ ჩემთვის იყო ეს აღმოჩენა, თორემ მანამდე 2005 წლის ალბომით The Back Room ჯგუფს უკვე ჰქონდა პოპულარობა მოპოვებული.  მე ისინი 2007 წლის ალბომით An End Has a Start გავიცანი. ეს ალბომი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია XXI საუკუნის indie rock სამყაროში. რამდენიმე თვე შეუჩერებლად ვუსმენდი თითოეულ კომპოზიციას, ყველა ტრეკი ძალიან კარგი იყო.

An End Has A Start

წელს, ოქტომბრის დასაწყისში In This Light and On This Evening გამოდის. პირველი სინგი უკვე გამოჩნდა რომელსაც  Papillon(პეპელა) ჰქვია. ჟღერადობით საერთოდ არ ჰგავს Editors-ის ძჳელ ნამუშევრებს, თუმცა კარგი მოსასმენია. გამიხარდება თუ ბიჭები თავიან თავში არ ჩაიციკლებიან, მაგრამ ამავდროულად წინ ისე წავლენ რომ ის მუღამი არ დაკარგონ რომელიც აქამდე ჰქონდათ, თავიანთი ნიშა რომლითაც იზიდავენ მსმენელს(პირადად მე). Papillon-ის მისამღერი ტრადიციულ სტილშია ნამღერი, ვოკალი ტომ სმიტი კვლავაც შეუდარებელია. ძალიან კარგი ხმა აქვს ტომს.

Papillon

ველი ალბომს  მოუთმენლად.

ბანი WordPress-ზე, მეკობრეობა და მუსიკა

გუშინ მთელი დღე ჩემს ბლოგზე დაწერა არ შემეძლო. WordPress-მა დამვორნა :დ

მიზეზი არ ეწერა, Dashboard-ში მაღლა, დიდი შრიფტით ეწერა, რომ რაღაც ერორია და უნდა მიმეწერა ადმინისტრაციისთვის. დავიწყე ძებნა და სულ მალე მივაგენი ჩემს პოსტს Arctic Monkeys ახალ ალბომზე. პოსტს თან მოჰყვებოდა ალბომის გადმოსაწერილი ლინკი, იმ ალბომის რომელიც ოფიციალურად 24 აგვისტოს გამოდის გაყიდვაში. მე კი პოსტი სადღაც 2 კვირის წინ დავწერე. მოკლედ პოსტს თუ წაშლი კარგი იქნებაო, თუ არადა დააედიტე მაინცო.

არა ვიცი რომ არ უნდა დავდო ლინკები, მითუმეტეს ისეთი ალბომების რომლებიც ჯერ არ გამოსულა ან სულ ახლხანს ჰქონდა რელიზი ეს მეკობრეობაა და ამ საქციელით მე მეტ-ნაკლებად ვაზარალებ შემსრულებელსა და მის ლეიბლს, მაგრამ აქ სხვა ამბავია კიდევ. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მე ალბომის გადმოსაწერი ლინკი დავდე. 4-5 ალბომი მექნება ჩემს ბლოგზე დაგდებული, მაგრამ მარტომსხვილი კომპანიების კონკრეტულად კი Warner Bros-ის ალბომებზე ჰქონდა მხოლოდ პრეტენზია ვორდპრესს.  თუ თავად მუსიკალური ლეიბლი აწვება და იმიტომ მთხოვენ მე ლინკის აღებას მაშინ გასაგებია, მაგრამ თუ თვითონ იღებენ მსგავს გადაწყვეტილებებს მაშინ მგონია ყველაფერი თანაბრად უნდა აკრძალონ. ვითომ Mum-მა რა დააშავა ანდა Florence and the machine-მა.

მოკლედ მე ლინკებს აღარ დავდებ თორემ დავიღუპები :დ მარტო რეცენზიებითა და რევიუებით შემოვიფარგლები.

პ.ს არადა Muse-ს ახალი ალბომი გამოდის მალე :დ

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Six Feet Under by Drugs

რამდენიმე დღის წინ Arctic Monkeys ერთ-ერთი ტრეკის მოსმენისას ერთმა უცნაურმა აზრმა დამარტყა თავში და ეგრევე ფეისბუქზე დავწერე, ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად.

Arctic Monkeys-ს ვუსმენდი ეხლა და 19 წლის ასაკში, ანუ ეხლა, ალექს ტერნერივით პოპულარული რომ შევიქმნა, მერე აუცილებლად ნარკომანი უნდა გავხდე? თუ მხოლოდ კინოებში მოაქვს პოპულარობას ნარკოტიკები?

ალექს ტერნერი 20 წლის იყო როცა საქვეყნოდ ცნობილი გახდა, მეც თითქმის მივუკაკუნე მაგ ასაკს და ვფიქრობდი აი “ვდრუგ” ძალიან პოპულარული, რომ გავხდე ეს მე ნარკომანობისაკენ თუ მიბიძგებდა, ნუ ნარკომანობისაკენ თუ არა წამლის გასასინჯად თუ გავიწევდი მაინც.

სოფო გამოეხმაურა ჩემს პოსტს და საკმაოდ საინტერესო მოსაზრება დაწერა.

ცხოვრება იმდენად უაზრო და მიზერული გახდება, მარტო ნარკოტიკი გაგახალისებს

ვერ გეტყვი ზუსტ მიზეზს, never been there, მაგრამ მგონია, რომ ეგენი უკვე ვეღარ ფიქრობენ ამდენს, სულ სხვა წრეში უწევთ ტრიალი, სხვა წესებით ცხოვრება და ბოლოს, ყველას უსუსტდება ნერვები.

არ დავეთანხმე სოფოს ამ ჰიპოთეზაში მაშინ, მერე დავფიქრდი და ახლა კიდევ უფრო მეტად არ ვეთანხმები.

არ არსებობს ჩემი აზრით “სხვა” წრე, “სხვა” ცხოვრება, “სხვა” ემოციები და საერთოდ “სხვა”-ს ადამიანი თავის თავს უგონებს, რომ შემდეგ გამართლება ჰპოვოს ამ აბსურდში.

ცხოვრება არასოდეს არის უაზრო, არც აზრიანია. ის არის ისეთი როგორიც არის, უმოქმედო. შენ მიდიხარ და ცდილობს მისცე რაღაც აზრი, დატვირთვა, მოძრაობის უნარი, ხალისი და ა.შ.  ყოველ მიღწეულ მიზანს მოჰყვება, ახალი გამოწვევა, ახალი მიზანი.

ნარკოტიკების მიღება კი უბრალოდ “მარიაჟობაა”. სიგარეტის მოწევას ჰგავს. არავინ არ იწყებს მოწევას იმიტომ, რომ ეს მას რამეში ეხმარება. ნარკოტიკები “მარიაჟობის” იერარქიაში რამდენიმე საფეხურით მაღლა მდგომი ქმნილებაა. უფრო ძვირი, უფრო ძლიერმოქმედი, უფრო მეტად addicted-ს გხდის.

ამ ყველაფერზე დაწერას არ ვაპირებდი, უბრალოდ გუშინ დავიწყე Six Feet Under -ის ყურება. საბუნიას პოსტმა სიკვდილზე და საუბარმა ამ სერიალზე გადამაწყვეტინა 5 სეზონიანი სერიალის ნახვა, შემდეგ დოდკას პოსტმა კი კიდევ უფრო მეტად მომანდომა სისრულეში მომეყვა ჩემი გეგმა. იშვიათად რომ სერიალი მომეწონოს დასაწყისში, მითუმეტეს ის სერიალი რომელიც ძალიან პოპულარულია და დადებითი რეცენზიები აქვს. პირველი ორი სერიის ნახვის შემდეგ ტორენტ.რუ-დან უკვე მთლიანად ვიწერ პირველ სეზონს. ორი სერიისთვის ზედმეტად ბევრი ცინიზმი და ირონია იყო, ეს კი სრულიად საკმარისია ჩემთვის, რომ სერიალს ვუყურო. ანდერძის წაკითხვის სცენის შემდეგ დავფიქრდი, ნუთუ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემი შჳილები მხოლოდ ჩემს ქონებაზე იფიქრებენ, ან მამაცემს რომ რამე მოუვიდეს, მე გამიტყდება არაფერი რომ არ დამიტოვოს. რავიცი ეხლა ვფიქრობ, რომ არ მეწყინება საერთოდ.

სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია რაც გვაქვს და ნარკოტიკებით მისი შემოკლება ყველაზე დიდი ყლეობაა რაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ. კიდევ უფრო დიდი სირობაა, ნარკოტიკების გამოყენებას სხვადასხვა მიზეზებს, რომ ვტენით.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

5 most anticipated albums of 2009

მუსიკაზე საკმაოდ ხშირად ვწერ ჩემს ბლოგზე, მიზეზი მარტივია ხელოვნების ეს სფერო კინოს შემდეგ უმთავრესია ჩემს ცხოვრებაში. 2009 წლის დასაწყიში რომ გადავხედე მომავალ რელიზებს დორბილი მომადგა პირზე, თითქმის ყველა ჩემი ფავორიტი ბენდი უშვებდა ალბომს ამ წელს, უმეტესად ისინი “ისვენებდნენ” რომლებმაც 2008 წელს გამახარეს. 2009 წელი კარგად დაიწყო yeah yeah yeah-ის ალბომი გამოვიდა რომლის რევიუც ჩემი ბლოგერად ქცევის პირველ ნაბიჯად იქცა, YYY-ს It’s Blitz-ს მოჰყვა Iamx-ის Kingdom of Welcome Addiction და PJ Harvey-ის A Woman A Man Walked By(უახლოეს მომავალში ამ ალბომების გადმოსაწერ ბმულებსა და რევიუებსაც დავაგდებ). შემდეგ იყო kasabian თავისი ახალი ალბომით, რომელიც ვერ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ველოდი. რამდენიმე დღის წინ რეჯინა და ფლორენსზეც დავწერე. ეს ალბომები 2009 წლის პირველი ნახევრის გავაყოლე, მეორე ნახევარში “მძჲმე არტილერია” ერთვება საქმეში და მეც 5 ყველაზე საინტერესო(imho) პროექტს გაგაცნობთ.

5)múm – Sing Along to Songs You Don’t Know (გადმოწერე)

ეს მუმის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი იქნება რომელიც ზაფხულის ბოლოს გამოვა და იმედს ვიქონიებ, მინიმუმ წინა ალბომების დონის იქნება, წინა ალბომებში Finally We Are No One-სა და Go Go Smear the Poison Ivy-ს ვგულისხმობ. ამ ჯგუფს ახასიათებს ექსპერიმენტები და ვნახოთ იქნებ რაიმე ახალით გამაოცონ(გამახარონ მაინც)

4)Muse – The Resistance ( 14 September 2009)

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ბენდი, სექტემბერში უშვებს თავის ახალ ალბომს. Muse იმ იშვიათ ჯგუფების რიცხვს მიეკუთვნება რომელთა პოპულარობაც და მუსიკის ხარისხიც ალბომიდან ალბომამდე იზრდება. 2006 წელს გამოსული მათი უკანასკნელი ალბომი Black Holes and Revelations წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო. მეთიუ ბელამი(ვოკალი/გიტარა) და კომპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ძალიან ძლიერი live ფერფომანსები აქვთ, რაც ამ ბოლო ხანებში სანატრი გახდაახლადგამოჩეკილი მუსიკოსების ხელში.

3)Editors – In This Light and On This Evening (21 September 2009)

ამ ჯგუფის 2007 წელს გამოსული ალბომი An End Has a Start ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა XXI საუკუნის ინდი სამყაროში. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ნამუშევარი(არც განსხვავებული ჟღერადობაა, არც ექსპერიმენტებთან ან სუპერ სოლოებთან გვაქვს საქმე) კარგი ვოკალისა და ლირიკების წყალობით ერთ-ერთ ჩემს ფავორიტ ალბომად იქცა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ Editors-ის ახალ ალბომს ასე ძიერ ველოდები. სიმართე ითქვას ცოტა პესიმისტურად ვუყურებ და ვეჭვობ შეძლონდა გაიმეორონ იგივე რაც An End Has a Start-ში გააკეთეს, მაგრამ ერთხელ მოსმენა ჩემგან გარანტირებული აქვს.

2)Arctic Monkeys – Humbug (19 August 2009)

ბრიტანელი გენიოსები ბრუნდებიან. აგვისტოს ბოლოს ალექს ტერნერი(ვოკალი/გიტარა) ისევ თავის უაზრო, მაგრამ მიმზიდველ ლირიკებს მომახვევს თავზე, იმედია ისევ ისეთი გიჟური მუსიკა და დრაივი იქნება ამ ალბომში როგორიც წინა ორ ნამუშევარშია. ალექსი 19 წლის იყო როდესაც Arctic Monkeys-მა პირველი ალბომი გამოუშვა. Whatever People Say I Am, That’s What I’m Not-ს მე პირადად ვაფასებ 10/10-იდან. ძალიან იშვიათად ვწერ მაქსიმალურ შეფასებას და აქედან გამომდიანრე მეტ-ნაკლებად კარგად ჩანს თუ როგორ ველი ახალ ალბომს.

1)Klaxons – (სათაური უცნობია)

თავისუფლად შეიძლებოდა აქ ტერნერი და კომპანია ყოფილიყო, მაგრამ ორიოდე წლის წინ Klaxons-მა რევოლუციური ალბომი გამოუშვა, Myths of the Near Future -მა new rave-ის პოპულარიზაციისთვის დაახლოებით იმდენი გააკეთა, რამდენიც Beatles-მა როკ მუსიკისთვის. ეს არანორმალური ნამუშევარი შეიძლება დახასიათდეს ერთი წინადადებით Future music. წესით ალბომი შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროდიუსერებმა ბიჭებს ტრეკების ნახევრის გადამუშავება სთხოვეს, ზედმეტად ექსპერიმენტულობისდაგამო. : D

აი ესაა ალბომები რომლებზე რევიუებიც გარანტირებულია ჩემს ბლოგზე.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Tbilisi Open Air ანუ Glastonbury ქართულად

როდესაც გავიგე, რომ Step records-ი აპირებდა თბილისში ფესტივალის გამართვას, უცხოეთიდან ჯგუფების ჩამოყვანას და ა.შ გამიხარდა ფრიად, გამიხარდა იმიტომ, რომ სწორედ ამ ლეიბლმა გასული წლის ბოლოს შარდენზე ძალიან კარგი სამი დღე აჩუქა მუსიკის მოყვარულებს. როდესაც რამდენიმე ბრიტანული ბენდი ჩამოიყვანა საქართველოში და ჩვენი სამშობლოსთვის ჯერ არ მოსმენილი და არ ნახული აპარატურა გამოიყენა.

გუშინ შარდენზე ვიყავი. როგორც ველოდი ხალხი გაცილებით მეტი იყო ვიდრე რამდენიმე თვის წინ გამართულ კონცერტებზე. მაშინ თუ მხოლოდ myspace-ელებმა და last.fm-ელებმა იცოდნენ კონცერტის შესახებ, ამჯერად ფესტივალის რეკლამამ უამრავი ტელევიზია, რადიო და პლაკატი “მოიარა”. არც გუშინდელი დღე მომეწონა და არც დღევანდელი. ძალიან სუსტი ბენდებია ჩამოყვანილი, არანაირი დრაივი არ აქვთ, არც აპარატურაა თუნდაც იმ დონის რა დონისაც ჩემს მიერ ნახსენებ კონცერტებზე იყო. შესაბამისად მუსიკის მოსმენის სურვილი არც ისე მაღალია. სამაგიეროდ ატმოსფერო არის(იყო) ძალიან მაგარი იპოდრომზე. იგრძნობა რომ მუსიკალური ფესტივალია. ნაროდი მრავალნაირია. ყველას შეხვდებით პანკს, იმოს, ინდის, მეტალისტს, არმანის ზედიან ჭაბუსებსა თუ უბრალოდ “კაი პონტის” მოყვარულებს. ყველა თავის პონტში ცეკვავს და ერთობა. ჩემს წინ ბიჭები Motel Connection-ის გამოსვლის დროს ძალიან უცნაურად ცეკვავდნენ, თუ ჩხუბობდნენ ვერ გავიგე. ხტებოდნენ ერთმანეთს ფეხებს არტყამდნენ და სალტოებს აკეთებდნენ. მე აქეთ-იქით დავეხეტებოდი. ნაცნობებსა და მეგობრებს ვეძებდი, სწორედ ასე პიკოლინა გავიცანი. თინისთან ერთად იყო, მე და თინი ქე ვიცნობთ ერთმანეთს. 😀 ყველაფერი იყიდებოდა მშობლიური ფენოვანი ხაჭაპურიდან დაწყებული რედ ბულით დამთავრებული, სხვათაშორის არც ისეთი ძვირი ფასები არ არის როგორსაც ველოდი. ლარი 1,5-ით არის გაძვირებული.

ძალიან კარგია და მიხარია რომ ასეთი ფესტივალი იმართება საქართველოში, კიდევ უფრო კარგია თუ სისტემატიური სახეს მიიღებს და საერთოდ სუპერი იქნება, თუ მაღალი დონის ბენდების ჩამოყვანაზე იზრუნებენ ორგანიზატორები. როდესაც არ იცნობ ჯგუფს ძნელია აჰყვე მას სიმღერაში, სულ სხვა მუღამი აქვს როდესაც ნაცნობ მელოდიას უსმენ ლაივში, მაგ დროს ხომ თავს ძე ღვთისად გრძნობ. დაიხვეწება ნელ-ნელა ყველაფერი, აპარატურაც გაუმჯობესდება და ბენდებიც ალბათ.

აი ასეთი უნდა იყოს ლაივი ფესტივალზე.

იმედი მაქვს რომ თბილისის ეს ფესტივალი მეორე  Glastonbury Festival-ად იქცევა და მომავალ წელს თბილისში Arctic Monkeys-ს თუ არა Franz Ferdinand-ს მაინც ვიხილავთ.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)